Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
ინფორმაცია დაზღვევის შესახებ

გაცნობებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სს სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას (მისამართი ქ. თბილისი ი.მოსაშვილის ქუჩა N24)  შორის  გაფორმებული  ხელშეკრულების  ფარგლებში  თსუ  საშტატო  განრიგით  გათვალისწინებული აკადემიური და ადმინისტრაციულ-დამხმარე პერსონალი, მრჩეველთა საბჭოს წევრები, თსუ ემერიტუსები, ასევე ზოგიერთი შტატგარეშე თანამშრომელი 2024 წლის 9 თებერვლიდან 2025 წლის 8 თებერვლის ჩათვლით ისარგებლებენ  ჯანმრთელობის დაზღვევით. მომსახურების (საბაზისო პაკეტი) საფასურის (53,35 ლარი) ანაზღაურება ხორციელდება  თსუ  ბიუჯეტიდან.  თანამშრომლებს საშუალება ეძლევათ, გაიუმჯობესონ მომსახურება პირადი განცხადების საფუძველზე სათანადო თანხის დამატებით (+15 ლარი ბარათი ,,კომფორტი“, +35 ლარი ბარათი კლასიკი). აღნიშნული თანხა დაიქვითება ხელფასიდან.

 

        მომსახურების მისაღებად დაზღვეულებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე - + 995 (32) 220 33 33 

 

შტატგარეშე თანამშრომლებს, ასევე დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის  პერსონალს შეუძლიათ ისარგებლონ კომპანიის მომსახურებით, რისი თანხაც (არჩეული პაკეტის შესაბამისად  53,35  ლარი68,35 ლარი, ან 88,35 ლარი) დაიქვითება ხელფასიდან.

 

    უნივერსიტეტის თანამშრომლებს (როგორც საშტატო თანამდებობაზე დასაქმებულებს, ასევე შტატგარეშე თანამშრომლებს) საშუალება ეძლევათ, დააზღვიონ ოჯახის წევრები (მეუღლე 75 წლამდე და შვილები/გერები 25 წლამდე),  ამ შემთხვევაშიც  შესაბამის თანხას იხდის მსურველი - თსუ თანამშრომელი. ამასთან თანამშრომელი და მისი ოჯახის წევრი (წევრები) ეზღვევიან ერთი და იგივე პაკეტით. მეუღლის და 18 წლამდე შვილის დაზღვევა ხდება საოჯახო პაკეტით განსაზღვრული პრემიის გადახდის სანაცვლოდ, 3 ან მეტ წევრიანი ოჯახის დაზღვევის საფასური შეადგენს   170.72 ლარს საბაზისო პაკეტის არჩევისას, 218.72 ლარს კომფორტის, ხოლო 282.72 ლარს კლასიკი პაკეტის არჩევის შემთხვევაში.

 

    ჩამოთვლილი მომსახურების მისაღებად განცხადებები მიიღება თსუ კანცელარიაში (როგორც მატერიალურად, ასევე ელექტრონულად კანცელარიის მეილზე  chancellery@tsu.ge2024 წლის 12 თებერვლიდან  29 მარტის ჩათვლით  (2024 წლის 12 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით  შემოსული განცხადებები დაკმაყოფილდება 2024 წლის 9 მარტიდან. 2024 წლის 11 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით შემოსული განცხადებები დაკმაყოფილდება 2024 წლის 9 აპრილიდან). განცხადებასთან ერთად თანამშრომლებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის მოწმობის ასლი;  ოჯახის წევრების დაზღვევის შემთხვევაში – ოჯახის წევრების პირადობის მოწმობების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტების (მეუღლის დაზღვევის შემთხვევაში ქორწინების ან ჯვრისწერის მოწმობა, შვილის დაზღვევის შემთხვევაში - შვილის დაბადების მოწმობა) ასლები. იმ თანამშრომლებს, რომლებსაც გასულ წლებში (2019 წლიდან) დაზღვეული ჰყავდა ოჯახის წევრები და წარმოდგენილი აქვთ ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია - ამჯერად მათი  წარმოდგენა აღარ ევალებათ. 

 

ვინაიდან მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლებს არ შეუძლიათ მეორე რიგის ოჯახის წევრების (25 წლის ზემოთ შვილები/გერები, 65 წლამდე მშობლები, და-ძმა) დაზღვევა, კომპანია გვთავაზობს მათი ცალკე (განსხვავებული ტარიფით ან პირობებით) დაზღვევის შესაძლებლობას. შეთავაზების მიღებისთანავე გაცნობებთ პირობებს.

 

P.S. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული ფაილები. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს ია ბაღაშვილს  ( 577 588 205).

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: ჯანმრთელობის  დაზღვევა თსუ-ევროინსი, ფასების ცხრილი, სამედიცინო დაწესებულებები,  მომსახურების მიღების სქემები

 

 

View More

Order N:

დამატებითი სემესტრის სტუდენტთა საყურადღებოდ!

2024 წლის 5 თებერვლიდან დაიწყო განაცხადების  მიღება 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის  დამატებით სემესტრზე.

დამატებითი სემესტრის აღებისთვის აუცილებელია კონსულტაციის გავლა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის შესაბამისი მიმართულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან . სამაგისტრო ნაშრომის აღების შემთხვევაში  აუცილებელია პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობაც.

ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებმა ხელმოწერილი განაცხადი სასწავლო ბარათთან ერთად წარმოადგინეთ თსუ II კორპუსის 102 ოთახში რუსუდან დანელიასთან .

   

ხარისხის სამსახურის წარმომადგენლები მიმართულებების მიხედვით:

 

კომპიუტერული მეცნიერება, კომპიუტერული მეცნიერება (ქართულ-ფრანგული)-- ნათელა არჩვაძე natela.archvadze@tsu.ge    ტელ: 599474632

 

მათემატიკა -ქეთევან შავგულიძე ketevan.shavgulidze@tsu.ge ტელ: 595506055

 

გეოლოგია -ცირა ოქრიაშვილი tsira.okriashvili@tsu.ge; ტელ: 595625418; გურამ ქუთელია guram.kutelia@tsu.ge ტელ: 577253095 ;

 

 ბიოლოგია, გამოყენებითი ბიომეცნიერებები  -ცირა ოქრიაშვილი tsira.okriashvili@tsu.ge; ტელ: 595625418; ნანა დორეული nanuli.doreuli@tsu.ge   ტელ: 555 459228;

 

ფიზიკა-ნანა შათაშვილი nana.shatashvili@tsu.ge;   ტელ: 577213080 ; რუსუდან დანელია rusudan.danelia@tsu.ge  ტელ: 577401590

 

 ქიმია- ელენე კაცაძე elene.katsadze@tsu.ge   ტელ:598362478

 

ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია -დავით კაკულია davit.kakulia@tsu.ge   ტელ: 599679835 რუსუდან დანელია rusudan.danelia@tsu.ge  ტელ: 577401590

 

გეოგრაფია, ეკოლოგია -გიორგი ბრეგვაძე giorgi.bregvadze@tsu.ge ტელ: 599 157420

 

 

განაცხადის ფორმა ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის

განაცხადის ფორმა მაგისტრატურის სტუდენტებისათვის

View More

Order N:

ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის (EUIPO) აკადემიიის ვირტუალური კურსები

ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის (EUIPO) სასწავლო აკადემიის ვირტუალური კურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აკადემიის ვებგვერდზე

View More

Order N:

The schedule of the demonstration lecture of the professor's assistantship, the doctoral seminar and the presentation of the scientific research project for the fall semester of the academic year 2023-2024
  1. 2 თებერვალი, საჯარო (ადმინისტრაციული) მიმართულება. 11:00სთ, II კორპუსი, აუდიტორია 129;
  2. 5 თებერვალი, საჯარო (კონსტიტუციური) მიმართულება. 12:00სთ, II კორპუსი, აუდიტორია 119;
  3. 6 თებერვალი, სამართლის საფუძვლები და მეთოდები (სამართლის მეთოდები) მიმართულება. 12:00სთ, II კორპუსი, აუდიტორია 129;
  4. 7 თებერვალი, სისხლი (მატერიალური) მიმართულება. 11:00სთ, II კორპუსი, აუდიტორია 129;
  5. 7 თებერვალი, სისხლი (პროცესი) მიმართულება. I ნაკადი, 11:00სთ, II კორპუსი, აუდიტორია 119;
  6. 8 თებერვალი, სამართლის საფუძვლები და მეთოდები (სამართლის ისტორია) მიმართულება. 13:00სთ, II კორპუსი, აუდიტორია 129;
  7. 8 თებერვალი, სისხლი (პროცესი) მიმართულება. II ნაკადი, 11:00სთ, II კორპუსი, აუდიტორია 119;
  8. 12,13,14 თებერვალი, კერძო სამართლის მიმართულება. (დაზუსტებულ ინფორმაციას გაცნობებთ დამატებით).
View More

Order N:

პროფესორ გურამ კუტალიას დაბადებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ გურამ კუტალიას დაბადებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

 

კონფერენციის გახსნაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ პროფესორ გურამ კუტალიას სამეცნიერო მოღვაწეობაზე, მის შრომებსა და პედაგოგიურ საქმიანობაზე ისაუბრა. მისი თქმით, გურამ კუტალია იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო მთელი თავისი ცოდნა გადაეცა სტუდენტებისთვის. „მას ურთულეს პერიოდში მოუწია მოღვაწეობა. მისი ნაშრომები, მათ შორის, წერილი დიდგორის ომთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ყველაზე ციტირებადია. ასეთი ადამიანები არ უნდა დავივიწყოთ, ისინი თაობებს ზრდიდნენ“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.  რექტორის ინფორმაციით, გურამ კუტალიას ნაშრომს „შუა საუკუნეების ისტორია“, რომელიც მისი ერთ-ერთი მთავარი პროექტი იყო, უნივერსიტეტი ხელახლა გამოსცემს.

 

ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მსოფლიო ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის შუა საუკუნეების ისტორიის კათედრის ორგანიზებით გაიმართა.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის თქმით, პროფესორი გურამ კუტალია ისტორიკოსთა მრავალი თაობის აღმზრდელია. „მისმა ნაშრომებმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული ისტორიოგრაფიის განვითარებაში. დღესაც მისი შრომები თანამედროვე ისტორიკოსების სამაგიდო წიგნებია“,- აღნიშნა ნანა გაფრინდაშვილმა.

View More

Order N:

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილების საფუძველზე,

 

ვბრძანებ:

 

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე;
2. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადები:

ა) დოკუმენტაციის მიღება -1-8 თებერვალი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში -9 თებერვალი; (9:00ს სთ)
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება -12 თებერვალი;

დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 13 თებერვალი;

ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 14 თებერვალი;
ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება- 15-16 თებერვალი;
ზ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 19 თებერვალი;
თ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 20-21
თებერვალი;
ი) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 22 თებერვალი.
 

2.განისაზღვროს    თსუ-ს    ფაკულტეტების    მიმღებ    კომისიებში    წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე; ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2023 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა; ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
თ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე; ნ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.

 

ჯაბა სამუშია

რექტორი
 

დანართი 1 

დანართი 2

მისამართი: ა.ბელიაშვილის N78, ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე-2 სართული, ოთახი N207.

 

View More

Order N:

უცხო ქვეყანაში საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მონაწილე სტუდენტების საყურადღებოდ!

ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს, რომლებიც გეგმავენ უცხო ქვეყანაში საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობას (რექტორის N14/01-04, 18.01.2024 ბრძანების თანახმად) არდადეგების პერიოდად განესაზღვრებათ 16 ივლისი - 18 სექტემბერი იმ შემთხვევაში, თუ განცხადებით მიმართავენ თსუ-ის რექტორს (chancellery@tsu.ge)  და ითხოვენ, რომ დამატებითი გამოცდების ჩაბარების უფლება მიეცეთ 19-20 სექტემრის პერიოდში.

 

მაგისტრატურის/დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს, რომლებიც გეგმავენ უცხო ქვეყანაში საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობას (რექტორის N14/01-04, 18.01.2024 ბრძანების თანახმად) არდადეგების პერიოდად განესაზღვრებათ 14 ივლისი - 25 სექტემბერი იმ შემთხვევაში, თუ განცხადებით მიმართავენ თსუ-ის რექტორს (chancellery@tsu.ge)  და ითხოვენ, რომ დამატებითი გამოცდების ჩაბარების უფლება მიეცეთ 26-27 სექტემრის პერიოდში. 

View More

Order N:

მასალების მიღება საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონულ რეცენზირებად ჟურნალში  „ფილოლოგიური კვლევები“

მიმდინარეობს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული რეცენზირებადი ჟურნალის  „ფილოლოგიური კვლევები“ / „Philological Researches” (impact-factor: 0.857; indexing in ISI database, ERIHPLUS, Online ISSN: 2667-9612) მერვე ნომრისთვის მასალების მიღება.

 

ჟურნალის მიზანია სამეცნიერო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია  თანამედროვე კვლევების შესახებ ფილოლოგაში და ამ დარგის შემდეგ  მნიშვნელოვან ქვედარგებში: ლიტერატურათმცოდნეობა; კლასიკური ლიტერატურა; ახალი ლიტერატურა; უახლესი და თანამედროვე ლიტერატურა; ლიტერატურის თეორიის პრობლემები; ლექსმცოდნეობა; ფოლკლორისტიკა; ფოლკლორისტიკის ისტორია; კულტურული პარადიგმები;  ჟურნალისტური ძიებანი;  ჟურნალისტიკის ისტორია; შექსპიროლოგია; რუსთველოლოგია; მსოფლიო ლიტერატურა; პალეოგრაფია; ტექსტოლოგია; კოდიკოლოგია; კრიტიკა/ესეისტიკა; რეცენზია/გამოხმაურება; საბავშვო ლიტერატურა; ლიტერატურის ჰერმენევტიკა; დრამატურგიული ლიტერატურა; ეპისტოლური ლიტერატურა; პოეტიკური კვლევები; მითოსური კვლევები; კრიტიკული დისკურსი; კომპარატივისტიკა; ლინგვისტიკა; ფონეტიკა/მორფოლოგია/სინტაქსი; სტილისტიკა; დიალექტოლოგია; ტექსტის ლინგვისტიკა; კომპიუტერული ლინგვისტიკა; სოციოლინგვისტიკა; ფსიქოლინგვისტიკა; კოგნიტური ლინგვისტიკა; თეორიული ენათმეცნიერება; ლექსიკოლოგია/ონომასტიკა; ტერმინოლოგიის ზოგადი საკითხები; ლექსიკოგრაფია; თარგმანთმცოდნეობა; პალეოგრაფია; ეტიმოლოგია; ორთოგრაფია; სემანტიკა-სემასიოლოგია.

 

         ჟურნალი, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ქართველ მეცნიერთა სამეცნიერო მიღწევების საერთაშორისო სივრცეში გატანას, მის პოპულარიზაციას, მეორე მხრივ,  დაეხმარება ქართულ აკადემიურ წრეებს გაეცნოს საზღვარგარეთ წარმოებული სამეცნიერო კვლევების თანამედროვე დონეს. ჟურნალში არსებული რეცენზირების მექანიზმი ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევების ხარისხის თვისობრივ ზრდას.

 

  ჟურნალს აქვს „ღია ჟურნალის სისტემების“ (OJS–open journal systems) პროგრამული უზრუნველყოფა.

 

   ჟურნალში სამეცნიერო შრომები ქვეყნდება  ქართულ, ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებზე. ჟურნალის ელექტრონული სისტემის მენიუს შეგიძლიათ გაეცნოთ ინგლისურ და ქართულ ენებზე. ჟურნალში სამეცნიერო კვლევები (სტატიები, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, სიმპოზიუმის, სესიისა და სხვა მოხსენებები, რეცენზიები საერთაშორისო გამოცემებსა და მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევებზე) შუძლიათ გამოაქვეყნონ აღნიშნული დარგის/ქვედარგების დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე მკვლევარებსა და დოქტორანტებს. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალა ხელმისაწვდომია ყველასათვის.

            

ჟურნალი გამოდის წინასწარ დაგეგმილი გრაფიკით წელიწადში ორჯერ (ივნისში და დეკემბერში).

 

გამოქვეყნება უფასოა.

 სამეცნიერო  შრომების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 30 აპრილი.

 

  ნაშრომის მომზადება ხდება APA სტილით IMRAD ფორმატში სტატიის მომზადების ინსტრუქცია იხილეთ ელექტრონულ მისამართზე:  http://sciencejournals.ge/index.php/NJ/information/authors.

           ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით. ავტორს შეუძლია სტატია Word-ის ფაილით გამოაგზავნოს ელექტრონულ მისამართებზე:  philologicalresearches@gmail.com,  philologicalresearches@gu.edu.ge .

     სამეცნიერო ნაშრომის შეფასება ხდება ორი რეცენზენტის მიერ ე.წ. „ბრმა რეცენზირების“ წესით. ნაშრომი ასევე გადის შემოწმებას პლაგიატის პროგრამაზე (Turnitin).

           ჟურნალის რედაქტორთა კოლეგია და სარედაქციო საბჭო წინასწარ უხდის  მადლობას თანამშრომლობისათვის აღნიშნული დარგის/ქვედარგების აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს და უსურვებს  წარმატებებს. 

P.S. გაცნობებთ, რომ ჟურნალის არსებული საგამომცემლო პოლიტიკისა და სალიცენზიო პირობების გათვალისწინებით სარედაქციო გუნდი უფლებამოსილი არ არის გაკეთოს კორექტირება ავტორის მიერ წარმოდგენილ სტატიაში. ავტორი თავადაა პასუხისმგებელი სტატიის შინაარსობრივ და ტექნიკურ მხარეზე. აქედან გამომდინარე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, წარმოდგენილ სტატიაში ორთოგრაფიული და სტილისტური შეცდომების დადასტურების ან ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, სტატია არ განიხილება გამოსაქვეყნებლად.

 

 

View More

Order N:

დოქტორანტ ქეთევან ღუდუშაურის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2024 წლის 3 აპრილს, 14:00 საათზე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე შედგება ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ქეთევან ღუდუშაურის სადისერტაციო ნაშრომის: ,,ფინანსების კონტროლის ფუნქციის თავისებურებანი და განხორციელების პრობლემები თანამედროვე საქართველოში“  საჯარო დაცვა (მაღლივი კორპუსი, აუდიტორია #206).

სამეცნიერო ხელმძღვანელი:   პროფესორი  იოსებ არჩვაძე

სადისერტაციო  ნაშრომის დაცვის კომისია: პროფესორი ირაკლი კოვზანაძე (თავმჯდომარე), პროფესორი  თემურ ბერიძე, პროფესორი რევაზ გველესიანი, პროფესორი სიმონ გელაშვილი, პროფესორი ნუგზარ  თოდუა, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი (მოადგილე), პროფესორი დავით ნარმანია, პროფესორი თეიმურაზ ყანდაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბარბაქაძე, ასოცირებული პროფესორი ნატო კაკაშვილი (მდივანი), ასოცირებული პროფესორი თეა კასრაძე, ასოცირებული პროფესორი მიხეილ ჩიკვილაძე, ასოცირებული პროფესორი ლეილა ღუდუშაური, ასოცირებული პროფესორი ავთანდილ ჩუთლაშვილი, ასოცირებული პროფესორი იზოლდა ჭილაძე.

View More

Order N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2023 წლის 28 დეკემბრის №335/01-01  ბრძანების, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2024 წლის 16 იანვრის №740/30 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 იანვრის №1 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) მარი წერეთელი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მაია ტორაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნანული ტალახაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ნათია კუპრაშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) მაკა დოლიძე - საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) ნინო ჭალაგანიძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) რევაზ ჭიჭინაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ხათუნა კაჭარავა - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).


2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) ალექსანდრე კუხიანიძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ზვიად აბაშიძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თამარ ქარაია - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) იოსებ სალუქვაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ე) გურამ აბესაძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ვ) ვახტანგ მაისაია - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) ავთანდილ ტუკვაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) კორნელი კაკაჩია - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ვალერიან დოლიძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).


3. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) რევაზ ჯორბენაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) გუგული მაღრაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მედეა ბადაშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ჯაბა უროტაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) რატი შუბლაძე - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) ზურაბ აბაშიძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ვახტანგ მაისაია - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნათელა დონაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).


4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
6. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

View More

Order N: 2/2024

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №112/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2024 წლის 16 იანვრის №797/30, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2024 წლის 17 იანვრის №884/29, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის 2024 წლის 17 იანვრის №909/32, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2024 წლის 17 იანვრის №931/28, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 2024 წლის 17 იანვრის №929/26, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის 2024 წლის 18 იანვრის №1086/31-05, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2024 წლის 16 იანვრის №749/27 წერილებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 იანვრის №1 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის  №112/2013 დადგენილებაში და პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1, დანართი №2, დანართი №3, დანართი №4, დანართი №5, დანართი №6 და დანართი №7  ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით (დანართი №1, დანართი №2, დანართი №3, დანართი №4, დანართი №5, დანართი №6, დანართი №7).


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

View More

Order N: 4/2024

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიი ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანმდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე4 მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017 წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 28 ნოემბრის N28/04 ერთობლივი ბრძანების, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის ნანა ბოლაშვილის 2024 წლის 12 იანვრის N551/10 წერილის საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად:

2.უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიეროკვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3.მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიეროკვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

4. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 22 იანვარს საკონკურსო საბუთების მიღება 2024 წლის 23 თებერვლიდან 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2024 წლის 18 მარტისა.

5.კონკურსი გამოცხადდეს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყოფილება

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთული (7 წლის ვადით)

გეომორფოლოგია-გეოკოლოგიის განყოფილება

მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით )

მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით )

5. სამეცნიერო თანამდებობის-უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;

ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიეროკვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);

ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

ზ) ცნობა-სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ;

6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 23 თებერვლიდან 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 1100-დან 1700 საათამდე თსუ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. მისამართი: თბილისი, თამარაშვილის ქ.N6. ოთახი N10.

7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ ელექტრონულ გვერდზე.

8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიი ინსტიტუტში ინსტიტუტი);

10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 12/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 20 ივლისის N163/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 20 ივლისის N163/01-01 ბრძანების „1.1.“ პუნქტში და „გ.ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის

„გ.ვ“ ქვეპუნქტი: „გ.ვ) უცხო ქვეყანაში საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მონაწილე ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, ამ ბრძანების „1.1.“ პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამატებითი გამოცდები ნაცვლად 22 - 27 ივლისისა დაენიშნოთ 19-20 სექტემბრის პერიოდში (ამ შემთხვევაში, სტუდენტის არდადეგების პერიოდად განისაზღვრება 16 ივლისი - 18 სექტემბერი.)“

2. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 20 ივლისის N163/01-01 ბრძანების „1.2.“ პუნქტში და „გ.ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის

„გ.ვ“ ქვეპუნქტი: „გ.ვ) უცხო ქვეყანაში საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მონაწილე მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, ამ ბრძანების „1.2.“ პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამატებითი გამოცდები ნაცვლად 19 - 25 ივლისისა დაენიშნოთ 26-27 სექტემბრის პერიოდში (ამ შემთხვევაში, სტუდენტის არდადეგების პერიოდად განისაზღვრება 14 ივლისი - 25 სექტემბერი.)“

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 14/01-01

პროფესორ გიორგი ღაღანიძის საერთაშორისო აღიარება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე არჩეულ იქნა პლოცკის (პოლონეთი) მაზოვიეცის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო ჟურნალ „ეკონომიკური მეცნიერებების“ სამეცნიერო საბჭოს წევრად.

 

იხილეთ დანართი:

View More

Order N:

Honorary Doctorates Awarded to German Professors - Martin Heger and Bernd Heinrich by TSU

On January 12, 2024, in recognition of their extensive and fruitful collaboration with the TSU, their special contributions to the development of Georgian legal science, the advancement of Georgian-German legal relations, and the training of Georgian lawyers, the Rector of the TSU Jaba Samushia awarded Honorary Doctorates to Dr. Bernd Heinrich, Professor of the Law Faculty at Eberhard Karls University of Tübingen and to Dr. Martin Heger, Professor of the Law Faculty at Humboldt University of Berlin.

 

The event commenced with opening remarks by the TSU Faculty of Law Dean Tamar Zarandia, the president of the Constitutional Court of Georgia Merab Turava, Chairman of the Legal Issues Committee of the Parliament of Georgia Anri Okhanashvili, and the Federal Republic of Germany Ambassador to Georgia Ernst Peter Fischer. The attendees included the TSU faculty of law professors, Georgian and German specialists, as well as students.

 

Prof. Dr. Bernd Heinrich and Prof. Dr. Martin Heger are distinguished authors of numerous fundamental research papers in criminal science and active participants in international scientific conferences. They are the authors of numerous books and works crucial to the development of criminal law. The outcome of their work has significantly contributed to the professional growth of many lawyers in Georgia.

 

Following the Honorary Doctorate award ceremony, a public discussion was held on the topic "Topical Aspects of Criminal Law and Criminal Policy in Germany, Georgia, and Europe", led by Prof. Dr. Bernd Heinrich and Prof. Dr. Martin Heger.

 

At the end of the event, a presentation of the German-Georgian Criminal Law Journal (DGStZ) was held. The editor-in-chief of the magazine, Anri Okhanashvili, introduced the concept of the magazine, existing editions, and future plans of the magazine's development. The journal allows both German and Georgian criminal law scholars and practitioners; students or any interested person to familiarize themselves with the ongoing criminal law development processes in both countries. The main goal of the journal is the Europeanization of Georgian criminal law, the process of rapprochement with the European Union legislation, the harmonization of Georgian-German criminal law dogmatics, and contributing to its further development. Editions of the magazine were distributed to the attendees of the event. An online version of the journal is available at the following link: https://dgstz.de 

View More

Order N:

ზაზა ალექსიძის საკითხავები XV სემინარი

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

 აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის 

 არმენოლოგიის კათედრა

  და 

 ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი

გიწვევთ

ინტერდისციპლინარული სემინარების 

ციკლის „ზაზა ალექსიძის საკითხავების“ XV სემინარზე

 

22 იანვარი, 17:00 საათი.

მომხსენებელი: ზაზა სხირტლაძე – „გარეჯის სომხური წარწერები და მრავალმთის სამონასტრო გაერთიანების ისტორიის საკითხები“

მოდერატორი: ნინო აფციაური
მისამართი: თსუ I კორპუსის 202-ე აუდიტორია.

 

სემინარს შეგიძლიათ შემოუერთდეთ ზუმის პლატფორმის მეშვეობითაც.

https://us05web.zoom.us/j/3589624525?pwd=Q2NmbGRhbXljL3JGMnVMK3IvNmI4dz09

Meeting ID: 358 962 4525
Passcode: Aleksidze


ინფორმაცია სემინარის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე:

 https://www.eastchrist.tsu.ge/full/ka/63

 

View More

Order N:

რომანული ფილოლოგიის კათედრის სტუდენტთა სამეცნიერო წრის კონფერენცია

2024 წლის 25 იანვარს, 12:00 საათზე, თსუ V კორპუსის 229-ე აუდიტორიაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის რომანული ფილოლოგიის  კათედრა ატარებს სტუდენტთა სამეცნიერო წრის კონფერენციას - ქართველოლოგიური სამეცნიერო ჟურნალის ,,ბედი ქართლისა’’ ფრანგულენოვანი პუბლიკაციები, რომელიც წარმოადგენს კონფერენციათა  ციკლის- „ფრანგულ-ქართული ურთიერთობები სამეცნიერო პუბლიცისტიკის ჭრილში’’ I სერიას.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ პროგრამაში

 

View More

Order N:

მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსებაზე კონკურსის შედეგები

2023  წლის 5  დეკემბერს  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის  #20/29-01   ბრძანებით გამოცხადდა მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსებაზე კონკურსი. 

2024 წლის 15  იანვარს  ჩატარდა  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების  დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიმღები საკონკურსო კომისიის სხდომა. 

სხდომაზე განხილულ იქნა წარმოდგენილი პროექტები და მიღებულ იქნა ერთიანი გადაწყვეტილება:

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების  დასაფინანსებლად კონკურსის პირობები და ჩატარების წესის“ მე-6 მუხლის მე-2 და  მე-5 პუნქტის შესაბამისად დაფინანსდა ყველა წარმოდგენილი პროექტი:

1.    პროექტი სახელწოდებით: „ინოვაციური ბიზნესის ინსტიტუციური მექანიზმების სრულყოფა საქართველოში“
          სამეცნიერო ხელმძღვანელი:  პროფესორი თემურ შენგელია
2.   პროექტი სახელწოდებით: „ წყალბადის ენერგეტიკის განვითარების ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების პერსპექტივები საქართველოში“  
     სამეცნიერო ხელმძღვანელი:  პროფესორი რევაზ გველესიანი
3.    პროექტი სახელწოდებით: „ საქართველოს საგარეო სავაჭრო პოტენციალის კვლევა ევროკავშირის ქვეყნებთან კანდიდატის სტატუსის კონტექსტით“ 
      სამეცნიერო ხელმძღვანელი: ასოცირებული  პროფესორი შოთა შაბურიშვილი
4.    პროექტი სახელწოდებით:   „ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებული პერსონალის შრომითი კმაყოფილების ზეგავლენა პაციენტების სამედიცინო მომსახურების კმაყოფილების ხარისხზე   (ავერსის კლინიკების მაგალითზე)“ 
სამეცნიერო ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი  ნინო ფარესაშვილი
5.    პროექტი სახელწოდებით:  „ცირკულარული ეკონომიკის განვითარების არსებული რეალობა და გამოწვევები საქართველოში“
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია
6.    პროექტი სახელწოდებით: “ საქართველოს ეკონომიკური
პერსპექტივა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ფონზე“      
 სამეცნიერო ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი შოთა ვეშაპიძე
 

View More

Order N:

თსუ ულოცავს ილია მეორეს

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ჩვენი უნივერსიტეტის გამორჩეულ საპატიო დოქტორს, ილია მეორეს, 91 წელი შეუსრულდა.

ფასდაუდებელია უწმინდესისა და უნეტარესის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გზა, რომელიც სამშობლოს სიყვარულის, ერის ერთიანობის, სულიერი მხნეობისა და სიკეთის მაგალითია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უდიდესი პატივითა და სიყვარულით ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და სულიერ მხნეობას, ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.

 

View More

Order N:

დოქტორანტ გვანცა გულიაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2024 წლის 16 იანვარს, 16:00 საათზე გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის  დოქტორანტურის საგანმანათლებლო  პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“ დოქტორანტის -  გვანცა გულიაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.

სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „ქალის განათლების გავლენის შეფასება საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ეფექტურობაზე საქართველოში“

სამეცნიერო  ხელმძღვანელები: პროფესორი ნატა ყაზახაშვილი, მედიცინის დოქტორი თამარ ალიბეგაშვილი.

სხდომა გაიმართება მორფოლოგიის ინსტიტუტში, აუდიტორია N201

View More

Order N: