Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date

Order N:

Order N:

Order N: 99/01-04

Order N:

Order N: 102/01-04

Order N:

Order N:

Order N:

Order N:

Order N:

Order N:

Order N:

Order N:

Order N:

Order N:

Order N:

ბერლინის სემინარი 2025

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი აგრძელებს მრავალწლიან ტრადიციას და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან ერთად, “Netzwerk Ost-West“ პროექტის ფარგლებში, აცხადებს სტუდენტთა გაცვლით სემინარს: „თბილისი-ბერლინი 2025“.

 

სემინარი გაიმართება 2025 წლის 4-17 აგვისტოს: პირველი კვირა თბილისში, ხოლო მეორე – ბერლინში. გაცვლითი სემინარის ფარგლებში, სტუდენტები სამეცნიერო ხელმძღვანელების მხარდაჭერით, დაამუშავებენ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებს და შემდგომ, გერმანელ სტუდენტებთან ერთად, წარადგენენ მოხსენებებს.

 

სემინარის ხარჯები (ტრანსპორტირება, სასტუმრო, კვება) ანაზღაურდება პროექტის ფარგლებში.

 

მონაწილეობის წინაპირობები:

  • სტუდენტის აქტიური სტატუსი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა ან დოქტორანტურა);
  • გერმანული ენის კარგად ცოდნა.

 

დაინტერესებულმა პირებმა, 2025 წლის 24 თებერვლის ჩათვლით, ელ. ფოსტაზე (ostwest.geo@gmail.com) უნდა გამოგზავნონ CV (გერმანულ ენაზე, ფოტო სურათისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით), ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ და ფაკულტეტის მიერ გაცემული ამონაწერი სასწავლო ბარათიდან (ნიშნების ფურცელი).

 

გასაუბრება გაიმართება განცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან უახლოეს დღეებში გერმანულ ენაზე.

 

სემინარის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება 2025 წლის 15 თებერვალს, 15:00 საათზე, ონლაინ (Zoom-ის საშუალებით). დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერეთ მაილზე (ostwest.geo@gmail.com) და გამოგიგზავნით შეხვედრის ლინკს.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მიმაგრებული ფაილი.

View More

Order N:

ახალგაზრდა არქეოლოგთა XVI საერთაშორისო კონფერენცია მიძღვნილი ბარონ ანდრიუ კოლინ რენფრიუს ხსოვნისადმი

2025 წლის 10-14 მაისს თბილისის სახალმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ვარძიაში გაიმართება ახალგაზრდა არქეოლოგთა XVI საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ცნობილი ინგლისელი არქეოლოგის ბარონ ანდრიუ კოლინ რენფრიუს ხსოვნას.

კონფერენციის საბჭოს შემადგენლობა:

პროფ. ვახტანგ ლიჩელი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონფერენციის დამაარსებელი და ორგანიზატორი.

პროფ. მაიკლ ვიკერსი - ოქსფორდის უნივერსიტეტი, კონფერენციის სხდომების მუდმივი თავმჯდომარე.

პროფ. ვალტერ კუნტნერი - ლეოპოლდ ფრანცენის სახელობის ინსბრუკის უნივერსიტეტი,  სამეცნიერო საბჭოს წევრი.

პროფ. სანდრა ჰაინჩი - ლეოპოლდ ფრანცენის სახელობის ინსბრუკის უნივერსიტეტი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.

პროფ. ებერჰარდ ზაუერი - ედინბურგის უნივერსიტეტი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.

პროფ. პაოლო ბიაჯი - ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.

პროფ. ანეგრეტ პლონტკე-ლუნინგი - ფრიდრიხ შილერის სახელობის იენას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია 2025 წლის 15 აპრილამდე.

სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/YUMtV9kys6XqYQVP8

კონფერენციაში მონაწილეობის საწევრო გადასახადი შეადგენს 100 ლარს.

საკონტაქტო პირი: ანა თეთრუაშვილი. +995558791093,  vardziaconference@gmail.com

We are pleased to invite you to the 16th International Young Archaeologists’ Conference. It will be held once more in Vardzia (the rock-cut monastery in South-western Georgia) from 10 -14 May, sponsored by the Iv. Javakhishvili Tbilisi State University.

The conference is dedicated to the memory of the famous English archaeologist Andrew Colin Renfrew, Baron Renfrew of Kaimsthorn.

Senior Members:

Professor Vakhtang Licheli, Iv. Javakhishvili Tbilisi State University (the Instigator and Organizer of the conference)
Professor Michael Vickers, Jesus College, University of Oxford (Chairman of the conference)
Professor Walter Kuntner, Leopold-Franzens-Universität Innsbruck

Professor Sandra Heinsch-Kuntner, Leopold-Franzens-Universität Innsbruck
Professor Eberhard Sauer, Edinburgh University
Professor Paolo Biagi, Ca’Foscari University of Venice

Professor Annegret _Plontke - Luning- Friedrich Schiller University of Jena

To participate, please submit an application form (abstract 300-500 words) by 15th April 2025. Link: https://forms.gle/YUMtV9kys6XqYQVP8

Note: The registration fee is 150 Euros, covering transportation from Tbilisi to Vardzia, accommodation, and full board at the hotel in Vardzia.

For any inquiries, please feel free to contact us at vardziaconference@gmail.com

Ana Tetruashvili, +995 558 79 10 93

Vardzia Conference Organizing Committee

View More

Order N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების, პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის შ. ერისთავის 2025 წლის 17 იანვრის N523/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ბ რ ძ ა ნ ე ბ;

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის შესარჩევად.

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით.

3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) უნდა ჰქონდეს ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება, ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ადამიანური რესურსების (HR) მიმართულებით.

გ) მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს Word, Exel.

4. აპლიკანტს მოეთხოვება საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსი“-ს, საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა (პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: თსუ წესდება, თსუ შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები, თსუ ეთიკის კოდექსი).

5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:

ა) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

ბ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

გ) ოპერატიულობა;

დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;

ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

ზ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

თ) დასაბუთების უნარი;

ი) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი.

6. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა) წარმართოს დეპარტამენტის საქმიანობა;

ბ) წარმოადგინოს დეპარტამენტი დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხი აგოს დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე.

გ) გაანაწილოს მოვალეობები დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის, მათთვის გასცეს მითითებები და დავალებები;

დ) კომპეტენციის ფარგლებში დაავიზოს და ხელი მოაწეროს დეპარტამენტში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტები და დოკუმენტები;

ე) წარუდგენოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში;

ვ) უხელმძღვანელოს დეპარტამენტის მოკლე (1 წლიანი) და გრძელვადიანი სამუშაო გეგმების შემუშავებასა და მათ შესრულებას უნივერსიტეტის მიმდინარე და სტრატეგიული განვითარების გეგმიდან გამომდინარე;

ზ) წარმოადგინოს დეპარტამენტი უნივერსიტეტის მართვის ორგანოებთან, საგანმანათლებლო ერთეულებთან/ინსტიტუტებთან და სხვა სამსახურებთან;

თ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან კონსულტაციების საფუძველზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები პერსონალის დანიშვნის, გადაყვანის, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებზე;

ი) წარუდგინოს წინადადებები ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო ერთეულების რაოდენობის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომლების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

კ) კოორდინაცია გაუწიოს უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული რეგულაციების საფუძველზე პერსონალის საქმიანობის შეფასების სისტემის იმპლემენტაციასა და შეფასებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს;

ლ) მოითხოვს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისაგან დეპარტამენტის მუშაობისათვის საჭირო ინფორმაცია;

მ) განხორციელოს პერსონალის მართვის დეპარტამენტის დებულებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სამართლებრივი აქტებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციები და დავალებები.

7. პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;

გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი;

ვ) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;

8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 22 იანვრიდან 2025 წლის 28 იანვრის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს “პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი“.

10. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);

11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზე და ინტერნეტ სივრცეში.

12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 10 თებერვლისა.

14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).

15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

View More

Order N: 6/02-01

კონკურსი პროფესორ მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად

კონკურსი პროფესორ მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატისა  და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

 

1. განცხადება;

2. CV;

3. აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი სასწავლო ბარათიდან GPA-ის მითითებით, არანაკლებ 3.5-ისა, გამოითვლება სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში წინა სასწავლო კურსებში მიღებული შეფასების საშუალო ართმეტიკულის გამოანგარიშებით);

4. გამოქვეყნებული ან/და დასაბეჭდად გადაცემული სამეცნიერო ნაშრომი ახლო აღმოსავლეთის ისტორიის სამეცნიერო შესწავლის სფეროდან;

5. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

6. უნივერსიტეტის გაცვლით და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

საბუთების  მიიღება 2025 წლის 12 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით არაუგვიანეს 17:00 საათისა თსუ I კორპუსის 208 ოთახში. საკონტაქტო პირი: ეკატერინე ანდღულაძე  (ელ.ფოსტა: ekaterine.andghuladze@tsu.ge)

თარიღი: 29/01/2025

View More

Order N: