
2026 წლის 29 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, Erasmus+ უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (CBHE) პროექტის „PRODIGE - ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ტრენინგში „ცვლილებების მართვის პროცესის დაუფლება“ და კონსორციუმის საკოორდინაციო შეხვედრაში.
პროგრამის პირველი სამი დღე დაეთმო უმაღლეს განათლებაში ციფრული ტრანსფორმაციის მართვის მიმართულებით ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას. ტრენინგებს უძღვებოდნენ ხორვატიის ალგებრა ბერნეისის უნივერსიტეტის (Algebra Bernays University) წარმომადგენლები: პროფესორი ლეო მრშიჩი — ვიცე-რექტორი მეცნიერებისა და კვლევის დარგში და ივა მანდეკიჩი — ორგანიზაციული და ოპერაციული ცვლილებების მართვის ექსპერტი. ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა ციფრული განათლებისთვის ინსტიტუციური მზაობის შეფასება, მართვის მოდელები, დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, ორგანიზაციული ცვლილებების მართვა, ციფრული განათლების ხარისხის უზრუნველყოფა, მდგრადობის დაგეგმვა და ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელების გეგმების შემუშავება.
პრაქტიკული სამუშაო სესიების დროს მონაწილეებმა განახორციელეს საკუთარი უნივერსიტეტების ინსტიტუციური თვითშეფასება და შეიმუშავეს ციფრული ტრანსფორმაციის გეგმის საწყისი ვერსია. სამუშაო სესიების შედეგებზე დაყრდნობით მომზადებული გეგმა განსაზღვრავს სტრატეგიულ მიმართულებებს მმართველობის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შესაძლებლობების განვითარების, ციფრული ინფრასტრუქტურის, ხარისხის უზრუნველყოფისა და ციფრული განათლების საპილოტე ინიციატივების განხორციელების კუთხით.
2 ივლისს თსუ-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს კონსორციუმის საკოორდინაციო შეხვედრაში, რომლის დროსაც პარტნიორმა ორგანიზაციებმა შეაფასეს პროექტის მიმდინარე მდგომარეობა, განიხილეს ძირითადი სამუშაო პაკეტების განხორციელების პროგრესი და დაგეგმილი მომდევნო აქტივობები. აღნიშნულ აქტივობებში მონაწილეობა ხელს უწყობს თსუ-ში ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას და პროექტის ფარგლებში მაღალი ხარისხის ციფრული განათლების განვითარებისათვის სტრატეგიული და მდგრადი მიდგომების შემდგომ ჩამოყალიბებას.
![]() |
![]() |
![]() |
2026 წლის აპრილ–მაისში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული PRODIGE პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ორ საერთაშორისო პროფესიული განვითარების ტრენინგში, რომლებიც ციფრული განათლების განვითარებისა და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხებზე იყო ორიენტირებული.
20 აპრილიდან 11 მაისამდე უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ონლაინტრენინგში „ციფრული განათლება, როგორც ინტერნაციონალიზაციის მამოძრავებელი“ (Using Distance Education as a Driver for Internationalization). ტრენინგი მოიცავდა როგორც სინქრონულ, ისე ასინქრონულ სასწავლო აქტივობებს და მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა განეხილათ, თუ როგორ შეიძლება დისტანციურმა და შერეულმა სწავლებამ ხელი შეუწყოს უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და გლობალური საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებას. განხილული საკითხები მოიცავდა ვირტუალურ და შერეულ მობილობას, „ინტერნაციონალიზაციას სახლში“ (Internationalisation at Home), საერთაშორისო პარტნიორობების განვითარებასა და დისტანციური განათლების ინტეგრირებას ინსტიტუციურ სტრატეგიებში. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა ასევე მოამზადეს ინსტიტუციური სამოქმედო გეგმების პროექტები, რომლებიც ციფრული განათლების გამოყენებით უნივერსიტეტების საერთაშორისო პროფილის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
2026 წლის 25–29 მაისს თსუ-ის წარმომადგენლები ხორვატიაში, ალგებრა ბერნაისის უნივერსიტეტში (Algebra Bernays University) გამართულ საერთაშორისო სასწავლო ვიზიტსა და ტრენინგში მონაწილეობდნენ. ღონისძიება ციფრული ტრანსფორმაციისა და ციფრული განათლების სფეროში ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურებოდა. პროგრამა აერთიანებდა ლექციებს, სამუშაო შეხვედრებსა და სასწავლო ვიზიტებს, რომელთა ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ევროკავშირის ციფრული განათლების სამოქმედო გეგმას (Digital Education Action Plan 2021–2027), ჰიბრიდული და სრულად ონლაინ სწავლების მოდელებს, სტუდენტურ საინფორმაციო სისტემებს, სასწავლო მართვის სისტემებს (LMS) და ციფრული განათლების საუკეთესო პრაქტიკებს.
სტრუქტურული რეფორმის პროექტი PRODIGE მიზნად ისახავს საქართველოში მაღალი ხარისხის ციფრული განათლების განვითარების ხელშეწყობას. პროექტი აერთიანებს ევროპულ და ქართულ პარტნიორ უნივერსიტეტებს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. პროექტის მიზანია ციფრული განათლების სფეროში პოლიტიკისა და რეგულაციების გაუმჯობესება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერება და ხარისხიანი, ინკლუზიური და მდგრადი ციფრული საგანმანათლებლო გარემოს განვითარება. პროექტის კოორდინატორია EFMD.
![]() |
![]() |
Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროგრამის დაფინანსებული პროექტის ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში (PRODIGE) ფარგლებში 2026 წლის 24 თებერვლიდან 6 მარტამდე ჩატარდა ტრენინგი T4.2 "სტუდენტთა მოზიდვის, მართვისა და სტუდენტური ცხოვრების გადააზრება".
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ტრენინგში მონაწილეობდნენ: ქრისტინე ჩიხლაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინსტიტუციური კვლევებისა და განვითარების განყოფილების უფროსი სპეციალისტი; ირაკლი ჩხეიძე, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსი; ელენე ბებერაშვილი, სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის მთავარი სპეციალისტი, კარიერის კონსულტანტი; მარინე გოგნელაშვილი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის ასისტენტი.
ტრენინგის ფარგლებში თსუ-ის გუნდმა დასკვითი პრეზენტაციის სახით წარმოადგინა მოხსენება თემაზე ,,საბაკალავრო საფეხურის სტუდენტთა ინტეგრაციის ციფრული პროგრამა“, რომელშიც მიმოხილული იყო შემდეგი საკითხები: ციფრული განათლების კონტექსტში სტუდენტთა წინასწარი რეგისტრაცია, ციფრული რეგისტრაცია, თანატოლთა აქტივობები და ადრეული ინტეგრაციის მონიტორინგი.
2026 წლის, 26 იანვრიდან, 6 თებერვლის ჩათვლით, Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (Capacity Building in Higher Education) მიერ დაფინანსებული პროექტის - PRODIGE (Promoting Quality Digital Education in Georgia) - ფარგლებში გაიმართა ტრენინგი T3.3 მოდულის ფარგლებში: „კურსის განხორციელებისა და სწავლების მეთოდები ციფრული განათლებისთვის“.
ტრენინგის მიზანი იყო პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის ციფრული, სიმულაციაზე დაფუძნებული და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების ინოვაციური მიდგომების გაცნობა და მათი ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობა სასწავლო პროცესში. თსუ-დან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ირმა გრძელიძემ, თინათინ დავითაშვილმა და სოფიო იდაძემ, რომლებმაც დასკვნით შეხვედრაზე წარადგინეს პრეზენტაცია. თსუ-ს პრეზენტაცია დაეთმო ჰიბრიდულ სასწავლო კურსს, რომელიც დაფუძნებული იყო Production-based learning მიდგომაზე.
ტრენინგი მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო აკადემიური გამოცდილების გაზიარებისა და ხარისხის განვითარებისათვის. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა კავკასიის უნივერსიტეტის ერთგულება ციფრული ტრანსფორმაციის, სწავლების ინოვაციისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობის მიმართულებით.
2025 წლის 4-5 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა Erasmus+-ის მიერ დაფინანსებული პროექტის “PRODIGE - უმაღლესი განათლების დიგიტალიზაცია საქართველოს უნივერსიტეტებში” ფარგლებში, ეროვნულ მრგვალ მაგიდას (NRT) უმასპინძლა. ორდღიან ღონისძიებას უნივერსიტეტის ხელმძღვანელები, აკადემიური პერსონალი, ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ, რათა აღენიშნათ PRODIGE-ის მიღწევები და პროექტის განვითარების შემდეგ ეტაპებზე ესაუბრათ. დისკუსიების დროს ხაზი გაესვა კონკრეტულ ინსტიტუციურ ცვლილებებს - ინოვაციური ციფრული სწავლების პრაქტიკიდან და გაძლიერებული ფაკულტეტის შესაძლებლობებიდან დაწყებული, მმართველობის რეფორმებითა და სტრატეგიული ციფრული დაგეგმვით დამთავრებული. ძირითადი ყურადღება გამახვილდა ციფრულ და ჰიბრიდულ განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფაზე, ასევე ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან ინტეგრაციაზე, ეროვნული განვითარების ევროპულ სტანდარტებთან და მომავალზე ორიენტირებულ ჩარჩოებთან შესაბამისობაში მოყვანაზე.
საერთაშორისო პარტნიორებმა გაუზიარეს ერთმანეთს პრაქტიკული მოსაზრებები ინკლუზიური ციფრული განათლების, დასაქმებაზე ორიენტირებული უნარებისა და ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი სასწავლო გარემოს შესახებ. ეროვნულმა მრგვალმა მაგიდამ მნიშვნელოვანი ეტაპი დააფიქსირა PRODIGE პროექტის შედეგების კონსოლიდაციაში, პარტნიორობების გაძლიერებასა და საქართველოს, როგორც ევროპული ციფრული უმაღლესი განათლების დღის წესრიგის აქტიური მონაწილის, პოზიციონირებაში, ასევე უზრუნველყო გამჭვირვალე და მაღალი გავლენის მქონე ანგარიშგება დაინტერესებული მხარეებისთვის, მათ შორის განათლებისა და კულტურის ევროპული აღმასრულებელი სააგენტოსთვის.

2025 წლის 1-3 დეკემბერს, Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროგრამის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში (PRODIGE), გაიმართა ტრენინგები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ტრენინგებს უძღვებოდნენ ალგებრა ბერნეისის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ხორვატიიდან. თსუ-დან ტრენინგებს ესწრებოდნენ რუსუდან სანაძე, ირმა გრძელიძე, იზაბელა პეტრიაშვილი, თინათინ დავითაშვილი, მარინე გოგნელაშვილი და სოფიო იდაძე. ტრენინგის მთავარი თემა იყო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობების გაძლიერება დისტანციური განათლების (DE) გარემოში, დისტანციური განათლების ხარისხის გაუმჯობესება და უნივერსიტეტში ციფრული კულტურის გაძლიერება.
ტრენინგზე მონაწილეებმა განიხილეს ამ მიმართულებით ძირითადი საკითხები:
- სტუდენტებისა და თანამშრომლების ციფრული უნარების განსაზღვრა
- ციფრული სწავლების თანამედროვე მიდგომების პრაქტიკაში გამოყენება
- დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება, პროექტების დაგეგმვა
- გამოცდილების გაზიარება და სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება ციფრული კომპეტენციების გაუმჯობესების მიზნით.
თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, გააძლიერონ სტუდენტების დასაქმების პოტენციალი და შექმნან სწავლების უფრო მოქნილი, ინოვაციური და ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული გარემო.
2025 წლის 6–24 ოქტომბერს, ევროკავშირის Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში (PRODIGE) გაიმართა კვალიფიკაციის ამაღლების ახალი ტრენინგ ციკლი კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის.
სასწავლო კურსი „T3.2 – სწავლების პედაგოგიური ინოვაცია და ციფრული განათლების კურსის დიზაინი“ ჩატარდა კოლეგების მიერ Haute Ecole de Namur–Liège–Luxembourg (HENALLUX)-იდან და მიზნად ისახავდა ციფრული კურსის თანამედროვე დიზაინისა და ინოვაციური სწავლების მეთოდების გააზრებას. მონაწილეებმა გაეცნენ სწავლების გეიმიფიკაციისა და ინტერაქციული სწავლების დიზაინის მიდგომებს. მათ იმუშავეს ისეთ ციფრულ ინსტრუმენტებთან, როგორებიცაა Genially, Mentimeter, Padlet და Kahoot, რითაც შესაძლებლობა მიეცათ გამოეცადათ ახალი გზები სტუდენტური მოტივაციის, კრეატიულობისა და აქტიური ჩართულობის გასაძლიერებლად. ტრენინგმა აჩვენა, თუ როგორ შეუძლია გეიმიფიცირებულ და ინტერაქციულ მეთოდოლოგიებს გააძლიეროს სტუდენტების მოტივაცია, გააძლიეროს თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს ციფრული სწავლების უფრო ღრმა გაგებას.
ეს სესია იყო კიდევ ერთ მნიშვნელოვანი ნაბიჯი PRODIGE-ის ფარგლებში საქართველოში ციფრული პედაგოგიკის გაძლიერების მიმართულებით. პროექტის მომავალი აქტივობები კვლავ იქნება ფოკუსირებული პროფესიული განვითარების, საპილოტე ინიციატივებსა და ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაფართოებაზე, რათა ხელი შეეწყოს უმაღლეს განათლებაში ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დანერგვას.
2025 წლის 19 ივნისს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ (BSMA) PRODIGE პროექტის ფარგლებში საკოორდინაციო შეხვედრას უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელმა თინათინ დავითაშვილმა. შეხვედრაზე განხილული იყო მიმდინარე სამუშაო პაკეტების შესრულების პროგრესი, დაიგეგმა მომავალი აქტივობები და პარტნიორ ინსტიტუტებს შორის პასუხისმგებლობების კოორდინაცია. დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ციფრული განათლების პრაქტიკის ეფექტიანი დანერგვა საქართველოში, პროექტის მართვის პროცესების გამყარება და მიღებული შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფა. აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი ეტაპი იყო პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და პროექტის მიზნების წარმატებით შესრულების მიმართულებით. გამოცდილების გაზიარებამ და სამოქმედო გეგმების შეთანხმებამ ხელი შეუწყო მომავალი პრიორიტეტების უფრო მკაფიოდ განსაზღვრას.
PRODIGE პროექტი ხორციელდება Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტების კონსორციუმის მონაწილეობით და მიზნად ისახავს საქართველოში ციფრული უმაღლესი განათლების სტანდარტების გაუმჯობესებას, შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოების განვითარებას და ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობას.
2025 წლის 16–18 ივნისს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული განათლების სფეროს წარმომადგენლები ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში შეიკრიბნენ PRODIGE პროექტის ფარგლებში გამართულ სემინარზე, რომელსაც TalTech-ისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტები ხელმძღვანელობდნენ. სამდღიანმა ტრენინგმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა გაეღრმავებინათ ცოდნა ციფრული პედაგოგიკის მიმართულებით - მოესმინათ ექსპერტთა ლექციები, ქართული უნივერსიტეტების მიერ მომზადებული პრეზენტაციები და მონაწილეობა მიეღოთ პრაქტიკულ სესიებში ინკლუზიური და ინოვაციური სწავლების შესახებ. ამ ღონისძიებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქართული უმაღლესი განათლების სექტორში მაღალი ხარისხის ციფრული სწავლების განვითარებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით.

2025 წლის 26–30 მაისს ჩატარდა პროექტ PRODIGE-ის ("მაღალი ხარისხის ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში") ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები მადრიდში, დისტანციური განათლების ეროვნულ უნივერსიტეტში (UNED). შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ციფრული უმაღლესი განათლების კუთხით არსებული ევროპული პრაქტიკის გაცნობა და საქართველოში აღნიშნული მიმართულების განვითარების პერსპექტივებზე კონსულტაციების გამართვა. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს დისკუსიებში ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ციფრული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური პოტენციალის განმტკიცება და ციფრული განათლების პოლიტიკური რეფორმების ხელშეწყობა. აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანი ინიციატივაა ევროპული სტანდარტების შესაბამისი სტრატეგიული მიდგომის განსაზღვრისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.
პროექტი PRODIGE, რომელიც ხორციელდება Erasmus+ პროექტის ფარგლებში ევროპული ინსტიტუციებისა და კონსორციუმის ჩართულობით და 10 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აერთიანებს, მიზნად ისახავს საქართველოში ციფრული უმაღლესი განათლების სტანდარტების ამაღლებას, შესაბამისი კანონმდებლობის სრულყოფასა და უმაღლესი სასწავლებლების მხარდაჭერას განათლების გაციფრულების მიმართულებით.
2025 წლის 19 მარტიდან 11 აპრილის პერიოდში, PRODIGE პროექტის ფარგლებში, ჩატარდა 15-საათიანი ონლაინ ტრენინგი „ციფრული განათლების პოტენციალი ინკლუზიისა და უწყვეტი განათლებისთვის“. თსუ-დან ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ირმა გრძელიძემ, რუსუდან სანაძემ და თინათინ დავითაშვილმა. ტრენინგი ფოკუსირებული იყო ციფრული განათლების პოტენციალის იდენტიფიცირებაზე ინკლუზიური სასწავლო გარემოს მხარდასაჭერად, ხელმისაწვდომობის გაფართოებისა და უწყვეტი განათლების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით. მონაწილეები გაეცნენ ევროპულ გამოცდილებას, ინოვაციურ ციფრულ სწავლების მეთოდოლოგიებს და მიდგომებს მოსწავლეზე ორიენტირებული, სამართლიანი და მოქნილი საგანმანათლებლო გზების შემუშავებისთვის. ინტერაქტიული სესიების, შემთხვევებზე დაფუძნებული განხილვებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს ღირებული გამოცდილება, რომელმაც საშუალება მისცა შეეძინათ ახალი პერსპექტივები ინკლუზიური ციფრული პრაქტიკის ინტეგრირების შესახებ ინსტიტუციონალურ დონეზე და დაედგინათ მათი შესაბამისობა ეროვნულ პოლიტიკასთან და ევროპულ სტანდარტებთან.
4-6 თებერვალს, Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში (PRODIGE) გაიმართა ტრენინგების სერია პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის. ტრენინგებს უძღვებოდნენ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ეს იყო პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა პროექტის ფარგლებში, რომლებსაც მოჰყვება დამატებითი აქტივობები, მათ შორის ტრენინგები, სამუშაო გამოცდილების გაზიარება, პოლიტიკების შემუშავება და სხვა ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს ციფრული განათლების განვითარებას საქართველოში. ტრენინგზე მონაწილეებმა განიხილეს ციფრული განათლების ძირითადი ასპექტები, მათ შორის:
- ციფრული განათლების მოქნილობა, ხელმისაწვდომობა და მასშტაბურობა
- ხელოვნური ინტელექტი, AR/VR და ადაპტიური სწავლების მიდგომები
- საერთაშორისო წარმატებული პრაქტიკები და მათი ადაპტირება ქართულ კონტექსტში
- რეგულაციები, ხარისხის უზრუნველყოფა და სტრატეგიული განვითარების ხედვა
პროექტის მხარდამჭერია ესტონეთის ხარისხისა და საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტო და უნივერსიტეტების ქსელი, პროექტში ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, 10 უმაღლესი ქართული საგანმანათლებლო დაწესებულება და პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებები ბელგიიდან, ესტონეთიდან, ესპანეთიდან და ხორვატიიდან. პროექტის კოორდინატორია EFMD.
![]() |
![]() |






