Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (ზსმფ)

2022 წელს ფაკულტეტმა აღადგინა თსუ-ში მოქმედი მრავალწლიანი ტრადიცია ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებებით არსებული სკოლებისა (მაგ. ფიზ.-მათ. სკოლა, ნორჩ ტექნიკოსთა სკოლა, ნორჩ ქიმიკოსთა სკოლა და ა.შ.), რომლებიც ემსახურებოდნენ საშუალო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის ცოდნის შეძენასა და გაღრმავებას აღნიშნული მიმართულებებით და 2022 წლის 9 სექტემბერს ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით დაარსდა „ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლა“ (შემდგომში „ზსმ სკოლა“); ზსმ სკოლის ფუნქციონირება ხორციელდება შემდეგი მამიმართულებებით: ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია და გეოგრაფია.

 

ზსმ სკოლის მიზანია დისციპლინებში: ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია და გეოგრაფია საშუალო სკოლის მოსწავლეებში ინტერესის გაღვივება-გაღრმავება, ცოდნის შეძენა და განვითარება, თანამედროვე დარგობრივი სტანდარტის აზროვნებითი კულტურისა და ჩვევების გამომუშავება, თსუ-ში მოქმედ თანამედროვე სამეცნიერო კვლევით ჯგუფებთან და წამყვან აკადემიურ ცენტრებთან გაცნობა-დაახლოება  და შეძლებისდაგვარად დაკავშირება. სკოლა მოსწავლეებს შეუწყობს ხელს  მომავალში გახდნენ დაინტერესებული და მოტივირებული არჩევანის მქონე სტუდენტები და შემდგომში თავისი საქმის  პროფესიონალები.

 

ზსმ სკოლა ფუნქციონირებს თსუ-ს მეორე კორპუსში განთავსებულ აუდიტორიებში; გამოიყენება ფაკულტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მეცადინეობებს ატარებენ ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, ლაბორატორიების წამყვანი სპეციალისტები და თსუ-ს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების გამოცდილი მკვლევარები, რომლებიც საქართველოში აღნიშნულ დარგებში ტრადიციების გამგრძელებლები  / განმავითარებლები არიან და/ან ახალი მიმართულებების დამფუძნებლებად ითვლებიან. სკოლას უკვე ჰყავს პირველი კურსდამთავრებულები, მათგან  წარმატებულებს გადაეცათ დამადასტურებელი სერთიფიკატები.

 

ზსმ სკოლაში სწავლა უფასოა.

 

ზსმ სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვისა და სწავლების პროცესის დეტალები:

თითოეული მიმართულებით შედგება თითო სასწავლო ჯგუფი (მაქსიმუმ 25 მოსწავლის შემადგენლობით) სკოლის X-XII კლასებიდან.

შერჩევა მოხდება გასაუბრების გზით, 2024 წლის 12 ოქტომბერს 15.00-ზე შესარჩევი კომისიის მიერ საგნების მიხედვით თსუ მეორე კორპუსში ( მეორე სართულზე ძირითადი შემოსასვლელიდან ხელმარცხნივ: ფიზიკა-223 აუდ, მათემატიკა-216 აუდ, ბიოლოგია-219 აუდ, გეოგრაფია-207 აუდ, ქიმია-208 აუდ)

 

 სწავლება დაიწყება 2024 წლის ოქტომბერში.

  • სწავლების პროგრამაში გათვალისწინებულია როგორც სასკოლო მასალა, ასევე აღნიშნული დარგების თანამედროვე მიღწევები.
  • განხორციელდება ლაბორატორიებსა და კვლევით ცენტრებში სამუშაო ვიზიტები, გეოგრაფიული გარემოს  სასწავლო-საველე გაცნობა/გასვლა, გარკვეული სიხშირით/ხანგრძლივობით.
  • კვირაში თითოეულ საგანში იქნება 3 საათიანი სწავლება, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს.
  • თითოეულ საგანში ჩატარდება კვირაში 2 მეცადინეობა 1.5 საათის ხანგრძლივობით წინასწარ გაწერილი ცხრილის მიხედვით.
  • საკლასო მეცადინეობები ძირითადად ჩატარდება დღის 17.00-საათიდან 20.00-საათამდე, დღეში 2 საგნის შეთავაზებით, შაბათ-კვირის შემთხვევაში - უფრო ადრე.
  • თითოეულ მოსწავლეს დაინტერესების შემთხვევაში ექნება ერთ ან რამდენიმე საგანზე სწავლის შესაძლებლობა, ცხრილი ამას გაითვალისწინებს.
  • მეცადინეობები ჩატარდება ინტერაქტიული მეთოდით; სწავლებისას განხორციელდება გამოკითხვები და ცოდნის შემოწმება წინასწარი გაწერილი სიხშირით.
  • სისტემატური გაცდენის ან დავალებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსწავლე გაირიცხება სკოლიდან.
  • ცოდნის შემოწმების დადებითი შედეგების შემთხვევაში სკოლაში სწავლის ბოლოს გაიცემა შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატი.
  • სკოლას ექნება გამოყოფილი პორტალი ფაკულტეტის ელექტრონული სწავლების ვებ-გვერდზე მასალების განსათავსებლად.

 

 

ზსმ სკოლის საკონტაქტო პირები: 

 

ფიზიკა:   პროფ. ნანა შათაშვილი, ფიზიკის დეპარტამენტის ასტროფიზიკის კათედრის გამგე, e-mail: nana.shatashvili@tsu.ge

მათემატიკა:    პროფ. ომარ ფურთუხია, მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  e-mail: omar.purtukhia@tsu.ge

ბიოლოგია:     პროფ. დიანა ძიძიგური, ბიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  e-mail: diana.dzidziguri@tsu.ge  

ქიმია:          ასოც. პროფ. მარინა რუხაძე, ქიმიის დეპარტამენტის ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრა    e-mail:  marina.rukhadze@tsu.ge

გეოგრაფია: ასისტ. პროფ. ეთერ დავითაია, გეოგრაფიის დეპარტამენტის ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიის კათედრა, e-mail:  eter.davitaia@tsu.ge 

 

 

View More

Order N:

სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში- ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  კანდიდატის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის, ,,საჯარო სამართლის   იურიდიული   პირის    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის გ. ჭეიშვილის  2024 წლის პირველი ოქტომბრის N25566/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გოდერძი ნარიმანიშვილი  - ისტორიის  მეცნიერებათა  დოქტორი , პროფესორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტის ისტორია-არქეოლოგიის მიმართულების  ხელმძღვანელი;
ბ) ალექსანდრე ნონეშვილი - ისტორიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი;
გ) ირინე  ტატიშვილი   - ისტორიის   მეცნიერებათა  დოქტორი , პროფესორი , ივ.ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასირიოლოგიის კათედრის გამგე.
დ) დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარედ  - გოდერძი ნარიმანიშვილი, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის  მოადგილედ - ალექსანდრე ნონეშვილი და საკონკურსო კომისიის მდივნად - ირინე ტატიშვილი.

2. დაევალოს საკონკურსო კომისიას  კონკურსანტთა  განცხადებებისა  და     თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის  შემოწმება სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს  2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით  დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ  რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2024 წლის 4 ნოემბრისა.
4. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.  წინამდებარე  ბრძანების უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე   განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია 

View More

Order N: 274/01-01    

ექსკურსია უნივერსიტეტში

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი გთავაზობთ ექსკურსიას თსუს I კორპუსში

ექსკურსიაში მონაწილეთა რაოდენობა - ერთი კლასი (არა უმეტეს 30 მოსწავლისა)

ექსკურსიაში მონაწილეობის შესახებ კლასის დამრიგებელმა ან პასუხისმგებელმა მასწავლებელმა უნდა შეავსოს სარეგისტრაციო განაცხადი, დაელოდოს უკუკავშირს და შედგეს შეთანხმება თარიღთან დაკავშირებით.

>> სარეგისტრაციო ბმული <<

ექსკურსიის დღე - სამშაბათი, ხუთშაბათი 

  • პირველი კორპუსი
  • ბიბლიოთეკა
  • მუზეუმი

ექსკურსია გრძელდება ერთი საათი

საკონტაქტო ინფორმაცია:  junior@tsu.ge

View More

Order N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სკოლისშემოდგომი განათლებისთვის მომზადების“ პროგრამაზე 2024-2025 სასწავლო წელს აპლიკანტთა ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის 2024 წლის 18 ივლისის „სკოლისშემოდგომი განათლებისთვის მომზადების“ პროგრამის დამტკიცების შესახებ N MES 8 24 0000880777 ბრძანების მე-7 მუხლის, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანების, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2024 წლის 25 სექტემბრის MES 2 24 0001201142 წერილისა და უწყვეტი განათლების ცენტრის - აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილების უფროსის 2024 წლის 30 სექტემბრის N17619/10-02 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების“ პროგრამაზე 2024- 2025 სასწავლო წელს წინამდებარე ბრძანების N1 დანართში მითითებული აპლიკანტები (დანართი N1);

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

View More

Order N: 854/01-04

ცხადდება პროექტების მიღება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სახელმძღვანელოს ან არსებითად გადამუშავებული/განახლებული სახელმძღვანელოს შექმნის, ასევე უცხოური სასწავლო ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის დაფინანსების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად

კონკურსის (რექტორის ბრძ. 198/01-01, 19.07.2024) მიზანია უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროცესისა და სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა.


კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ავტორმა (ავტორთა კოლექტივმა) უნდა წარმოადგინოს პროექტი (მოთხოვნების შესაბამისად (რექტორის ბრძ. 247/01-01, 13.09.2024 ), მათ შორის:

1. პროექტის აღწერა (მოკლე ანოტაცია) დამტკიცებული პროგრამის კურიკულუმთან შესაბამისობის დადასტურებით (შესაბამისი სილაბუსი); სილაბუსის არარსებობის შემთხვევაში - პროგრამის კურიკულუმთან შესაბამისობის დასაბუთება;

  • სახელმძღვანელოს სარჩევი;
  • სახელმძღვანელოს სავარაუდო სტრუქტურა;
  • გამოსაყენებელი სავარაუდო ლიტერატურა;

2. არასასურველი რეცენზენტები (არაუმეტეს 5-სა. სახელისა და გვარის მითითებით);

3. ავტორის(თა) სრული CV.

 

პროექტებს განიხილავს კონკურსის კომისია.

 

პროექტების მიღება იწარმოებს 2-11 ოქტომბერს ფაკულტეტის კანცელარიაში (ოთახი 108) განაცხადის ფორმა ;

კომისიის დასკვნა - არაუგვიანეს 21 ოქტომბრისა;

ფაკულტეტის საბჭოზე გატანა და დამტკიცება;

ფაკულტეტის საბჭოს მიერ შერჩეული განცხადების შესახებ აკადემიური საბჭოსთვის ინფორმაციის მიწოდება  1 ნოემბერი (ბრძ. 248/01-01, 13.09.2024)

 

ორიგინალური ან სათარგმნი სახელმძღვანელოს მიმართ წაყენებული მოთხოვნები და შეფასების კრიტერიუმები იხილეთ თანდართულ ფაილში.

View More

Order N:

საუნივერსიტეტო კონკურსის UNI4VERSE

საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით - UNI4VERSE, რომლის თემაც წელს მწვანე ტექნოლოგიებია. სარეგისტრაციო ბმული

იხილეთ დანართი:

View More

Order N:

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის N24/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ”, ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების განმსაზღვრელი საბჭოს თავმჯდომარის გიორგი გრიგოლაშვილის 2024 წლის 24 სექტემბრის N24805/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის N24/02- 01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესში (შემდგომში - ,,წესი’’)’’ და წესის მე-2 მუხლის მე - 6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. წარმოდგენილი სამეცნიერო და კულტურული/სპორტული/საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსების საკითხის განსახილველად საბჭო იკრიბება წელიწადში 3-ჯერ. წარმოსადგენი პროექტების ვადა თსუ-ის ყველა სტუდენტისთვის განისაზღვროს 10 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო შემოტანილი პროექტების განხილვა განხორციელდეს არაუგვიანეს 25 ოქტომბრისა.“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

View More

Order N: 301/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 7 თებერვლის N12/2024 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2024-2025 სასწავლო წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ“, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანების და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხონ 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით შემდეგი მაგისტრანტობის კანდიდატები:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);

1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);

1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);

1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);

1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);

1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);

1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

View More

Order N: 838/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2024 წელს დარეგისტრირებული აპლიკანტების საჩივრის წარმოდგენისა და საჩივრების განმხილველი სააპელაციო კომისიის მუშაობის წესის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 27 სექტემბრის N25341/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2024 წელს დარეგისტრირებული აპლიკანტების საჩივარში წარმოდგენილი საკითხების განხილვა წარიმართოს შემდეგი პროცედურული დაცვით:

ა) აპლიკანტმა საჩივარი უნდა გამოაგზავნოს თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე cve@tsu.ge იმ ელექტრონული ფოსტიდან, რომლითაც დარეგისტრირებულია აპლიკანტი სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. საჩივრის ტექსტში უნდა იყოს მითითებული, თუ რომელ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელ ლოკაციაზე (თბილისი, ქუთაისი), რა თარიღში ჰქონდა გასაუბრება (შერჩევა) აპლიკანტს და შემდეგ გასაჩივრების საფუძველი/მიზეზი;

ბ) სააპელაციო კომისია აპლიკანტის საჩივარს განიხილავს თუ დაცული იქნება წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობები და აპლიკანტი მიუთითებს გასაუბრების პროცესში წარმოშობილი ტექნიკური ხასიათის შემდეგ საკითხ(ებ)ზე:

ბ.ა) აპლიკანტს არ მიეცა საკმარისი დრო გასაუბრებაზე (5 წთ.-ზე ნაკლები);

ბ.ბ) შესარჩევმა კომისიამ აპლიკანტს არ გააცნო გასაუბრების ზოგადი წესები და ამ ინფორმაციის არცოდნამ აპლიკანტის შეფასებაზე ნეგატიურად იმოქმედა;

ბ.გ) გასაუბრების პროცესში კომისიის წევრმა აპლიკანტს დაუსვა ისეთი კითხვები, რომელიც არ იყო კავშირში მოტივაციურ გასაუბრებასთან ან/და აპლიკანტს არ მიეცა საშუალება კომისიის წევრის მხრიდან დასმულ შეკითხვაზე ეპასუხა ამომწურავად. 2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2024 წელს დარეგისტრირებული აპლიკანტების საჩივრების განმხილველი სააპელაციო კომისიის მუშაობა წარიმართოს შემდეგი წესის დაცვით:

ა) სააპელაციო კომისიის თავმჯდომარემ ორგანიზება გაუწიოს კომისიის სრულფასოვან მუშაობას და კომისიის წევრების შეკრებას;

ბ) სააპელაციო კომისიის მდივნის ფუნქცია-მოვალეობას ასრულების კომისიის ერთერთი წევრი კომისიის თავჯდომარის დავალებით, რომელსაც ევალება დააოქმოს კომისიის ყველა შეკრება;

გ) სააპელაციო კომისიის წევრ(ებ)ი აქტიურად არის ჩართული კომისიის მუშაობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

დ) კომისია უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი;

ე) სააპელაციო კომისია აპლიკანტის საჩივართან დაკავშირებით დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით.

ვ) კომისიის წევრების ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.; ზ) კომისიის მუშაობის შედეგები და გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით და მას ხელს აწერს კომისიის დამსწრე წევრები;

თ) სააპელაციო კომისია იღებს ორი სახის გადაწყვეტილებას: პირველი, საჩივარი რჩება განუხილველი და ეცნობება აპლიკანტს ელექტრონული სახით, მეორე, საჩივარი დაკმაყოფილდება და სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება ეგზავნება თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელს შემდგომი რეაგირების მიზნით.

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

View More

Order N: 263/01-01

2024 წელს თსუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში რეგისტრირებული აპლიკანტების შერჩევის თარიღები View More

Order N:

Spanish Delegation Visits TSU

 

The Deputy Rector of Tbilisi State University, Erekle Astakhishvili met with the Spanish delegation, comprising Marcos Granados Gomez, Charge' d'Affaires a.i. of Spain to Georgia, and Fernando Vara de Rey, the director of the Cervantes Institute. The meeting centered on the potential establishment of an internationally organized DELE Examination Center at Tbilisi State University. An action plan for the establishment of a DELE branch at TSU was deliberated.

The representatives of TSU highlighted the strengths of the Spanish studies department at the university, as well as the challenges and problems that require attention in this regard. Furthermore, the participants deliberated on the potential for the Cervantes Institute to play an active role in promoting TSU in this regard.

The accomplishments of TSU’s collaboration with the Spanish government and the Basque Language Center were underscored, and the contribution of Spanish and Basque language instructors at the university was also acknowledged.

The meeting was attended by Spanish and Basque language instructors currently employed at TSU, as well as Tea Gergedava, the head of the Foreign Relations Department at TSU.

View More

Order N:

Jaba Samushia Meets with First Semester Students

The new 2024-2025 academic year has commenced at Ivane Javakhishvili Tbilisi State University. The Rector of Tbilisi State University, Academician Jaba Samushia held meetings with 6,200 first semester students enrolled at the bachelor’s level as a result of the unified national exams and congratulated them on the beginning of the academic year.

 

The Rector of Tbilisi State University, together with the deans of the faculties and the representatives of the student self-government, provided the students with comprehensive information about the university’s projects and services.

 

“I would like to extend my congratulations to all students on the commencement of their studies. It is noteworthy that Tbilisi State University continues to be the preeminent institution of higher education in Georgia. This year, the university welcomed 6,200 first-semester students. Tbilisi State University will provide these students with the contemporary learning format and services that are available at the world’s leading universities. Each professor and teacher at this institution is dedicated to providing our students with a contemporary European education. Significant progress has been made at the university with regard to infrastructure enhancement. Plans are in place to develop new textbooks, publish new scientific journals, implement new scientific projects, and it is hoped that those freshmen who enrolled in the university this year will play an active role in these projects,” Jaba Samushia said.

 

The Rector of Tbilisi State University bestowed certificates upon the students with the highest scores in the first semester enrolled in different faculties of Ivane Javakhishvili Tbilisi State University as a result of the unified national examinations of 2024.

 

A month before the start of the new academic year, TSU was granted full and unconditional six-year authorization with the highest assessment. This decision was made by the Authorization Council of Higher Educational Institutions following an assessment conducted by foreign and Georgian highly qualified experts.

 

TSU meets up to 26,000 students and 3,000 professors and teachers at all three levels with refurbished infrastructure: within the framework of rehabilitation projects, a social space has been created in the inner yard of the 3rd educational building. The works to refurbish the inner yard in the 5th building have been completed. In the 10th (Maglivi) building, the central staircase is being rehabilitated. The central heating system is being adjusted in the building of the TSU Central Library. In the courtyard of the 1st building of TSU, students will have access to a renovated food facility – the TSU cafeteria.

View More

Order N:

იუნესკოს დადგენილებით მთელს მსოფლიოში 2002 წლიდან ყოველწლიურად ტარდება "ფილოსოფიის დღე"

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი   2024 წლის 14-15 ნოემბერს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში  ატარებს  ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ  საერთაშორისო კონფერენციას ,,ფილოსოფია და თანამედროვეობა.

 

კონფერენცია ეძღვნება  თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის პროფესორის, ფილოსოფიის ისტორიის კათედრის გამგის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის კონსტანტინე (კოტე) ბაქრაძის დაბადებიდან  126-ე   წლისთავს.  

 

კონფერენციის მიზანია:

 

  • სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობა თანამედროვე ფილოსოფიურ აზროვნებაში. ფილოსოფიის დარგების, მეტაფიზიკის, ონტოლოგიის პოლიტიკური ფილოსოფიის, ეთიკისა და ზნეობის ფილოსოფიის, რელიგიის ფილოსოფიის, კულტუროლოგიის  და სხვ. მიმართულებით.
  • საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში აღნიშნული პრობლემატიკით დაინტერესებული პროფესორებისა და ახალგაზრდა მკვლევარების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება.
  • პრობლემით დაინტერესებულ ქართველ მეცნიერთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ კოლეგებთან.

 

კონფერენციისთვის წარსადგენი მოხსენებების თემატიკა მოიცავს ფილოსოფიის დარგებს: მეტაფიზიკა-ონტოლოგიის, ფილოსოფიის ისტორიის, ანთროპოლოგიის, პოლიტიკური ფილოსოფიის, ეთიკის, კულტურის ფილოსოფიის, ლოგიკის  რელიგიის,   ხელოვნების სფეროებს.

 

განსაკუთრებით მივესალმებით აკადემიკოს კონსტანტინე ბაქრაძის ფილოსოფიური ნააზრევის  გარშემო წარმოდგენილ მოხსენებებს და შედარებითი კვლევის შედეგებს.

 

კონფერენციის გახსნა: 2024 წლის 14 ნოემბერს, 10:00.  107-ე აუდიტორია.

 

მისამართი : ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1,

 

სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

 

(გაფართოებული თეზისები და მოხსენების სრული ტექსტი, რომელიც დაიბეჭდება ,,ფილოსოფიურ-თეოლოგიურ მიმომხილველში’’ N15, 2015).

  • მოხსენების სათაური, მომხსენებლის სახელი და გვარი, აკადემიური სტატუსი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი
  • მოხსენების ტექსტი  ელექტრონული ვერსია, ( 10-12 გვ. A4 ფორმატი, შრიფტი UNICODE (Sylfaen),  ზომა 12,  ინტერვალი 1.5)
  • გაფართოებული რეზიუმე ინგლისურად (3 გვ. A4 ფორმატი, შრიფტი UNICODE (Sylfaen),   ზომა 12, ინტერვალი 1.5 ) 

გთხოვთ მიუთითოთ მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკა.

 

კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა, როგორც მიბმული დოკუმენტი (დანართი), უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: demuri.jalagonia@tsu.ge, ან  anastasia.zakariadze@tsu.ge,  არაუგვიანეს 2024 წლის 5 ნოემბრისა.

 

კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.

 

მისამართი: ოთახი 205, თსუ ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი,  ი. ჭავჭავაძის გამზ. 3.

ტელ : 599 257471

View More

Order N:

ლადო ჭანტურია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სექციის თავმჯდომარეა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურია 2024 წლის 23 სექტემბერს ფარული კენჭისყრის გზით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სექციის თავმჯდომარედ აირჩიეს.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს პროფესორ ლადო ჭანტურიას დამსახურებულ აღიარებას და უსურვებს წარმატებას. პროფესორ ლადო ჭანტურიას ღვაწლი ქართული სამართლის განვითარებაში ფასდაუდებელია. იგი იდგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შექმნის სათავეებთან და არის თანამედროვე ქართული სამართლის ერთ-ერთ შემოქმედი. საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში, პროფესორი ლადო ჭანტურია 2018 წლის 8 იანვრიდან არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2023 წლის18 მაისს, იგი V სექციის ვიცე-თავმჯდომარედ აირჩიეს. მისი პროფესიული მიღწევების მიუხედავად, მას არ შეუწყვეტია პედაგოგიური მოღვაწეობა. ლადო ჭანტურია ის ადამიანია, რომელმაც არაერთ ქართველ იურისტს გაუკვალა გზა ევროპულ სამეცნიერო - კვლევით თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და გარდამტეხიწვლილი შეიტანა მათ განვითარებაში.

 

2023 წელს ლადო ჭანტურია ევროპის აკადემიის (Academia Europaea) ნამდვილ წევრად აირჩიეს. გარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, ის მოღვაწეობდა ბრემენის უნივერსიტეტში, ჰამბურგის მაქს პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტსა  და ქრისტიან-ალბრეხტის სახელობის კილის უნივერსიტეტში.

View More

Order N:

რექტორი მედიცინის ფაკულტეტის პირველკურსელებს შეხვდა

თსუ რექტორი კიდევ ერთი ფაკულტეტის პირველსემესტრელ სტუდენტებს შეხვდა. ჯაბა სამუშიამ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს ფაკულტეტის დეკანთან მაია ბიწკინაშვილთან ერთად მიულოცა სწავლის დაწყება. რექტორმა პირველკურსელებს უნივერსიტეტში მედიცინის მიმართულების განვითარების ისტორია გააცნო იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომლითაც უნივერსიტეტში სწავლის განმავლობაში ისარგებლებენ. რექტორმა სტუდენტებს გაცვლით პროგრამებსა და საუნივერსიტეტო პროექტებში ჩართვისკენ და საუნივერსიტეტო სერვისების მაქსიმალურად გამოყენებისკენ მოუწოდა.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის სწავლებას დიდი ისტორია აქვს. როდესაც უნივერსიტეტი დაარსდა, ლექციების წასაკითხად იწვევდნენ მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებს მედიცინის მიმართულებით. 30 წელზე მეტია დავიწყეთ ამ ტრადიციის აღდგენა და მას შემდეგ ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს სამედიცინო მიმართულების აღორძინება. ჩვენ მაქსიმალურად გამოვყოფთ ფინანსებს, იმისთვის რომ მედიცინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა ცოდნა გაიღრმაონ საზღვარგარეთ, ასევე, ფაკულტეტზე არსებული ბაზები, სიმულაციური ცენტრები უფრო გაძლიერდეს და განახლდეს. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საუნივერსიტეტო სამედიცინო კლინიკის შესყიდვაზე. მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის არის ძალიან ბევრი გაცვლითი პროგრამა და სასურველია თქვენი ჩართულობა ცოდნის ინტერნაციონალიზაციის მიზნით“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებთან შეხვედრაზე.

შეხვედრის ფარგლებში 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თსუ მედიცინის ფაკულტეტზე ჩარიცხულ პირველსემესტრელს ლუკა ჭუმბურიძეს რექტორმა სიგელი გადასცა.

View More

Order N:

Summer School for Black Sea Researchers

 

A summer school was held at Tbilisi State University on September 15-18, within the framework of the European Commission project entitled “Advancing Black Sea Research and Innovation to Co-Develop Blue Growth within Resilient Ecosystems (BRIDGE-BS).” Young researchers engaged in Black Sea-related research from the countries comprising the Black Sea basin (Turkey, Bulgaria, Romania, Ukraine, and Georgia) participated in the event.

The primary focus of the summer school was an in-depth examination of the socio-economic, environmental, and related ecological issues pertaining to the Black Sea and its surrounding regions.

View More

Order N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1- ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლისა, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 17 აპრილის 14/04 ბრძანების და პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის ქეთევან ებრალიძის 2024 წლის 18 სექტემბრის N24255/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2024 წლის 18 სექტემბრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად:

ა) ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორია: ზურაბ ამირიძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული

ბ) მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორია: ილია ჩაჩავა - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული

2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის არჩეულ პერსონალთან.

3.წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

View More

Order N: 252/01-01

International Scientific Symposium at the Faculty of Law

 

The first international scientific symposium “Multidisciplinary Aspects of Human Rights Protection in Light of Global Challenges” was convened at the Faculty of Law of Tbilisi State University.

The symposium was attended by Tamar Zarandia, Dean of the Faculty of Law; Tornike Cheishvili, Deputy Minister of Justice; Giorgi Dgebuadze, Deputy Dean of the Faculty of Law and project manager, as well as representatives of the academic community and PhD students.  

 

The international symposium, which will be held on an annual basis at the Faculty of Law, was established within a grant program initiated by the Ministry of Justice. The objective of the symposium is to facilitate collaboration between universities at the national and international levels; to showcase the contributions of doctoral students and young scientists to the advancement of the field; to examine persistent challenges in the domain of human rights and the contemporary approaches to their resolution.

The event, which was opened by the Deputy Minister of Justice, was conducted in the format of panel discussions. The discussions centered on current issues pertaining to administrative law, history of law, private law, constitutional law, international law and criminal law, particularly in the context of human rights protection.

The international symposium provides a forum for fostering intensive international university collaboration.

The project was financed through a grant competition held annually by the Ministry of Justice. The purpose of this competition is to promote the participation of civil society in the activities of the system and to support civic initiatives.

View More

Order N:

TSU Journal in Scopus Database

 

The journal Phasis of the Institute of Classical Philology, Byzantine and Modern Greek Studies of Tbilisi State University has been included in the Scopus citation database. The editorial board of the journal has already received an official notification of this development, and the journal will be incorporated into the database within a month.

Scopus is a globally renowned and highly esteemed international database that encompasses a vast array of peer-reviewed academic journals across various disciplines. The inclusion of Phasis in this esteemed repository represents a significant stride towards enhancing the credibility and prestige of Georgian scientific publications, facilitating their international recognition and contributing to the establishment of rigorous academic standards within the scientific community of Georgia, particularly in the domain of humanities. Additionally, it serves to elevate the visibility and prominence of Georgian scientists, fostering their integration into the global scientific landscape.

The journal Phasis was established in 1999 by the Institute of Classical Philology, Byzantine and Modern Greek Studies of TSU. The journal’s initiator and chief editor is Rismag Gordeziani, an emeritus professor of TSU, an academician of the Georgian Academy of Sciences and a corresponding member of the Saxon Academy of Sciences. The editors, Tamar Cheishvili and Tamar Japaridze, played an important role in the journal’s success. The editorial board of the journal is comprised of Georgian and foreign scientists, including professors from various generations of universities of Heidelberg, Jena, Bremen, Pisa, Bologna, and Durham. The journal is published on an annual basis in both print and electronic formats. It features articles on a range of topics related to antiquities, classical philology, Byzantine and Modern Greek studies, presented in English, French, and German.

In 2015, Phasis was designated a refereed journal, and in 2020 it was included in the ERIH PLUS database. The inclusion of Phasis in Scopus represents a significant achievement for our university’s humanities, particularly the Georgian school of Greco-Roman philology and for Georgian science more broadly. This is the first Georgian university journal with a humanities profile to be included in the Scopus database.

View More

Order N: