Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
The training series of the Training Center of Justice for the administrative staff of the TSU Faculty of Law continues

Within the framework of the memorandum of cooperation signed between Ivane Javakhishvili Tbilisi State University (TSU) and the Training Center of Justice (TCJ), a series of trainings for the administrative staff of the TSU Faculty of Law continues.


The training was devoted to the development of knowledge and skills necessary for stress management. The training was conducted by the Training Center of Justice trainers Ani Pheriashvili and Nata Jokhadze.


The training included topics such as: identification of stress and its triggers, model of personal characteristics, moods that increase stress, main stressors at work, stress assessment, basic strategies for dealing with stress.


The TSU Faculty of Law intends to organize future training sessions encompassing a diverse range of topics with the support of the Training Center of Justice.

View More

Order N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 16 თებერვლის N4/04 ერთობლივი ბრძანებისა და ინსტიტუტის დირექტორის მ. ნიორაძის 2024 წლის 29 თებერვლის N5690/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;

2. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიეროკვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიეროკვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით. ასევე მოეთხოვება სამეცნიერო-კვლევით პროექტში მონაწილეობა;

3. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არამხოლოდ სამეცნიერო - კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

4. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 7 მარტს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 8 აპრილიდან 2024 წლის 12 აპრილის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2024 წლის 22 აპრილისა.

5. კონკურსი გამოცხადდეს ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ექსპერიმენტული მეთოდების ლაბორატორია:

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული

ექსპერიმენტული ფიზიკის განყოფილება:

მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 2 საშტატო ერთეული

6. სამეცნიერო თანამდებობაზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2), კონკურსში მონაწილეობის შესახებ (კონკურსში მონაწილეობის მსურველის მხრიდან დაუშვებელია წარდგენილი იქნას ერთზე მეტი განცხადება ერთზე მეტ საკონკურსო თანამდებობაზე);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);

გ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;

დ) ავტობიოგრაფია (CV) სამეცნიერო პუბლიკაციების ნუსხითურთ, შედგენილი კონკურსანტისათვის მისაღები ფორმით მისი მოღვაწეობის სრულად ასასახავად (ავტობიოგრაფია წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, ფაილის ფორმატი - Word და PDF ფაილების სახით);

ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;

ვ) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);

ზ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

თ) კონკურსის გამოცხადების ბრძანებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

7. კონკურსში მონაწილეობის შესახებ ვადის დარღვევით (განცხადებების მიღების ვადის გასვლის შემდგომ) წარდგენილი განცხადება (დოკუმენტაცია) მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

8. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კონკურსში მონაწილეობის მსურველს ეძლევა განაცხადის განმეორებით წარმოდგენის ვადა, მაგრამ არაუმეტეს საკონკურსო განცხადებით გათვალისწინებული საკონკურსო განცხადებების /დოკუმენტაციის/ მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღისა.

9. კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ ამავე ბრძანების მე-7 პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

10. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 8 აპრილიდან 2024 წლის 12 აპრილის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 1000-დან 1700 საათამდე, ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის შენობაში. მისამართი: თბილისი, გიორგი დანელიას ქ. N10, ოთახი N448.

11. ბრძანება განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.

12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

13. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).

14. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი, აკადემიკოსი

 

View More

Order N: 55/01-01

„დოქტორანტურის  მინიმალური  სტანდარტის  დამტკიცების  შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 27 დეკემბრის №245/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2024 წლის 20 თებერვლის №4523/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №4 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის  დამტკიცების  შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 27 დეკემბრის №245/2018 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:

 

ა)  მე-3 მუხლს მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:


„61. დოქტორანტობის კანდიდატი, ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ქართული ენის ცოდნის დადასტურების ვალდებულებისგან თავისუფლდება, იმ შეთმხვევაში, თუ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე კანდიდატის ჩარიცხვა ხდება საერთაშორისო პარტნიორობის/პროექტის ფარგლებში.“;


ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელობა შეუძლია თსუ-ს აკადემიურ/სამეცნიერო პერსონალს, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი, დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო დარგში/სპეციალობაში/მიმართულებაში კვლევის გამოცდილება და შესაბამისი პუბლიკაციები ბოლო 10 წლის განმავლობაში.”;


გ) მე-5 მუხლს პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:


„11. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სამეცნიერო ხელმძღვანელთან ერთად დოქტორანტს შესაძლებელია ჰყავდეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა სამეცნიერო ხელმძღვანელიც, რომელიც არ არის თსუ-ს აკადემიური/სამეცნიერო პერსონალი და რომელსაც უდასტურდება დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო დარგში/სპეციალობაში/მიმართულებაში კვლევის გამოცდილება და შესაბამისი პუბლიკაციები ბოლო 10 წლის განმავლობაში.“.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

View More

Order N: 23/2024

თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელი ეწოდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ქუჩის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

 

მე-19 - მე-20 საუკუნეების ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ქუჩა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში ისნის რაიონში გაიხსნა.

 

ქუჩის გახსნას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, პროფესორები, საკრებულოს წევრები, ასევე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

ღონისძიების ფარგლებში, თბილისის საკრებულოში ვარლამ ჩერქეზიშვილის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა გამოიფინა, რომლის ორგანიზატორიც თსუ პროფესორი, მკვლევარი გოჩა ფერაძე იყო.

View More

Order N:

ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთა საყურადღებოდ

22 თებერვალს, 15 საათიდან დაიწყება სატესტო აკადემიური რეგისტრაცია (საგნების არჩევა ახალი ბაზიდან)  uni.tsu.ge-დან. 
იხ. საგნების არჩევის ინსტრუქცია.

 

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, სატესტო რეჟიმში არჩეული ყველა საგანი წაიშლება.


აღნიშნულ პროცესში თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

 

გთხოვთ, რეგისტრაციის დროს სირთულეებისა და ხარვეზების შესახებ ინფორმაცია მოგვწეროთ uni.tsu.ge-დან. წერილების კატეგორიაში აირჩიეთ აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები.

 

მადლობა თანამშრომლობისთვის

View More

Order N:

წიგნის:  „შესავალი დაზღვევის სამართალში“ პრეზენტაცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, სამართლის დოქტორ ნატალია მოწონელიძის წიგნის:  „შესავალი დაზღვევის სამართალში“ პრეზენტაცია გაიმართა.

 

წიგნის პრეზენტაციაში სტრასბურგიდან დისტანციურად მონაწილეობდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, პროფესორი ლადო ჭანტურია. მან შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართა. პროფესორმა ლადო ჭანტურიამ ყურადღება გაამახვილა ასოცირებული პროფესორის ნატალია მოწონელიძის აკადემიურ საქმიანობაზე, ისაუბრა წიგნის მნიშვნელობაზე და მის მაღალ აკადემიურ ღირებულებაზე. მიულოცა ავტორს და ქართულ იურიდიულ საზოგადოებას ფუნდამენტური ნაშრომის შექმნა დაზღვევის სამართლის საკითხებზე.

 

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ზარანდიამ და ისაუბრა წიგნის ავტორის მიერ გაწეულ სამეცნიერო საქმიანობაზე. ნატალია მოწონელიძემ განათლება მიიღო საქართველოსა და გერმანიაში (ბრემენის უნივერსიტეტში). აღსანიშნავია, რომ ნატალია მოწონელიძეს დღესაც მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ევროპულ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუციებთან, მათ შორის აღსანიშნავია თანამშრომლობა ზაარლანდის უნივერსიტეტისა და თსუ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში და ასევე, მაქს-პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის სტიპენდია, რომელიც ავტორს არაერთხელ აქვს მოპოვებული, მათ შორის 2024 წელს. წარმოდგენილი  სახელმძღვანელოც ძალიან დიდი და ხანგრძლივი შრომის შედეგია და მას წინ უძღვოდა არაერთი სამეცნიერო კვლევა და მონოგრაფია. ნატალია მოწონელიძე 2009 წლიდან ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2016 წლიდან იყო იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, ხოლო 2018 წლიდან არის ასოცირებული პროფესორი, ძალიან პროდუქტიული მკვლევარია, არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გამორჩეული კომენტატორი და მისი ნაშრომები კერძო სამართლის სხვადასხვა მიმართულებებით ყოველთვის აქტუალურ საკითხებს ეძღვნება. სასიხარულოა, რომ ჩვენს სტუდენტებს ექნებათ ასეთი დონის სახელმძღვანელო და ჩვენს მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს კი ძალიან ღირებული გზამკვლევი დაზღვევის სამართალში.

 

სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა  დავით ონოფრიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა წიგნის პრაქტიკულ მნიშვნელობას დარგის განვითარებისთვის. მან აღნიშნა, რომ ნატალია მოწონელიძე ასევე არის ინგლისურ ენაზე გამოცემული ქართული დაზღვევის სამართლის კომენტარის ერთ - ერთი თანაავტორი, რომელიც 2022 წელს გამოვიდა იტალიაში, ლუიჯი ვანვიტელის სახელობის კამპანიის უნივერსიტეტისა და თსუ იურიდიული ფაკულტეტის თანამშრომლობით, სწორედ საქართველოს დაზღვევის  სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მხარდაჭერით. ამჟამად ეს ნაშრომი ითარგმნება ქართულ ენაზე და ძალიან მალე წარედგინება დაინტერესებულ მკითხველს.

 

პროფესორმა ბესარიონ ზოიძემ შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა იმ დადებით დინამიკას, რაც ბოლო წლებში ქართულ ენაზე იურიდიული  ლიტერატურის შექმნის მიმართულებით აღინიშნება. მან ისაუბრა წიგნის მნიშვნელობაზე, კერძო სადაზღვევო სამართლის სამართლებრივ ბუნებაზე და ამ მიმართულებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს  დადგენილ პრაქტიკაზე. 

უზენაესის სასამართლოს მოსამართლემ, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ზამბახიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა დაზღვევის ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებაზე და წიგნის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე სასამართლო პრაქტიკისათვის. აღსანიშნავია ისიც, ნატალია მოწონელიძის ნაშრომები არაერთგზის არის ციტირებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში, რაც მათ განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, სამართლის დოქტორმა მარიამ ცისკაძემ აღნიშნა, რომ კერძო სადაზღვევო სამართალს დიდი საზოგადოებრივი და ამავდროულად ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. ამასთან ისაუბრა დაზღვევის სამართლის განვითარების აუცილებლობაზე და ამ კონტექსტში წარმოდგენილი სახელმძღვანელოს მნიშვნელობაზე როგორც სწავლების პროცესში, ასევე ზოგადად დარგის განვითარებისთვის.

 

ღონისძიების შეჯამებისას, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა წიგნის ავტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატალია მოწონელიძემ, რომელმაც ისაუბრა წიგნზე მუშაობის პროცესზე. დაზღვევის სამართალი, თავისი მრავალმხრივი ბუნებისა და კომპლექსურობის გამო, სამართლის დარგია, რომლის მიმართაც ძალიან დიდი ინტერესია და დაზღვევის  გზით კერძოსამართლებრივი რისკის უზრუნველყოფის შესაძლებლობამ, დიდი პრაქტიკული და სამეცნიერო მნიშვნელობა შეიძინა. წარმოდგენილი კვლევა განხორციელდა, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში და წიგნში ფართოდ არის გამოყენებული შედარებითსამართლებრივი მეთოდი. წიგნი შექმნილია, როგორც სამართლის სტუდენტებისთვის, ასევე ის განკუთვნილია მეცნიერებისთვის და ერთგვარი სახელმძღვანელოს როლს შეასრულებს პრაქტიკოსი იურისტებისთვის. წიგნი ავტორმა მიუძღვნა საკუთარ მშობლებს, მადლიერების გრძნობით.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიური წრის წარმომადგენლები, დაზღვევის სამართლის დარგის ექსპერტები, მოწვეული სტუმრები.

View More

Order N:

სამეცნიერო წარმატება

აკადემიური პერსონალის სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის ფარგლებში, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორ ინეზა გაგნიძეს საერთაშორისო რეცენზირებად და მაღალ იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში სტატიის გამოქვეყნებისათვის გადაეცა ფულადი ჯილდო.

 

სამეცნიერო-კვლევითი პუბლიკაცია „ინდუსტრიული რევოლუციები და ადამიანური კაპიტალი ახალი რეალობისთვის: რამდენიმე ქვეყნის საუნივერსიტეტო სისტემის ჯვარედინი ანალიზი (Industrial revolutions and human capital for the new normal: a cross-country analysis of the university system)” გამოქვეყნდა SCOPUS- ის და Web of Science-ის ბაზებში ინდექსირებულ მაღალრეიტინგულ ჟურნალში „ორგანიზაციული ანალიზის საერთაშორისო ჟურნალი" (International Journal of Organizational Analysis) 

View More

Order N:

პროფესიული განვითარების შესაძლებლობები თსუ სტუდენტებისთვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახა აბულაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მისი მიზანია ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ხელშეწყობა პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და კარიერულ განვითარებაში.

 

„მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. უნივერსიტეტში ხორციელდება ამ მიმართულების  არა მხოლოდ საბაკალავრო პროგრამები, არამედ პროფესიული განათლების მიმართულებითაც ვამზადებთ კადრებს. ყველა  მათგანი ემსახურება სკოლამდელი აღზრდის სისტემის განვითარებას, ახალი, კვალიფიციური კადრების მომზადებასა და გადამზადებას. შესაბამისად, მემორანდუმის ფარგლებში აქტიურად ვითანამშრომლებთ,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

მემორანდუმი ითვალისწინებს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „ადრეული განათლება“ სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ჩართულობას სააგენტოსა და უნივერსიტეტს შორის ერთობლივი პროექტების მომზადებაში, ასევე თანამშრომლობას პედაგოგიური და პროფესიული პრაქტიკის განხორციელებისა და აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული - მეთოდიკური მიმართულებით კონსულტირებასა და ტრენინგის კუთხით.

 

მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახა აბულაძემ: „ეს იქნება შესაძლებლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და პროფესიული პროგრამების სტუდენტებისთვის, რომ მიიღონ პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა. ჩვენს ბაღებში  გაიარონ სტაჟირებისა და გადამზადების კურსები, ასევე შესაძლებლობა, რომ სამომავლოდ დასაქმდნენ ბაგა-ბაღების სისტემაში სხვადასხვა პოზიციაზე. ჩვენი საბავშვო ბაღებისთვის კი ეს არის შესაძლებლობა, რომ  როგორც სააღმზრდელო პროცესში ჩართული, ასევე, ტექნიკური მიმართულებით მომუშავე პერსონალი გადამზადდეს სხვადასხვა ტრენინგ-კურსის ფარგლებში, რომლებსაც ჩვენ ეტაპობრივად შევთავაზებთ მათ. ეს ხელს შეუწყობს სააღმზრდელო პროცესის გაუმჯობესებას.“

 

ამასთან, მემორანდუმის ფარგლებში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,სკოლამდელი აღზრდა“ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დაეხმარება პროფესიული უნარების განვითარებაში, ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას და სააგენტოსთვის მომავალი საკადრო რეზერვის შექმნას.

 

ბავშვთა სკოლამდელ ასაკამდე სწორად განვითარებასა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა თსუ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ: “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს პრაქტიკის განსახორციელებელი ადგილები, ამ შემთხვევაში ბაგა-ბაღები.  ვფიქრობ, ბაღებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გამოცდილების გამოყენება ადრეულ განათლებაში, ბავშვთა ფსიქოლოგიაში, პედაგოგების მომზადებაში, გადამზადებაში. სწორედ ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის  განვითარების ხელშეწყობა ისე, რომ ბავშვი მომზადებული მივიდეს სკოლაში; სკოლამდე უნდა მოხდეს მისი ემოციური რეგულაციის, ენისა და მეტყველების, ქცევის თვითმართვის და თვითრეგულაციის განვითარება, რაც სერიოზული პრობლემაა ხოლმე სკოლაში. იმედი მაქვს, რომ  თანამშრომლობის შედეგად ბევრ კარგ სიახლეს დავნერგავთ.“

 

მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ხელს შეუწყობს პროფესიული სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას უნივერსიტეტში, ერთობლივი ღონისძიებების, შეხვედრების, ტრენინგების მოწყობას, სააგენტოში არსებული ვაკანსიებისთვის კადრების შერჩევაში თანამშრომლობას სააგენტოს საკონკურსო პროცედურების შესაბამისად.

 

„მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, სკოლამდელი აღზრდის  პროფესიული პროგრამის სტუდენტებსა და მასწავლებლებს,  მოგვცემს პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერების  შესაძლებლობას. რაც მთავარია, ჩვენ გვეხსნება სივრცე, რომ სააგენტოს დახმარებით სტუდენტებმა გაიარონ სასწავლო-საწარმოო პრაქტიკები, რომელიც მათი მომავალი დასაქმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება,“-განაცხადა თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან წიქარიძემ.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მემორანდუმის ფარგლებში მნიშვნელოვან და საინტერესო ერთობლივ პროექტებს გეგმავენ.

View More

Order N:

საერთაშორისო კონფერენცია „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო კონფერენციაში „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა“ (UCBP) მონაწილეობდა, რომელიც საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოებისა და აშშ-ის საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნული საბჭოს (NCURA) თანამშრომლობით განხორციელდა.

 

ღონისძიებაში თსუ-ის რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი, თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი შოთა ფოთოლაშვილი და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გიორგი დგებუაძე მონაწილეობდნენ.

 

კონფერენციის მონაწილეებს აშშ-ის საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი ალექსანდრე დანიელსი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე მიესალმნენ. სამუშაო შეხვედრას თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ესწრებოდა.

 

საერთაშორისო კონფერენციის მიზანი აშშ-სა და საქართველოს შორის კვლევითი თანამშრომლობის შესაძლებლობის გაზრდა იყო.

 

„უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა“ წარმოადგენს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებულ საგრანტო ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევის ადმინისტრირებისა და განვითარების ოფისების შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლებისა და კვლევითი ინსტიტუტების წვლილის ზრდას საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

 

პროგრამა მოიცავს ვებინარებს, სემინარებს საერთაშორისო კვლევისა და ფონდების მოძიების საკითხებზე, საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლების სასწავლო ვიზიტს აშშ-ში და ამერიკელი განათლების ექსპერტების საპასუხო ვიზიტს საქართველოს უნივერსიტეტებში.

 

პროგრამაში ასევე ჩართულნი არიან უმაღლესი განათლების ექსპერტები აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო აკადემიიდან, ჩიკაგოს, იელის, ციურიხის, კინგს კოლეჯის, და ბეირუთში ამერიკული უნივერსიტეტებიდან.

 

View More

Order N:

ლიტვური ენისა და კულტურის ინტენსიური საზაფხულო კურსები

 

მიმდინარეობს რეგისტრაცია ლიტვური ენისა და კულტურის შემსწავლელ ოთხკვირიან საზაფხულო კურსებზე.

 

 

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2024 წლის 1 მარტი 

საზაფხულო კურსებთან დაკავშირებული დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

View More

Order N:

Information regarding the deadlines for the academic process of the spring semester of the 2023-2024 academic year

ძვირფასო სტუდენტებო,

 

გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესთან დაკავშირებით:

 

გაცნობებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გადადის ახალ სასწავლო პლატფორმაზე uni.tsu.ge.

შესასვლელად მომხმარებელსა და პაროლში უთითებთ პირად ნომერს და შემდეგ შეგიძლიათ შეცვალოთ პაროლი.

იურიდიული ფაკულტეტი მოგმართავთ თხოვნით, გადაამოწმოთ ბაზაში თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის სისწორე, რათა შეძლოთ ფაკულტეტისგან მოწოდებული ინფომაციის დროული მიღება;

 

  • გაცნობებთ, რომ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სალექციო მეცადინეობების ცხრილი განთავსდება ფაკულტეტის ვებგვერდზე მიმდინარე წლის 26 თებერვალს, 17:00 საათზე.
  •  სალექციო ნაკადების არჩევას იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები შეძლებენ 27 თებერვალს, 17:00 საათიდან;
  • სტუდენტთა მოთხოვნისა და საფაკულტეტო რესურსების გათვალისწინებით საგნებზე ადგილები დაემატება - 28 თებერვალს 15:00 საათზე;
  • სამუშაო ჯგუფების (სემინარები) ცხრილი ვებ. გვერდზე განთავსდება - 5 მარტს 17:00 საათზე, ხოლო სამუშაო ჯგუფებზე (სემინარები) რეგისტრაცია დაიწყება - 7 მარტს 17:00 საათიდან;
  • უცხო ენებს სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ირჩევენ სამუშაო ჯგუფებთან (სემინარები) ერთად 7 მარტს 17:00 საათზე.
  • სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეცადინეობების ცხრილი განთავსდება ფაკულტეტის ვებგვერდზე მიმდინარე წლის 26 თებერვალს, 17:00 საათზე.
  • სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სალექციო ნაკადების არჩევას სტუდენტები  შეძლებენ 29 თებერვალს, 13:00 საათიდან;
  • სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე აკადემიური რეგისტრაცია დაიწყება  28 თებერვალს, 17:00 საათიდან;

 

გახსოვდეთ, რომ სასწავლო დისციპლინაზე რეგისტრაცია ბოლონიელ გლოსატორთა პრინციპით ხორციელდება - „prior in tempore, potior in iure“ (დროში პირველი, უფლებაში უპირატესი). ბაზაში ყველა სალექციო დისციპლინა გაიხსნება ერთდროულად. ამასთან, არც ერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე ან სასემინარო ჯგუფში რეგისტრაციის გარეშე.

 

გზამკვლევი: https://www.youtube.com/watch?v=L-GjufZEWfY

 

თუკი ვერ დარეგისტრირდით რომელიმე სავალდებულო ან არჩევით დისციპლინაზე, ასევე, აკადემიური რეგისტრაციის პროცესში წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ მხოლოდ ახალი სასწავლო პორტალიდან uni.tsu.ge შეტყობინებების კატეგორიიდან - ,,აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები“.

 

მიაქციეთ ყურადღება, სამართლის საბაკალავრო პროგრამაში შევიდა ცვლილება. სასწავლო კურსი ,,ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი“ - 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ჩარიცხული სტუდენტებისთვის წარმოადგენს სავალდებულო საგანს.

 

სტუდენტებს, რომელთაც სურთ ხელმეორედ დარეგისტრირდნენ დისციპლინაზე ქულის გაუმჯობესების მიზნით, აღნიშნულის შესახებ უნდა მოგვმართონ ახალი სასწავლო პორტალიდან uni.tsu.ge, კატეგორია - ,,საგნის გაუმჯობესება“ მიმდინარე წლის 1 და 2 მარტს. გთხოვთ, თქვენს ინდივიდუალურ ცხრილში დატოვოთ გასაუმჯობესებელი საგნისთვის საჭირო კრედიტი და განცხადებაში მიუთითოთ სასურველი პროფესორი. თქვენი განცხადებები დამუშავდება და დისციპლინა ინდივიდუალურ ცხრილში აისახება არაუგვიანეს 4 მარტისა.

 

ასევე, დამატებით სემესტრზე რეგისტრაციის მსურველმა სტუდენტებმა არაუგვიანეს 4 მარტისა უნდა მოგვმართოტ ახალი სასწავლო პორტალიდან uni.tsu.ge, კატეგორიიდან „დამატებით სემესტრზე რეგისტრაცია“. განცხადებაში მიუთითეთ სასურველი კრედიტების რაოდენობა.

 

სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო დისციპლინების არჩევა, რეგისტრაცია დაიწყება - 7 მარტს 17:00 საათზე.

 

 

იურიდიული ფაკულტეტი წარმატებულ სემესტრს გისურვებთ!

თსუ იურიდიული ფაკულტეტი - უმაღლესი იურიდიული განათლების საუკუნოვანი ტრადიცია

View More

Order N:

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის №:311/01-01, 25/10/2022  ბრძანებით გამოცხადებული  კონკურსის და 2022  წლის 28 ნოემბრის  №107/2022 თსუ-ის აკადემიური საბჭოს დადგენილების  პირველი  პუნქტით დამტკიცებული ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი

 

იხილეთ შემაჯამებელი ოქმი:

View More

Order N:

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება ,,მასობრივი კომუნიკაციის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ნანა მამაგულიშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის სავარაუდო პლაგიატის დადასტურება / გამორიცხვის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება,  ფაკულტეტის ,,მასობრივი კომუნიკაციის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ნანა მამაგულიშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის სავარაუდო პლაგიატის დადასტურება / გამორიცხვის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ ვბრძანებ:

1) სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,მასობრივი კომუნიკაციის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ნანა მამაგულიშვილის მესამე-სამეცნიერო კვლევითი პროექტის სავარაუდო პლაგიატის დადასტურება/გამორიცხვის მიზნით  ფაკულტეტზე შეიქმნას კომისია  შემდეგი შემადგენლობით :

  • მაია ტორაძე - კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფეროსი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
  • თეონა თაბუაშვილი - კომისიის მდივანი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი;
  • ნანული ტალახაძე - ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
  • შოთა ბარბაქაძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი
  • თინათინ დავითაშვილი- ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი,  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური (მათემატიკა, კომპიუტერულ მეცნიერებები) მიმართულების რიცხვითი ანალიზისა და გამოთვლითი ტექნოლოგიების ქვემიმართულების ასოცირებული პროფესორი;

2) ფაკულტეტის სამეცნიერო სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს ბრძანების გაცნობა დაინტერესებულ პირთათვის.

3) ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე

View More

Order N: 56/30

გარე მობილობის მსურველი მაგისტრანტების/დოქტორანტების საყურადღებოდ!

გამოცდა ინგლისურ ენაში გარე მობილობით გადმოსვლის უფლების მქონე დოქტორანტებისთვის/მაგისტრანტებისათვის, რომელთაც მოეთხოვებათ ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარება, ჩატარდება 14.02.2024, 10:00 საათზე.

 

მისამართი: უნივერსიტეტის ქ. #11; თსუ-ის ბიბლიოთეკის შენობა, მე-7 სართული.

View More

Order N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2024-2025 სასწავლო წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2024 წლის 6 თებერვლის №2714/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 7 თებერვლის №3  სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2024-2025 სასწავლო წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ანკეტა-კითხვარი (დანართი №1). 


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

 

View More

Order N: 12/2024

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა საქართველოში

„განსაკუთრებული საჭიროების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა საქართველოში” (HEAL, 101129331) ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის Strand 1 ლოტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტია, რომელიც ევროპის უნივერსიტეტის კოორდინირებით ხორციელდება და მას თანამშრომლობას უწევს სამი საერთაშორისო და სამი ადგილობრივი პარტნიორი უნივერსიტეტი: სამედიცინო მეცნიერებათა პოზნანის უნივერსიტეტი (პოლონეთი), სტამბულის აიდინის უნივერსიტეტი (თურქეთი), სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტი (ბულგარეთი), ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო).

პროექტის ძირითადი ამოცანებია: (1) თბილისის, იმერეთისა და აჭარის რეგიონების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული სტომატოლოგიის პროგრამების სასწავლო გეგმების მოდერნიზება არსებული სასწავლო კურსების განახლებითა და ახალი კურსების შემუშავებით; შშმ პირებისთვის სტომატოლოგიური სერვისების ხარისხიანი მიწოდების მიზნით მათში თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების გაძლიერება უახლესი ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენებით; (2) საქართველოს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პრაქტიკული მომზადება/გადამზადება; (3) თბილისის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში პრაქტიკოსი სტომატოლოგების უწყვეტი განათლების (LLL) შესაძლებლობებით უზრუნველყოფა სპეციალური სასწავლო მოდულების შემუშავებითა და შეთავაზებით; (4) შშმ პაციენტებსა და მათ მომვლელებს შორის ცნობიერების ამაღლება პირის ღრუს ჯანმრთელობისა და სტომატოლოგიური სერვისების მნიშვნელობისა და ხელმისაწვდომობის შესახებ.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, მიჰყევით ბმულს.

View More

Order N:

სამეცნიერო კონფერენცია თსუ 106

2024 წლის 12-13 თებერვალს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ჩაატარებს თბილისის უნივერსიტეტის დაარსებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას - თსუ 106.

იხილეთ კონფერენციის პროგრამა და თეზისები

 

View More

Order N:

"საქართველოს ბანკის" პროექტები სტუდენტებისთვის

 

შესაძლებლობები ყველას, ვინც არ ჩერდება

თუ გაინტერესებს საერთაშორისო სტიპენდიები; დასაქმების ხელშემწყობი პროექტები; და სხვა შესაძლებლობები. ნახე, რას გთავაზობთ: შეგიძლია გაეცანო პროექტებს, რომლებიც საქართველოს ბანკმა შექმნა შენთვის და შეიტყო თუ როგორ მოიპოვო ადგილობრივი სტიპენდია; გაემგზავრო და ისწავლო სრული 100%-იანი დაფინანსებით აშშ-ს, გერმანიისა თუ დიდი ბრიტანეთის რჩეულ უნივერსიტეტებში; ჩაერთო ახალგაზრდულ პროექტებში; დაიწყო კარიერა საქართველოს ბანკში; თითოეული პროექტი საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში ხორციელდება, რომელიც დაგეხმარებათ შეძლოთ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და უფრო მეტი წარმატების მიღწევა. გაიგე მეტი csr.bog.ge-ზე, სადაც სულ ადვილად იპოვი საშენო პროექტს.

 

 

View More

Order N: