Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელისა და მეცნიერი თანამშრომელის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“  ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი     ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების    დამატებითი    პირობების    დამტკიცების    შესახებ”    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტის დებულების, მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-11 მუხლის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის    საშტატო    განრიგის    დამტკიცების    შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 23 დეკემბრის N34/04 ერთობლივი ბრძანების და ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტის დირექტორის  გელა გელაშვილის 2022 წლის 11 თებერვლის  N2597/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 2 თებერვლის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ელეფთერ ანდრონიკაშვილის   სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტის  სამეცნიერო პერსონალის - მთავარი
მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის    შედეგები    (შემაჯამებელი    ოქმი)    და    განისაზღვრონ    არჩეულად    ქვემოთ ჩამოთვლილი პირები:


კონდენსირებილი  გარემოს ფიზიკის განყოფილება

გიორგი  ჯაყელი  -  მთავარი  მეცნიერი  თანამშრომლის  თანამდებობაზე  -  ერთი  საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
შოთა გარუჩავა - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე - ერთი საშტატო ერთეული (4
წლის ვადით);

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება გიორგი ჯაყელთან და შოთა გარუჩავასთან.
3.  წინამდებარე ბრძანების განთავსება ოფიციალურ ვებგვერდზე დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 40/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ტრენერების ტრენინგი (ინტენსიური კურსი)“ დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის       N135/ნ     ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2022 წლის 09 თებერვლის N2374/10 და თსუ   უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2022 წლის 15 თებერვლის N3006/10 წერილების საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ტრენერების ტრენინგი (ინტენსიური კურსი)“ (დანართი 1);
2. დაევალოს   უნივერსიტეტის   კანცელარიას   წინამდებარე   ბრძანების   განთავსება   ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი    გიორგი შარვაშიძე                                          


 

View More

Order N: 41/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში, სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით, ონლაინ რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ "ო" და ,,პ“ ქვეპუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების, და თსუ სტუდქალაქის სტუდენტური სერვისების განყოფილების უფროსის, ზაზა წაქაძის 2022 წლის 11 თებერვლის N2615/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში სარგებლობის უფლების
მოპოვების    მიზნით   გამოცხადდეს   ონლაინ   რეგისტრაცია   ბაგების   საერთო საცხოვრებლის 50   (ორმოცდაათი)   და   ლისის   საერთო   საცხოვრებლის   15 (თხუთმეტი) ადგილზე.

2.  ონლაინ  რეგისტრაცია  განხორციელდება  სტუდენტის  პორტალზე  2022 წლის 15 თებერვლის 11:00 საათიდან 2022 წლის 18 თებერვლის 16:00 საათამდე.

3.   დაევალოს   საინფორმაციო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტს   ონლაინ რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.

4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.

5. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.

6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე


 

View More

Order N: 18/02-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების წარმოების პროცესში პირთა პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის, მე-5 მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2021 წლის 13 სექტემბრის Nგ-1/328/2021 გადაწყვეტილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.        სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი“) სტუდენტებისათვის პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიების (შემდგომში - ,,სტიპენდია“) მინიჭების წარმოების პროცესში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავება აუცილებელია აღნიშნული სტიპენდიის კონკრეტულ პირთა წრისათვის (სტუდენტებისათვის) მინიჭების მიზნით, რაც ემსახურება მათი სწავლის უფლების რეალიზების დამატებით ხელშეწყობას, ზრდის სტუდენტთა წრეში სწავლის გაუმჯობესების თვალსაზრისით მოტივაციას.
2.        უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სტიპენდიის მინიჭების წარმოების პროცესში მიღებული განცხადებები და მათზე თანდართული დოკუმენტაცია უნივერსიტეტის თითოეულ ფაკულტეტზე უნდა გადაეცეს სტიპენდიის მინიჭების წარმოების განსახორციელებლად (განცხადებების განხილვისა და შედეგების დაფიქსირების მიზნით) გამოყოფილ კომისიას (შესაბამისი ფაკულტეტის პერსონალს შემადგენლობით), რომელიც ვალდებულია წარმოდგენილი ინფორმაცია განხილოს, განხილვასთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაცია დაამუშაოს მხოლოდ სტიპენდიის მინიჭების წესით განსაზღვრული  მიზნების  მისაღწევად,  არ  გაამჟღავნოს  მისთვის  წარმოებისას  მიღებული პერსონალური ინფორმაცია ისეთ პირზე, რომელიც არ არის უფლებამოსილი იცნობდეს მას.
3.        უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სტიპენდიის მინიჭების წარმოების პროცესში, წარმოებაში მონაწილე პერსონალი უფლებამოსილია დაამუშაოს, როგორც სტუდენტის მიერ სტიპენდიის მიღების მიზნით წარმოდგენილი ინფორმაცია, ისე ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელი სტუდენტის თაობაზე უკვე დაცულია შესაბამის უფლებამოსილ პერსონალთან როგორც ქაღალდურ, ისე ელექტრონულ საინფორმაციო მატარებელზე და რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტებასთან, დეტალიზებასთან, სანდოობის დადგენასთან და სტუდენტებისათვის სტიპენდიის მინიჭების კანონიერ მიზნებთან.
4.        სტიპენდიის მინიჭების წარმოების დასრულების შემდგომ, წარმოების შედეგები ეცნობება სტიპენდიის მინიჭების მიზნით განცხადების წარმომდგენ სტუდენტებს შემდეგი წესით:

ა) სტიპენდიით დაფინანსებულ სტუდენტთა ერთიანი სია მტკიცდება უნივერსიტეტის რექტორის სამართლებრივი აქტით, რომლის შინაარსი ქვეყნდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე შესაბამისი ერთიანი სიის გარეშე;

ბ) კონკურსში მონაწილე პირთა საკონკურსო შედეგები, ასევე სტიპენდიით დაფინანსებულ პირთა სია ქვეყნდება ფაკულტეტების მიხედვით, უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე პირთა ისეთი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია სხვა პირის მიერ პირის პირდაპირი ან არაპირდაპირი იდენტიფიცირება.

5.       წინამდებარე ბრძანების მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნივერისტეტის (შესაბამისი ფაკულტეტების) ვებგვერდიდან აღებული უნდა იქნას ყოველი კონკრეტული სასტიპენდიო კონკურსის დასრულებისა და ამავე კონკურსის შედეგად პირთა ყველა უფლების, ასევე ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების წესი“-ს მიზნების რეალიზებისთანავე.
6.        ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ ვებგვერდზე  გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.        ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
8.        ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
9.        წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.


რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 37/01-01

2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+  პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. ჩატარდეს კონკურსი 2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  ერაზმუს+   საერთაშორისო  კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტის  მიერ   თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი   ჩატარდეს   2022   წლის   15   თებერვალს   Zoom   პლატფორმის საშუალებით.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო  ოკრიბელაშვილი, თსუ  რექტორის  მოადგილე,  კომისიის თავმჯდომარე;
ბ) მანანა  რუსიეშვილი,  თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) ჯაბა უროტაძე, თსუ სოციალურ  და   პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობათა         დეპარტამენტი,         შიდა         აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 36/01-01    

სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში- ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“,  ,,პ“  და  "ზ"  ქვეპუნქტებისა  და  მე-9 პუნქტის,  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების  დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-6, მე-16, მე-17, მე-18, მე-20 და 21-ე პუნქტების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 23 დეკემბრის N34/04 ერთობლივი ბრძანებისა და თსუ-ის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის-ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის  მ. კაკაბაძის 2022 წლის  8 თებერვლის N2316/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 3 თებერვლის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლების - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) განყოფილებების მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით:

კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტი
ა) თინათინ კვაჭაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
ბ) ქეთევან ჯანდიერი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
გ) თამუნა გვიანიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 

კლინიკური ანატომიისა და ექსპერიმენტული მოდელირების დეპარტამენტი 
ა) ია კირვალიძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
ბ) ქეთი ცომაია - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
გ) ინგა სიხარულიძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 

გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის დეპარტამენტი
ა) ზურაბ ბუკია - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
ბ) რუსუდან ჯოჯუა - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
გ) მარინე ერემაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 
დ) ზანდა ბედინაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 
ე) ნანა წიქორიძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

2. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს 2022 წლის 14 თებერვლიდან.
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი).
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე 

View More

Order N: 35/01-01 

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის   ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 3 თებერვლის N3/04 ერთობლივი ბრძანებისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ირაკლი საღარეიშვილის 2022 წლის 7 თებერვლის N2211/10 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. გამოცხადდეს  კონკურსი  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის -  1 საშტატო ერთეული - შესარჩევად.
2.   საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 2200 (ორი ათას ორასი) ლარით.
3.   აპლიკანტი (შესყიდვების განყოფილების უფროსი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს უმაღლესი განათლება - ბაკალავრი (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება/სამართალი) ან/და მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება/სამართალი);
ბ) ჰქონდეს საფინანსო/ეკონომიკური მიმართულებით მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არანაკლებ 2 წლის და ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება (სახელმწიფო შესყიდვების სფეროში);
გ)  ფლობდეს კომპიუტერულ პროგრამებს - Microsoft Office;
დ)  იცნობდეს საქართველოს კონსტიტუციას;
ე)  იცოდეს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე შემდეგი რეგულაციები: 
ე.ა) იცოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ე.ბ)  საქართველოს   ადმინისტრაციულ   სამართალდარღვევათა   კოდექსის   1595– 1599 მუხლები;
ე.გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1951 მუხლი; 
ე.დ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
ე.ე)  საქართველოს   მთავრობის   2014   წლის   14   იანვრის   №55   დადგენილება  „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“;
ე.ვ)    საქართველოს  მთავრობის  2017  წლის  26  სექტემბრის  №439  დადგენილება„ტექნიკური    რეგლამენტის    –    „სამშენებლო    სამუშაოების    ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე“;
ე.ზ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13  ბრძანებით  დამტკიცებული  „გამარტივებული  შესყიდვის  კრიტერიუმები  და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“;
ე.თ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
ე.ი) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7  ბრძანება  „შესყიდვის  ობიექტების  იდენტიფიცირებისა  და  ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“;
ე.კ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“; 
ე.ლ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანება „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“; 
ე.მ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ე.ნ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2   ბრძანება   „შემსყიდველი   ორგანიზაციის   ანგარიშგების   წესის   დამტკიცების შესახებ“;
ე.ო) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია“;
ე.პ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანება „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
4.  აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:
ა) კრეატიული აზროვნების უნარი;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი; 
გ) ოპერატიული მოქმედების უნარი;
დ) მაღალი პროფესიონალიზმის უნარი;
ე) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
ვ) დასაბუთების უნარი;
თ) ფორსმაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
ი) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
კ)  ცვლილებების  ადეკვატურად  აღქმისა    და  სიახლეების  სწრაფად  ათვისების უნარი.

5.   აპლიკანტს  მოეთხოვება  საფინანსო  დეპარტამენტის  შესყიდვების  განყოფილების უფროსის  შემდეგი ფუნქციების შესრულება: 
ა) კოორდინაცია გაუწიოს შესყიდვების განყოფილების საქმიანობას, გაანაწილოს მოვალეობები    განყოფილების  თანამშრომლებს  შორის,  მისცეს  მითითებები  და დავალებები, დაგეგმოს ელექტრონული შესყიდვების პროცესები და კანონმდებლობასთან და წესებთან შესაბამისად აწარმოოს მონიტორინგი;

ბ) დაფინანსების წყაროების მიხედვით ორგანიზება გაუწიოს თსუ შესყიდვების გეგმის შედგენას და კორექტირების პროცესს,    განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზება გაუწიოს შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოების წარმართვას, მონეტარული ზღვრების დადგენას, შესყიდვის ობიექტის ერთგვაროვნების დადგენას და შესყიდვის მეთოდის შერჩევას;

გ) ორგანიზება გაუწიოს კვარტალური და ხელშეკრულებების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების  მომზადება - წარდგენის პროცესს, უზრუნველყოს  სატენდერო პროცედურების წარმართვა და კონტროლის გაწევა, დაადგინოს მომზადებული და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა;

დ) უზრუნველყოს საკონკურსო პროცედურების წარმართვის და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მომზადება, შემოსული წერილების საფუძველზე გამარტივებული საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ ხელშეკრულებების მომზადება;

ე)  მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით  მონაწილეობა მიიღოს მიმწოდებლების შერჩევაში, უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადება, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან და სხვა ზემდგომ უწყებებთან საქმიანი მიმოწერა, განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობა გაუწიოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებას;

ვ)    ითანამშრომლოს    თსუ    პროფილურ    დეპარტამენტებთან,    სამსახურებთან, ფაკულტეტებთან და ინსპექტირების ჯგუფთან,    პერიოდულად, საჭიროების მიხედვით, უზრუნველყოს შიდა პროფილური სამსახურების და მიმწოდებელთა წარმომადგენელების შეხვედრების ორგანიზება;

ზ) უზრუნველყოს შესყიდვების პრობლემურ საკითხებზე სამუშაო ინსტრუქციების შემუშავება, დაგზავნა და თსუ ვებგვერდზე განთავსება, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადებთან დაკავშირებით, “დამატებითი შეთანხმებების” მომზადება;

თ) კოორდინაცია გაუწიოს თანხების ავანსად-წინასწარ გადარიცხვის შემთხვევაში საგარანტიო წერილების წარმოდგენას, მრავალწლიანი და გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეულ შესყიდვებზე წერილობითი ნებართვების მოპოვებას, ორგანიზება გაუწიოს მიმწოდებელთა ბაზრის კვლევას და   მონაწილეობა მიიღოს სატენდერო და უნივერსიტეტის სხვა კომისიების მუშაობაში;

6.   კონკურსში  მონაწილეობის  მსურველ  აპლიკანტს  (შესყიდვების  განყოფილების უფროსი)  მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი; 
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე)   პროფესიული   გამოცდილების   ამსახველი   დოკუმენტი   (ამონაწერი   შრომის წიგნაკიდან, ცნობა სამსახურიდან და სხვ.)
ვ) უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა;
ზ) ორი რეკომენდატორის სახელი და გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია; 
თ)   ცნობა   ნარკოლოგიური   შემოწმების   გავლის   შესახებ   (ცნობის   წარმოდგენა თანამდებობის დაკავების შემთხვევაში);
ი) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება), (ცნობის წარმოდგენა თანამდებობის დაკავების შემთხვევაში);
კ) სამოტივაციო წერილი;

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო    პაკეტის   განხილვის   საფუძველზე   საკონკურსო   კომისიის   მიერ. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას დისტანციურ რეჟიმში ZOOM პლატფორმის საშუალებით (კონკრეტული თარიღი, დრო და ZOOM პლატფორმის მისამართი ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი  (დანართი N1);
9.   ბრძანებით  მოთხოვნილი  დოკუმენტები  აპლიკანტის  მიერ  გადმოგზავნილ  უნდა იქნეს 2022 წლის 14 თებერვლიდან 2022 წლის 18 თებერვლის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge   სათაურის ველში უნდა მიეთითოს "საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი".
10. ბრძანება     სსიპ-ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის    საფინანსო      დეპარტამენტის      შესყიდვების      განყოფილების შესარჩევად    კონკურსის    გამოცხადების    შესახებ    განთავსდეს    უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2022 წლის 6 მარტისა;
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე
 

View More

Order N: 17/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო -კვლევით ერთეულში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერ თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“    ქვეპუნქტებისა  და  მე-9 პუნქტის,  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, შოთა რუსთაველის      სახელობის  ქართული ლიტერატურის   ინსტიტუტის, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 23 დეკემბრის N34/04 ერთობლივი ბრძანებისა და   შოთა რუთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის  დირექტორის ირმა რატიანის 2022 წლის 9 თებერვლის   N2372/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 4 თებერვლის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი ) საფუძველზე,

 

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. დამტკიცდეს სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   შოთა რუთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის  - უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მეცნიერი

თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვრონ არჩეულად:


ქართული ლიტერატურის განყოფილება 
არგანაშვილი გია - მეცნიერი თანამშრომელი-1 საშტატო ერთეული 
ბაშალეიშვილი ლიანა - მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული 
გელაშვილი ლევან  - მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული 
ზარდიაშვილი ელისაბედ - მეცნიერი თანამშრომელი-1 საშტატო ერთეული 
ლეთოდიანი ანა  - მეცნიერი თანამშრომელი-1 საშტატო ერთეული 
მეტრეველი საბა-ფირუზ  - მეცნიერი თანამშრომელი-1 საშტატო ერთეული 
მრევლიშვილი ნანა - მეცნიერი თანამშრომელი-1 საშტატო ერთეული 
ნაცვლიშვილი  ირინე - მეცნიერი თანამშრომელი-1 საშტატო ერთეული 
ტყეშელაშვილი მირანდა  - მეცნიერი თანამშრომელი-1 საშტატო ერთეული 
შამილიშვილი მანანა  - მეცნიერი თანამშრომელი-1 საშტატო ერთეული 
ჩიკვაიძე  ეკატერინე  - მეცნიერი თანამშრომელი-1 საშტატო ერთეული 
ჩიტაური ნათელა - მეცნიერი თანამშრომელი-1 საშტატო ერთეული
ცხადაია ზოია - მეცნიერი თანამშრომელი-1 საშტატო ერთეული 
ჯამაგიძე მზია - მეცნიერი თანამშრომელი-1 საშტატო ერთეული 
ჯოხაძე მაკა - მეცნიერი თანამშრომელი-1 საშტატო ერთეული
კვანტალიანი შარლოტა - მეცნიერი თანამშრომელი-0,5 საშტატო ერთეული


ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის განყოფილება 
ლომიძე თამარ - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული 
წერედიანი არჩილი - მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული 
გაგოშაშვილი ნინო  - მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული 
თურნავა  რუსუდან - მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული 
ნუცუბიძე თამარ - მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული 
ობოლაძე თათია - მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული 
ტაბუცაძე სოლომონ - მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული 
შამანაძე შორენა -  მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული 
მეტრეველი ლილი - მეცნიერი თანამშრომელი -0.5  საშტატო ერთეული

ფოლკლორის განყოფილება
ტურაშვილი მარინე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 
ჩხეიძე  ეკა - მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული 
ბედიანიძე დალილა - მეცნიერი თანამშრომელი - 0,5  საშტატო ერთეული

რუსთველოლოგიის განყოფილება
გონჯილაშვილი ნანა -  მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული 
კარიჭაშვილი ლია -  მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული 
წერეთელი ლია -  მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული

გალაკტიონოლოგიის განყოფილება
ბებურიშვილი ლევან - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 

2. კონკურსის  შედეგები ძალაში შევიდეს  2022 წლის 14 თებერვლიდან.
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან.
4. წინამდებარე ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, შოთა რუსთაველის სახელობის ქართულილიტერატურის ინსტიტუტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე 

View More

Order N: 32/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021- 2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში მისაღები უცხო ენის გამოცდისთვის დამატებითი ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტარაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 94-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დოქტორანტობის კანდიდატებს, რომლებიც სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2022 წლის 31 იანვრის N21/01-01 ბრძანებებით დადგენილ ვადებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადნენ უცხო ენის გამოცდაზე, განესაზღვროთ დამატებითი საგამოცდო ვადები:

ა) გამოცდა უცხო ენაში  - 17 თებერვალი (10:00 სთ);
ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 17 თებერვალი;
გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 18 თებერვალი (13:00 სთ-მდე); 
დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 18 თებერვალი.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 33/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021- 2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში ვაკანტური ადგილების, მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2022 წლის 31 იანვრის N21/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში ვაკანტური ადგილების, მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2022 წლის 31 იანვრის N21/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-3 პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება- 21-22 თებერვალი;
ლ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 23 თებერვალი;“

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე 

View More

Order N: 34/01-01

2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი პალაცკის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. ჩატარდეს კონკურსი 2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული    ერაზმუს+       საერთაშორისო       კრედიტ-მობილობის პროგრამის    ფარგლებში   პარტნიორი   პალაცკის უნივერსიტეტის   მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი   ჩატარდეს   2022   წლის   10   თებერვალს   Zoom   პლატფორმის საშუალებით.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო ოკრიბელაშვილი, თსუ რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) თეონა მატარაძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)  ნინო   ქიმერიძე,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს     კომისიის     მდივნად     თსუ     საგარეო     ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დამტკიცდეს   კონკურსის   ჩატარებისა   და   კანდიდატთა   შერჩევის   წესი (დანართი №1).
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს  და  შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი,შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე
 

View More

Order N: 30/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტებისათვის პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის №64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2022 წლის 4 თებერვლის N2015/10 წერილის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუწყდეთ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტის სტატუსი №1 დანართში მითითებულ პროფესიულ სტუდენტებს (დანართი №1).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64)

 

რექტორი     გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 54/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო” და ,,პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 14 აგვისტოს №:154/01-01 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 7 თებერვლის №2158/29 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს კონკურსი მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.
2. დამტკიცდეს  კონკურსში  მონაწილეობის მსურველის განცხადების  ფორმა (დანართი №1).
3. კანდიდატების შერჩევა განახორციელოს სტიპენდიის მიმნიჭებელმა კომისიამ მოქმედი კანონმდებლობისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    მამია   ღაღანიძის   სახელობის   სტიპენდიის   მინიჭების   წესისა   და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის

2020 წლის 14 აგვისტოს №:154/01-01 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესის“ საფუძველზე.

4. სტიპენდიის მოპოვების მსურველმა ბაკალავრიატის სტუდენტებმა კომისიის სახელზე წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სტუდენტის განცხადება, წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად; 
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) წინა სემესტრის განმავლობაში კონფერენციაში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (დათარიღებული სერტიფიკატი ან ცნობა);
დ) წინა სემესტრის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ის ასლი;
ე) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის პროექტების, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისა, თსუ-სა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) საქართველოს ბანკიდან სტუდენტის საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი.

5. სტიპენდიის მიღების მსურველის სტუდენტების საბუთების მიღება მოხდეს 2022 წლის 11 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით.
6. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება განხორციელდეს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტთა მომსახურების ცენტრში, ელექტრონული ფოსტის  გზავნილით,  მისამართზე:   nana.chargeishvili@tsu.ge  (საკონტაქტო  პირი:  თეონა გამხუაშვილი ტელ: 2250484(9801)
7. სტიპენდიანტების შერჩევის თაობაზე რექტორის 2020 წლის 14 აგვისტოს №:154/01-01 ბრძანებით დამტკიცებული კომისიის დასკვნა მომზადდეს არაუგვიანეს 2022 წლის 2 მარტისა.
8. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
9. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 31/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო -კვლევით ერთეულში ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“     ქვეპუნქტებისა  და  მე-9 პუნქტის,  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრფიის   ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 23 დეკემბრის N34/04 ერთობლივი ბრძანების და ვახუშტი ბაგრატიონის   სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის   ნანა ბოლაშვილის 2022 წლის   2 თებერვლის   N1901/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის   2022 წლის 28 იანვრის   სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელისა და  მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვრონ არჩეულად:

ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყოფილება
გელაძე ვახტანგ-მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილება გადრანი ლელა - მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული ყავლაშვილი გიორგი - მეცნიერი თანამშრომელი  -1 საშტატო ერთეული იმნაძე გურამ - მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული
გაფრინდაშვილი გიორგი -  მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული

ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილება
ხარძიანი თამარი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული ჩალაძე თამილა - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული კეკენაძე ვალერიანე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული


საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილება
თუთბერიძე მზია - მეცნიერი თანამშრომელი  -  1 საშტატო ერთეული ხომერიკი გიორგი - მეცნიერი თანამშრომელი -  1 საშტატო ერთეული კვირკველია ნანა - მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული თავაძე გივი -  მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული
ჯვარშეიშვილი სოფიკო -   მეცნიერი თანამშრომელი -  0,5 საშტატო ერთეული

კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის ლაბორატორია
ჭიჭინაძე თამარ - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული კუმლაძე რომან -  მეცნიერი თანამშრომელი  0,5 საშტატო ერთეული


2. კონკურსის  შედეგები ძალაში შევიდეს  2022 წლის 14 თებერვლიდან;
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან;
4. წინამდებარე ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ვახუშტი ბაგრატიონინის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 


რექტორი    გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 28/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო -კვლევით ერთეულში ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“    ქვეპუნქტებისა  და  მე-9 პუნქტის,  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ანდრია რაზმაძის     სახელობის  მათემატიკის  ინსტიტუტის, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 23 დეკემბრის  N34/04 ერთობლივი ბრძანების,   ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის   ინსტიტუტის დირექტორის   ნინო ფარცვანიას 2022 წლის   3 თებერვლის N1944/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის  2022 წლის 2 თებერვლის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის -  მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვრონ არჩეულად:

ალგებრის განყოფილება
ზანგურაშვილი დალი - მეცნიერი თანამშრომელი   - 1 საშტატო ერთეული პაჭკორია ალექსი - მეცნიერი თანამშრომელი   -  1 საშტატო ერთეული

მათემატიკური ლოგიკის განყოფილება:
ურიდია ლევან - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

მათემატიკური ანალიზის განყოფილება:
გორდაძე  ეთერ - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

დრეკადობის მათემატიკური თეორიის განყოფილება: გოგოლაური ლიდა - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული შაფაქიძე ლუიზა - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

მათემატიკური ფიზიკის განყოფილება:
გაჩეჩილაძე ავთანდილ - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

თეორიული ფიზიკის განყოფილება:
ციციშვილი გიორგი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული ხვედელიძე  არსენ - მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული

2. კონკურსის  შედეგები ძალაში შევიდეს  2022 წლის 14 თებერვლიდან;
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან;
4. წინამდებარე ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 


რექტორი   გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 29/01-01

2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ინსა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის,
54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-
14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. ჩატარდეს კონკურსი 2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+  საერთაშორისო  კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ინსა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი   ჩატარდეს   2022   წლის   8   თებერვალს   Zoom   პლატფორმის საშუალებით.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)  ნინო    ოკრიბელაშვილი,    თსუ    რექტორის    მოადგილე,    კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  მირეი    დუკასე,    რენის    გამოყენებით    მეცნიერებათა    ეროვნული ინსტიტუტის პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)  პეტრე  ბაბილუა,  თსუ  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს     კომისიის     მდივნად     თსუ     საგარეო     ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დამტკიცდეს   კონკურსის   ჩატარებისა   და   კანდიდატთა   შერჩევის   წესი (დანართი №1).
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 27/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის საუნივერსიტეტო წესის განსაზღვრის შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 19 მაისის N12/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 2 თებერვლის N1914/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.       შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის საუნივერსიტეტო წესის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 19 მაისის N12/04 ერთობლივ ბრძანებაში და მისი მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით -
„3. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯილდო გამოიყოფა აკადემიური პერსონალისთვის, ვისაც ჯილდოზე წარმოდგენილი სტატია გამოქვეყნებული (ან ოფიციალურად დასაბეჭდად მიღებული) აქვს მიმდინარე კალენდარულ წელს და ვინც ჯილდოზე წარმოდგენილი სტატიისგან დამოუკიდებლად ასრულებს შესაბამისი სახელფასო კატეგორიით განსაზღვრული სამეცნიერო-კვლევით დატვირთვას, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრულია აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის N112 დადგენილებით (ამავდროულად, ჯილდოს მისაღებად წარმოდგენილი სტატია არ უნდა იყოს გამოყენებული შესაბამისი სახელფასო კატეგორიით განსაზღვრული სამეცნიერო-კვლევით დატვირთვაში სტატიის ავტორ/თანაავტორ აკადემიური პერსონალის მიერ, რომელთაც ექნებათ ჯილდოს    მიღების    ოფიციალურად    გამოხატული    სურვილი). ამ პუნქტით გათვალისწინებული სტატიის საფუძველზე, ჯილდოზე განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვროს მომდევნო კალენდარული წლის იანვრის თვის ბოლო სამუშაო დღე.“

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა საფინანსო და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტისათვის ასევე, ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4.  ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან (გაცნობიდან) 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).


რექტორი   გიორგი შარვაშიძე

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე

View More

Order N: 4/04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადებისთვის ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − iვანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2022 წლის  04 თებერვლის  N1992/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში თითოეულ  საგანში  მომზადების საფასური განისაზღვროს შემდეგნაირად, კერძოდ:

ა)ზოგადი  უნარების  სრული  კურსის  (რაოდენობრივი  და  ვერბალური  კომპონენტები) ხანგრძლივობა - 56 საათი;  სრული  კურსის   მომზადების  საფასური  განისაზღვროს 700 ლარის ოდენობით (56 საათი);
ბ) ზოგადი უნარების ვერბალური კომპონენტის (ანალიტიკური წერა, წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა) კურსის მომზადების საფასური განისაზღვროს 350 ლარის ოდენობით (28 საათი);
გ)ზოგადი  უნარების  რაოდენობრივი  კომპონენტის  (რაოდენობრივი  მსჯელობა)  კურსის მომზადების საფასური განისაზღვროს 350 ლარის ოდენობით (28 საათი);
დ) უცხო ენის (ინგლისური) B1 დონე კურსის ხანგრძლივობა - 60 საათი; კურსის  მომზადების საფასური  განისაზღვროს 600 ლარის ოდენობით (60 საათი);
ე)  უცხო ენის (ინგლისური) B2 დონე კურსის ხანგრძლივობა - 60 საათი; კურსის   მომზადების საფასური  განისაზღვროს 600 ლარის ოდენობით (60 საათი);
ვ)  კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში - კურსის ხანგრძლივობა - 30 საათი; კურსის   მომზადების  საფასური  განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით (30 საათი);
ზ) კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა ადმინისტრაციულ სამართალში - კურსის ხანგრძლივობა - 30 საათი; კურსის   მომზადების  საფასური  განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით (30 საათი); 
თ) კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა   კერძო სამართალში - კურსის ხანგრძლივობა - 30 საათი; კურსის   მომზადების  საფასური  განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით (30 საათი);
ი)საჯარო   სამართლის   მიმართულებით  კონსტიტუციური  სამართალი - კურსის ხანგრძლივობა - 30 საათი; კურსის    მომზადების   საფასური   განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით (30 საათი);

2.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადებისთვის, მომზადების საფასურის გადახდისას დადგინდეს  შეღავათები სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალისთვის, პერსონალის შვილებისთვის, თსუ-ის სტუდენტებისა და თსუ-ის კურსდამთავრებულთათვის შემდეგი ოდენობით, კერძოდ:

ა)  ზოგადი უნარების კურსის (რაოდენობრივი და ვერბალური კომპონენტები) ხანგრძლივობა - 56 საათი; სრული კურსის არჩევის შემთხვევაში მომზადების   საფასური   განისაზღვროს 400 ლარის ოდენობით (56 საათი);
ბ) ზოგადი უნარების ვერბალური კომპონენტის (ანალიტიკური წერა, წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა) კურსის მომზადების საფასური განისაზღვროს 200 ლარის ოდენობით (28 საათი);
გ)ზოგადი  უნარების  რაოდენობრივი  კომპონენტის  (რაოდენობრივი  მსჯელობა)  კურსის მომზადების საფასური განისაზღვროს 200 ლარის ოდენობით (28 საათი);
დ) უცხო ენის (ინგლისური) B1 დონე კურსის ხანგრძლივობა - 60 საათი; კურსის  მომზადების საფასური  განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით (60 საათი);
ე) უცხო ენის (ინგლისური) B2 დონე კურსის ხანგრძლივობა - 60 საათი; კურსის   მომზადების საფასური  განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით (60 საათი);
ვ) კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში - კურსის ხანგრძლივობა - 30 საათი; კურსის   მომზადების  საფასური  განისაზღვროს 400 ლარის ოდენობით (30 საათი);
ზ) კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა ადმინისტრაციულ სამართალში - კურსის ხანგრძლივობა - 30 საათი; კურსის   მომზადების  საფასური  განისაზღვროს 400 ლარის ოდენობით (30 საათი); 
თ) კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა   კერძო სამართალში - კურსის ხანგრძლივობა - 30 საათი; კურსის   მომზადების  საფასური  განისაზღვროს 400 ლარის ოდენობით (30 საათი);
ი) საჯარო   სამართლის   მიმართულებით  კონსტიტუციური  სამართალი  - კურსის ხანგრძლივობა - 30 საათი; კურსის    მომზადების   საფასური   განისაზღვროს 400 ლარის ოდენობით (30 საათი);

3.   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადებისთვის, მომზადების საფასურის გადახდისას დადგინდეს  შეღავათები სოციალურად დაუცველი, დედ-მამით ობოლი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან    მყოფი და ერთი ოჯახიდან ორი ან/და მეტი მაგისტრანტობის    კანდიდატების     მოსამზადებლად     კურსზე     დარეგისტრირების შემთხვევაში,  მსმენელის  მიერ  2  ან  მეტი  საგნის  არჩევისა  და  საერთო  სამაგისტრო 
გამოცდისთვის მომზადების შემთხვევაში, მაგისტრანტობის კანდიდატის მომზადების წლიური  საფასური  განისაზღვროს  საერთო  ღირებულების 80%-ის ოდენობით;

4. მაგისტრანტობის    კანდიდატებისთვის    საერთო    სამაგისტრო    გამოცდისთვის მოსამზადებლად დადგინდეს მოსამზადებელ საგნებში მომზადების თარიღი, კერძოდ:
ა)   ზოგადი უნარების (ვერბალური   კომპონენტი, რაოდენობრივი   კომპონენტი) კურსების მომზადება დაიწყოს სასწავლო წლის 15 მარტიდან;
ბ)      უცხო ენის (  ინგლისური)  B1  დონე და უცხო ენის (ინგლისური)  B2  დონე კურსების მომზადება დაიწყოს სასწავლო წლის 15 აპრილიდან;
გ) კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში, საჯარო სამართლის მიმართულებით კონსტიტუციური    სამართალი,   კაზუსის  ამოხსნის  მეთოდიკა     ადმინისტრაციულ სამართალში და კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა   კერძო სამართალში მოსამზადებელი კურსების მომზადება დაიწყოს სასწავლო წლის 15 მაისიდან;

5.  მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადებისთვის გადასახდელი თანხა უნდა დაიფაროს მოსამზადებელი კურსის დაწყებამდე დადგენილ ვადაში, თსუ-სა და   მაგისტრანტობის კანდიდატს   შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად;

6. გადასახდელი    თანხის    დადგენილ    ვადებში    გადაუხდელობის    შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატს თანხის დასაფარად გაეგზავნოს შეტყობინება/გაფრთხილება და დამატებითი    გადახდის ვადა განესაზღვროს დადგენილი გადახდის ვადიდან არაუგვიანეს ორი (2) დღის განმავლობაში. დამატებით დადგენილი  ორ (2) დღიანი ვადის ამოწურვის    შემდგომ,   სწავლის   საფასურის   გადაუხდელობის                      შემთხვევაში მაგისტრანტობის    კანდიდატი    ამოირიცხება    საერთო    სამაგისტრო    გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსიდან და შეწყდება თსუ-სა და  მაგისტრანტობის კანდიდატს  შორის დადებული ხელშეკრულება;

7. საერთო   სამაგისტრო   გამოცდაში   მომზადებისთვის   მოსამზადებელი   კურსების მასწავლებელთა    ანაზღაურება განისაზღვროს შემდეგნაირად, კერძოდ:
ა) ზოგადი უნარების (ვერბალური კომპონენტი, რაოდენობრივი კომპონენტი) სრული კურსის, ზოგადი უნარების (ვერბალური   კომპონენტი),    ზოგადი უნარების (რაოდენობრივი კომპონენტი),  უცხო ენის (ინგლისური)  B1  დონე და უცხო ენის (ინგლისური)  B2  დონე კურსების მასწავლებელთა ანაზღაურება განისაზღვროს 1 ასტრონომიული საათი 25 ლარის ოდენობით (საშემოსავლო  გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
ბ) კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში, საჯარო სამართლის მიმართულებით კონსტიტუციური სამართალი, კაზუსის  ამოხსნის  მეთოდიკა    ადმინისტრაციული სამართალში და  კაზუსის  ამოხსნის  მეთოდიკა  კერძო სამართალში  კურსების მასწავლებელთა ანაზღაურება განისაზღვროს 1 ასტრონომიული საათი 30 ლარის ოდენობით (საშემოსავლო  გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);

8.   პანდემიის გამო, უნივერსიტეტში სწავლების მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, ასევე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების   გათვალისწინებით, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის მოსამზადებელ განყოფილებაში მეცადინეობები შესაძლოა განხორციელდეს    დისტანციური სწავლების  გამოყენებით (ZOOM ან/და Teams პლატფორმის გამოყენებით), რის  თაობაზეც უნივერსიტეტის მიერ  ეცნობება დაინტერესებულ პირებს. 
9.  დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას წინამდებარე ბრძანების  გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
10. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
11. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე
 

View More

Order N: 15/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021- 2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამებზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 და მე-15 მუხლების, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე  მუხლის,  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2013  წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების ,,რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“, ,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, ,,ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის    №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 17 იანვრის №1701/32 წარდგინების საფუძველზე,


ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში    2021-2022      სასწავლო      წლის      გაზაფხულის      სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამებზე:

1.1.  პალიატიური მედიცინა (სუბსპეციალობა) - 4  ადგილი.

2. რეზიდენტურის  ალტერნატიული  დიპლომისშემდგომი  განათლების  (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა    პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:

2.1. საბუთების მიღება – 07 -11 თებერვალი;
2.2. გასაუბრება – 15 თებერვალი;
2.3. შედეგების გამოცხადება – 17 თებერვალი.

3. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე. 

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 23/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 13 იანვრის N2/04 ერთობლივი ბრძანების და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ დოლბაიას 2022 წლის 25 იანვრის N 1102/30 და 2022 წლის 27 იანვრის N 1400/30 წერილების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    სოციალურ    და    პოლიტიკურ    მეცნიერებათა    ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3.კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 3 თებერვალს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 4 მარტიდან 2022 წლის 10 მარტის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2022 წლის პირველი აპრილისა.
4.კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
პოლიტიკის მეცნიერების  მიმართულება
ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“);
5.ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ)კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული  დადგენილი  ფორმის  მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის    წინააღმდეგ      მიმართული      დანაშაულის      ჩადენისთვის ნასამართლევი     პირი   ან/და   პირი,   რომელსაც   იმავე   კანონის   საფუძველზე სასამართლომ    ჩამოართვა    საგანმანათლებლო    დაწესებულებაში    საქმიანობის უფლება);
ე)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ)  სამსახურებრივი  გამოცდილების  ამსახველი  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; 
თ) სამოტივაციო წერილი;
6. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის    მიერ    შესაბამისი    აკადემიური    თანამდებობის    დაკავებისთანავე)    და დაადასტუროს   ინფორმაცია   იმის   შესახებ,   რომ   არ   გააჩნია   ძალაში   მყოფი 
ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 4 მარტიდან 2022 წლის 10 მარტის ჩათვლით 11.00 სთ-დან 16.00 სთ-მდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N8 (VI კორპუსი) ოთახი N203-ა;
8.   ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი".
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო    დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის სამსახური,    პერსონალის     მართვის     დეპარტამენტი,     გაზეთი     „თბილისის უნივერსიტეტი“, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 24/01-01