Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების" პროგრამის ფარგლებში გაგრძელდა განაცხადების მიღება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსებას. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 26 დეკემბრის №1662355 ბრძანების საფუძველზე „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების" პროგრამის ფარგლებში გაგრძელდა სტუდენტთა სწავლის დაფინანსებისთვის ელექტრონულ პორტალზე განაცხადების მიღება.

 

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების განცხადებები მიიღება ელექტრონულ პორტალზე http://socreg.mes.gov.ge 2024 წლის 14 დეკემბრიდან 2025 წლის 14 იანვრის ჩათვლით.

 

დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და ელექტრონულად განცხადებების წარდგენის შესახებ, განთავსებულია სამინისტროს ვებგვერდზე www.mes.gov.ge, ბანერში - „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება".

 

 

View More

Order N:

2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის გრაფიკი

 2024-2025  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის

 იხ. გრაფიკი

View More

Order N:

დოქტორანტ სოფიკო აზრუმელაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2025 წლის 28 დეკემბერს, 16:00 გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის  დოქტორანტურის  საგანმანათლებლო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“ დოქტორანტ   სოფიკო აზრუმელაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.

სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „დერმატოლოგიური ცხოვრების ხარისხის ინდექსი და პრობლემის დაძლევის სტრატეგია როზაცეით დაავადებულ პირებში“

სამეცნიერო  ხელმძღვანელი: პროფესორი თინა ქიტუაშვილი

სხდომა გაიმართება მორფოლოგიის ინსტიტუტში, აუდიტორია N201

View More

Order N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 17 ნოემბრის N140/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ნაწილში დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N05; 27.12.2017 წ),“ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 12 ნოემბრის N23/04 ერთობლივ ბრძანებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის გიორგი ჭეიშვილის 2025 წლის 15 იანვრის N296/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად:

2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ ერთი რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3.მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტრიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით; კონკურსანტს ასევე მოეთხოვება (ვაკანსიის პროფილის მიხედვით): სამი ნაშრომის წარმოდგენა, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს მის სამეცნიერო პოტენციალს. ნაშრომი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან რუსულ ენებზე. სხვა შემთხვევაში ნაშრომს უნდა ახლდეს ქართული თარგმანი.

4. კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 22 იანვარს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 24 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2025 წლის 10 მარტისა.

6. კონკურსი გამოცხადდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ძველი ქვეყნების ისტორიის განყოფილება:

მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)

7.სამეცნიერო თანამდებობაზე ( მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 17 ნოემბრის N140/2017 დადგენილება დანართი N2);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);

გ) ავტობიოგრაფია (CV), სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით, სამეცნიერო ფორუმებში და არსებობის შემთხვევაში, სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია). ავტობიოგრაფია წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით;

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;

ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიეროკვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);

ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი/სხვა);

ზ) ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ.

8. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2025 წლის 24 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით 1100-დან 1700 საათამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კანცელარიაში (თბილისი, უნივერსიტეტის ქ.N2, კორპუსი 11, თსუ ბიბლიოთეკასთან).

9. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ ელექტრონულ გვერდზე.

10. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

11.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი);

12.ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

 

View More

Order N: 4/01-01

ჟან მონეს სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია 2025

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის ეგიდით -“საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროპეიზაციის გაძლიერება” (Enhancing Europeanization of Georgia’s foreign policy – GEHANCEEU“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის თანაორგანიზებით, 2025 წლის 26 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ჟან მონეს სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია 2025.

კონფერენციაში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტს- აკადემიური ან მოწვეული პერსონალის ხელმძღვანელობით. ერთ სტუდენტს შეუძლია იყოს მაქსიმუმ ერთი აბსტრაქტის ავტორი/თანაავტორი. ერთი მოხსენების ავტორი/თანაავტორი შეიძლება იყოს მაქსიმუმ ორი სტუდენტი.

წარმოასადგენი აბსტრაქტის სათაური კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველმა სტუდენტებმა თავად უნდა მოიფიქრონ ქვემოთ ჩამოთვლილი თემატიკების გათვალისწინებით:

  • ევროკავშირი და გეოპოლიტიკური ცვლილებები აღმოსავლეთ სამეზობლოში;
  • ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა: ვაჭრობა, ეკონომიკა, ინფრასტრუქტურული თანამშრომლობა;
  • შავი ზღვა და ევროკავშირის უსაფრთხოება;
  • ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა: სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები;
  • საქართველოს ევროპეიზაცია და საზოგადოებრივი აზრი;
  • ეროკავშირი და დემოკრატიული მედია.

ასევე, მისაღებია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა თემატიკა.

 

აბსტრაქტის წარდგენის წესი:

  • აბსტრაქტი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 300 სიტყვისგან და შეიცავდეს საკვლევ კითხვას, სავარაუდო ამხსნელ თეორიას, მეთოდოლოგიასა და ძირითად პირველად მიგნებებს. აბსტრაქტთან ერთად აუცილებელია თემის სავარაუდო სათაურის მითითება.
  • მონაწილეობის მსურველებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გადმოგზავნონ 2025 წლის 26 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: socpol.science@tsu.ge. ელფოსტის სათაურში სტუდენტებმა უნდა მიუთითონ „ჟან მონეს სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია 2025“. სარეგისტრაციო ფორმის გამოგზავნისას მიმოწერაში (CC-ში) ჩართული უნდა იყოს სამეცნიერო ხელმძღვანელიც, რომელმაც საპასუხო წერილით უნდა დაგვიდასტუროს, რომ რეკომენდაციას უწევს სტუდენტის მოხსენებას. ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე აბსტრაქტი განსახილველად არ მიიღება.
  • კონფერენციაზე საკუთარი ნაშრომის წარსადგენად განსაზღვრული დრო იქნება 10 წუთი.

აბსტრაქტის შერჩევის შედეგები ავტორებს ელფოსტაზე ეცნობებათ 5 მარტს.

მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ მისამართზე: socpol.science@tsu.ge

View More

Order N:

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2024 წლის 22 ივლისის N206/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების  შესახებ“   საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2  ნაწილების,  56–ე მუხლის   მე-2  და  მე-3  ნაწილების,  63-ე  მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  „საჯარო  სამართლის   იურიდიული   პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების“   მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შევიდეს      შემდეგი  ცვლილებები „სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2024 წლის 22 ივლისის N206/01-01 ბრძანებაში:

ა)    1.1. პუნქტის  „ბ.გ“    ქვეპუნქტი, რომლითაც სააუდიტორიო მეცადინეობები განსაზღვრული იყო  - 23 სექტემბერი  - 28 დეკემბერი და  6-11 იანვარი  -  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და სააუდიტორიო მეცადინეობების ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:

„23 სექტემბერი-28 დეკემბერი, 13-18 იანვარი“;

ბ) 1.1. პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტი, რომლითაც საგამოცდო პერიოდი განსაზღვრული იყო - 13 იანვარი  -  8 თებერვალი(დასკვნითი),   13-19 თებერვალი (დამატებითი)-  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და საგამოცდო პერიოდის ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:

„20 იანვარი-15 თებერვალი(დასკვნითი), 20-26 თებერვალი (დამატებითი)“;

გ) 1.1. პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტი, რომლითაც არდადეგების პერიოდი განსაზღვრული იყო - 30 დეკემბერი - 5 იანვარი, 20 თებერვალი - 2 მარტი- ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და არდადეგების პერიოდის ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:

„30 დეკემბერი - 12 იანვარი, 27 თებერვალი - 2 მარტი“;

დ) 1.1. პუნქტის „დ.ბ.გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც სააუდიტორიო მეცადინეობების თარიღები განსაზღვრული იყო - 30 სექტემბერი - 28 დეკემბერი, 6-18 იანვარი - სააუდიტორიო მეცადინეობების ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:

„30 სექტემბერი-28 დეკემბერი, 13-25 იანვარი“;

ე) 1.1. პუნქტის „დ.ბ.დ“  ქვეპუნქტი, რომლითაც საგამოცდო პერიოდი განსაზღვრული იყო -20 იანვარი-8 თებერვალი(დასკვნითი),  13-21 თებერვალი(დამატებითი)  - ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და საგამოცდო პერიოდის ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:

„27 იანვარი-15 თებერვალი(დასკვნითი), 20-26 თებერვალი (დამატებითი)“;

ვ)  1.1. პუნქტის „დ.ბ.ე“   ქვეპუნქტი, რომლითაც არდადეგების პერიოდი განსაზღვრული იყო- 30  დეკემბერი  -  5  იანვარი,  22  თებერვალი -  2  მარტი  -  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და არდადეგების პერიოდის ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:

„30 დეკემბერი -12 იანვარი, 27 თებერვალი - 2 მარტი“;

ზ) 1.2. პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც სააუდიტორიო  მეცადინეობები განსაზღვრული  იყო - 30 სექტემბერი  -28 დეკემბერი  და 6-18 იანვარი - ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და სააუდიტორიო მეცადინეობების ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:

„30 სექტემბერი-28 დეკემბერი, 13-25 იანვარი“;

თ)  1.2. პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტი, რომლითაც საგამოცდო პერიოდი განსაზღვრული იყო - 20 იანვარი - 8 თებერვალი(დასკვნითი),13-19  თებერვალი(დამატებითი)-  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და საგამოცდო პერიოდის ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:

„27 იანვარი-15 თებერვალი(დასკვნითი), 20-26 თებერვალი (დამატებითი)“;

ი) 1.2. პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტი, რომლითაც არდადეგების პერიოდი განსაზღვრული იყო - 30 დეკემბერი - 5 იანვარი, 20 თებერვალი - 2 მარტი - ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და არდადეგების პერიოდის ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:

„30 დეკემბერი -12 იანვარი, 27 თებერვალი - 2 მარტი“ 
2.    ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    დაევალოს     კანცელარიას,      ბრძანება      გადასცეს      შესაბამის       სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 349/01-01

2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, პარტნიორი ალექსანდრუ იოან კუზას სახელობის იაშის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის    2013 წლის    11 სექტემბრის   #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   საჯარო   სამართლის  იურიდიული  პირის   ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო   გაცვლით  და მობილობის პროგრამებში  მონაწილეობისათვის   შერჩევის   წესის   დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის  რექტორის 2021 წლის   31 მაისის  N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო   გაცვლით   და  მობილობის    პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა   შერჩევის  წესის   მე-4  მუხლის   მე-18    - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტის  უფროსის  წერილის  (N 34914/10; 25.12.2024) საფუძველზე.


ბრძანებ:

1.ჩატარდეს    კონკურსი  2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ  დაფინანსებული  ერაზმუს+   საერთაშორისო კრედიტ- მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი  ალექსანდრუ  იოან  კუზას სახელობის იაშის  უნივერსიტეტის მიერ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2.   კონკურსი ჩატარდეს 2024 წლის 26 დეკემბერს.
3.   დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)  დარეჯან გარდავაძე, თსუ-ს  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  რუსუდან  დოლიძე,  თსუ-ს  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)  ეკატერინე ფირცხალავა,   თსუ-ს   ფსიქოლოგიისა   და    განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი.
4.   დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად       თსუ      საგარეო     ურთიერთობათა დეპარტამენტის  მთავარი სპეციალისტი ირინა გამყრელიძე.
5.   კომისიას  დაევალოს  თავისი        საქმიანობა       წარმართოს      მოქმედი კანონმდებლობისა  და  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის   სტუდენტთა   საერთაშორისო  გაცვლით   და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების
შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04,  2023  წლის  9  იანვრის  N  1/04  და  10  მარტის  N  9/04  ბრძანებებით დამტკიცებული    სსიპ -  ივანე ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის   საერთაშორისო  გაცვლით   და   მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე. 
6.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.   წინამდებარე    ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი    წესით    გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებს (საგარეო
ურთიერთობათა  დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის  სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.   ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 350/01-01  

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეშვიდე სტუდენტური საფაკულტეტო კონფერენცია

 

26  დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეშვიდე სტუდენტური საფაკულტეტო კონფერენცია გაიხსნა.

 

კონფერენციის მონაწილეებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე მიესალმა. 

 

კონფერენციის მონაწილე სტუდენტებს საშუალება აქვთ მოხსენებები წარმოადგინონ  ისტორიის, ფილოლოგიის, ანთროპოლოგიისა, კულტურის კვლევების, დასავლეთევროპული ფილოლოგიის. ფილოსოფიის და ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით. 

კონფერენცია ორდღიანია და 27 დეკემბერს დასრულდება. 

View More

Order N:

საერთაშორისო კონფერენცია - სალიტერატურო ენის საკითხები: ძირითადი ტენდენციები და პრობლემები

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება მართავენ ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე – სალიტერატურო ენის საკითხები: ძირითადი ტენდენციები და პრობლემები.

კონფერენცია გაიმართება 2025 წლის 14-15 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

თეზისები მიიღება ელფოსტით შემდეგ მისამართზე: interconference@tsu.ge

კონფერენციის ძირითადი თემები:

სალიტერატურო ენის ნორმები: ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა;

ენათა სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის პრობლემები: კოდიფიკატორ(ებ)ის როლი;  ენის კოდიფიკაციის ძირითადი ტენდენციები;

ენის სტანდარტიზაციაზე მოქმედი ფაქტორები (პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ტექნოლოგიური...);

სალიტერატურო ენის ნორმების დანერგვა საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მეშვეობით;

საზოგადოების დამოკიდებულება სალიტერატურო ენის ნორმებისადმი.

თეზისების მიღების  ვადა: 25 თებერვალი, 2025

თეზისების შეფასება (დადასტურება): 5 მარტი, 2025

კონფერენციის პროგრამის გამოქვეყნება: 15 მარტი, 2025

View More

Order N:

ვახტანგ ქართველიშვილისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №38/2014 დადგენილების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 2024 წლის 4 ნოემბრის №29579/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 13 დეკემბრის №20 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. სამეცნიერო მოღვაწეობის, დარგის განვითარებაში, ახალგაზრდა თაობის აღზრდასა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისათვის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ თანამშრომელს ვახტანგ ქართველიშვილს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.


2.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

 

View More

Order N: 137/2024

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2025 სასწავლო წლის ბაკალავრიატის, მედიცინის/სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი,  ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2024 წლის 11 დეკემბრის №33359/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 13 დეკემბრის №20 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს:


ა) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2025 სასწავლო წლის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების ანკეტა-კითხვარი (დანართი 1);


ბ) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2025 სასწავლო წლის მედიცინის/სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი და ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ანკეტა-კითხვარი (დანართი 2);


გ) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2025 სასწავლო წლის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ანკეტა-კითხვარი (დანართი 4);


დ) პროგრამებზე მიღების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (დანართი 5).


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას. 
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


 
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

View More

Order N: 139/2024

TSU Graduates Win Tsinandali Award

The 2024 Tsinandali Award in Natural Sciences was bestowed upon Elene Katsadze and Nino Revazashvili, graduates of the Department of Physics at the Faculty of Exact and Natural Sciences of Tbilisi State University (TSU).

The work submitted to the competition entitled “Jet formation model from accretion discs of electron-ion photon gas” has been published in the Journal of High Energy Astrophysics (Vol.43 pp 20-30, 2024). The authors of the paper are: Elene Katsadze, Nino Revazashvili, and Nana Shatashvili. Additionally, the same work was also presented as a poster at the ICTP Fusion Energy School (Trieste, Italy, 2024), where it was awarded the distinction of Best Poster.

Nino Revazashvili and Elene Katsadze are graduates of the Department of Physics at the Faculty of Exact and Natural Sciences of TSU (Bachelor's and Master's degrees). At both levels, they conducted research under the supervision of Professor Nana Shatashvili, Head of the Department of Astrophysics. Elene Katsadze is currently pursuing her doctoral degree at the University of Rochester (USA), while Nino Revazashvili is a doctoral candidate in the Department of Physics at TSU and is also the head of the observatory laboratory works. It is noteworthy that the 2023 Tsinandali Award in Natural Sciences was bestowed upon Ketevan Kotorashvili, who is also a graduate of TSU. She also conducted her undergraduate and graduate research under the guidance of Professor Nana Shatashvili.

View More

Order N:

კონკურსი KIU-ის სტიპენდიაზე დოქტორანტურის პროგრამაზე

KIU-ის პროგრამა ინტერდისციპლინური პირველი სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამაა გერმანიაში უკრაინულ თემაზე კვლევებში. პროგრამა სთავაზობს 15-მდე  ახალგაზრდა, არაგერმანელ მკვლევარს სხვადასხვა დისციპლინიდან უნიკალურს შესაძლებლობა ჩაატაროს ინტენსიური კვლევა ისტორიის, კულტურის, სახელმწიფოს, საზოგადოების ასპექტებზე და უკრაინასთან დაკავშირებული კონფლიქტის საკითხებზე.

 

 დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ.

View More

Order N:

2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, პარტნიორი ალექსანდრუ იოან კუზას სახელობის იაშის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 33849/10; 16.12.2024) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ალექსანდრუ იოან კუზას სახელობის იაშის უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა, მაგიტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის 2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.

2. კონკურსი ჩატარდეს 2024 წლის 17 დეკემბერს

3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ირაკლი კახიძე, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; კომისიის თავმჯოდმარე

ბ) გიორგი ამირანაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი

გ) სანდრო ტაბატაძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ირინა გამყრელიძე;

5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04 და 10 მარტის N 9/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.

6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ჯაბა სამუშია რექტორი

View More

Order N: 342/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ- პროფესორის სამსახურში მისაღებად რექტორის 2024 წლის 14 ნოემბრის #305/01-01 და #306/01-01 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატის შექმნის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                   

№ 28/29 - 01

06.12.24

ქ.თბილისი

 

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა   და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ- პროფესორის სამსახურში მისაღებად  რექტორის 2024   წლის 14 ნოემბრის    #305/01-01  და #306/01-01   ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატის შექმნის შესახებ

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ- პროფესორის სამსახურში მისაღებად რექტორის 2024 წლის 14 ნოემბრის   #305/01-01   და #306/01-01   ბრძანებით  გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების მიზნით, შეიქმნას საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:

ა) ეთერ გიგაური - კანცელარიის უფროსი, აპარატის უფროსი;

ბ) ლალი ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, აპარატის წევრი;

გ) ელისო კვირკაშვილი-სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, აპარატის წევრი;

საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატს დაევალოს საკონკურსო საბუთების მიღება 2024 წლის 16 დეკემბრიდან   2024  წლის  20 დეკემბრის    ჩათვლით 10:00-დან 16:00 საათამდე, შესვენება 13:00სთ.-დან 14:00სთ.-მდე (შაბათ-კვირის გარდა), მისამართზე: ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2,  თსუ X კორპუსი, IV სართული, ოთახი №403.

საკონკურსო დოკუმენტაციის მიღებისას, საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებმა აპარატმა უზრუნველყოს თსუ-ის აკადემიური საბჭოს შესაბამისი დადგენილების (სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ) ყველა კონკურსანტისთვის  გაცნობა, ამავე დადგენილების ასლის გადაცემის გზით, რაც უნდა დადასტურდეს კონკურსანტის ხელმოწერით.

წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

ფაკულტეტის  დეკანი,           პროფესორი                გიორგი ღაღანიძე

View More

Order N: 28/29 - 01 

2024/2025 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინასებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახე

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N 8/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-10 - მე-12 პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 32874/10; 05.12.2024) საფუძველზე.

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2024/2025 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინასებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.

2. კონკურსი ჩატარდეს 2024 წლის 6 დეკემბერს. 3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ერეკლე ასტახიშვილი, თსუ-ს რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ლაშა საღინაძე, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;

გ) შოთა ფოთოლაშვილი, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - მადონა ჯალაღონია.

5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

6. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N 8/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის საფუძველზე.

7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ჯაბა სამუშია რექტორი

View More

Order N: 335/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2024 წლის 14 ნოემბრის №310/01-01 და 2024 წლის 15 ნოემბრის №311/01-01 და №312/01-01  ბრძანებების, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის 2024 წლის 22 ნოემბრის №31567/32 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 28 ნოემბრის № 18 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს: 


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) გია ლობჟანიძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნინო შარაშიძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ია კირვალიძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) თეიმურაზ დოჭვირი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 
ე) თამარ ლეკაშვილი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა)  ნინო ჩიხლაძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მაკა ჯორბენაძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მარიამ ჭიპაშვილი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).


2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

View More

Order N: 129/2024

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ”ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 08 ოქტომბრის N316/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ ,,პ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის ძირითადი დებულებებისა და უნივერსიტეტის საინვენტარიზაციო კომისიის აპარატის თავმჯდომარის მურმან ცარციძის 2024 წლის 06 დეკემბრის N32960/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შვიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 08 ოქტომბრის N316/02- 01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,თსუ”) ბალანსზე რიცხული ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ორგანიზებულად და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარების მიზნით, დაევალოს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 09 ოქტომბრის N290/02-01 ბრძანების საფუძველზე შექმნილ საინვენტარიზაციო კომისიებს 2024 საბიუჯეტო წლის ბოლოს, 09 ოქტომბრიდან 21 დეკემბრამდე.”.

2. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

View More

Order N: 391/02-01