
2026 წლის, 26 იანვრიდან, 6 თებერვლის ჩათვლით, Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (Capacity Building in Higher Education) მიერ დაფინანსებული პროექტის - PRODIGE (Promoting Quality Digital Education in Georgia) - ფარგლებში გაიმართა ტრენინგი T3.3 მოდულის ფარგლებში: „კურსის განხორციელებისა და სწავლების მეთოდები ციფრული განათლებისთვის“.
ტრენინგის მიზანი იყო პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის ციფრული, სიმულაციაზე დაფუძნებული და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების ინოვაციური მიდგომების გაცნობა და მათი ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობა სასწავლო პროცესში. თსუ-დან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ირმა გრძელიძემ, თინათინ დავითაშვილმა და სოფიო იდაძემ, რომლებმაც დასკვნით შეხვედრაზე წარადგინეს პრეზენტაცია. თსუ-ს პრეზენტაცია დაეთმო ჰიბრიდულ სასწავლო კურსს, რომელიც დაფუძნებული იყო Production-based learning მიდგომაზე.
ტრენინგი მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო აკადემიური გამოცდილების გაზიარებისა და ხარისხის განვითარებისათვის. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა კავკასიის უნივერსიტეტის ერთგულება ციფრული ტრანსფორმაციის, სწავლების ინოვაციისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობის მიმართულებით.
2025 წლის 4-5 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა Erasmus+-ის მიერ დაფინანსებული პროექტის “PRODIGE - უმაღლესი განათლების დიგიტალიზაცია საქართველოს უნივერსიტეტებში” ფარგლებში, ეროვნულ მრგვალ მაგიდას (NRT) უმასპინძლა. ორდღიან ღონისძიებას უნივერსიტეტის ხელმძღვანელები, აკადემიური პერსონალი, ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ, რათა აღენიშნათ PRODIGE-ის მიღწევები და პროექტის განვითარების შემდეგ ეტაპებზე ესაუბრათ. დისკუსიების დროს ხაზი გაესვა კონკრეტულ ინსტიტუციურ ცვლილებებს - ინოვაციური ციფრული სწავლების პრაქტიკიდან და გაძლიერებული ფაკულტეტის შესაძლებლობებიდან დაწყებული, მმართველობის რეფორმებითა და სტრატეგიული ციფრული დაგეგმვით დამთავრებული. ძირითადი ყურადღება გამახვილდა ციფრულ და ჰიბრიდულ განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფაზე, ასევე ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან ინტეგრაციაზე, ეროვნული განვითარების ევროპულ სტანდარტებთან და მომავალზე ორიენტირებულ ჩარჩოებთან შესაბამისობაში მოყვანაზე.
საერთაშორისო პარტნიორებმა გაუზიარეს ერთმანეთს პრაქტიკული მოსაზრებები ინკლუზიური ციფრული განათლების, დასაქმებაზე ორიენტირებული უნარებისა და ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი სასწავლო გარემოს შესახებ. ეროვნულმა მრგვალმა მაგიდამ მნიშვნელოვანი ეტაპი დააფიქსირა PRODIGE პროექტის შედეგების კონსოლიდაციაში, პარტნიორობების გაძლიერებასა და საქართველოს, როგორც ევროპული ციფრული უმაღლესი განათლების დღის წესრიგის აქტიური მონაწილის, პოზიციონირებაში, ასევე უზრუნველყო გამჭვირვალე და მაღალი გავლენის მქონე ანგარიშგება დაინტერესებული მხარეებისთვის, მათ შორის განათლებისა და კულტურის ევროპული აღმასრულებელი სააგენტოსთვის.

2025 წლის 1-3 დეკემბერს, Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროგრამის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში (PRODIGE), გაიმართა ტრენინგები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ტრენინგებს უძღვებოდნენ ალგებრა ბერნეისის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ხორვატიიდან. თსუ-დან ტრენინგებს ესწრებოდნენ რუსუდან სანაძე, ირმა გრძელიძე, იზაბელა პეტრიაშვილი, თინათინ დავითაშვილი, მარინე გოგნელაშვილი და სოფიო იდაძე. ტრენინგის მთავარი თემა იყო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობების გაძლიერება დისტანციური განათლების (DE) გარემოში, დისტანციური განათლების ხარისხის გაუმჯობესება და უნივერსიტეტში ციფრული კულტურის გაძლიერება.
ტრენინგზე მონაწილეებმა განიხილეს ამ მიმართულებით ძირითადი საკითხები:
- სტუდენტებისა და თანამშრომლების ციფრული უნარების განსაზღვრა
- ციფრული სწავლების თანამედროვე მიდგომების პრაქტიკაში გამოყენება
- დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება, პროექტების დაგეგმვა
- გამოცდილების გაზიარება და სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება ციფრული კომპეტენციების გაუმჯობესების მიზნით.
თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, გააძლიერონ სტუდენტების დასაქმების პოტენციალი და შექმნან სწავლების უფრო მოქნილი, ინოვაციური და ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული გარემო.
2025 წლის 6–24 ოქტომბერს, ევროკავშირის Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში (PRODIGE) გაიმართა კვალიფიკაციის ამაღლების ახალი ტრენინგ ციკლი კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის.
სასწავლო კურსი „T3.2 – სწავლების პედაგოგიური ინოვაცია და ციფრული განათლების კურსის დიზაინი“ ჩატარდა კოლეგების მიერ Haute Ecole de Namur–Liège–Luxembourg (HENALLUX)-იდან და მიზნად ისახავდა ციფრული კურსის თანამედროვე დიზაინისა და ინოვაციური სწავლების მეთოდების გააზრებას. მონაწილეებმა გაეცნენ სწავლების გეიმიფიკაციისა და ინტერაქციული სწავლების დიზაინის მიდგომებს. მათ იმუშავეს ისეთ ციფრულ ინსტრუმენტებთან, როგორებიცაა Genially, Mentimeter, Padlet და Kahoot, რითაც შესაძლებლობა მიეცათ გამოეცადათ ახალი გზები სტუდენტური მოტივაციის, კრეატიულობისა და აქტიური ჩართულობის გასაძლიერებლად. ტრენინგმა აჩვენა, თუ როგორ შეუძლია გეიმიფიცირებულ და ინტერაქციულ მეთოდოლოგიებს გააძლიეროს სტუდენტების მოტივაცია, გააძლიეროს თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს ციფრული სწავლების უფრო ღრმა გაგებას.
ეს სესია იყო კიდევ ერთ მნიშვნელოვანი ნაბიჯი PRODIGE-ის ფარგლებში საქართველოში ციფრული პედაგოგიკის გაძლიერების მიმართულებით. პროექტის მომავალი აქტივობები კვლავ იქნება ფოკუსირებული პროფესიული განვითარების, საპილოტე ინიციატივებსა და ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაფართოებაზე, რათა ხელი შეეწყოს უმაღლეს განათლებაში ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დანერგვას.
2025 წლის 19 ივნისს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ (BSMA) PRODIGE პროექტის ფარგლებში საკოორდინაციო შეხვედრას უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელმა თინათინ დავითაშვილმა. შეხვედრაზე განხილული იყო მიმდინარე სამუშაო პაკეტების შესრულების პროგრესი, დაიგეგმა მომავალი აქტივობები და პარტნიორ ინსტიტუტებს შორის პასუხისმგებლობების კოორდინაცია. დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ციფრული განათლების პრაქტიკის ეფექტიანი დანერგვა საქართველოში, პროექტის მართვის პროცესების გამყარება და მიღებული შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფა. აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი ეტაპი იყო პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და პროექტის მიზნების წარმატებით შესრულების მიმართულებით. გამოცდილების გაზიარებამ და სამოქმედო გეგმების შეთანხმებამ ხელი შეუწყო მომავალი პრიორიტეტების უფრო მკაფიოდ განსაზღვრას.
PRODIGE პროექტი ხორციელდება Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტების კონსორციუმის მონაწილეობით და მიზნად ისახავს საქართველოში ციფრული უმაღლესი განათლების სტანდარტების გაუმჯობესებას, შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოების განვითარებას და ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობას.
2025 წლის 16–18 ივნისს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული განათლების სფეროს წარმომადგენლები ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში შეიკრიბნენ PRODIGE პროექტის ფარგლებში გამართულ სემინარზე, რომელსაც TalTech-ისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტები ხელმძღვანელობდნენ. სამდღიანმა ტრენინგმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა გაეღრმავებინათ ცოდნა ციფრული პედაგოგიკის მიმართულებით - მოესმინათ ექსპერტთა ლექციები, ქართული უნივერსიტეტების მიერ მომზადებული პრეზენტაციები და მონაწილეობა მიეღოთ პრაქტიკულ სესიებში ინკლუზიური და ინოვაციური სწავლების შესახებ. ამ ღონისძიებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქართული უმაღლესი განათლების სექტორში მაღალი ხარისხის ციფრული სწავლების განვითარებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით.

2025 წლის 26–30 მაისს ჩატარდა პროექტ PRODIGE-ის ("მაღალი ხარისხის ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში") ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები მადრიდში, დისტანციური განათლების ეროვნულ უნივერსიტეტში (UNED). შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ციფრული უმაღლესი განათლების კუთხით არსებული ევროპული პრაქტიკის გაცნობა და საქართველოში აღნიშნული მიმართულების განვითარების პერსპექტივებზე კონსულტაციების გამართვა. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს დისკუსიებში ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ციფრული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური პოტენციალის განმტკიცება და ციფრული განათლების პოლიტიკური რეფორმების ხელშეწყობა. აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანი ინიციატივაა ევროპული სტანდარტების შესაბამისი სტრატეგიული მიდგომის განსაზღვრისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.
პროექტი PRODIGE, რომელიც ხორციელდება Erasmus+ პროექტის ფარგლებში ევროპული ინსტიტუციებისა და კონსორციუმის ჩართულობით და 10 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აერთიანებს, მიზნად ისახავს საქართველოში ციფრული უმაღლესი განათლების სტანდარტების ამაღლებას, შესაბამისი კანონმდებლობის სრულყოფასა და უმაღლესი სასწავლებლების მხარდაჭერას განათლების გაციფრულების მიმართულებით.
2025 წლის 19 მარტიდან 11 აპრილის პერიოდში, PRODIGE პროექტის ფარგლებში, ჩატარდა 15-საათიანი ონლაინ ტრენინგი „ციფრული განათლების პოტენციალი ინკლუზიისა და უწყვეტი განათლებისთვის“. თსუ-დან ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ირმა გრძელიძემ, რუსუდან სანაძემ და თინათინ დავითაშვილმა. ტრენინგი ფოკუსირებული იყო ციფრული განათლების პოტენციალის იდენტიფიცირებაზე ინკლუზიური სასწავლო გარემოს მხარდასაჭერად, ხელმისაწვდომობის გაფართოებისა და უწყვეტი განათლების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით. მონაწილეები გაეცნენ ევროპულ გამოცდილებას, ინოვაციურ ციფრულ სწავლების მეთოდოლოგიებს და მიდგომებს მოსწავლეზე ორიენტირებული, სამართლიანი და მოქნილი საგანმანათლებლო გზების შემუშავებისთვის. ინტერაქტიული სესიების, შემთხვევებზე დაფუძნებული განხილვებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს ღირებული გამოცდილება, რომელმაც საშუალება მისცა შეეძინათ ახალი პერსპექტივები ინკლუზიური ციფრული პრაქტიკის ინტეგრირების შესახებ ინსტიტუციონალურ დონეზე და დაედგინათ მათი შესაბამისობა ეროვნულ პოლიტიკასთან და ევროპულ სტანდარტებთან.
4-6 თებერვალს, Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში (PRODIGE) გაიმართა ტრენინგების სერია პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის. ტრენინგებს უძღვებოდნენ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ეს იყო პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა პროექტის ფარგლებში, რომლებსაც მოჰყვება დამატებითი აქტივობები, მათ შორის ტრენინგები, სამუშაო გამოცდილების გაზიარება, პოლიტიკების შემუშავება და სხვა ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს ციფრული განათლების განვითარებას საქართველოში. ტრენინგზე მონაწილეებმა განიხილეს ციფრული განათლების ძირითადი ასპექტები, მათ შორის:
- ციფრული განათლების მოქნილობა, ხელმისაწვდომობა და მასშტაბურობა
- ხელოვნური ინტელექტი, AR/VR და ადაპტიური სწავლების მიდგომები
- საერთაშორისო წარმატებული პრაქტიკები და მათი ადაპტირება ქართულ კონტექსტში
- რეგულაციები, ხარისხის უზრუნველყოფა და სტრატეგიული განვითარების ხედვა
პროექტის მხარდამჭერია ესტონეთის ხარისხისა და საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტო და უნივერსიტეტების ქსელი, პროექტში ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, 10 უმაღლესი ქართული საგანმანათლებლო დაწესებულება და პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებები ბელგიიდან, ესტონეთიდან, ესპანეთიდან და ხორვატიიდან. პროექტის კოორდინატორია EFMD.
![]() |
![]() |

