Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორის პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორის პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად. 2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება შეადგენს თვეში 2800 (ორიათასრვაასი) ლარს (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით), სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათკვირის გარდა.

3. აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:

ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საგამომცემლო სფეროში მუშაობის 3 წლიანი და ხელმძღვანელ პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; აპლიკანტს მოეთხოვება იცოდეს:

გ) თანამედროვე ქართული და უცხოური საგამომცემლო ტენდენციები;

დ) კანონისაავტორო უფლებების შესახებ;

ე) საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ;

ვ) თსუ-ში მოქმედი რეგულაციები პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს ორგანული კანონი ,, საქართველოს შრომის კოდექსი“, საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; თსუ შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები, ეთიკის კოდექსი, თსუ წესდება, გამომცემლობის დებულება.

ზ. ერთ-ერთი უცხო ენა (წერა, კითხვა, მეტყველე).

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები - Microsoft Office, Internet Browser.

4. აპლიკანტს უნდა ჰქონდეს შემდეგი პიროვნული თვისებები და უნარები:

ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;

ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

გ) ოპერატიულობა; დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;

ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;

ვ) დასაბუთების უნარი;

ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;

თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;

ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.

კ) სხარტი, კომპლექსური და ლოგიკური აზროვნების უნარი;

5. გამომცემლობის დირექტორ:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს გამომცემლობის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს გამომცემლობას დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია გამომცემლობაზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს გამომცემლობის თანამშრომლებს შორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სამუშაოს აღწერილობების შესაბამისად, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ) ზედამხედველობს გამომცემლობის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ უნივერსიტეტის შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ე) ხელს აწერს გამომცემლობაში მომზადებულ დოკუმენტებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას;

ვ) წარადგენს ანგარიშს გამომცემლობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურად, აგრეთვე ნებისმიერ დროს უნივერსიტეტის რექტორის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავალებით;

ზ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით გამომცემლობისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს უნივერსიტეტის რექტორს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

თ) წარუდგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წინადადებებს გამომცემლობის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, გამომცემლობის თანამშრომლების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია გამომცემლობის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამომცემლობის სახელით გასცემს დასკვნებს;

ლ) პერიოდულად ისმენს გამომცემლობის თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

მ) შუამდგომლობს გამომცემლობის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე, ახორციელებს ამ დებულებით, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

ნ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობას იღებს წიგნის დიზაინისა და მაკეტის შემუშავებაში.

6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) CV ქართულ და ინგლისურ ენაზე (Europass ფორმატში, დოკუმენტების PDF ვერსია ელექტრონულად;

გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი, განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;

დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

ე)კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;

ვ)პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.).

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

8. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია არაუგვიანეს 2024 წლის 25 მარტისა და კომისიის მუშაობის წესი დამტკიცდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით;

9. დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 20 მარტიდან 2024 წლის 25 მარტის ჩათვლით 18:00 საათამდე მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს „გამომცემლობის დირექტორი“.

10. ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.tsu.ge ზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში;

11.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

12.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, გამომცემლობა).

13. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

View More

Order N: 75/02-01

„სახელმძღვანელოების კონკურსი - 2024“ შედეგები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე   „სახელმძღვანელოების კონკურსი - 2024“ განხორციელების შესახებ ფაკულტეტის დეკანის 06/01/2024 ბრძანების (N: 47/30)

 საფუძველზე შექმნილმა კომისიამ რეკომენდაცია გაუწია შემდეგი სახელმძღვანელოების დაფინანსებას:

  • კორნელი კაკაჩია, პროფესორი - „მსოფლიო პოლიტიკა“, დაფინანსდეს 2 500 ლარით.
  • კახა ქეცბაია, ასოცირებული პროფესორი - „ სოციოლოგიის შესავალი” დაფინანსდეს 2 500 ლარით.
  • ზურაბ დავითაშვილი, პროფესორი  - „გლობალიზაცია და გლობალური პრობლემები“ დაფინანსდეს 2 500 ლარით.
  • რევაზ გაჩეჩილაძე, პროფესორი- „საქართველო მსოფლიო ისტორიულ-გეოგრაფიულ და გეოპო­ლი­ტიკურ კონტექსტში,“  დაფინანსდეს 2 500 ლარით.
  • ვალერიან მელიქიძე, ასოცირებული პროფესორი - „საზოგადოების განვითარება და ბუნებრივი გარემო,“  დაფინანსდეს 2 500 ლარით.
  • ნათია კუპრაშვილი, ასოცირებული პროფესორი - „ონლაინმედია,“ დაფინანსდეს 2 500 ლარით.
View More

Order N:

კონკურსი თსუ-ის სტუდენტებისთვის ერაზმუს+ პროგრამისა და ორმხრივი თანამშრომლობის სტიპენდიების მოსაპოვებლად

გამოცხადდა კონკურსი ERASMUS+ პროექტების და ორმხრივი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის.

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმულები:

ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის

მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის

დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის

 

View More

Order N:

ჯაბა სამუშია 1924 წლის აჯანყებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა

1924 წლის აჯანყების 100 წლისთავთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. საბჭოთა ოკუპაციისგან გათავისუფლებისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენისათვის თავგანწირვის ღირსეულად დაფასების, იმ დროს განვითარებული მოვლენების უკეთ შესწავლა-გაანალიზებისა და საქართველოს ისტორიაში ამ ამბებისთვის საკადრისი ადგილის დამკვიდრებისთვის, თსუ-ში მკვლევართა ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები და თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები არიან ჩართულნი.

 

 ჯგუფის წევრები თსუ რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას შეხვდნენ და განსახორციელებელ გეგმებსა და მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრეს. თსუ რექტორის ინიციატივით, აგვისტოს აჯანყების 100-წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში უკვე ცნობილ მეცნიერებთან ერთად, ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტებიც ჩაერთვებიან.

 

შეხვედრაზე, ისაუბრეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებაზე. კონფერენცია სახელწოდებით ,,ეროვნულ განმათავისუფლებელი და ანტისაბჭოთა მოძრაობა აღმოსავლეთ ევროპაში” ოქტომბერში გაიმართება და მასში ქართველებთან ერთად უცხოელი მკვლევრებიც ჩაერთვებიან. შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ სტუდენტური ესეების კონკურსის ორგანიზებასა და აჯანყების თემაზე პუბლიკაციების გამოცემაზე.

View More

Order N:

ცხადდება სტატიების მიღება საერთაშორისო ონლაინ რეფერირებად და რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალში "Online Journal of Humanities ETAGTSU"

ცხადდება სტატიების მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრისა და საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის (ETAG) საერთაშორისო ონლაინ რეფერირებად და რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალში “Online Journal of Humanities ETAGTSU” ჰუმანიტარულ მეცნიერებებში მომუშავე სპეციალისტებისთვის. ჟურნალი გამოდის ინგლისურ ენაზე.

ჟურნალის შემდეგ ნომერში (# IX)  დასაბეჭდად სტატიების მიღების ბოლო ვადაა 2024  წლის 1 აპრილი. დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდით რედაქტორის ასისტენტს ნინო ჯოჯუას შემდეგ მისამართზე: etagjournal@gmail.com ტელ.: (+995) 599 393 600

ჟურნალი ინდექსირებულია Google Scholar, EBSCO და ERIH PLUS ბაზებში და დაკავშირებულია CrossRef-თან.

 

View More

Order N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში - მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 16 თებერვლის 4/04 ერთობლივი ბრძანების და პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის ქეთევან ებრალიძის 2024 წლის 29 თებერვლის N5695/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;

2.მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 10 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიეროკვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად 2 მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3.მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა (10 წლის ვადით) შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით. კონკურსანტს ასევე მოეთხოვება ვაკანსიის პროფილის მიხედვით დამატებით 2 სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში ან 1 სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში და 1 მონოგრაფია ან 1 სტატია გამოქვეყნებული მაღალრეიტინგულ ჟურნალში და 1 პატენტი ან 1 სტატია გამოქვეყნებული მაღალრეიტინგულ ჟურნალში და მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით საგრანტო პროექტში.

4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

5.კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 5 მარტს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 8 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2024 წლის 3 მაისისა.

6. კონკურსი გამოცხადდეს პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

ა) ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორია:

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (10 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული

7. კონკურსი გამოცხადდეს პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: ა) ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორია:

მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 1 საშტატო ერთეული

ბ) აგრარული ქიმიის ლაბორატორია:

მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 1 საშტატო ერთეული

გ) ნავთობის ქიმიის ლაბორატორია:

მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 1 საშტატო ერთეული

8.სამეცნიერო თანამდებობებზე (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის 3 შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;

ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიეროკვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);

ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

ზ) ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.

9.საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 8 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე, თსუ პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მისამართზე: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას N31, მე-2 სართული, კანცელარია;

10. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტი’’- ს ელექტრონულ გვერდზე.

11.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

12.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი).

13. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი, აკადემიკოსი

View More

Order N: 49/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 30 ივლისის №72/2020 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა  და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 7 თებერვლის №2948/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №4 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. ამოღებულ იქნეს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 30 ივლისის №72/2020 დადგენილების პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი.


2.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე  

View More

Order N: 30/2024

The training series of the Training Center of Justice for the administrative staff of the TSU Faculty of Law continues

Within the framework of the memorandum of cooperation signed between Ivane Javakhishvili Tbilisi State University (TSU) and the Training Center of Justice (TCJ), a series of trainings for the administrative staff of the TSU Faculty of Law continues.


The training was devoted to the development of knowledge and skills necessary for stress management. The training was conducted by the Training Center of Justice trainers Ani Pheriashvili and Nata Jokhadze.


The training included topics such as: identification of stress and its triggers, model of personal characteristics, moods that increase stress, main stressors at work, stress assessment, basic strategies for dealing with stress.


The TSU Faculty of Law intends to organize future training sessions encompassing a diverse range of topics with the support of the Training Center of Justice.

View More

Order N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 16 თებერვლის N4/04 ერთობლივი ბრძანებისა და ინსტიტუტის დირექტორის მ. ნიორაძის 2024 წლის 29 თებერვლის N5690/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;

2. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიეროკვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიეროკვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით. ასევე მოეთხოვება სამეცნიერო-კვლევით პროექტში მონაწილეობა;

3. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არამხოლოდ სამეცნიერო - კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

4. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 7 მარტს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 8 აპრილიდან 2024 წლის 12 აპრილის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2024 წლის 22 აპრილისა.

5. კონკურსი გამოცხადდეს ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ექსპერიმენტული მეთოდების ლაბორატორია:

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული

ექსპერიმენტული ფიზიკის განყოფილება:

მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 2 საშტატო ერთეული

6. სამეცნიერო თანამდებობაზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2), კონკურსში მონაწილეობის შესახებ (კონკურსში მონაწილეობის მსურველის მხრიდან დაუშვებელია წარდგენილი იქნას ერთზე მეტი განცხადება ერთზე მეტ საკონკურსო თანამდებობაზე);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);

გ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;

დ) ავტობიოგრაფია (CV) სამეცნიერო პუბლიკაციების ნუსხითურთ, შედგენილი კონკურსანტისათვის მისაღები ფორმით მისი მოღვაწეობის სრულად ასასახავად (ავტობიოგრაფია წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, ფაილის ფორმატი - Word და PDF ფაილების სახით);

ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;

ვ) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);

ზ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

თ) კონკურსის გამოცხადების ბრძანებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

7. კონკურსში მონაწილეობის შესახებ ვადის დარღვევით (განცხადებების მიღების ვადის გასვლის შემდგომ) წარდგენილი განცხადება (დოკუმენტაცია) მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

8. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კონკურსში მონაწილეობის მსურველს ეძლევა განაცხადის განმეორებით წარმოდგენის ვადა, მაგრამ არაუმეტეს საკონკურსო განცხადებით გათვალისწინებული საკონკურსო განცხადებების /დოკუმენტაციის/ მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღისა.

9. კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ ამავე ბრძანების მე-7 პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

10. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 8 აპრილიდან 2024 წლის 12 აპრილის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 1000-დან 1700 საათამდე, ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის შენობაში. მისამართი: თბილისი, გიორგი დანელიას ქ. N10, ოთახი N448.

11. ბრძანება განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.

12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

13. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).

14. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი, აკადემიკოსი

 

View More

Order N: 55/01-01

„დოქტორანტურის  მინიმალური  სტანდარტის  დამტკიცების  შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 27 დეკემბრის №245/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2024 წლის 20 თებერვლის №4523/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №4 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის  დამტკიცების  შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 27 დეკემბრის №245/2018 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:

 

ა)  მე-3 მუხლს მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:


„61. დოქტორანტობის კანდიდატი, ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ქართული ენის ცოდნის დადასტურების ვალდებულებისგან თავისუფლდება, იმ შეთმხვევაში, თუ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე კანდიდატის ჩარიცხვა ხდება საერთაშორისო პარტნიორობის/პროექტის ფარგლებში.“;


ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელობა შეუძლია თსუ-ს აკადემიურ/სამეცნიერო პერსონალს, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი, დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო დარგში/სპეციალობაში/მიმართულებაში კვლევის გამოცდილება და შესაბამისი პუბლიკაციები ბოლო 10 წლის განმავლობაში.”;


გ) მე-5 მუხლს პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:


„11. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სამეცნიერო ხელმძღვანელთან ერთად დოქტორანტს შესაძლებელია ჰყავდეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა სამეცნიერო ხელმძღვანელიც, რომელიც არ არის თსუ-ს აკადემიური/სამეცნიერო პერსონალი და რომელსაც უდასტურდება დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო დარგში/სპეციალობაში/მიმართულებაში კვლევის გამოცდილება და შესაბამისი პუბლიკაციები ბოლო 10 წლის განმავლობაში.“.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

View More

Order N: 23/2024

თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელი ეწოდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ქუჩის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

 

მე-19 - მე-20 საუკუნეების ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ქუჩა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში ისნის რაიონში გაიხსნა.

 

ქუჩის გახსნას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, პროფესორები, საკრებულოს წევრები, ასევე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

ღონისძიების ფარგლებში, თბილისის საკრებულოში ვარლამ ჩერქეზიშვილის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა გამოიფინა, რომლის ორგანიზატორიც თსუ პროფესორი, მკვლევარი გოჩა ფერაძე იყო.

View More

Order N:

ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთა საყურადღებოდ

22 თებერვალს, 15 საათიდან დაიწყება სატესტო აკადემიური რეგისტრაცია (საგნების არჩევა ახალი ბაზიდან)  uni.tsu.ge-დან. 
იხ. საგნების არჩევის ინსტრუქცია.

 

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, სატესტო რეჟიმში არჩეული ყველა საგანი წაიშლება.


აღნიშნულ პროცესში თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

 

გთხოვთ, რეგისტრაციის დროს სირთულეებისა და ხარვეზების შესახებ ინფორმაცია მოგვწეროთ uni.tsu.ge-დან. წერილების კატეგორიაში აირჩიეთ აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები.

 

მადლობა თანამშრომლობისთვის

View More

Order N:

წიგნის:  „შესავალი დაზღვევის სამართალში“ პრეზენტაცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, სამართლის დოქტორ ნატალია მოწონელიძის წიგნის:  „შესავალი დაზღვევის სამართალში“ პრეზენტაცია გაიმართა.

 

წიგნის პრეზენტაციაში სტრასბურგიდან დისტანციურად მონაწილეობდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, პროფესორი ლადო ჭანტურია. მან შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართა. პროფესორმა ლადო ჭანტურიამ ყურადღება გაამახვილა ასოცირებული პროფესორის ნატალია მოწონელიძის აკადემიურ საქმიანობაზე, ისაუბრა წიგნის მნიშვნელობაზე და მის მაღალ აკადემიურ ღირებულებაზე. მიულოცა ავტორს და ქართულ იურიდიულ საზოგადოებას ფუნდამენტური ნაშრომის შექმნა დაზღვევის სამართლის საკითხებზე.

 

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ზარანდიამ და ისაუბრა წიგნის ავტორის მიერ გაწეულ სამეცნიერო საქმიანობაზე. ნატალია მოწონელიძემ განათლება მიიღო საქართველოსა და გერმანიაში (ბრემენის უნივერსიტეტში). აღსანიშნავია, რომ ნატალია მოწონელიძეს დღესაც მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ევროპულ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუციებთან, მათ შორის აღსანიშნავია თანამშრომლობა ზაარლანდის უნივერსიტეტისა და თსუ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში და ასევე, მაქს-პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის სტიპენდია, რომელიც ავტორს არაერთხელ აქვს მოპოვებული, მათ შორის 2024 წელს. წარმოდგენილი  სახელმძღვანელოც ძალიან დიდი და ხანგრძლივი შრომის შედეგია და მას წინ უძღვოდა არაერთი სამეცნიერო კვლევა და მონოგრაფია. ნატალია მოწონელიძე 2009 წლიდან ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2016 წლიდან იყო იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, ხოლო 2018 წლიდან არის ასოცირებული პროფესორი, ძალიან პროდუქტიული მკვლევარია, არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გამორჩეული კომენტატორი და მისი ნაშრომები კერძო სამართლის სხვადასხვა მიმართულებებით ყოველთვის აქტუალურ საკითხებს ეძღვნება. სასიხარულოა, რომ ჩვენს სტუდენტებს ექნებათ ასეთი დონის სახელმძღვანელო და ჩვენს მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს კი ძალიან ღირებული გზამკვლევი დაზღვევის სამართალში.

 

სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა  დავით ონოფრიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა წიგნის პრაქტიკულ მნიშვნელობას დარგის განვითარებისთვის. მან აღნიშნა, რომ ნატალია მოწონელიძე ასევე არის ინგლისურ ენაზე გამოცემული ქართული დაზღვევის სამართლის კომენტარის ერთ - ერთი თანაავტორი, რომელიც 2022 წელს გამოვიდა იტალიაში, ლუიჯი ვანვიტელის სახელობის კამპანიის უნივერსიტეტისა და თსუ იურიდიული ფაკულტეტის თანამშრომლობით, სწორედ საქართველოს დაზღვევის  სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მხარდაჭერით. ამჟამად ეს ნაშრომი ითარგმნება ქართულ ენაზე და ძალიან მალე წარედგინება დაინტერესებულ მკითხველს.

 

პროფესორმა ბესარიონ ზოიძემ შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა იმ დადებით დინამიკას, რაც ბოლო წლებში ქართულ ენაზე იურიდიული  ლიტერატურის შექმნის მიმართულებით აღინიშნება. მან ისაუბრა წიგნის მნიშვნელობაზე, კერძო სადაზღვევო სამართლის სამართლებრივ ბუნებაზე და ამ მიმართულებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს  დადგენილ პრაქტიკაზე. 

უზენაესის სასამართლოს მოსამართლემ, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ზამბახიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა დაზღვევის ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებაზე და წიგნის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე სასამართლო პრაქტიკისათვის. აღსანიშნავია ისიც, ნატალია მოწონელიძის ნაშრომები არაერთგზის არის ციტირებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში, რაც მათ განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, სამართლის დოქტორმა მარიამ ცისკაძემ აღნიშნა, რომ კერძო სადაზღვევო სამართალს დიდი საზოგადოებრივი და ამავდროულად ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. ამასთან ისაუბრა დაზღვევის სამართლის განვითარების აუცილებლობაზე და ამ კონტექსტში წარმოდგენილი სახელმძღვანელოს მნიშვნელობაზე როგორც სწავლების პროცესში, ასევე ზოგადად დარგის განვითარებისთვის.

 

ღონისძიების შეჯამებისას, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა წიგნის ავტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატალია მოწონელიძემ, რომელმაც ისაუბრა წიგნზე მუშაობის პროცესზე. დაზღვევის სამართალი, თავისი მრავალმხრივი ბუნებისა და კომპლექსურობის გამო, სამართლის დარგია, რომლის მიმართაც ძალიან დიდი ინტერესია და დაზღვევის  გზით კერძოსამართლებრივი რისკის უზრუნველყოფის შესაძლებლობამ, დიდი პრაქტიკული და სამეცნიერო მნიშვნელობა შეიძინა. წარმოდგენილი კვლევა განხორციელდა, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში და წიგნში ფართოდ არის გამოყენებული შედარებითსამართლებრივი მეთოდი. წიგნი შექმნილია, როგორც სამართლის სტუდენტებისთვის, ასევე ის განკუთვნილია მეცნიერებისთვის და ერთგვარი სახელმძღვანელოს როლს შეასრულებს პრაქტიკოსი იურისტებისთვის. წიგნი ავტორმა მიუძღვნა საკუთარ მშობლებს, მადლიერების გრძნობით.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიური წრის წარმომადგენლები, დაზღვევის სამართლის დარგის ექსპერტები, მოწვეული სტუმრები.

View More

Order N:

სამეცნიერო წარმატება

აკადემიური პერსონალის სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის ფარგლებში, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორ ინეზა გაგნიძეს საერთაშორისო რეცენზირებად და მაღალ იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში სტატიის გამოქვეყნებისათვის გადაეცა ფულადი ჯილდო.

 

სამეცნიერო-კვლევითი პუბლიკაცია „ინდუსტრიული რევოლუციები და ადამიანური კაპიტალი ახალი რეალობისთვის: რამდენიმე ქვეყნის საუნივერსიტეტო სისტემის ჯვარედინი ანალიზი (Industrial revolutions and human capital for the new normal: a cross-country analysis of the university system)” გამოქვეყნდა SCOPUS- ის და Web of Science-ის ბაზებში ინდექსირებულ მაღალრეიტინგულ ჟურნალში „ორგანიზაციული ანალიზის საერთაშორისო ჟურნალი" (International Journal of Organizational Analysis) 

View More

Order N:

პროფესიული განვითარების შესაძლებლობები თსუ სტუდენტებისთვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახა აბულაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მისი მიზანია ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ხელშეწყობა პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და კარიერულ განვითარებაში.

 

„მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. უნივერსიტეტში ხორციელდება ამ მიმართულების  არა მხოლოდ საბაკალავრო პროგრამები, არამედ პროფესიული განათლების მიმართულებითაც ვამზადებთ კადრებს. ყველა  მათგანი ემსახურება სკოლამდელი აღზრდის სისტემის განვითარებას, ახალი, კვალიფიციური კადრების მომზადებასა და გადამზადებას. შესაბამისად, მემორანდუმის ფარგლებში აქტიურად ვითანამშრომლებთ,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

მემორანდუმი ითვალისწინებს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „ადრეული განათლება“ სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ჩართულობას სააგენტოსა და უნივერსიტეტს შორის ერთობლივი პროექტების მომზადებაში, ასევე თანამშრომლობას პედაგოგიური და პროფესიული პრაქტიკის განხორციელებისა და აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული - მეთოდიკური მიმართულებით კონსულტირებასა და ტრენინგის კუთხით.

 

მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახა აბულაძემ: „ეს იქნება შესაძლებლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და პროფესიული პროგრამების სტუდენტებისთვის, რომ მიიღონ პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა. ჩვენს ბაღებში  გაიარონ სტაჟირებისა და გადამზადების კურსები, ასევე შესაძლებლობა, რომ სამომავლოდ დასაქმდნენ ბაგა-ბაღების სისტემაში სხვადასხვა პოზიციაზე. ჩვენი საბავშვო ბაღებისთვის კი ეს არის შესაძლებლობა, რომ  როგორც სააღმზრდელო პროცესში ჩართული, ასევე, ტექნიკური მიმართულებით მომუშავე პერსონალი გადამზადდეს სხვადასხვა ტრენინგ-კურსის ფარგლებში, რომლებსაც ჩვენ ეტაპობრივად შევთავაზებთ მათ. ეს ხელს შეუწყობს სააღმზრდელო პროცესის გაუმჯობესებას.“

 

ამასთან, მემორანდუმის ფარგლებში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,სკოლამდელი აღზრდა“ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დაეხმარება პროფესიული უნარების განვითარებაში, ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას და სააგენტოსთვის მომავალი საკადრო რეზერვის შექმნას.

 

ბავშვთა სკოლამდელ ასაკამდე სწორად განვითარებასა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა თსუ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ: “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს პრაქტიკის განსახორციელებელი ადგილები, ამ შემთხვევაში ბაგა-ბაღები.  ვფიქრობ, ბაღებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გამოცდილების გამოყენება ადრეულ განათლებაში, ბავშვთა ფსიქოლოგიაში, პედაგოგების მომზადებაში, გადამზადებაში. სწორედ ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის  განვითარების ხელშეწყობა ისე, რომ ბავშვი მომზადებული მივიდეს სკოლაში; სკოლამდე უნდა მოხდეს მისი ემოციური რეგულაციის, ენისა და მეტყველების, ქცევის თვითმართვის და თვითრეგულაციის განვითარება, რაც სერიოზული პრობლემაა ხოლმე სკოლაში. იმედი მაქვს, რომ  თანამშრომლობის შედეგად ბევრ კარგ სიახლეს დავნერგავთ.“

 

მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ხელს შეუწყობს პროფესიული სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას უნივერსიტეტში, ერთობლივი ღონისძიებების, შეხვედრების, ტრენინგების მოწყობას, სააგენტოში არსებული ვაკანსიებისთვის კადრების შერჩევაში თანამშრომლობას სააგენტოს საკონკურსო პროცედურების შესაბამისად.

 

„მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, სკოლამდელი აღზრდის  პროფესიული პროგრამის სტუდენტებსა და მასწავლებლებს,  მოგვცემს პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერების  შესაძლებლობას. რაც მთავარია, ჩვენ გვეხსნება სივრცე, რომ სააგენტოს დახმარებით სტუდენტებმა გაიარონ სასწავლო-საწარმოო პრაქტიკები, რომელიც მათი მომავალი დასაქმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება,“-განაცხადა თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან წიქარიძემ.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მემორანდუმის ფარგლებში მნიშვნელოვან და საინტერესო ერთობლივ პროექტებს გეგმავენ.

View More

Order N:

საერთაშორისო კონფერენცია „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო კონფერენციაში „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა“ (UCBP) მონაწილეობდა, რომელიც საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოებისა და აშშ-ის საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნული საბჭოს (NCURA) თანამშრომლობით განხორციელდა.

 

ღონისძიებაში თსუ-ის რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი, თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი შოთა ფოთოლაშვილი და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გიორგი დგებუაძე მონაწილეობდნენ.

 

კონფერენციის მონაწილეებს აშშ-ის საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი ალექსანდრე დანიელსი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე მიესალმნენ. სამუშაო შეხვედრას თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ესწრებოდა.

 

საერთაშორისო კონფერენციის მიზანი აშშ-სა და საქართველოს შორის კვლევითი თანამშრომლობის შესაძლებლობის გაზრდა იყო.

 

„უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა“ წარმოადგენს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებულ საგრანტო ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევის ადმინისტრირებისა და განვითარების ოფისების შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლებისა და კვლევითი ინსტიტუტების წვლილის ზრდას საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

 

პროგრამა მოიცავს ვებინარებს, სემინარებს საერთაშორისო კვლევისა და ფონდების მოძიების საკითხებზე, საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლების სასწავლო ვიზიტს აშშ-ში და ამერიკელი განათლების ექსპერტების საპასუხო ვიზიტს საქართველოს უნივერსიტეტებში.

 

პროგრამაში ასევე ჩართულნი არიან უმაღლესი განათლების ექსპერტები აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო აკადემიიდან, ჩიკაგოს, იელის, ციურიხის, კინგს კოლეჯის, და ბეირუთში ამერიკული უნივერსიტეტებიდან.

 

View More

Order N:

ლიტვური ენისა და კულტურის ინტენსიური საზაფხულო კურსები

 

მიმდინარეობს რეგისტრაცია ლიტვური ენისა და კულტურის შემსწავლელ ოთხკვირიან საზაფხულო კურსებზე.

 

 

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2024 წლის 1 მარტი 

საზაფხულო კურსებთან დაკავშირებული დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

View More

Order N:

Information regarding the deadlines for the academic process of the spring semester of the 2023-2024 academic year

ძვირფასო სტუდენტებო,

 

გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესთან დაკავშირებით:

 

გაცნობებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გადადის ახალ სასწავლო პლატფორმაზე uni.tsu.ge.

შესასვლელად მომხმარებელსა და პაროლში უთითებთ პირად ნომერს და შემდეგ შეგიძლიათ შეცვალოთ პაროლი.

იურიდიული ფაკულტეტი მოგმართავთ თხოვნით, გადაამოწმოთ ბაზაში თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის სისწორე, რათა შეძლოთ ფაკულტეტისგან მოწოდებული ინფომაციის დროული მიღება;

 

  • გაცნობებთ, რომ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სალექციო მეცადინეობების ცხრილი განთავსდება ფაკულტეტის ვებგვერდზე მიმდინარე წლის 26 თებერვალს, 17:00 საათზე.
  •  სალექციო ნაკადების არჩევას იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები შეძლებენ 27 თებერვალს, 17:00 საათიდან;
  • სტუდენტთა მოთხოვნისა და საფაკულტეტო რესურსების გათვალისწინებით საგნებზე ადგილები დაემატება - 28 თებერვალს 15:00 საათზე;
  • სამუშაო ჯგუფების (სემინარები) ცხრილი ვებ. გვერდზე განთავსდება - 5 მარტს 17:00 საათზე, ხოლო სამუშაო ჯგუფებზე (სემინარები) რეგისტრაცია დაიწყება - 7 მარტს 17:00 საათიდან;
  • უცხო ენებს სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ირჩევენ სამუშაო ჯგუფებთან (სემინარები) ერთად 7 მარტს 17:00 საათზე.
  • სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეცადინეობების ცხრილი განთავსდება ფაკულტეტის ვებგვერდზე მიმდინარე წლის 26 თებერვალს, 17:00 საათზე.
  • სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სალექციო ნაკადების არჩევას სტუდენტები  შეძლებენ 29 თებერვალს, 13:00 საათიდან;
  • სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე აკადემიური რეგისტრაცია დაიწყება  28 თებერვალს, 17:00 საათიდან;

 

გახსოვდეთ, რომ სასწავლო დისციპლინაზე რეგისტრაცია ბოლონიელ გლოსატორთა პრინციპით ხორციელდება - „prior in tempore, potior in iure“ (დროში პირველი, უფლებაში უპირატესი). ბაზაში ყველა სალექციო დისციპლინა გაიხსნება ერთდროულად. ამასთან, არც ერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე ან სასემინარო ჯგუფში რეგისტრაციის გარეშე.

 

გზამკვლევი: https://www.youtube.com/watch?v=L-GjufZEWfY

 

თუკი ვერ დარეგისტრირდით რომელიმე სავალდებულო ან არჩევით დისციპლინაზე, ასევე, აკადემიური რეგისტრაციის პროცესში წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ მხოლოდ ახალი სასწავლო პორტალიდან uni.tsu.ge შეტყობინებების კატეგორიიდან - ,,აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები“.

 

მიაქციეთ ყურადღება, სამართლის საბაკალავრო პროგრამაში შევიდა ცვლილება. სასწავლო კურსი ,,ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი“ - 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ჩარიცხული სტუდენტებისთვის წარმოადგენს სავალდებულო საგანს.

 

სტუდენტებს, რომელთაც სურთ ხელმეორედ დარეგისტრირდნენ დისციპლინაზე ქულის გაუმჯობესების მიზნით, აღნიშნულის შესახებ უნდა მოგვმართონ ახალი სასწავლო პორტალიდან uni.tsu.ge, კატეგორია - ,,საგნის გაუმჯობესება“ მიმდინარე წლის 1 და 2 მარტს. გთხოვთ, თქვენს ინდივიდუალურ ცხრილში დატოვოთ გასაუმჯობესებელი საგნისთვის საჭირო კრედიტი და განცხადებაში მიუთითოთ სასურველი პროფესორი. თქვენი განცხადებები დამუშავდება და დისციპლინა ინდივიდუალურ ცხრილში აისახება არაუგვიანეს 4 მარტისა.

 

ასევე, დამატებით სემესტრზე რეგისტრაციის მსურველმა სტუდენტებმა არაუგვიანეს 4 მარტისა უნდა მოგვმართოტ ახალი სასწავლო პორტალიდან uni.tsu.ge, კატეგორიიდან „დამატებით სემესტრზე რეგისტრაცია“. განცხადებაში მიუთითეთ სასურველი კრედიტების რაოდენობა.

 

სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო დისციპლინების არჩევა, რეგისტრაცია დაიწყება - 7 მარტს 17:00 საათზე.

 

 

იურიდიული ფაკულტეტი წარმატებულ სემესტრს გისურვებთ!

თსუ იურიდიული ფაკულტეტი - უმაღლესი იურიდიული განათლების საუკუნოვანი ტრადიცია

View More

Order N:

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის №:311/01-01, 25/10/2022  ბრძანებით გამოცხადებული  კონკურსის და 2022  წლის 28 ნოემბრის  №107/2022 თსუ-ის აკადემიური საბჭოს დადგენილების  პირველი  პუნქტით დამტკიცებული ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი

 

იხილეთ შემაჯამებელი ოქმი:

View More

Order N: