საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა პროექტის "SQUARE" ფარგლებში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ERASMUS+_ის მიერ დაფინანსებული პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში” (SQUARE) ფარგლებში, 2021 წლის 24 ნოემბერს, ბელგიის სააკრედიტაციო სააგენტოს EFMD წარმომადგენლები - დოქტორი კრისტოფ ტერასი და ჟან ბაპტისტ მაილარდი ეწვივნენ.

 

უცხოელმა პარტნიორებმა თსუ რექტორთან გიორგი შარვაშიძესთან და პროექტის სამუშაო ჯგუფთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტები და აქტივობები, ასევე მესამე მისიის ფარგლებში უნივერსიტეტის საქმიანობის გაძლიერების ხედვა და პროექტის სამომავლო გეგმა განიხილეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამჟამად მესამე მისიის ფარგლებში, 74 აქტივობა მათ შორის, მესამე მისიის აქტივობების რუკის სრულყოფა და მესამე მისიის აქტივობების შემაჯამებელ ანგარიშზე მუშაობა მიმდინარეობს.

თარიღი: 25/11/2021