Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის საპროექტო მომსახურების შესყიდვის განსახორციელებლად, ელექტრონული კონკურსის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვის უზრუნველსაყოფად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 8 მაისის N102/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობების“ მე - 4 მუხლის, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 11 ივლისის N208/02-01 ბრძანების და საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის 2024 წლის 11 ივლისის N18280/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის საპროექტო მომსახურების შესყიდვის განსახორციელებლად, ელექტრონული კონკურსის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვის უზრუნველსაყოფად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 8 მაისის N102/02-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანების პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით - ,,მ) პეტრე ბაბილუა - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი.’’

ბ) ბრძანების მე-2 პუნქტს ,,თ’’ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი’’ ქვეპუნქტი: ,, ი) დიმიტრი ფურცელაძე -არქიტექტორი.’’

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანების დაინტერესებული პირებისთვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ლევან კერესელიძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი

View More

Order N: 216/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე - 2 პუნქტების, 35 -ე მუხლის მე - 2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28 - ე მუხლის, 29 - ე მუხლის მე - 2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №3 18.03.2024წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 17 ივნისის N17/04 ერთობლივი ბრძანების და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სალომე დუნდუას 2024 წლის 9 ივლისის N 17963/30 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;

2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 17 ივლისს, საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2024 წლის 19 აგვისტოდან 2024 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2024 წლის 4 ოქტომბრისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“)

5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

ბ)კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;

ე)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);

ზ)სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;

ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;

6. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №29/2024 დადგენილების დანართი 1- ის მე -3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;

7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 19 აგვისტოდან 2024 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი, გამზ. N8 (VI კორპუსი) ოთახი N 203;

8. ბრძანება განთავსდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე.

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);

11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

 

View More

Order N: 184/01-01

TSU Deputy Rector Participates in the 16th Congress of Rectors from the Black Sea Region

 

The Deputy Rector of Tbilisi State University, Erekle Astakhishvili is participating in the 16th Congress of Rectors from the Black Sea Region, which is being held at Istanbul University under the auspices of the Black Sea Universities Network (BSUN).

 

Erekle Astakhishvili presented the vision of Tbilisi State University on the ways to overcome the challenges faced by the academic community of the Black Sea region.

 

The Black Sea Universities Network was established in 1998 and represents the largest platform for inter-university cooperation in the extended Black Sea region. It encompasses 120 universities from the member states of the Black Sea Economic Cooperation (BSEC).

 

The objective of the Congress is to deliberate on strategies for advancing higher education in the Black Sea region and to draft a pact for the future of universities, which will be presented to the UN General Assembly in New York in September of this year.

 

Secretary General of BSEC, former Minister of Foreign Affairs of Romania Lazar Comanescu, former President of Romania Emil Constantinescu, President of the World Academy of Art and Sciences Garry Jacobs, Secretary General of BSUN Eden Mamut and other distinguished guests are participating in the event in an advisory capacity.

 

Tea Gergedava, head of the Department of Foreign Relations of TSU, is also attending the 16th Congress of Rectors from the Black Sea Region.

View More

Order N:

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის პერსონალის ვიზიტი გოტენბურგის უნივერსიტეტში

2024 წლის ივნისში გოტენბურგის უნივერსიტეტში (შვედეთი) განხორციელდა თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის (პროფ. ნინო ჩიხლაძე (ხარისხის სამსახურის უფროსი), პროფ. ნატა ყაზახაშვილი, ასოცირებული პროფესორი ნატო ფიცხელაური (დეკანის მოადგილე), ასოცირებული პროფესორი მაკა ჯორბენაძე (ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი), ასოცირებული პროფესორი ლაშა ლორია) სამუშაო ვიზიტი Erasmus + ICM პროგრამის ფარგლებში. სამუშაო ვიზიტი წარმოადგენდა პერსონალის ტრენინგის პროგრამის ნაწილს,  რომელიც მოიცავდა 12 დღიან ინტენსიურ ტრენინგ კურსებს სხვადასხვა ქვეყნისა და უნივერსიტეტის მონაწილეებთან, კერძოდ, მოლდოვას, სომხეთის და უკრაინის უნივერსიტეტებთან ერთად, სადაც აგრეთვე წარმოდგენილი იყო შვედეთის ოფიციალური მონაწილე მხარე. მიმდინარე ტრენინგის ფარგლებში თსუ დელეგაცია აქტიურად მონაწილეობდა მასპინძელი უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის პროფესორ მაქს პეტზოლდის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებში, მათ შორის აღსანიშნავია, ლექციები და სემინარები მეტა ანალიზისა და ე.წ. დიდ ციფრთა გამოყენების შესახებ მედიცინაში, ვიზიტი გარემოს დაცვის ინსტიტუტში, პროფესორ პეტზოლდის დოქტორანტის ანა ბეტ-მელერის სადოქტორო დისერტაციის დაცვა, ნობელის პრემიის ლაურეატი დოქტორი კაროლინ ბერტოზის  საჯარო ლექცია თემაზე „ბიოორთოგონალურ ქიმიაზე დაფუძნებული მეცნიერების თერაპიული შესაძლობები“ (კაროლინ ბერტოზიმ 2022 წელს მიიღო უმაღლესი აკადემიური ჯილდო ბიოქიმიის დარგში) და სხვა მრავალი. 

ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ გააკეთა ხანგრძლივი მოხსენება ჩვენს უნივერსიტეტში არსებულ პროგრამებსა თუ პროექტებზე, დამსწრეთ გააცნო თსუ-ში არსებული სიახლეები და გამოწვევები.

View More

Order N:

The training program of the TSU and Siracusa International Institute with the participation of world leading experts

At Ivane Javakhishvili Tbilisi State University (TSU) in cooperation with the Siracusa International Institute for Criminal Justice and Human Rights (Siracusa Institute), a regional training program on atrocity crimes - "REACT" was held on June 18-27, 2024. The program aimed to enhance the qualifications of Georgian prosecutors and investigators in national and international criminal law.

 

The Siracusa Institute is an authoritative research and educational institution in the field of international and comparative criminal justice and human rights. As a partner of the United Nations, the Council of Europe, the European Union, and other international organizations, the Siracusa Institute has been providing specialized courses, scientific and research projects for over 50 years worldwide to combat transnational threats and impunity for international crimes, and to protect human rights.

 

The project "REACT", implemented for the first time in Georgia, is a pilot training program initiated by the Siracusa Institute. Participants included investigators and prosecutors from the Prosecutor's Office of Georgia, the Special Investigation Service, and the State Security Service. During the two-week training sessions, they acquired practical knowledge related to the specifics of investigating and prosecuting particular atrocity crimes.

 

Georgian prosecutors and investigators were trained by foreign experts, including: Alice Zago – Head of Unified Team, Office of the Prosecutor of the International Criminal Court; Anne van Dooren – Public Prosecutor at the National Public Prosecutor’s Office of the Netherlands; Peter-Michael Gaedeke – Public Prosecutor, German Federal Prosecution Office; Sarah Coquillaud – Legal Officer, Kosovo Specialist Prosecutor’s Office; Colonel Thibaud Fritz, Chief of the Forensic Human Identification Division, The Criminal Research Institute of the National Gendarmerie of France; Julie André – Judicial Cooperation Advisor, Office of the Prosecutor of the International Criminal Court; Philip Trewhitt – Executive Director Institute for International Criminal Investigations; Joseph Powderly and Larissa van den Herik – Professors of Public International Law at Leiden University, Grotius Centre for International Legal Studies; Givi Bagdavadze – Head of the International Co-operation Unit at the Office of the Prosecutor General of Georgia, and Giorgi Dgebuadze – Associate Professor and Deputy Dean of the TSU Faculty of Law.

 

The training covered topics such as: Legal rules for the use of various types of evidence and admissibility criteria in War Crimes, Crimes Against Humanity, Genocide, and Aggression; Practical skills in developing an investigation plan; Prosecuting high-ranking state officials in International Criminal Courts; Special rules on collecting evidence in sexual and gender-based violence cases; Challenges in Georgia's domestic legal system with regard to atrocity crimes; Significance of international cooperation and legal assistance in prosecuting atrocity crimes. 

 

The training program in Georgia was conducted between the TSU and the Siracusa Institute under a Memorandum of Understanding signed by the TSU Rector, Academician Jaba Samushia and the President of the Siracusa Institute Jean-François Thony. The Institute for Comparative and Transnational Criminal Law of the TSU Faculty of Law cooperates with the Siracusa Institute on behalf of the TSU. In the implementation process of the training program, the following individuals were involved: Filippo Musca – Director General of the Siracusa Institute; the Institute’s staff: Ashot Agaian and Carolina Seguino; Natia Merebashvili – Deputy Prosecutor General of Georgia; Mirian Megrelishvili – Head of the Professional Development Center of the Prosecutor's Office of Georgia; Rusudan Tsagareli – a member of the TSU Faculty of Law and Giorgi Dgebuadze – Deputy Dean, Associate Professor. This event was planned during Giorgi Dgebuadze’s working visit to the Siracusa Institute. Further joint research, educational, and academic activities are planned between the TSU and the Siracusa Institute in the near future.  

View More

Order N:

ვორკშოპი თსუ პროფესიული სტუდენტების კარიერული განვითარებისთვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში სტუდენტებისთვის ვორკშოპი ჩატარდა „როგორ შეიძლება გავზარდოთ დასაქმების შესაძლებლობები/HR.GE როგორც ხელშემწყობი პლატფორმა“. ვორკშოპს დასაქმების სააგენტოს HR.GE  რეგიონული მენეჯერი ინგა შახბაზიანი და ადამიანური რესურსების მენეჯერი ანი ლობჟანიძე უძღვებოდნენ. 


როგორც თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან წიქარიძემ განაცხადა, სტუდენტების პროფესიული და კარიერული განვითარება ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. „პროფესიული პროგრამები თავისთავად გულისხმობს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას იმგვარად, რომ კურსდამთავრებული უკვე მზად იყოს შრომის ბაზრისთვის. თუმცა, ჩვენ ასევე ვზრუნავთ, რომ სტუდენტებს მივცეთ დამატებითი ცოდნა, უნარები კარიერის სწორად  დასაგეგმად და წარმატებული დასაქმებისთვის“,-აღნიშნა ცენტრის ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, ვორკშოპი, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად მომზადდა, რეზიუმეების სწორად მომზადებას, დამსაქმებელთან გასაუბრებისთვის მზაობას, განათლების და პროფესიული გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიების მოძიების შესაძლებლობას და კარიერულ განვითარებას ითვალისწინებს. 


ღონისძიება თსუ-სა და დასაქმების სააგენტოს HR.GE შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. უახლოეს მომავალში სტუდენტებს ექნებათ საშუალება უნივერსიტეტის ვებგვერდის დახმარებით საკუთარი რეზიუმე ატვირთონ პორტალზე, რომელზეც 30 ათასამდე დამსაქმებელს ექნება წვდომა. 


დღეისთვის თსუ პროფესიული განათლების ცენტრში თბილისსა და ქუთაისში 400-მდე სტუდენტი სწავლობს.  

View More

Order N:

2024/2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მოვალეობის შემსრულებლის წერილის (N 17589/10; 04/07/2024) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2024/2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.

2. კონკურსი ჩატარდეს 2024 წლის 9 ივლისს:

3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) რუსუდან დოლიძე, თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ეკატერინე ფირცხალავა, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;

გ) გიული შაბაშვილი, თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ირინა გამყრელიძე.

5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის 1/04 და 10 მარტის 9/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.

6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ჯაბა სამუშია რექტორი

View More

Order N: 175/01-01

The third panel discussion within the framework of the International Scientific Symposium "Multidisciplinary aspects of human rights protection in light of global challenges"

Within the framework of the International Scientific Symposium "Multidisciplinary aspects of human rights protection in light of global challenges" the third panel discussion on constitutional law, international law and criminal law will be held on June 15, 2024, at 14:00, in the TSU II building, auditorium 129.

 

This event is carried out within the framework of the Ministry of Justice of Georgia’s grant program - "Promoting the introduction of innovative services in the system of the Ministry of Justice of Georgia, strengthening the protection of human rights and legal security".

View More

Order N:

საზაფხულო სკოლა ლუგანოში (შვეიცარია)

4-6 სექტემბერს ლუგანოში (შვეიცარია) ინფორმატიკის დარგის აკადემიური პერსონალისთვის საზაფხულო სკოლა (3rd International EUGAIN Summer Training School: Gender & Sustainability) გაიმართება. საზაფხულო სკოლა COST-ის აქტივობის (CA19122) ფარგლებში მოქმედი EUGAIN პლატფორმის ორგანიზებით ტარდება.

 

დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ ბმულზე.

 

რეგისტრაცია უფასოა და მოიცავს ლექციებზე დასწრებას, სოციალურ აქტივობებს. 

 

აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა 8 ივლისი.

View More

Order N:

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კონკურსი "EU TalentOn 2024"

9-14 სექტემბერს კატოვიცეში გაიმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კონკურსი "EU TalentOn 2024", რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 21-დან 35 წლამდე ასაკის სტუდენტებს, დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს.

 

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს შეიმუშავონ მსოფლიოს საკვანძო და მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარების ახალი და კრეატიული მიდგომები.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 7 ივლისი.

 

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: https://eutalenton2024.eu/

View More

Order N:

კონფერენცია თემაზე: „არასრულწლოვანთა ქორწინება: ისტორიული მდგომარეობა და თანამედროვე სამართლის დამოკიდებულება“

კონფერენცია თემაზე: „არასრულწლოვანთა ქორწინება: ისტორიული მდგომარეობა და თანამედროვე სამართლის დამოკიდებულება“

 

თსუ იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის მიერ ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „არასრულწლოვანთა ქორწინება: ისტორიული მდგომარეობა და თანამედროვე სამართლის დამოკიდებულება“.

 

კონფერენცია გახსნეს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფერსორმა თამარ ზარანდიამ, თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ბესარიონ ზოიძემ და მოწვეულმა ლექტორმა, დოქტორანტმა მარიკა დუმბაძემ.

 

კონფერენციის თემატიკის აქტუალობაზე ისაუბრეს და მოხსენებები წარმოადგინეს  პროფესორებმა, მოწვეულმა ლექტორებმა და იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებმა.

 

აღნიშნული კონფერენცია მიეძღვნა არასრულწლოვანთა ქორწინების სამართლებრივ საკითხებს, ყურადღება გამახვილდა არსებულ პრობლემებსა და ცვლილებების მიზეზებზე, ემანსიპაციასა და იძულებითი ქორწინების საკანონმდებლო რეგულირებებზე.

 

კონფერენცია დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა და აქტუალურ საკითხებზე საინტერესო მსჯელობით დაიხურა.

View More

Order N:

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, დამტკიცების, შეფასებისა და განვითარების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 22 ივლისის №96/2019 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის 2024 წლის 27 ივნისის №16808/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 28 ივნისის №10 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს: 


1.    ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, დამტკიცების, შეფასებისა და განვითარების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 22 ივლისის №96/2019 დადგენილება.


2.    დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას. 
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს 2024 წლის 8 ივლისიდან.
 

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

View More

Order N: 73/2024

“სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2022 წლის 3 ოქტომბრის №83/2022 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 14 ივნისის №15612/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 28 ივნისის №10 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. ამოღებულ იქნეს “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2022 წლის 3 ოქტომბრის №83/2022  დადგენილების პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი.

 
2.  დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე  

View More

Order N: 75/2024

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2024 წლის 28 მაისის №129/01-01 ბრძანების, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2024 წლის 7 ივნისის №14963/29 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 28 ივნისის №10 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრა) ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) მანანა ლობჟანიძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ჯემალ ხარიტონაშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ლია თოთლაძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) დალი სეხნიაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი;
ე) თეა ლაზარაშვილი - პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) რამაზ ფუტკარაძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) გულნაზ ერქომაიშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) რუსუდან სირბილაძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული  პროფესორი (კომისიის მდივანი).


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

View More

Order N: 69/2024

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2023–2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) ვადების განსაზღვრის შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 12 მარტის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე

 

ვბრძანებ:

 

  1. განისაზღვროს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2023– 2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) ვადები დანართი №1- ის შესაბამისად.
  2. 2023–2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი დაცვები ჩატარდეს 17 - 27 ივნისის ვადაში და საჯარო დაცვები 15 - 25 ივლისის ვადაში.
  3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის შესაბამის სამსახურს.
  4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
  5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
View More

Order N: 9/26

თსუ-ს ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული მოკლევადიანი კლინიკური პრაქტიკის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 15503/10; 13/06/2024) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის მიერ თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.

2. კონკურსი ჩატარდეს 2024 წლის 14 ივნისს.

3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ლალი ფხალაძე, თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ეკატერინე ფირცხალავა, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;

გ) ლარისა მელია, თსუ მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ირინა გამყრელიძე;

5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04 და 10 მარტის N 9/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.

6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ჯაბა სამუშია რექტორი

View More

Order N: 153/01-01

Jaba Samushia Participates in San Diego State University Conference

 

The Rector of Tbilisi State University, Academician Jaba Samushia participated in a conference organized by San Diego State University - Georgia on the topic of internationalization of Georgian higher education.

 

In his address, Rector Samushia highlighted the international programs implemented by the university and the significance of collaboration with foreign universities. He indicated that the university is actively engaged in the implementation of international programs and projects. To facilitate the internationalization process, over the past few years, more than 400 professors and teachers from TSU participated in exchange programs at leading universities in Europe and the United States.

 

“The process of internationalization gives universities completely new opportunities, new directions, which changes the philosophy of the high school. The positive outcomes of this collaboration are already considerable and significant. It is my opinion that these relations should be developed further, and that greater attention should be paid to the development and implementation of the common program. I am proud that TSU’s programs were among the first to receive an ABET degree. It is important to deepen our cooperation with San Diego State University. I hope we have more conferences like this one that will contribute to the development of our shared programs and cooperation,” said Jaba Samushia.

 

Tbilisi State University has established collaborative relationships with 195 universities across the United States and Europe. Currently, 23 English-language programs are operational at the university, which were developed in collaboration with foreign partners. 

View More

Order N:

აკაკი ჩხენკელის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია

13-14 ივნისს გაიმართება  აკაკი ჩხენკელის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია. 

 

კონფერენცია გაიხსნება 13 ივნისს, 11.00 საათზე,  თსუ I კორპუსის 212-ე აუდიტორიაში.

 

დამატებითი ინფორმაცია იხ. პროგრამაში.

 

View More

Order N:

დოქტორანტ მარიამ ჭურჭელაურის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2024 წლის 27 ივნისს, 15:00 საათზე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე შედგება ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მარიამ ჭურჭელაურის სადისერტაციო ნაშრომის: „სატრანსპორტო კლასტერის ფუნქციონირების თავისებურებები  საქართველოს ეკონომიკაში“ საჯარო დაცვა (მაღლივი კორპუსი, აუდიტორია #206).

სამეცნიერო ხელმძღვანელი:   ასოცირებული პროფესორი ინეზა გაგნიძე

სადისერტაციო  ნაშრომის დაცვის კომისია: აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, პროფესორი იური ანანიაშვილი, პროფესორი თემურ ბერიძე, პროფესორი რევაზ გველესიანი, პროფესორი სიმონ გელაშვილი, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი, პროფესორი  ეთერ ხარაიშვილი (თავმჯდომარე), პროფესორი მირიან ტუხაშვილი, ასოცირებული პროფესორი ია ნაცვლიშვილი, ასოცირებული პროფესორი ნინო დამენია, ასოცირებული პროფესორი ირინა გოგორიშვილი, ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი (მოადგილე), ასოცირებული პროფესორი  მანანა ლობჟანიძე, ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი, პროფესორი ნინო გრიგოლაია - თბილისის ღია უნივერსიტეტი, ასისტენტ-პროფესორი  თამარ ლაზარიაშვილი (მდივანი), ასისტენტ-პროფესორი ნინო ლობჟანიძე. 

View More

Order N: