29 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართა დასაქმების ფორუმი, რომელზეც 500-ზე მეტი პროფესიული ვაკანსია 50-ზე მეტმა კომპანიამ და დასაქმების სააგენტომ წარმოადგინა. დასაქმების ფორუმში თსუ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების 1000-მდე სტუდენტი და კურსდამთავრებული მონაწილეობდა, რომელთაც დამსაქმებლებთან შეხვედრის პარალელურად შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სტუდენტთა კარიერული ცენტრის კარიერულ კონსულტირებაში.
ფორუმის პარალელურად ჩატარდა წამახალისებელი გათამაშება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
თსუ-ში დასაქმების ფორუმი სისტემატურად იმართება. მასში ყოველწლიურად მონაწილეობს ათასამდე სტუდენტი და კურსდამთავრებული, რომელთა 60 % -ზე მეტი გასაუბრების შემდეგ კარიერას იწყებს სხვადასხვა კომპანიაში.
სრული ფოტოგალერეა იხილეთ: