საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
SQUARE კონსორციუმის შეხვედრა, 2022 წლის 10 მარტი

მიმდინარე წლის 10 მარტს ერაზმუს+-ის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის  SQUARE მენეჯმენტის გუნდის წევრები ერთმანეთს მესამე საკოორდინაციო შეხვედრაზე ონლაინ ფორმატში შეხვდნენ.

 

შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეებმა შეაჯამეს პროექტის პირველი წელი და სამუშაო გეგმით გათვალისწინებული თითოეული აქტივობა დეტალურად განიხილეს. ქართველი და ევროპელი ინსტიტუციონალური კოორდინატორები შეთანხმდნენ, რომ კოვიდ პანდემიიდან გამოწვეული ცვლილებების შესაბამისად განაახლებდნენ პროექტის სამუშაო გეგმას. მონაწილეებმა ასევე ისაუბრებს პროექტის ფინანსურ საკითხებზე და იმ უკუკავშირზე, რაც მათ მიიღეს უკვე წარმოდგენილი მასალების შემოწმების შედეგად.

 

პროექტის კოორდინატორმა კოლეგებს გაუზიარა ერაზმუს+-ის ეროვნული ოფისის მიერ მოწოდებული ანგარიში პროექტთან დაკავშირებით, რის შესახებაც პროექტის მართვის გუნდმა დასახა კონკრეტული გეგმა რეკომენდაციების შესასრულებლად. შეხვედრის მონაწილეებს ასევე წარედგინათ ინფორმაცია მიმდინარე პროგრესისა და ისეთი გამოწვევების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია პროექტის ხარისხის უზრუნველყოფის, დისემინაციისაა და ექსპლუატაციის საკითხებთან.

 

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გააუმჯობესოს მესამე მისიის მნიშვნელობა და ხარისხი ტოპ-მენეჯმენტის და სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით. უზრუნველყოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის მეთოდოლოგია და სახელმძღვანელო მითითებები თავიანთი მესამე მისიის დაგეგმვის, განხორციელების და შეფასებისათვის. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროექტის საბოლოო მიზანია დაიდოს მარეგულირებელი დოკუმენტი, რის საფუძველზეც მესამე მისიის როლი ეროვნულ დონეზე განისაზღვრება, როგორც აკრედიტაცია-ავტორიზაციის სავალდებულო კომპონენტი.

 

 

შეხვედრა პროექტის "SQUARE" ფარგლებში, 2021 წლის 24 ნოემბერი

ERASMUS+_ის მიერ დაფინანსებული პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში” (SQUARE) ფარგლებში, ბელგიის სააკრედიტაციო სააგენტოს EFMD წარმომადგენლები - დოქტორი კრისტოფ ტერასი და ჟან ბაპტისტ მაილარდი ეწვივნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2021 წლის 24 ნოემბერს.

 

უცხოელმა პარტნიორებმა თსუ რექტორთან გიორგი შარვაშიძესთან და პროექტის სამუშაო ჯგუფთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტები და აქტივობები, ასევე მესამე მისიის ფარგლებში უნივერსიტეტის საქმიანობის გაძლიერების ხედვა და პროექტის სამომავლო გეგმა განიხილეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამჟამად მესამე მისიის ფარგლებში, 74 აქტივობა მათ შორის, მესამე მისიის აქტივობების რუკის სრულყოფა და მესამე მისიის აქტივობების შემაჯამებელ ანგარიშზე მუშაობა მიმდინარეობს.

 

 

SQUARE კონსორციუმის შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2021 წლის 5-7 ივლისი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერაზმუს + ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის SQUARE – Strenthening the QUAlity and RElevance of the 3rd mission in Georgian Universities (მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში) ფარგლებში 2021 წლის 5-7 ივლისს პროექტის კონსორციუმის შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრა გახსნეს  აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ კაიკაციშვილმა, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ირმა გრძელიძემ და ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ. 

 

სამუშაო შეხვედრა სამი დღე გაგრძელდა. პირველი ორი დღე, 5-6 ივლისი, დაეთმო ტრენინგს, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფორმატით გაიმართა, ხოლო მესამე დღე, 7 ივლისი, დაეთმო პროექტის მენეჯმენტის საკითხებს.

 

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს პროექტით დაგეგმილი აქტივობების განხორციელების პროგრესი, მიმდინარე სამუშაო პაკეტი, ასევე მენეჯმენტის, დისემინაციისა და ხარისხის სამუშაო პაკეტები. 

  
პროექტის კოორდინატორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა პროექტის პროგრესი - დასრულებული აქტივობები, ასევე ის აქტივობები, რაც მიმდინარეობს და რაც უნდა შესრულდეს პროექტის მონაწილეების მიერ.  განხილული იქნა ის ცვლილებები, რაც განხორციელდა პროექტის განხორციელების გეგმაში კოვიდ-19 ის კრიზისით გამოწვეული შეზღვუდვებიდან გამომდინარე. შეხვედრისას განიხილეს და შეთანხმდნენ პროექტის იმპლემენტაციის სამომავლო გეგმებზე. თსუ-ს მიერ წარდგენილი მეორე პრეზენტაცია დაეთმო პროექტის ფინანსურ მართვასა და ანგარიშგებას. ევროპელმა პარტნიორმა, EFMD-იმ წარადგინა შუალედური ხარისხის ანგარიში, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საყურადღებო აქტივობები. შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებმა შეაჯამეს პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული მოსაზრებები.

 

პროექტის განხორციელებაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა ჩართულია 8 ქართული და 3 ევროპული უნივერსიტეტი, საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტო EFMD, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. 

 

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გააუმჯობესოს მესამე მისიის მნიშვნელობა და ხარისხი ტოპ-მენეჯმენტის და სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით. უზრუნველყოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის მეთოდოლოგია და სახელმძღვანელო მითითებები თავიანთი მესამე მისიის დაგეგმვის, განხორციელების და შეფასებისათვის. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროექტის საბოლოო მიზანია დაიდოს მარეგულირებელი დოკუმენტი, რის საფუძველზეც მესამე მისიის როლი ეროვნულ დონეზე განისაზღვრება, როგორც აკრედიტაცია-ავტორიზაციის სავალდებულო კომპონენტი.

 

 

 

SQUARE კონსორციუმის ქართული უნივერსიტეტების შეხვედრა, 2021 წლის 23 აპრილი

2021 წლის 23 აპრილს გაიმართა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის SQUARE კონსორციუმის ქართული უნივერსიტეტების შეხვედრა. შეხვედრა გაიმართა ჰიბრიდულ ფორმატში, შეხვედრის მონაწილეების ნაწილი პირისპირ შეხვდა, მათ პროექტის კოორდინატორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, კონსორციუმის წევრებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა, ზუმის პლატფორმის მეშვეობით ჩართულიყვნენ შეხვედრაზე. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს პროექტის მიმდინარეობა, კერძოდ  მიმდინარე აქტივობა - მესამე მისიის პროექტებისა და შესაბამისი რესურსების რუკის შემუშავება, მათი პროგრესი, გამოწვევები და გაუზიარეს ერთმანეთს მოსაზრებები და გამოცდილება. შეხვედრა ემსახურებოდა გამოცდილების გაზიარებისა და დიალოგის გზით მიმდინარე აქტივობის წარმატებითა და ეფექტიანად დასრულებისთვის ხელის შეწყობას.

 

        

 

 

პროექტის მართვის გუნდის შეხვედრა, 2021 წლის 13 აპრილი

პროექტის მართვის გუნდის პირველი შეხვედრა გაიმართა 13 აპრილს, 2021, ონლაინ. პროექტის მართვის გუნდის წევრებმა განიხილეს პროექტის იმპლემენტაციის პროგრესი და სამომავლო გეგმები/აქტივობები. მონაწილეები შეთანხმდნენ ტრენინგის მეორე ფაზის თარიღზე, ასევე დაამტკიცეს პროექტის ხარისხის მართვის გუნდი და განიხილეს სხვა საკითხები - აქტივობების შესრულების თარიღები, პროექტის განხორციელების გეგმა და სხვ.

 

          

 

 

უნივერსიტეტების როლის გაძლიერება საზოგადოების განვითარებაში - პირველი შეხვედრა, 2021 წლის 17-18 თებერვალი

პირველი სამუშაო ონლაინ შეხვედრა მიეძღვნა საქართველოს უნივერსიტეტების მესამე მისიას - საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანას, მასში უნივერსიტეტების როლის გაძლიერებას და მისი ხარისხის გაუმჯობესებას. შეხვედრა გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2021 წლის 17 და 18 თებერვალს. შეხვედრაში თსუ  რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ მახარაშვილი, საქართველოში Erasmus + ოფისის ხელმძღვანელი ლიკა ღლონტი,  რვა ქართული, სამი ევროპული უნივერსიტეტის, აგრეთვე, საერთაშორისო სააკრედიტაციო საბჭოს EFMD (ბელგია) წარმომადგენლები მონაწილეობდენ. 

 

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა უნივერსიტეტების მესამე მისიას. „ეს ბევრ საკითხში გამოიხატება - დაწყებული საკანონმდებლო ინიციატივებით და საკონსტიტუციო ცვლილებების ჩათვლით. საუბარია უნივერსიტეტის ავტონომიის საკითხზე; ასევე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სხვადასხვა მოდელზე. ამ სახის ურთიერთობა განსაკუთრებით რეზონანსული გახდა  COVID-19 მსოფლიო პანდემიის დროს. უნივერსიტეტმა ამ პერიოდში გახსნა და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა სხვადასხვა კოლექცია, ელექტრონული ბაზები და რესურსები, რომლის გამოყენება ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია. შეიქმნა ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი და სხვა,“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

 

ევროკომისიის დაფინანსება Erasmus + ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტების (CBHE) პროექტისთვის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში“ თსუ-მ მოიპოვა. თსუ-ის პროექტმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და აღინიშნა, რომ მისი განხორციელება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარებისთვის. უნივერსიტეტის მესამე მისია გულისხმობს უნივერსიტეტის საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას. პროექტის შედეგად, როგორც პროექტის მონაწილე, ისე საქართველოს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები გააძლიერებენ უნივერსიტეტების მესამე მისიას, რაც, თავის მხრივ, წვლილს შეიტანს საქართველოს მდგრად სოციალურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ განვითარებაში.

„უნივერსიტეტის ფუნდამენტური ფუნქცია  სწავლა-სწავლებასა და კვლევასთან ერთად, საზოგადოების  განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანაა. ეს შესაძლებელია მრავალმხრივად იყოს გამოხატული: ცოდნის ტრანსფერი, ექსპერტიზა, ასევე გარემოს  დაცვის ღონისძიებები და ბევრი სხვა. ეს არის აკადემიური სფეროსა და საზოგადოების მჭიდრო  კავშირი და თანამშრომლობა, რომელსაც საბოლოო ჯამში საზოგადოების განითარებისკენ მივყავართ,“- აღნიშნა თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა ირმა გრძელიძემ.

 

განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე წლის წინ ხარისხის სტანდარტებში შეიტანა უნივერსიტეტის მესამე მისიის სავალდებულოობა, რაც  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თამარ მახარაშვილის თქმით, ევროპელი კოლეგების მხრიდან შეფასებული იყო როგორც წარმატებული ნაბიჯი ქვეყანაში განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საქმეში. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მისია, რომელიც აკისრია უნივერსიტეტს. უნივერსიტეტმა მხოლოდ გარკვეული ცოდნა კი არ უნდა მისცეს ახალგაზრდას, არამედ გაზარდოს საზოგადოების სიკეთეზე ორიენტირებული მოქალაქე, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის კეთილდღეობაში,“-განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაწილეა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში უნივერსიტეტების მესამე მისიის გაძლიერებას და პროექტით დასახული მიზნების მიღწევას, სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად იქნებიან ჩართულნი პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში.

 

სამწლიანი პროექტის დასასრულს, სამინისტრო გამოაქვეყნებს პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს უნივერსიტეტის მესამე მისიის მნიშვნელობას, შესთავაზებს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ხედვასა და სტრატეგიულ მიმართულებებს.

 

შეხვედრის დღის წესრიგი იხილეთ აქ.