Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების შესახებ

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების ელექტრონული განცხადებების მიღების ვადა გაგრძელდა 2024 წლის 22 იანვრის ჩათვლით.

View More

Order N:

სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში-ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლების (ვადიანი, უვადო) თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

 ,,უმაღლესი განათლების  შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო  სამართლის იურიდიული  პირის  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და  ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების  შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის  პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე ნათიშვილის   მორფოლოგიის ინსტიტუტის   დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის დ. კორძაიას 2023 წლის 27 დეკემბრის N39782/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (ვადიანი, უვადო) თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ლიანა კიკალიშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის  ხელმძღვანელი.
ბ) ლეილა ჯანდიერი - მედიცინის  დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
გ) ლიკა სვანაძე - სამედიცინო ინფორმატიკის დოქტორი, თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტის ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების სამედიცინო ინფორმატიკის მთავარი სპეციალისტი.
დ) დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ  - ლიანა კიკალიშვილი, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ - ლეილა ჯანდიერი და საკონკურსო კომისიის მდივნად - ლიკა სვანაძე;

2. დაევალოს საკონკურსო კომისიას  კონკურსანტთა  განცხადებებისა  და   თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის  შემოწმება სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2017  წლის  31  მაისის  N63/2017  დადგენილებით  დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ   რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2024 წლის 19 თებერვლისა.
4.   ბრძანების   დაინტერესებულ   პირთათვის    კანონმდებლობით   დადგენილი    წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 
 

View More

Order N: 333/01-01

გილოცავთ შობა-ახალ წელს!

ძვირფასო სტუდენტებო, პატივცემულო პროფესორ-მასწავლებლებო!
 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ყველა სტუდენტს, პროფესორს, თანამშრომელს, კურსდამთავრებულს და გულშემატკივარს გილოცავთ დამდეგ შობა - ახალ წელს.

გისურვებთ ბედნიერებას პირად ცხოვრებაში, წარმატებებს სწავლაში, შრომაში და მეცნიერებაში!

დაე, ახალი 2024 წელი მრავალი წარმატების მომტანი ყოფილიყოს ჩვენი უნივერსიტეტისა და ჩვენი სამშობლოსთვის!


თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანატი

 

View More

Order N:

ფილმის "გრაკლიანი გორის წარწერის  საიდუმლო" მსოფლიო პრემიერა

საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე  History, Arts and Sciences International Doc Fest ათენში ლელა წიფურიას ფილმის, "გრაკლიანი გორის წარწერის  საიდუმლოს" მსოფლიო პრემიერა შედგა.

 

ფილმი დაჯილდოვდა პრიზით  უმაღლესი საპატიო ჯილდო- Superior Honorary Distinction. ფილმი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების აღმოჩენას ეძღვნება, რომელსაც  პროფესორი ვახტანგ ლიჩელი ხელმძღვანელობს. სცენარის ავტორი,  რეჟისორი და პროდიუსერია ლელა წიფურია, ოპერატორი გიორგი ხაბურძანია. ფილმი დამონტაჟებულია მულტიმედია ცენტრში. მემონტაჟე ზაზა ჩხეტიანი.

View More

Order N:

საჯარო ლექცია „რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგიის“ შესახებ.

ამა წლის 18 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ქალბატონი მაია ბიწკინაშვილი და სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, ბატონი ვლადიმერ მარგველაშვილი შეხვდენენ ტაშკენტის (უზბეკეთის რესპუბლიკა) სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტის, ყბა-სახის ქირურგიის კათედრის პროფესორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ბარნო ჟურახანოვის ასული პულატოვას და  მეცნიერ-თანამშრომელს ჟასურ ბახტიაროვის ძე ბაბაჯანოვს.

შეხვედრაზე განიხილეს მედიცინის ფაკულტეტის სამომავალო თანამშრომლობის, საერთო სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის, სასწავლო პროცესის ხარისხის გასაუმჯობესებელი, სტუდენტური და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროექტების განსახორციელებელი გეგმები

სტუმრებმა საჯარო ლექცია წაუკითხეს სტომატოლოგიის როგორც, ქართველ ასევე უცხოენოვანი პროგრამის სტუდენტებს „რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგიის“ შესახებ.

 

On December 18th of this year, the Dean of the Faculty of Medicine at Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Mrs. Maya Bitskinashvili, and the Head of the Dentistry Program, Mr. Vladimir Margvelashvili, will meet with Pulatova, the daughter of Barno Zhurakhanov, who is a Professor in the Department of Maxillofacial Surgery at Tashkent State Dental Institute (Uzbekistan), and Babajanov, the son of Zhasur Bakhtiarov, a collaborating scientist.

During the meeting, discussions were held on the future cooperation of the Faculty of Medicine, collaborative scientific research activities, enhancement of the educational process, and the implementation of student and professor-teacher exchange projects.

The guests delivered a public lecture to students enrolled in both Georgian and foreign language programs of dentistry, focusing on the topic of "reconstructive and plastic surgery."

View More

Order N:

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N303/01-01 04/12/2023 ბრძანებით პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩარიცხული აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ წესის საფუძველზე ვბრძანებ:

1. განხორციელდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  N 303/01-01 04/12/2023 ბრძანების შესაბამისად, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სტიპენდიის მოსაპოვებლად 143 დასაფინანსებელი სტუდენტის შერჩევა;

2. დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა განახორციელოს საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:
 

  • მანანა შამილიშვილი  – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
  • თეონა თაბუაშვილი -წამყვანი სპეციალისტი; კომისიის მდივანი
  • ელენე გელაშვილი –სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის  უფროსი;
  • ლუიზა აბაზაძე– მთავარი სპეციალისტი;
  • ქეთევან ცაბაძე - წამყვანი სპეციალისტი;
  • ნაირა მახაშვილი – უფროსი სპეციალისტი;
  • ირმა ჩხეიძე-– უფროსი სპეციალისტი;
  • თამარ გოგორიშვილი - უფროსი სპეციალისტი;
  • თეა ხუნდაძე-უფროსი სპეციალისტი;

     

3. საბუთები მიიღება:   7-12 დეკემბერი  (კალენდრით გათვალისწინებულ სამუშაო დღეებში)  VI კორპუსი, №201, 10:00 -17:00 სთ

4. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს  დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა ;

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

View More

Order N: 38/30

კორეის უნივერსიტეტის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის

კორეის უნივერსიტეტი აცხადებს სასტიპენდიო შემოთავაზებას SK Global Scholarship Program for Fall 2024 (A Scholarship Proposal for Eastern European Students) პროგრამის ფარგლებში.

 

სტიპენდიები გამოყოფილია ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართში.

View More

Order N:

პროექტი "თსუ დესპანი - 2024" იწყება!

პროექტი "თსუ დესპანი  - 2024" იწყება. პროექტში, რომელიც უკვე 12 წელია ხორციელდება, მონაწილეობის მიღება ნებისმიერი საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, პროფესიული, 60 კრედიტიანი პროგრამა) სტუდენტს შეუძლია.

 

ტრადიციულად "დესპანები" მშობლიური სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან, რაც მათ კარიერულ ზრდას და ასევე, საგანმანათლებლო სივრცეში არაფორმალური განათლების განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

"თსუ დესპანი - 2024"-ში მონაწილეებს სკოლებში პრეზენტაციის დაგეგმვამდე ჩაუტარდებათ ტრენინგი. (ჩატარების თარიღს რეგისტრაციის დასრულების შემდგომ შეიტყობთ).

 

დარეგისტრირებული "დესპანები" 22 იანვრიდან -  2 თებერვლამდე გაივლიან ტრენინგს პრეზენტაციის უნარებში.

 

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა მოცემულ ბმულზე უნდა გაიაროთ რეგისტრაცია 7 დეკემბრიდან - 20 იანვრის ჩათვლით.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

tsuenvoy@tsu.ge

View More

Order N:

შეხვედრა პოეტთან - გიორგი არაბული

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის  მიმართულების სტუდენტთა ორგანიზებით 12 დეკემბერს, 18.00 საათზე, თსუ I კორპუსის 202-ე აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა პოეტ გიორგი არაბულთან.

 

გთხოვთ, მობრძანდეთ!

 

View More

Order N:

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ შედეგების პროექტი

თსუ რექტორის 2023 წლის 4 დეკემბრის ბრძანების (№303/01-01) თანახმად, სტიპენდია ენიჭება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 253 სტუდენტს.

აპელაციები მიიღება 2023 წლის 14 დეკემბრის 13:00-მდე ელფოსტაზე: humanities@tsu.ge

შედეგების პროექტი

View More

Order N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ4 “ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51- ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე9 ქვეპუნქტის, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების, პრეტენდენტთა რეგისტრაციის დაწყებისა და მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე’’ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 13 ნოემბრის N108/2023 დადგენილების მე-3 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) მაია ჭელიძე - კომისიის თავმჯდომარე, პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია);

ბ) მაია მეტრეველი - კომისიის წევრი, კანცელარიის საქმისწარმოების განყოფილების უფროსი;

გ) ლიკა კილაძე - კომისიის წევრი, იურიდიული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი.

2. დაევალოს კომისიას მიიღოს თსუ-ს კანცელარიის წესით შემოსული პრეტენდენტების განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია, უზრუნველყოს წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების, პრეტენდენტთა რეგისტრაციის დაწყებისა და მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე’’ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 13 ნოემბრის N108/2023 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ მოთხოვნებთან მიმართებაში და რეგისტრაციის ვადის ამოწურვისთანავე შესაბამისი შემოწმებული დოკუმენტაცია წარუდგინოს აკადემიურ საბჭოს.

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

6. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით – გამოქვეყნებისთანავე.

7. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N:

დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების საბოლოო შედეგები

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების პროგრამის საბოლოო შედეგები.

ფინანსდება შემდეგი კანდიდატები:

*საიდენტიფიკაციო კოდს წარმოადგენს პირადი ნომრის ბოლო სამი ციფრი.

1. 542

2. 669

3. 663

View More

Order N:

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ისტორიის კლუბ „სამანის“ ორგანიზებით 2024 წლის 15-16 მარტს გაიმართება 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. მოხსენების თემატიკა უნდა ეხებოდეს საქართველოს და მსოფლიოს ისტორიის საკითხებს (პერიოდი შეზღუდული არაა).

 

მონაწილეებმა მითითებულ მეილზე უნდა გამოგზავნონ თეზისი (ინგლისურ ენაზე), სტატია (ქართულ ენაზე) და სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია 10 თებერვლამდე თეზისის სიტყვების რაოდენობა არა უმეტეს 200 სიტყვისა. სტატიის სიტყვების რაოდენობა არა უმეტეს 2000 სიტყვისა. გაფორმების წესი: სტატიის სათაური ქართულად; ავტორის სახელი და გვარი ქართულად; უნივერსიტეტის დასახელება ქართულად; ფაკულტეტის დასახელება ქართულად; სტატიის ძირითადი ტექსტი ახალი გვერდიდან ქართულად (MS Word-ის ფორმატით, შრიფტი – Sylfaen, შრიფტის ზომა 11; დაშორება 1,15 ); გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა. თეზისები და სტატიები შეირჩევა აკადემიური პერსონალის მიერ ანონიმური რეცენზირების გზით.

 

შერჩეული სტატიები დაიბეჭდება კრებულის სახით ელ.ფოსტის მისამართი: historyclubsamani2023@gmail.com დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ასევე გაეცნოთ კლუბის ფეისბუქ გვერდზე სახელად: ისტორიის კლუბი „სამანი“

View More

Order N:

დოქტორანტ მაია ჩიგოგიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2023 წლის 30  ნოემბერს 16:00  გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის  დოქტორანტურის  საგანმანათლებლო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“ დოქტორანტის -   მაია ჩიგოგიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.     

 

სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „კორონარული კოლატერალური ცირკულაციის  პრედიქტორები გულის იშემიური დაავადების   მწვავე მიმდინარეობის დროს“

 

სამეცნიერო  ხელმძღვანელები: პროფესორი ნინო შარაშიძე, პროფესორი ზურაბ ფაღავა

 

სხდომა გაიმართება მორფოლოგიის ინსტიტუტში, აუდიტორია N201

 

View More

Order N:

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისების და სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2021 წლის 9 თებერვლის, N74-4 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის N3-11 დადგენილების დანართი N1-ის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის 13 ნოემბრის N19-01233171535 (თსუ რეგისტრაციის N22093/10-02, 13.11.20223) წერილის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისების და სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2021 წლის 9 თებერვლის, N74-4 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულება (დანართი N1);

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს რექტორის 2023 წლის 23 მაისის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის “სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 თებერვლის N74-4 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ N108/01-01 ბრძანება.

3. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს; 5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

View More

Order N: 294/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის მაძიებელთა პროგრამაზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის მაძიებელთა პროგრამაზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 და მე-15 მუხლების,

,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების ,,რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“, ,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, ,,ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 17 ნოემბრის №34887/32 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის მაძიებელთა პროგრამაზე:

1.1.  პალიატიური მედიცინა (სუბსპეციალობა) - 4  ადგილი.

2. რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის მაძიებელთა პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:

2.1.საბუთების მიღება – 22 – 27 ნოემბერი;

2.2. გასაუბრება – 28 ნოემბერი;

2.3. შედეგების გამოცხადება – 30 ნოემბერი.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: 

ა) განცხადება    რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირცხვის შესახებ (თანდართული ფორმის მიხედვით);
ბ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან/და შესაბამისი ცნობა;
გ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.

 

საბუთების მიღება - მისამართი: ბელიაშვილის N78, თსუ მედიცინის ფაკულტეტი, მე-3 სართული ოთახი N323. 09:00 - 18:00.  (599 22 00 97)

 

View More

Order N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1);

2. წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ იქნეს მომდევნო ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისას სწავლის საფასურად;

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 1186/01-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №03; 23.06.2017წ), „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 17 ოქტომბრის N24/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ-ის დამოუკიდებელი სამეცნიეროკვლევითი ერთეულის-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2023 წლის 13 ნოემბრის N34152/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;

2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო - კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3. კონკურსის მიმდინარეობისას კონკურსანტთა შორის თანაბარი მონაცემების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სამსახურებრივი შეთავსების არმქონე კონკურსანტს;

4. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 15 ნოემბერს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 16 დეკემბრიდან 2023 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2023 წლის 30 დეკემბრისა;

5. კონკურსი გამოცხადდეს თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად - 0,5 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით);

6. სამეცნიერო თანამდებობაბზე (მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება, დანართი №2 );

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი/პირადობის მოწმობა);

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;

ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);

ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

ზ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;

7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 16 დეკემბრიდან 2023 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით. 1000-დან 1700 საათამდე, თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. მისამართი: თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №8, III სართული, ოთახი №306;

8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

9. ბრძანება განთავსდეს გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი);

11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 ჯაბა სამუშია რექტორი

View More

Order N: 283/01-01

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2023 წლის 8 ნოემბრის №33727/10 და №33730/10  წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 13 ნოემბრის №16 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-14 ქვეპუნქტით №14 დანართად  დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ფუნდამენტური ფიზიკა” (დანართი №14);

ბ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 7610 ქვეპუნქტით №269 დანართად  დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება” (დანართი №269).


 2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

View More

Order N: 110/2023

2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ორმხრივი ხელშკრულების ფარგლებში ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის  მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, რექტორის ბრძანების (N87/01-01; 26/04/2023), ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა  საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა  შერჩევის  წესის  მე-4  მუხლის  მე-18 - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის  (N 34518/10; 15.11.2023) საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2023/2024 სასწავლო წლისთვის ორმხრივი ხელშკრულების ფარგლებში ფრიდრიხ შილერის სახელობის    იენის უნივერსიტეტის მიერ თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.

2. კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 16 ნოემბერს.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: 
ა) ქეთევან ხუციშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ნინო ქიმერიძე, თსუ ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) იზაბელა პეტრიაშვილი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
დ) რევაზ გველესიანი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი,  კომისიის წევრი.
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე;
5. კომისიას    დაევალოს    თავისი    საქმიანობა    წარმართოს    მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების  შესახებ”  უნივერსიტეტის  რექტორის  2021  წლის  31  მაისის
15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04 და 10 მარტის N 9/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის   პროგრამებში   მონაწილეობისათვის   სტუდენტთა   შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.    წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ  პირებს  და  შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 284/01-01