Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
კავკასიოლოგთა II საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი

კავკასიოლოგთა II საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი არის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ამ თუ იმ  დარგის წამყვანი სპეციალისტების ფართომასშტაბიანი შეხვედრა. მისი მიზანია კავკასიოლოგიაში დაგროვილი რელევანტური ცოდნის, კვლევებისა და შესაძლო პროექტებში პარტნიორული თანამშრომლობა-გამოცდილების ურთიერთგაცვლა.

ჩვენი კონგრესი მრავალდღიანი ღონისძიებაა სხვადასხვა ტიპის სესიებით, რომელიც შეთავაზებულია დაინტერესებული საზოგადოებისათვის. მისი უმთავრესი ღირებულებაა კლასიკური კავკასიოლოგიის საფუძვლების შენარჩუნება, სამეცნიერო ურთიერთობათა ინტერნაციონალიზაცია და გლობალურ სამყაროში პროგრესის გზით წინსვლა.

კავკასიოლოგთა საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესის ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი.

წლევანდელი კონგრესი ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკად. არნოლდ ჩიქობავას ინიციატივით დაარსებული კავკასიური ენების კათედრის   90 წლის იუბილეს.

კავკასიურ ენებისა და კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრების შერწყმის საფუძველზე 2006 წელს დაარსდა კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტი, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით ერთადერთი სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებაა, სადაც კომპლექსურად მიმდინარეობს კავკასიის ყველა ენისა და კავკასიის ხალხთა ისტორიის შესწავლა და სწავლება.

კონგრესში მონაწილეობს 163 მომხსენებელი საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, დანიიდან, იორდანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთის ფედერაციიდან (დაღესტნიდან, ჩეჩნეთიდან, ინგუშეთიდან, ჩრდილოეთ ოსეთიდან, ყარაჩაეთ-ჩერქეზეთიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან, ადიღედან...).

აღნიშნული კონგრესი არის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩრდილო-კავკასიელების ჩართულობით (მომხსენებლებიდან 100 მონაწილე არის ჩრდილოეთ კავკასიიდან), რომელთაგან თითქმის ნახევარი უშუალოდ არის დაკავშირებული კავკასიოლოგიის თბილისურ სკოლასთან, სადაც თსუ-ს კავკასიურ ენათა კათედრის არსებობის 90 წლის განმავლობაში თითოეული კავკასიური რეგიონისთვის ათეულობით ლინგვისტი და ისტორიკოსი აღიზარდა.

კავკასიოლოგთა II საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი ჩატარდება 17-19 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დასაწყისი - 10:00 საათზე.

View More

Order N:

ფიზიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი

11 ოქტომბერს, ოთხშაბათს,  15:00 საათზე თსუ II კორპუსის 223 აუდიტორიაში შედგება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის  სამეცნიერო სემინარი.

 

მოხსენების თემა: "Superconductivity and magnetism in complex mercury-based compounds"



მომხსენებელი:  Dr. Eteri Svanidze (Max-Planck-Institut für Chemische Physik fester Stoffe, Dresden, Germany)

 

ანოტაცია

View More

Order N:

თსუ-ში სტუდენტური კლუბი „დავითი“ დაარსდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ახალი სტუდენტური კლუბი  „დავითი” დაარსდა, რომელიც საგანმანათლებლო პროექტებში სტუდენტების ჩართულობას შეუწყობს ხელს. თსუ რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს კლუბის დაარსება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

,,ყოველთვის მივესალმები და მხარს დავუჭერ მსგავს სტუდენტურ ინიციატივებს. დიდი პასუხისმგებლობაა კლუბის წევრობა, რომელიც ატარებს ქართველთა ერთიანობისა და განათლებისთვის მებრძოლი მეფე დავითის სახელს. ის უდიდესი მოღვაწე იყო არა მხოლოდ სამხედრო - სტრატეგიული თვალსაზრისით, არამედ საქართველოში განათლების გავრცელების კუთხითაც. სწორედ ამიტომ იყო ივანე ჯავახიშვილის არჩევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებულიყო მეფე დავითის ხსენების დღეს. მადლობა კლუბის წევრებს ამ ინიციატივისთვის და ველით მათ შემდგომ აქტივობებს.’’-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

კლუბის მიზანია საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების ორგანიზება, რომელიც ხელს შეუწყობს მონაწილეებს, გაიღრმაონ უკვე არსებული ცოდნა და მიღებული გამოცდილება, ერთმანეთს გაუზიარონ და გაითავისონ ეროვნული, დავითისეული ფასეულობები.

 

კლუბის საქმიანობის ფარგლებში განხორციელდება ისეთი საგანმანათლებლო პროექტები, როგორიცაა საჯარო ლექციები, სტუდენტური ექსპედიციები საქართველოს ისტორიულ რეგიონებში, სტუდენტურ რეგიონულ და საერთაშორისო კონფერენციები , ვორქშოფები და სადისკუსიო ფორმატის შეხვედრები, საზაფხულო და ზამთრის თემატური სკოლები.

View More

Order N:

International Conference on Kartvelian/Georgian Studies

On April 11th and 12th, 2024, the international conference titled Georgian 'Balavariani' and Byzantine – 'The Story of Barlaam and Ioasaph' will be held at Ivane Javakhishvili Tbilisi State University.

The deadline for paper submission is December 30, 2023. The application, in either Georgian or English (preferably in both languages), should include:  title of the paper; brief resume and information about the presenter.

In case of need, foreign participants will be provided with accommodation.

Financial supporters of the conference: Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia; The International Association for Promotion of Georgian/Kartvelian Studies.

Conference Coordinator: President of the International Association for Promotion of Georgian/Kartvelian Studies, Academician Elguja Khintibidze.

Address of the Programming Committee: 13, Ilia Chavchavadze Avenue, TSU Centre for Kartvelian Studies. Tel: +995 577 252-518; +995 577 412-581. Email: kartvelologist@gmail.com  makaradze85@gmail.com.

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

International Association for the Promotion of Georgian/Kartvelian Studies.

View More

Order N:

მასალების მიღება ჟურნალ "ლოგოსში"

2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით ცხადდება მასალების მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი ბეჭდური და ელექტრონული

სამეცნიერო ჟურნალისათვის

 

 „ლოგოსი. წელიწდეული ელინოლოგიასა და ლათინისტიკაში“.

 

ჟურნალის  მეათე ნომერი გამოქვეყნდება 2024 წლის ივნისში

 

სტატიების გარდა ჟურნალში გამოსაქვეყნებლად მიიღება რეცენზიები და თარგმანები. რუბრიკაში „VARIA“ იბეჭდება სხვადასხვა სამეცნიერო ინფორმაცია.

„ლოგოსის“ საიტი იყენებს ღია ჟურნალის სისტემას (Open Journal System) და მისი ყველა ნომერი 2022 წლიდან  ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ.

სტატიას (ავტორის სურვილისამებრ) შესაძლებელია მიენიჭოს ობიექტის ციფრული იდენტიფიკატორი -DOI.

 

სტატია უნდა წარმოადგენდეს ორიგინალურ გამოკვლევას, რომელიც ბეჭდური ან ელექტრონული სახით არ გამოქვეყნებულა.

სტატია იგზავნება სარეცენზიოდ  ორ ექსპერტთან და დასაბეჭდად მიიღება ორი დადებითი რეცენზიის  შემთხვევაში.

რეცენზენტების  ვინაობა კონფიდენციალურია.

ავტორი ვალდებულია, გაითვალისწინოს რეცენზენტების შენიშვნები და სტატიაში, საჭიროებისამებრ, შეიტანოს შესაბამისი შესწორებები

სტატიაში ავტორის მიერ საკუთარი  ნაშრომის  იმგვარად  დამოწმება, რითაც  შესაძლებელია დადგინდეს მისი ვინაობა, დაუშვებელია. სარეცენზიოდ გამოგზავნილ ვერსიაში სტატიის ეს მონაკვეთები უნდა შეიცვალოს სათანადოდ, რაც  შემდგომში, სტატიის დასაბეჭდად მიღების შემთხვევაში, აღდგება პირვანდელი ფორმით სტატიის საბოლოო რედაქტირებისას.

 

სტატიების გამოგზავნა შესაძლებელია მეილზე - logos@tsu.ge

 

 

სტატიის გაფორმების წესი:

პუბლიკაციის ენა - ქართული

I გვერდი - ავტორის (ავტორების) სახელი, გვარი, სტატუსი, საკონტაქტო მონაცემები

                     საკვანძო სიტყვები (ქართულად) (3-5)

                     აბსტრაქტი (ინგლისურად) - 100-250 სიტყვა; საკვანძო სიტყვები(ინგლისურად)(3-5)

II გვერდი - სტატიის სათაური

სიტყვების რაოდენობა - მინ. 2000  სიტყვა (სქოლიოებისა და ბიბლიოგრაფიის გარეშე)

შრიფტის ზომა - 11

ფურცლის ზომა - A4

მინდორი - ზევით-ქვევით -2 სმ; გვერდებზე- 2,5 სმ

დაშორება სტრიქონებს შორის - 1,5 სმ

ფონტი - Sylfaen (ქართულისთვის და სხვა ენებისთვის)

                 Unicode (ბერძნულისთვის http://www.dramata.com/Ancient%20polytonic%20Greek%20in%20Windows.pdf)

      

გვერდები - ინომრება გვერდის  მარჯვენა ზედა კუთხეში

შენიშვნები უნდა განთავსდეს სქოლიოებში (შრიფტის ზომა 10)

ბიბლიოგრაფია (ყველა ენისთვის- გაერთიანებულად)  ლათინურ ანბანურ რიგზე, ქრონოლოგიის დაცვით, სტატიის ბოლოს.

 

 

ციტირების სტილი:

ანტიკური ხანის ავტორთა ციტირებისათვის გთხოვთ გამოიყენოთ შიდა (სტატიის ტექსტში)

დამოწმების წესი.

 ავტორების სახელთა და ნაწარმოებების  სახელწოდებათა შემოკლებების წესი  ემყარება გამოცემას:  The Oxford Classical Dictionary (4 ed.). Edited by Simon Hornblower, Antony Spawforth, and Esther Eidinow. Oxford: Oxford University Press, 2012.

https://oxfordre.com/classics/fileasset/images/ORECLA/OCD.ABBREVIATIONS.pdf

მაგალითები:

(Eur. Supp. 187-90).

(Thuc. 1.80.2).

(Arist. Poet. 1452a15-1453b10).

(Ar. Ran. 435-37).

(Il.  6.354-58).

 

ნიმუშები:

ბიბლიოგრაფია (ბ)  და სქოლიოები (ს)

 

წიგნი

ა) ერთი ავტორი

(ბ) გორდეზიანი, რისმაგ. 1988. ბერძნული ცივილიზაცია. ნაკვეთი I. თბილისი: მერანი.

Braund, David. 1994. Georgia in Antiquity. A History of Colchis and Transcaucasian Iberia 550 BC-AD 562. Oxford: Clarendon Press.

(ს) გორდეზიანი 1988, 59-60.

Braund 1994, 115-16.

 

ბ) ორი ან მეტი ავტორი

(ბ) ტონია, ნანა და ქეთი ნადარეიშვილი. 2003. პენელოპე. ანტიკური სამყაროს ქალთა პორტრეტები. თბილისი: ლოგოსი.

Payne, Blanche, Geitel Winakor and Jane Farrell-Beck. 1992. The History of Costume: From the Ancient Mesopotamians Through the Twentieth Century. New York: Harper Collins.

(ს) ტონია და ნადარეიშვილი 2003, 23-28.

Payne, Winakor and Farrell-Beck 1992, 455-59.

 

გ) რედაქტორი

(ბ) გორდეზიანი, რისმაგ და  ნანა ტონია, რედ. 2007. ანტიკური ლიტერატურა. თბილისი: ლოგოსი.

 Pabel, Hilmar M. and Mark Vessey, eds. 2002. Holy Scripture Speaks: The Production and Reception of Erasmus’ Paraphrases on the New Testament. Toronto: University of Toronto Press.

(ს) გორდეზიანი და ტონია  2007, 213-14.

 Pabel and Vessey 2002, 175-80.

 

 სტატია

ა)  პერიოდულ გამოცემაში

 (ბ) ბეზარაშვილი, ქეთევან. 2005. „იოანე პატრიწის ე. წ. ბოლოსიტყვაობის ზოგიერთი ადგილის გაგებისათვის: „მეარისტოტელურა.“ ლოგოსი. წელიწდეული ელინოლოგიასა და ლათინისტიკაში  3: 17-43.

Price, Simon. 2012. “Religious Mobility in the Roman Empire.” Journal of Roman Studies 102: 1-19.

(ს) ბეზარაშვილი 2005, 10-13.

Price 2012, 5-12.

 

ბ)  სტატიათა კრებულში

 (ბ) ალექსიძე, ზაზა. 2000. “ლუვრი, სინას მთა, ნაზარეთი.“ ΜΝΗΜΗ.  ალექსანდრე ალექსიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებული. რედ. რისმაგ გორდეზიანი, 10-24. თბილისი: ლოგოსი.

 Louth, Andrew. 2009. “The Reception of Dionysius in the Byzantine World: Maximus to Palamas.” In Re-Thinking Dionysius the Areopagite, edited by Sarah Coakley and Charles M. Stang, 55-69. Oxford: Wiley-Blackwell.

(ს) ალექსიძე 2000, 15.

 Louth 2009, 63.

 

გ) კონფერენციის მასალებში

(ბ) მჭედლიძე, მაგდა. 2011. „ღვთაებრივი მრისხანება და ეშმაკეული რისხვა“. მითოსური აზროვნება, ფოლკლორი და ლიტერატურული დისკურსი. ევროპული და კავკასიური გამოცდილება. ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი V საერთაშორისო სიმპოზიუმის - ლიტერატურათმცოდნების თანამედროვე პრობლემები - მასალები. ნაწილი II: 427-39. თბილისი: ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა.

(ს) მჭედლიძე 2011, 430-31.

 

 Oettinger, Norbert. 2008. “The Seer Mopsos (Muksas) as a Historical Figure.” In Anatolian Interfaces.Hittites, Greeks and their Neighbors. Proceedings of an International Conference on Cross-Cultural Interaction, edited by Billie Jean Collins, Mary R. Bachvarova and Ian Rutherford, 63-66. Oxford: Oxbow Books.

(ს)  Oettinger 2008, 65.

 

თარგმანი

(ბ) ევრიპიდე. 2017. მედეა. ძველი ბერძნულიდან თარგმნა, შესავალი წერილი  და განმარტებანი დაურთო ნანა ტონიამ. თბილისი: „ლოგოსი“.

(ს) ევრიპიდე. 2017.

 

დისერტაცია

(ბ) Marthaler, Berard Lawrence. 1968. “Two Studies in the Greek Imperial Coinage of Asia Minor.” PhD diss., University of Minnesota.

(ს) Marthaler 1968, 55.

 

წიგნის მიმოხილვა

 (ბ) Crawford, Michael . 1989. Rev. of A.M. Burnett, Coinage in the Roman World. In Numismatic Chronicle 149, 244-45.

(ს) Crawford 1989, 244.

 

ელექტრონული მასალა

(ბ) Mitchell, William J. City of Bits: Space, Place, and the Infobahn [book on- line]. Cambridge, MA: MIT Press, 1995, accessed 29 September 1995;

 http://www-mitpress. mit.edu:80/City_of_Bits/Pulling_Glass/ index.html; Internet.

 (ს) Mitchell 1995.

 

ინტერნეტწიგნი

(ბ) Melville, Herman. 1851. Moby-Dick; or, The Whale. New York: Harper & Brothers. http://mel.hofstra.edu/moby-dick-the-whale-proofs.html.

(ს) Melville 1851.

 

ვებგვერდი

(ბ) რუსთაველი, შოთა. 2009. ვეფხისტყაოსანი (ტექსტი გამოსაც. მოამზადა, განმარტებანი, კომენტ. და ლიტ. გარჩევა დაურთო ნოდარ ნათაძემ; რედ. ალექსი ჭინჭარაული; გამოც. რედ. თამარ ჯავახიშვილი; მხატვ. ლევან სილაგაძე), თბილისი, ანბანი http://www.nplg.gov.ge/saskolo/index.php?a=term&d=18&t=19707

(ს) რუსთაველი 2009.

იხ. დანართები: 1. 2. 3.

 

 

 

 

View More

Order N:

მაია ნაჭყებიას წიგნის „მხატვრული ტექსტი ლიტერატურულ მიმდინარეობათა კონტექსტში" პრეზენტაცია

2023 წლის 9 ნოემბერს, 18.00 საათზე, თსუ I კორპუსის 202-ე აუდიტორიაში, გაიმართება თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის, მაია ნაჭყებიას, წიგნის  „მხატვრული ტექსტი ლიტერატურულ მიმდინარეობათა კონტექსტში" პრეზენტაცია (წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საგრანტო პროექტის (SP-2-21-269) ფარგლებში ).

 

View More

Order N:

სამეცნიერო კონფერენცია „ინოვაციები XXI საუკუნის ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში“ (VII)

2023 წლის 22 დეკემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტი ჩაატარებს კონფერენციას: „ინოვაციები XXI საუკუნის ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში“(VII).

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართული ლიტერატურის პრობლემატიკით დაინტერესებულ ყველა მსურველს.

მონაწილეობის მსურველებმა მოხსენების სათაური მცირე ანოტაციასთან ერთად განსახილველად უნდა წარმოადგინონ ა. წ. 10 დეკემბრამდე.

კონფერენციის სამეცნიერო კონსულტანტი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის ხელმძღვანელი აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე.

კონფერენციის კოორდინატორები:

თსუ მეცნიერ-მკვლევარი ირმა მაკარაძე. მობ.: 577 252518

თსუ ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის უფროსი სპეციალისტი თამარ მელიქიძე. მობ.: 558 483828

თსუ ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის სპეციალისტი კოტე ლომიძე. მობ.: 579 136011.

საკონტაქტო ინფორმაცია:

თსუ, ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #13;

ელ. ფოსტა: lomidze.kote1@gmail.com.

 

View More

Order N:

ინგლისურენოვანი წიგნის "ქართული ენის სრული (ყოვლისმომცველი) გრამატიკა" პრეზენტაცია

ცნობილმა გამომცემლობამ „რაუტლიჯმა“ გამოსცა თსუ-ს პროფესორის თინათინ ბოლქვაძისა და ინდიანის უნივერსიტეტის (აშშ) ემერიტუსი პროფესორის დოდონა კიზირიას  ერთობლივი, 550-გვერდიანი ინგლისურენოვანი წიგნი – ქართული ენის სრული (ყოვლისმომცველი) გრამატიკა, 2023 (Georgian: A Comprehensive Grammar by Tinatin Bolkvadze and Dodona Kiziria, Routledge, London and New Your, 2023, 530 pages). ეს წიგნი რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგია. თინათინ ბოლქვაძე და დოდონა კიზირია სხვადასხვა თაობას ეკუთვნიან და სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. როგორც ავტორები წიგნის წინასიტყვაობაში წერენ, ისინი გააერთიანა  ქართული ენის სწავლების მრავალწლიანმა გამოცდილებამ და საერთო ინტერესმა – დაეწერათ ქართული ენის გრამატიკა, რომელიც გამოადგებოდათ როგორც ქართული ენის პრაქტიკულად შესწავლის მსურველებს, ისე თეორიული ენათმეცნიერული ინტერესის მქონე სპეციალისტებს.

 

თინათინ ბოლქვაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თეორიული ენათმეცნიერების, სოციოლინგვისტიკის, ენათმეცნიერების ისტორიისა და სხვა სალექციო კურსებს უძღვება. გარდა ამისა, იგი ასწავლის ქართულს ევროპისა და აშშ-ის სხვადასხვა უნივერსიტეტში. დოდონა კიზირიას აქვს ჩიკაგოს, დიუკის და ინადიანის უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლების 30 წლიანი გამოცდილება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ამ წიგნში ქართული ენის გრამატიკის რთული საკითხების გასაგებად წარმოდგენისათვის. დოდონა კიზირია თანამშრომლობდა პროფესორ ჰოვარდ არონსონთან, რომელმაც შექმნა ქართული ენის ცნობილი სახელმძღვანელო Georgian: A Reading Grammar (1982, Slavica Publishers, Bloomington). მოგვიანებით პროფესორმა დოდონა კიზირიამ და ჰოვარდ არონსონმა ერთობლივად გამოსცეს წიგნი ქართული ენისა და კულტურის შესახებ – Georgian Language and Culture: A Continuing Course (English and Georgian Edition) (1999, Slavica Publishers, Bloomington). ჰოვარდ არონსონი თავისი პირველი წიგნის შესავალში წერდა: „თანამედროვე ქართულ ენაზე არსებობს ვრცელი და მნიშვნელოვანი სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც მოიცავს ცოდნის ყველა სფეროს ანატომიიდან ზოოლოგიამდე. ვერავინ ვერ გახდება ექსპერტი კავკასიის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ანტიკური და ახალი ისტორია, ეთნოლოგია, ხელოვნება, მუსიკა, ენათმეცნიერება, ფოლკლორი და ა.შ. ამ სფეროებში ქართულ ენაზე დაწერილი ვრცელი სამეცნიერო ლიტერატურის ათვისების გარეშე“.

 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სულ უფრო მეტი უცხოელი სწავლობს ქართულს; ასევე გაიზარდა უცხოელ მეცნიერთა რიცხვი, რომლებიც იკვლევენ კავკასიას. დიდი ხანია იქმნება  მრავალი უცხოენოვანი სამეცნიერო ნაშრომი ამ სფეროში. ამის მიუხედავად,  ქართულენოვანი ისტორიული და საარქივო დოკუმენტებისა და ქართულ ენაზე გამოცემული სამეცნიერო ნაშრომების მნიშვნელობა სულაც არ მცირდება. ამიტომ თინათინ ბოლქვაძისა და დოდონა კიზირიას წიგნს, იმედია, ქართული ენის მრავალი შემსწავლელი და მკვლევარი გამოიყენებს.

View More

Order N:

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2023 წლის 5 სექტემბრის №24941/10 და №25014/10, 2023 წლის 6 სექტემბრის №25154/10, 2023 წლის 7 სექტემბრის №25200/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 11 სექტემბრის №13 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის პირველი ქვეპუნქტით №1 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“ (დანართი №1);
ბ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-4 ქვეპუნქტით №4 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ქიმია“ (დანართი №4);
გ) I ნაწილის „ა“ პუნქტის 82 ქვეპუნქტით №191 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება (ქართულ–ფრანგული)“ (დანართი №191);
დ) I ნაწილის „ა“ პუნქტის 87 ქვეპუნქტით №293 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი)“ (დანართი №293);
ე) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-18 ქვეპუნქტით №18 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  “ბიოლოგია “ (დანართი №18);

ვ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 34-ე ქვეპუნქტით №34 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა” (დანართი №34);
ზ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 35-ე ქვეპუნქტით №35 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ქართულ–რუსულენოვანი)” (დანართი №35);
თ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 36-ე ქვეპუნქტით №36 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება” (დანართი №36);
ი) II ნაწილის „ა“ პუნქტის 37-ე ქვეპუნქტით №37 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა “სოციოლოგია” (დანართი №37);
კ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 38-ე ქვეპუნქტით №38 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სოციალური მუშაობა” (დანართი №38);
ლ) II ნაწილის „ა“ პუნქტის მე-40 ქვეპუნქტით №40 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკური და ტურიზმის გეოგრაფია” (დანართი №40);
მ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 41-ე ქვეპუნქტით №41 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა “საერთაშორისო ურთიერთობები” (დანართი №41);
ნ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 43-ე ქვეპუნქტით №43 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “გენდერის კვლევა“ (დანართი №43);
ო) II ნაწილის „გ“ პუნქტის 45-ე ქვეპუნქტით №45 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “მედიის კვლევები“ (დანართი №45);
პ) II ნაწილის „გ“ პუნქტის მე-60 ქვეპუნქტით №60 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “სოციოლოგია“ (დანართი №60);
ჟ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 63-ე ქვეპუნქტით №63 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება“ (დანართი №63);
რ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 65-ე ქვეპუნქტით №65 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა“ (დანართი №65);
ს) II ნაწილის „გ“ პუნქტის 667 ქვეპუნქტით №258 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება“ (დანართი №258);
ტ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 6610 ქვეპუნქტით №295 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები (ინგლისურენოვანი)“ (დანართი №295);

უ) IV ნაწილის „ა“ პუნქტის 87-ე ქვეპუნქტით №87 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სამართალი“ (დანართი №87);
ფ) IV ნაწილის „ა“ პუნქტის 88-ე ქვეპუნქტით №88 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „საერთაშორისო სამართალი“ (დანართი №88);
ქ) IV ნაწილის „ბ“ პუნქტის 89-ე ქვეპუნქტით №89 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სამართალი“ (დანართი №89);
ღ) IV ნაწილის „ბ“ პუნქტის 91-ე ქვეპუნქტით №91 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „საერთაშორისო სამართალი“ (დანართი №91);   

ყ) VII ნაწილის „ა“ პუნქტის 191-ე ქვეპუნქტით №225 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია“ (დანართი №225);
შ) VII ნაწილის „ა“ პუნქტის 1931  ქვეპუნქტით №292 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ოკუპაციური თერაპია“ (დანართი №292);
ჩ) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 195-ე ქვეპუნქტით №229 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“ (დანართი №229);
ც) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 196-ე ქვეპუნქტით №230 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „განათლების ფსიქოლოგია“ (დანართი №230);
ძ) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 202-ე ქვეპუნქტით №236 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ფსიქოლოგიური შეფასება/დიაგნოსტირება და კონსულტირება“ (დანართი №236);
წ) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 203-ე ქვეპუნქტით №237 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია“ (დანართი №237);
ჭ) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 204-ე ქვეპუნქტით №238 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური)“ (დანართი №238);
ხ) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 2061 ქვეპუნქტით №278 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “იურიდიული ფსიქოლოგია“ (დანართი №278);
ჯ) VII  ნაწილის „გ“ პუნქტის 2152 ქვეპუნქტით №279 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „პოზიტიური ფსიქოლოგია - ემპირიული კვლევები“ (დანართი №279).
ჰ) VII  ნაწილის „ვ“ პუნქტის 218-ე ქვეპუნქტით №270 დანართად დამტკიცებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა „მასწავლებელი“ (დანართი №270);
1) VII  ნაწილის „ზ“ პუნქტის 220-ე ქვეპუნქტით №288 დანართად დამტკიცებული მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა“  (დანართი №288).


2. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სავალდებულო სასწავლო  კურსი „სტატისტიკა“ სავალდებულო საგნების კატეგორიიდან გადავიდეს არჩევით საფაკულტეტო საგანთა კატეგორიაში გარდა, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულებისა, სადაც მოცემული საგანი დარჩეს სავალდებულო საგანთა კატეგორიაში.
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე, გარდა პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით განხორციელებული ცვლილებებისა, რაც ძალაში შევიდეს 2024-2025 სასწავლო წლიდან.

 


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

View More

Order N: 91/2023

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წელს ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მხოლოდ ზოგადი  უნარების  აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტების ან ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე  სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის   N135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნულიგამოცდების ჩატარების  დებულებისა და  სახელმწიფო  სასწავლო გრანტის განაწილების წესის 39-ე მუხლის  პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“  მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა, „რანჟირების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც 2023 წელს მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე  სწავლის უფლება, მხოლოდ ზოგადი უნარების  აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი  ტესტების ან ოსური ენის  ტესტის შედეგების საფუძველზე“  სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2023 წლის  01 სექტემბრის N143/23 ბრძანების,  „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს  რექტორის    2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-   01 ბრძანებისა   და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან  მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.ჩაირიცხონ  სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წელს ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე  მხოლოდ ზოგადი  უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტების ან ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე შემდეგი სტუდენტები წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი №1);
2.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3.   დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.   ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 

View More

Order N: 847/01-04    

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში  -  უფროსი მეცნიერი თანამშრომლების  და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში  მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის   11 სექტემბრის  N135/ნ    ბრძანებით  დამტკიცებული  სსიპ   - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და   მე-6   პუნქტების,   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების  ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების   დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი  N03; 23.06.2017წ), "სსიპ    - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო  განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 12 ივლისის  N18/04  ერთობლივი  ბრძანების და პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული  ქიმიის  ინსტიტუტის  დირექტორის  ქეთევან  ებრალიძის    2023 წლის    27 სექტემბრის N28073/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2023 წლის 22 სექტემბრის   სხდომის ოქმი) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   პეტრე    მელიქიშვილის  სახელობის  ფიზიკური  და  ორგანული  ქიმიის ინსტიტუტში    უფროსი   მეცნიერი   თანამშრომლების      და   მეცნიერი   თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი , სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო     ან     სხვა     პროფილურ     დაწესებულებაში     სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას  , არამედ   გამოქვეყნებულ   სამეცნიერო   პუბლიკაციებსაც  ) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები , მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 2 ოქტომბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 6 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2023 წლის 30 ნოემბრისა.
5. კონკურსი გამოცხადდეს პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლების   სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

ა) ქიმიური ეკოლოგიის  ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული
ბ) აგრარული ქიმიის  ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით)  - 1 საშტატო ერთეული

6. კონკურსი გამოცხადდეს პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ა)  აგრარული ქიმიის  ლაბორატორია:
მეცნიერი  თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 1  საშტატო ერთეული
ბ)  მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორია:
მეცნიერი  თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 1  საშტატო ერთეული

7. სამეცნიერო თანამდებობებზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი)    გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.); 
ზ) ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ   მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.
8.საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023   წლის 6 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით   1000-დან 1700  საათამდე,   თსუ პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის   მისამართზე:   თბილისი,   ა. პოლიტკოვსკაიას N31, მე-2 სართული, კანცელარია;
9. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში ,,თბილისის უნივერსიტეტი’’.
10.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
11.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,   პუბლიცისტიკასა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი).
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 225/01-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ფინანსური დავალიანების ჩამოწერის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის   პირველი პუნქტის და  24-ე მუხლის   პირველი პუნქტის „ზ“  ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ - ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16  მუხლის   პირველი  პუნქტის  ,,ე’’  და  „ნ“  ქვეპუნქტების,   2023 წლის   18 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსშეჩერებულ    საქართველოს    მოქალაქეობის    ან     პირადობის ნეიტრალური მოწმობის   ან/და   ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის,    დოქტორანტურის, მასწავლებლის    მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტო,  დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის პროგრამის  იმ   სტუდენტებს,  რომლებსაც 2023 წლის  1 აგვისტოს მდგომარეობით შეჩერებული  ჰქონდათ სტუდენტის სტატუსი (იმ შემთხვევაში თუ  სტატუსის შეჩერებიდან გასული  არ არის 5 წელი) და ამ ბრძანების ძალაში შესვლის მომენტისათვის უნივერსიტეტის   წინაშე   გააჩნიათ  ფინანსური   დავალიანება  სწავლის საფასურის სახით,  ჩამოეწეროთ აღნიშნული   დავალიანება  და  მიეცეთ   შესაძლებლობა კანონმდებლობითა და   უნივერისტეტის  შიდასამართლებრივი   აქტებით   დადგენილი წესით 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემეტრიდან გაიარონ ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია.
2.შესაბამისი  სტუდენტების მიერ ამ ბრძანების პირველ პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული    და    აკადემიური   რეგისტრაციის     გავლის უზრუნველსაყოფად, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრის ადმინისტრაციული და აკადმიური რეგისტრაციის ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 25-29 სექტემბერი;
ბ) აკადემიური  რეგისტრაცია - 25-29 სექტემბერი.

3.  ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება,  წინამდებარე ბრძანების და შესაბამისი ინფორმაცის სტუდენტებისთვის მიწოდება (ელ. ფოსტით, მოკლე ტექსტური  შეტყობინებით,  სასწავლო პროცესის  მართვის  ელექტრონული  სისტემით) დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.  წინამდებარე ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
6.  წინამდებარე  ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს  მისი  ძალაში შესვლიდან  1 თვის ვადაში   ქ.  თბილისის   საქალაქო სასამართლოში,  მისამართზე  ქ.  თბილისის,   დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.


რექტორი ჯაბა სამუშია

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

View More

Order N: 21/04  

დოქტორანტურაში მისაღები სპეციალობის  გამოცდის შედეგები 2023–2024  ს/წ

ინფორმაცია სპეციალობის გამოცდის აპელაციის შესახებ!

დოქტორანტურაში მისაღები სპეციალობის  გამოცდის შედეგების გასაჩივრება –15 სექტემბერი

აპელაციის შედეგების - 18  სექტემბერი  (tsu-ge-ზე სიახლეებში)

სპეციალობის გამოცდის აპელიაციაზე განცხადება უნდა გააგზავნოთ ელექტრონულად,  თსუ კანცელარიაში - chancellary.tsu.ge ან წარმოადგინოთ თსუ-ს I კორპუსის კანცელარიაში (ჭავჭავაძის  ქ. #1, ოთახი114 )  9.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე.

 

სპეციალობის  აპელაციის განცხადების ფორმა.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამა -  პოლიტიკის მეცნიერება გამოცდის შედეგი 

View More

Order N:

სტუდენტთა საყურადღებოდ!

19 სექტემბერს, 10 საათზე,  №318  აუდიტორიაში, “მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკური და ტურიზმის გეოგრაფიის“ საბაკალავრო პროგრამის პირველსემესტრელ სტუდენტებთან  შეხვედრას გამართავს საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ დოლბაია, მიმართულების აკადემიურ პერსონალთან ერთად.

 

გთხოვთ მობრძანდეთ!

 

ფაკულტეტის ადმინისტრაცია

View More

Order N:

ძვირფასო პირველკურსელებო!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციის სახელით გილოცავთ უნივერსიტეტის სტუდენტის საპატიო წოდებას და გისურვებთ წარმატებას სწავლაში.

გაცნობებთ, რომ 18 სექტემბერს, ორშაბათს, 14:00 საათზე, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსის ფოიეში გაიმართება უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას, ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ გიორგი ღაღანიძის და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების შეხვედრა ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის პროგრამების პირველკურსელ სტუდენტებთან.

View More

Order N:

თსუ სტუდენტების საყურადღებოდ!

თსუ-ს სტუდენტი ხარ და გერმანულად ლაპარაკობ?გინდა რომ გაიღრმაო ცოდნა ქვეყნის შესახებ და დაეუფლო პროფესიულ ენას შემდგომი საქმიანობისთვის?  ან გინდა რომ მოემზადო გერმანიაში სწავლისთვის ?თსუ და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი გთავაზობენ, თსუ-ში სწავლის პარალელურად, თბილისში, უფასოდ გაიარო ერთწლიანი სასწავლო პროგრამა და მიიღო ორი უნივერსიტეტის ერთობლივი სერტიფიკატი. საუკეთესო სამი სტუდენტი კი დამატებით მოიპოვებს სტიპენდიას,  ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში ერთი სემესტრით სწავლისათვის. საბუთების მიღების ვადა გაგრძელდა და განაცხადის გაკეთება სექტემბრის ბოლომდეა შესაძლებელი. დეტალები იხილეთლინკზე: https://www.oei.fu-berlin.de/internationales/TSU/index.html

პროგრამის ტუტორებს დაუკავშირდით მეილზე: andreaweiss@zedat.fu-berlin.deergemlidze01@zedat.fu-berlin.de

 

View More

Order N:

Competition for the first institutionally accredited mediator certificate program

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან“ თანამშრომლობით აცხადებს მედიატორის პროფესიის მსურველ პირთა შესარჩევ კონკურსს პირველი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე მედიატორის სასერტიფიკატო პროგრამაზე.

 

სასწავლო პროგრამა მოიცავს 60-საათიან სწავლებას სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მიერ დამტკიცებული მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის სასწავლო მოდულის სავალდებულო მოთხოვნათა შესაბამისად. წარმატებულ კურსდამთავრებულებს მიეცემათ უფლება გაიარონ მედიატორის სერტიფიცირების მომდევნო ორი ეტაპი და მოიპოვონ მედიატორის სტატუსი.

 

მედიატორთა რეესტრში ჩარიცხვის შემდეგ, პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ თბილისისა და რეგიონების მასშტაბით მედიატორების სტატუსით ჩაერთონ სასამართლო და კერძო სამედიაციო პრაქტიკაში. მედიაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია (ა) ქართული ენის მცოდნე (ბ) საქართველოში მცხოვრებ და (გ) მისი მოქალაქეობის მქონე (დ) ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს, რომელსაც (ე) შეუსრულდა 18 წელი და (ვ) არ არის ნასამართლევი.

 

კონკურსში მონაწილეობის მიზნით დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის 30 სექტემბრამდე ელექტრონულ მისამართზე apply.ncadr@tsu.ge უნდა წარმოადგინონ:

პირადობის მოწმობის ასლი;

პროფესიული რეზიუმე/CV;

უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ან მისი დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (მიუხედავად სასწავლო პროგრამის ან პროფესიული კუთვნილებისა);

სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 400 სიტყვა);

პროფესიული საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა სამუშაო ადგილიდან (არსებობის შემთხვევაში).

 

კონკურსის ეტაპები:

წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები 2023 წლის 17 ოქტომბრამდე მოწვეულნი იქნებიან გასაუბრებაზე, რომელიც ჩატარდება ონლაინ, ZOOM პლატფორმის გამოყენებით.

 

პროგრამაში მონაწილეობის პირობები:

60-საათიანი სასერტიფიკატო პროგრამა (ტრენინგი) ჩატარდება 2023 წლის 3-5, 10-13 ნოემბერს (7 სრული დღე) 10:00 საათიდან 19:00 საათამდე. პროგრამაზე სრული დასწრება სავალდებულოა.

 

დოკუმენტაციის გამოგზავნისას ელექტრონული წერილის საგნის ველში (subject line) უნდა მიეთითოს ,,მედიატორის სასერტიფიკატო პროგრამა“.

დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვები 2023 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით შეიძლება გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: apply.ncadr@tsu.ge.

 

პროგრამაში მონაწილეობის საფასური სრულად ფინანსდება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მიერ.

 

მედიატორის სასერტიფიკატო პროგრამა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.

View More

Order N:

For the attention of master's degree candidates!

2023-2024 სასწავლო წელს იურიდიული ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღებულია 432 განაცხადი.

 

კერძო სამართლის მიმართულება - 250 განაცხადი;

სისხლის სამართლის მიმართულება - 134 განაცხადი;

საჯარო სამართლის მიმართულება - 47 განაცხადი.

 

მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა მიმართულებების მიხედვით შემოსული განცხადებების რაოდენობიდან გამომდინარე გადანაწილდა პროპორციულად შემდეგი სახით:

 

კერძო სამართალი - 86 ვაკანტური ადგილი;

სისხლის სამართალი - 46 ვაკანტური ადგილი;გის

საჯარო სამართალი - 18 ვაკანტური ადგილი;

View More

Order N:

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი

View More

Order N: