Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
საზაფხულო სკოლა დიგიტალურ ქართველოლოგიაში თემაზე "დიგიტალური რუსთველოლოგია".

„დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია“ (https://adh.ge/)  ფრანკფურტის გოეთეს სახელობის  უნივერისტეტთან და ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით   29 ივლისიდან 30 აგვისტომდე ატარებს საზაფხულო სკოლას დიგიტალურ ქართველოლოგიაში   თემაზე "დიგიტალური რუსთველოლოგია".

 

საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს კვლევის დიგიტალური მეთოდების შესწავლას და გამოყენებას რუსთველოლოგიური კვლევების განსახორციელებლად.

 

პროგრამა ითვალისწინებს „ვეფხისტყაოსნის თარგმანების პარალელური კორპუსის" სტრუქტურის გაცნობას და მის გამოყენებას თარგმანის სტრატეგიებისა და ტექნიკების შედარების მიზნით.

 

პროგრამა შედგება 16 ლექციისაგან და მოიცავს როგორც თეორიულ ლექციებს (12), ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს (4). ლექციებს კითხულობენ დარგის წამყვანი სპეციალისტები ფრანკფურტის უნივერსიტეტიდან და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.

 

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წლევანდელი საზაფხულო სკოლა ჩატარდება ელექტრონულად (მხოლოდ შაბათ-კვირას, 10.00-13.00 საათებში).

 

მნიშვნელოვანი  თარიღები:

  • 15 ივლისი - საზაფხულო სკოლის მსმენელთა რეგისტაციის  ბოლო ვადა
  • 29 ივლისი (საზაფხულო სკოლის გახსნა)
  • 30-ივლისი22 აგვისტო (საზაფხულო სკოლის თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები)
  • 25-26 სექტემბერი (საზაფხულო სკოლის მონაწილეთა პრეზენტაციები).
  • 30 სექტემბერი ( პროექტის  დახურვა. სერტიფიკატების გადაცემა)

 

სტუდენტური პრეზენტაციებიდან შერჩეული 10 საუკეთესო პრეზენტაცია სტატიის სახით გამოქვეყნდება დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის ახლადდაარსებულ ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალში „მილენიუმი“.

 

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტატურის სტუდენტებს, ასევე დოქტორანტებსა და პოსტდოქტორანტებს.   

 

დეტალური ინფორმაცია  შეგიძლიათ იხილოთ  შემდეგ მისამართზე:

https://adh.ge/%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/

View More

Order N:

ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტუდენტებისათვის!

ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტუდენტებისათვის!

 

პროექტების მართვის საქართველოს წარმომადგენლობა (PMI Georgia chapter) 11 ივნისს 19.30 საათზე დისტანციურად ატარებს შეხვედრას "პროექტებისა და ცვლილებების მართვა, როგორც  მომავალი პროფესია"

 

დაინტერესებულ პირებს  გთხოვთ, რეგისტრაციისთვის  მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: nino.chikhladze@tsu.ge

View More

Order N:

მიხეილ

დაიბადა 1954 წლის 1 იანვარს, თბილისში.

1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების საზოგადოებრივი პროფესიის ფაკულტეტი ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით.

2001 წელს დაამთავრა ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და სტრუქტურული, გამოყენებითი, მათემატიკური ლინგვისტიკის სპეციალობით.

1998 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,საერთო-ქართველური ვერსიფიკაციული სისტემა და ლექსთწყობის ზოგადლინგვისტური თეორია“.

1977–1978 წლებში იყო ინგლისურენოვანი მხატვრული და კრიტიკული ლიტერატურის მეცნიერ-რედაქტორი (საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგია).  1978–1991 წლებში თბილისის ილია ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრისა და საზ. პროფესიათა ფაკულტეტის ქართული და რუსული სექტორების ლექტორი. 1978–1979 წლებში გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1979–1984 წლებში მუშაობადა გამომცემლობა “მერანის” რუსულ ენაზე გამოცემათა რედაქტორად. 1984 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში (1984–1986 უფროსი ლაბორანტი; 1986–1988 უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1988–1995 მეცნიერ-თანამშრომელი; 1995–1998 უფროსი მეცნიერ-თანამშრობელი; 1998 წლიდან წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი).

მიხეილ ქურდიანი იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების დამფუძნებელი (1987), ხოლო 1991 წლიდან საპატიო წევრი; 1987 წლიდან – სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების წევრი, ხოლო 2003 წლიდან საზოგადოების პრეზიდენტი. 1989 წლიდან საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების წევრი (დამფუძნებელი), 1990-1994 საზოგადოების პრეზიდენტი, ხოლო 1999 წლიდან საპატიო პრეზიდენტი.

მიხეილ ქურდიანი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აკ.წერეთლის სახ. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1982 წლიდან იყო სსრ კავშირის ჟურნალისტთა კავშირის წევრი; 1992 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

გამოქვეყნებული აქვს 200–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

ბიბლიოგრაფია

ქრონიკა: წ. 2,  მეოცე საუკუნის სახელით: პოემა, თბილისი: ნაკადული, 1987.

რელიგიურ სიტყვათა განმარტებანი: ლექსიკონი, თბილისი: შპს მერანი, 2001.

იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საფუძვლები, თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2007.

ქართული ენა და დამწერლობა, თბილისი: 2008.

View More

Order N: 1954

„ლიტჰაიკერი 2021“ - კონკურსი, რომელმაც სტუდენტებს ქართული მწერლობა თავიდან აღმოაჩენინა

„ლიტჰაიკერი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტია სტუდენტებისთვის, რომელის იდეაც თსუ სტუდენტებს ეკუთვნით და მას უნივერსიტეტი და „სულაკაურის გამომცემლობა“ ერთობლივად ახორციელებენ.

კონკურსის მონაწილეები 10 ტურის განმავლობაში კითხულობენ პროექტისთვის შერჩეულ წიგნებს და სპეციალურად კონკურსისთვის მომზადებულ ტესტებს წერენ, რომლის შედეგადაც 3 გამარჯვებული გამოვლინდება და ისინი გამომცემლობისაგან დაწესებულ პრიზებს მიიღებენ.

კონკურსი ხორციელდება 2014 წლიდან და მსოფლიო პანდემიის გამო ბოლო 2 წელია განსხვავებულ ფორმატში - ონლაინ ტარდება. წელს „ლიტჰაიკერის“ მონაწილეები 10 ქართულ თანამედროვე რომანს გაეცნობიან. ამ ეტაპზე, 5 საკონკურსო ტურის შედეგებით, უკვე გამოვლინდა სამი სტუდენტი, რომლებმაც დავალებებს თავი წარმატებით გაართვეს.

ლევან ღავთაძე თსუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტია. მან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა კონკურსის 1-ლ და მე-5 ტურებში. წიგნები ძალიან უყვარს და თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს სწორედ წიგნების კითხვას უთმობს. იხსენებს, რომ პირველად კითხვა 12 წლის ასაკში შეუყვარდა, როდესაც “ტომ სოიერის თავგადასავალი” წაიკითხა. “პანდემიიდან გამომდინარე დროის უმეტესი ნაწილის გატარება სახლში მიწევდა რეგულაციების გამო, რამაც საშუალება მომცა მეტი წიგნი წამეკითხა. “ლიტჰაიკერმა” კი სტიმული მომცა, რომ მეტ კითხვასთან ერთად, გამარჯვებისთვისაც მებრძოლა,”-ამბობს ლევანი.
კონკურსანტის აზრით, მისასალმებელია ორგანიზატორების გადაწყვეტილება საკონკურსოდ ქართული რომანების შერჩევასთან დაკავშირებით, რადგან ეს კარგი შესაძლებლობაა თანამედროვე ქართველი მწერლების ცნობადობის ასამაღლებლად. უკვე განვლილი 5 ტურიდან მისთვის ყველაზე საინტერესო არჩილ ქიქოძის “ნორვეგიული დღიური” აღმოჩნდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ლევანის დიდი ინტერესია სკანდინავიის ქვეყნების მიმართ. წიგნში კი ნორვეგიის ბუნებაა აღწერილი და მოქმედების დიდი ნაწილიც სწორედ აქ ხდება. ლევანი წინა წლებშიც აქტიურად მონაწილეობდა ამ პროექტში და აღნიშნავს, რომ წინა სეზონებში უცხოური ლიტერატურის გაცნობაც ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო.

“ლიტჰაიკერის” კიდევ ერთი წარმატებული მონაწილე დარიკო შენგელიაა (ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტი), რომელმაც წარმატებით გადალახა მე-2 და მე-4 საკონკურსო ტურები. აღნიშნავს, რომ ლიტერატურა ძალიან უყვარს, შესაბამისად სწავლა და კარიერა სწორედ ლიტერატურათმცოდნეობას დაუკავშირა. წიგნებისადმი მისი სიყვარული ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან იღებს სათავეს. რადგან პედაგოგების გარემოცვაში იზრდებოდა, მისთვის წიგნები “უცხო ხილი” არასდროს ყოფილა. თავადაც, სწავლის გარდა, პედაგოგიური საქმიანობითაცაა დაკავებული. ამიტომ თავის მოვალეობადაც კი თვლის, რომ კარგად იცნობდეს თანამედროვე ლიტერატურულ მოვლენებს, განსაკუთრებით კი ქართველ მწერლებს. სწორედ ამიტომ გახდა მისთვის საინტერესო კონკურსში მონაწილეობა.
“ყველაზე გამორჩეული ჩემთვის იყო მე-4 ტური, როდესაც წავიკითხეთ ზურა ჯიშკარიანის “საღეჭი განთიადები”. სულ მინდოდა ამ წიგნის წაკითხვა, თუმცა ვერ ვახერხებდი. ამიტომ საკონკურსო ჩამონათვალში მისი ნახვა ძალიან გამიხარდა. ამ ავტორში განსაკუთრებით მისმა განსხვავებულმა წერის მანერამ მიმიზიდა, რაც ძალიან საინტერესოდ მეჩვენა. გარდა ამისა, ნაწარმოები ბევრ აქტუალურ საკითხს ეხება, მათ შორის, ალტერნატიულ რეალობასა და ციფრულ სამყაროს, როგორი შეიძლება იყოს სამყარო მომავალში. შესაბამისად, როცა წიგნისადმი ინტერესი დიდია, იგი უფრო ღრმად რჩება მეხსიერებაში და მოქმედებს ტესტის წერის ხარისხზე,”-ამბობს დარიკო.

კონკურსის მესამე ტურის საუკეთესო შედეგის ავტორი თსუ იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ლაშა საცერაძეა. ამ ტურში მონაწილეები ანა კორძაია-სამადაშვილის „ვინ მოკლა ჩაიკა“-ს გაეცნენ. ლაშას თქმით, ეს წიგნი მისთვის უცხო არ ყოფილა. მიიჩნევს, რომ იგი ძალიან კარგად ასახავს თანამედროვე ქართულ რეალობას და გადმოსცემს ქართველი ხალხის პორტრეტს.
„ვფიქრობ, რომ ქართული ლიტერატურა შედარებით ნაკლებად არის დაფასებული. ძალიან ბევრი წარმატებული ავტორი გვყავს, რომლებიც საზოგადოების ფართო მასებისთვის არ არიან ცნობილი. ამ ტურნირში სწორედ ის მომეწონა, რომ საკონკურსო წიგნების სიაში ამდენი საინტერესო ქართველი მწერალი ვნახე, რომლებიც ნამდვილად იმსახურებდნენ აქ მოხვედრას,“-აღნიშნავს კონკურსანტი.
ლაშას ინტერესი ლიტერატურისა და წიგნების კითხვის მიმართ 8 წლიდან იწყება. იგი ლიტერატურული პროექტის „წიგნების თაროს“ მონაწილეც იყო. „ლიტჰაიკერში“ პირველად მონაწილეობს და თვლის, რომ ეს კარგი შესაძლებლობაა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ცოდნის გასაღრმავებლად. გარდა ამისა, ერთ-ერთი მასტიმულირებელი წინაპირობაა გამომცემლობის მიერ შემოთავაზებული პრიზებიც.

კონკურსის მიზანი სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზებაა. „ლიტჰაიკერში“ ჩართვა სამივე საგანმანათლებლო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს შეუძლიათ შემდეგი უნივერსიტეტებიდან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი; გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

View More

Order N:

„არსთა მესნევი“- პრეზენტაცია

თსუ ასოცირებული პროფესორის გიორგი ლობჟანიძის მიერ თარგმნილი ჯალალ ედ-დინ რუმის პოემის „არსთა მესნევის“  მეორე წიგნის პრეზენტაცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  მე-13 საუკუნის სპარსელი მისტიკოსისა და მწერლის „სპარსულ ყურანად“ ცნობილიექვსნაწილიანი პოემა არის სპარსული მისტიკური პოეზიის მწვერვალი, სუფიზმის ენციკლოპედია, რომელიც ლექსის ფორმითაა შექმნილი.

თარგმანის პრეზენტაციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის მრჩეველი კულტურის საკითხებში, ჰამიდ მოსტაფავი, პროფესორები, სტუდენტები და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

„წელს ცნობილ 93-ე აუდიტორიაში მოვახერხეთ მეორე ტომის პრეზენტაცია, მაქსიმალურად დავიცავით რეგულაციით დადგენილი წესები.ამავე დროს, ზუმის მეშვეობით ბევრს ჰქონდა საშუალება,რომ თვალყური ედევნებინა პრეზენტაციისთვის და განხილვისთვის. საინტერესო წარდგენა გვქონდა და დარწმუნებული ვარ, როდესაც ექვსტომეული სრულად გამოვა, კიდევ უფრო პომპეზურად აღვნიშნავთ ამ დიდ ამბავს. ვულოცავ გიორგის და ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ წიგნის ჩვენამდე მოტანაში,“-განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

„რომ არ არსებობდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლა, კერძოდ, ირანისტიკის ქვედარგი, ვერცერთი ადამიანი ვერ შეძლება ამხელა ნაწარმოების თარგმნას. რასაკვირველია, თუ რაიმე წარმატება აქვს ამ წიგნს, პირველ რიგში, უნივერსიტეტს ვუძღვნი“, - აღნიშნა მთარგმნელმა,თსუ ასოცირებულმა პროფესორმა, აღმოსავლეთმცოდნემგიორგი ლობჟანიძემ.

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას მიმართა და კიდევ უფრო  აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოთქვა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის მრჩეველმა კულტურის საკითხებში, ჰამიდ მოსტაფავიმ:„ჩემთვის დიდი პატივია,რომ მომეცა შესაძლებლობა ვყოფილიყავი ჯალალედ-დინ რუმის ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე,  საქართველოს, და განსაკუთრებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს სპარსული ენის სწავლების დიდი ტრადიცია. ამ დიდი ტრადიციის გაგრძელება და მტკიცებულება არის ის,რომ სპარსული ლიტერატურის თარგმნა გრძელდება და ახალ მასშტაბებს იძენს. იმედი მაქვს,რომ ორმხრივი მთარგმნელობითი ტრადიციები და ურთიერთობები კვლავ გაგრძელდება,“- განაცხადა ჰამიდ მოსტაფავიმ.

პუბლიცისტისა და მწერლისროსტომ ჩხეიძის თქმით, ჯალალ ედ-დინ რუმის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოების უკეთ გაცნობაში ქართველ მკითხველს  გიორგი ლობჟანიძის მიერ თარგმანზე დართული კომენტარები დაეხმარება.„ჯალალედ-დინ რუმიარისსაკაცობრიოპოეტიდამეცნიერი,საკაცობრიოქმნილება, რომლისთარგმნაცარისურთულესი.მისიმთარგმნელიშეიძლებოდაყოფილიყომხოლოდგიორგილობჟანიძე -ადამიანირომელმაციცისზედმიწევნითროგორცსპარსული, ასევეარაბულიენა, იცისყურანი, ჰადისები, სუფიზმი და  იცისსაუკეთესოქართული, არისპოეტი, მკვლევარი,“- აღნიშნა როსტომ ჩხეიძემ.

პოემა თავს უყრის მისი შექმნის დროისათვის ისლამურ სამყაროში წამოჭრილ ყველა მნიშვნელოვან სააზროვნო ტენდენციას.  გიორგი ლობჟანიძემ თარგმანის ტექსტში ასახა ყველა ბეითი, რაც კი ორივე სპარსულ ტექსტშია (სუბჰანის მიერ დამუშავებული ნუსხა და ნიკოლსონის კრიტიკული გამოცემა) მოცემული. „არსთა მესნევის“ გასაგებად სპარსულისა და არაბულის თანაბარი ცოდნის გარდა, მთელი მეცნიერული ცოდნაც სჭრდება. 

 „არსთა მესნევის“ პირველი წიგნი  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის სერიით  „მსოფლიო კლასიკა“ შარშან გამოიცა.

View More

Order N:

საჯარო ლექცია "ვერცხლის პასუხი ოქროს: SDF - ვერცხლის დიამინის ფტორიდის ისტორია და კლინიკური ჩვენება"

კვირას, 23 მაისს 21:00 საათზე გაიმართება  დოქტორ კარდარელის საჯარო ლექცია თემაზე "ვერცხლის პასუხი ოქროს: SDF - ვერცხლის დიამინის ფტორიდის ისტორია და კლინიკური ჩვენება".

შეხვედრის ენა: ქართული, ინგლისური

შეხვედრა ჩატარდება zoom-ის აპლიკაციის გამოყენებით და ასევე მედიცინის ფაკულტეტის ფეისბუქის გვერდზე გაზიარებული იქნება ლაივ  რეჟიმში.

შეხვედრის ლინკი: https://zoom.us/j/8637799360

 

სტომატოლოგიური მკურნალობის ახალი მეთოდები ფარმაკოლოგიაზეა დაფუძნებული. სწორედ ამიტომ შემოდის ახალი მასალები, რომლებიც პაციენტების უფრო კონსერვატული მკურნალობის შესაძლებლობას იძლევიან.  ახალი მასალების დასამკვიდრებლად აუცილებელია ცოდნის შეძენა თუ როგორ და როდის შეიძლება მათი გამოყენება.  SDF-მა შეცვალა კარიესის მკურნალობის მეთოდები. იგი წარმატებით გამოიყენება როგორც მგრძნობელობის შემცირების ასევე კარიესის მართვისათვის.  

 

აღნიშნულ ლექციაში დოქტორ კარდარელი განიხილავს SDF ვერცხლის დიამინის ფტორიდის პოტენციალსა და გამოყენების პრინციპებს.  გამოყენების მეთოდები ნაჩვენები იქნება კლინიკურ მაგალითებში. ასევე ნაჩვენები იქნება „სმარტ“ ტექნიკა როგორც რესტავრაციის არჩევანი. 

 

დოქტორმა ჯასტინ კარდარელიმ ტაფტის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის სკოლა 2015 წელს დაამთავრა და მიიღო სტომატოლოგის ხარისხი. ის მოღავწეობს ყოვლისმომცველი და თერაპიული სტომატოლოგიის დეპარტამენტში და ასწავლის როგორც კლინიკურ ასევე პრეკლინიკურ კურსებში.  პრაქტიკულ მოღვაწეობას ეწევა მასაჩუსეტში და ორიენტირებულია მინიმალურად ინვაზიურ სტომატოლოგიაზე. 

 

დოქტორმა კარდარელიმ ჩაატარა სხვადასხვა კვლევა კბილების რეგენერაციის ტექნიკის შესახებ და შედეგები გამოაქვეყნა პუბლიკაციების სახით  რეცენზირებად ჟურნალებში. ის არის ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციისა და მასაჩუსეტის სტომატოლოგიური საზოგადოების აქტიური წევრი.

View More

Order N:

პოტსდამის უნივერსიტეტის სტიპენდია ონლაინ საზაფხულო სკოლაში "მდგრადი განვითარების აკადემია" მონაწილეობისათვის

 

 

 

პოტსდამის უნივერსიტეტი (გერმანია) საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს სტიპენდიას 2-კვირიან ონლაინ საზაფხულო სკოლაში "მდგრადი განვითარების აკადემია" მონაწილეობისათვის, რომელიც  2021 წლის 26 ივლისიდან 6 აგვისტომდე ჩატარდება.

 

სამუშაო ენა: ინგლისური

 

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის სტიპენდიის მოპოვების მსურველებმა 2021 წლის 1 ივნისამდე უნდა მიმართონ პოტსდამის უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  larisa.subasic@uni-potsdam.de

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს, ასევე იხილოთ დანართი 1.

View More

Order N:

გიორგი

გიორგი გოგოლაშვილი (1948) - ენათმეცნიერი

დაიბადა 1948 წლის 24 ივლისს.

1971 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება.

1975 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის, 1992 წლიდან კი — ძველი ქართული ენის კათედრაზე; 2003 წელს აირჩიეს ამავე კათედრის გამგედ. 1978 წლიდან მუშაობდა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში: იყო სწავლული მდივანი (1982–1985), დირექტორის მოადგილე (1985–1995), განყოფილების ხელმძღვანელი (1995–1996), წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (1996 წლიდან), უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (2006 წლიდან).

1992 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,ქართული ზმნის უღვლილების სისტემა“.

გიორგი გოგოლაშვილის შრომები ეძღვნება ძველი და ახალი ქართული ენის მორფოლოგიის, ენისა და კულტურის, ქართული დიალექტოლოგიის, ენის ისტორიის საკითხებს. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ქართული ენის სახელმწიფო კომისიის წევრი, ჟურნალ „ბურჯი ეროვნებისას“ გამომცემელ-რედაქტორი, „საენათმეცნიერო ძიებანის“ მთავარი რედაქტორი, ჟურნალ „ენათმეცნიერების საკითხების“ მთავარი რედაქტორის მოადგილე. პედაგოგიურ საქმიანობაში გაწეული ღვაწლისათვის დაჯილდოვებულია იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლით.

არის მრავალი სამეცნიერო, პუბლიცისტური და კრიტიკული ნაშრომების ავტორი:

ქართული ზმნის უღვლილების სისტემა, თბილისი.: მეცნიერება, 1988.

ქართული ენის ზმნური ფუძეების ლექსიკონი, თბილისი.: მეცნიერება, 1989.

ქართული ენის სახელზმნური ფუძეების  ლექსიკონი, თბილისი.: მეცნიერება, 1991.

ერთხელ საქართველოში, თბილისი.: ბ. ჯორბენაძის საზოგადოების გამოცემა, 2000.

მარადიულნი თანამედროვენი,  თბილისი.: ბ. ჯორბენაძის საზოგადოების გამოცემა, 2000.

(1948) - ენათმეცნიერი

დაიბადა 1948 წლის 24 ივლისს.

1971 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება.

1975 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის, 1992 წლიდან კი — ძველი ქართული ენის კათედრაზე; 2003 წელს აირჩიეს ამავე კათედრის გამგედ. 1978 წლიდან მუშაობდა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში: იყო სწავლული მდივანი (1982–1985), დირექტორის მოადგილე (1985–1995), განყოფილების ხელმძღვანელი (1995–1996), წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (1996 წლიდან), უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (2006 წლიდან).

1992 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,ქართული ზმნის უღვლილების სისტემა“.

გიორგი გოგოლაშვილის შრომები ეძღვნება ძველი და ახალი ქართული ენის მორფოლოგიის, ენისა და კულტურის, ქართული დიალექტოლოგიის, ენის ისტორიის საკითხებს. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ქართული ენის სახელმწიფო კომისიის წევრი, ჟურნალ „ბურჯი ეროვნებისას“ გამომცემელ-რედაქტორი, „საენათმეცნიერო ძიებანის“ მთავარი რედაქტორი, ჟურნალ „ენათმეცნიერების საკითხების“ მთავარი რედაქტორის მოადგილე. პედაგოგიურ საქმიანობაში გაწეული ღვაწლისათვის დაჯილდოვებულია იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლით.

არის მრავალი სამეცნიერო, პუბლიცისტური და კრიტიკული ნაშრომების ავტორი:

ქართული ზმნის უღვლილების სისტემა, თბილისი.: მეცნიერება, 1988.

ქართული ენის ზმნური ფუძეების ლექსიკონი, თბილისი.: მეცნიერება, 1989.

ქართული ენის სახელზმნური ფუძეების  ლექსიკონი, თბილისი.: მეცნიერება, 1991.

ერთხელ საქართველოში, თბილისი.: ბ. ჯორბენაძის საზოგადოების გამოცემა, 2000.

მარადიულნი თანამედროვენი,  თბილისი.: ბ. ჯორბენაძის საზოგადოების გამოცემა, 2000.

  • შრომები
  • დედაუნივერსიტეტის ძნელბედობის ჟამი (2004-2013) / ავტორ - შემდგენელი: გ. გოგოლაშვილი. რედაქტორი: ა. არაბული. თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტი. არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი. თბ., 2016
  • დრო - კილოთა მეორე სერიის ფორმები ქართულში. თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1984
  • “ენა - ბედისწერა” (ფიქრები ანა კალანდაძეზე) / რედაქტორი - რ. ლანდია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბ., 2019
  • “ენა - ერის თავდაცვის იარაღი” (ფიქრები კონსტანტინე გამსახურდიაზე). რედაქტორი - რ. ლანდია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბ., 2021.
  • “ენა - მწერლის ბალავარია” (ფიქრები მიხეილ ჯავახიშვილზე). / რედაქტორი - ც. კვანტალიანი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბ., 2021
  • “მეოხად ჩუენდა”... ილია და აკაკი, იაკობი. / რედაქტორი - ც. კვანტალიანი, რ. ლანდია. თბ., თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2020
  • სიბრძნე იაკობისა / რედაქტორი - კ. გიორგაძე. თ.ს.უ, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი. თბ., თ.ს.უ-ს გამომცემლობა, 2014
  • ფიქრები დედა-ენაზე. / რედაქტორი: ი. ჭუმბურიძე. ბესარიონ ჯორბენაძის საზოგადოება. 2004
  • ქართული ენის ზმნური ფუძეების ლექსიკონი (მასალები ქართული ენის სისტ. კურსისათვის). გოგოლაშვილი, გ. და სხვ. თბ., “მეცნიერება”, 1989
  • ქართული ენის ზმნური ფუძეების ლექსიკონი (მასალები ქართული ენის სისტ. კურსისათვის). გოგოლაშვილი, გ. და სხვ. თბ., “მეცნიერება”, 1991
  • ქართული ზმნა: ფორმაწარმოების საკითხები / არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი. / რედაქტორი - ა. არაბული, მ. ქურდიანი. თბ., “მერიდიანი”, 2010
  • ქართული ზმნის უღლების სისტემა. თბ., “მეცნირება”. 1988
  • ქართული სალიტერატურო ენა: ნარკვევები. / რედაქტორი - გ. ცოცანაძე. თ.ს.უ - ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი. თბ., თ.ს.უ - ს გამომცემლობა. 2013
  • “ქართული ქართველთ რწმენაა” (ფიქრები მუხრან მაჭავარიანზე). / რედაქტორი - ც. კვანტალიანი. თ.ს.უ - ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი. თბ., 2019
  • ქართული - ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა. / რედაქტორი - იოსებ ჭუმბურიძე. თბ., “მერიდიანი”, 2013
  • “შვენებით სავსე ქართული” (ფიქრები დავით კლდიაშვილზე). / რედაქტორი - რ. ლანდია. თ.ს.უ, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი. თბ., 2019

ბიბლიოგაფია

View More

Order N: 1948

22 წლის უნივერსიტეტელი ,,პაიკი“ გაეროში

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრან­ტი ნი­ნო გო­გო­ხია გა­ერ­თი­ან­ებ­ული ერ­ებ­ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­აში სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ალ­გაზ­რდო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლად აირ­ჩი­ეს. ნი­ნო სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ალ­გაზ­რდე­ბის ინ­ტე­რე­სებს გა­ერ­ოში 2021-2022 წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წა­რად­გენს. რა პრი­ორ­იტ­ეტ­ები აქ­ვს სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ალ­გაზ­რდო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს გა­ერ­ოში? — გვე­სა­უბ­რე­ბა ნი­ნო გო­გო­ხია.

 

სა­კუ­თა­რი თა­ვის ას­ოც­ირ­ებ­ას ჭად­რა­კის ფი­გუ­რა — პა­იკ­თან — ახ­დენ, რა­ტომ მა­ინც და მა­ინც პა­იკი?

 

ვარ 22 წლის „პა­იკი“ — ასე აღ­ვიქ­ვამ სა­კუ­თარ თავს. თუმ­ცა, პა­იკ­ში ვგუ­ლის­ხმობ ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ფი­გუ­რას ყვე­ლა­ზე დი­დი პო­ტენ­ცი­ალ­ით — და­ფის ბო­ლო­ში გა­და­იქ­ცეს ნე­ბის­მი­ერ იმ ფი­გუ­რად, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა მო­ცე­მუ­ლი პო­ზი­ცი­ის­თვის. ალ­ბათ, სიმ­ბო­ლუ­რი­ცაა ეს ყვე­ლა­ფე­რი, რად­გან ჭად­რაკს პრო­ფე­სი­ონ­ალ­ურ­ად ვთა­მა­შობ­დი ად­რე­ულ წლებ­ში და ოს­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტის წო­დე­ბაც მაქ­ვს.


ამ ეტ­აპ­ზე მა­გის­ტრა­ტუ­რას ვსწავ­ლობ სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვი­სა და სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის პროგ­რა­მა­ზე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში. ამ­ას­თა­ნა­ვე, უკ­ვე გა­ერ­ოში ახ­ალ­გაზ­რდო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის სტა­ტუს­თან ერ­თად პა­რა­ლე­ლუ­რად ვარ მსოფ­ლი­ოში ყვე­ლა­ზე დი­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია AIESEC-ის პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში.


მჯე­რა ად­ამი­ან­ებ­ის უს­აზღვრო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და მსი­ამ­ოვ­ნებს ხალ­ხთან, ახ­ალ­გაზ­რდებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მენ­ტო­რო­ბა, ქო­უჩ­ინ­გი და ყვე­ლა­ფე­რი, რაც სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და გა­რე­მოს უკ­ეთ­ეს­ობ­ის­კენ ცვლი­ლე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.


მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვცდი­ლობ სა­კუ­თა­რი თა­ვის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში გა­მოც­დას. ად­რე­ულ ას­აკ­ში ძა­ლი­ან გა­ტა­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მეც­ნი­ერ­ებ­ით, კერ­ძოდ კი ფი­ზი­კით. უც­ნა­ურია, მაგ­რამ მო­მი­წია არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მეც­ნი­ერ­ებ­ასა და იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტს შო­რის. ლექ­სებ­საც ვწერ­დი, დღემ­დე ვხა­ტავ და დი­ზა­ინ­ით ვარ გა­ტა­ცე­ბუ­ლი.


წარ­მო­შო­ბით აფხა­ზე­თი­დან ვარ. მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ თა­ვად არ­ას­დროს ვყო­ფილ­ვარ აფხა­ზეთ­ში, გა­ვი­ზარ­დე ამ ად­გი­ლი­სად­მი უს­აზღვრო სიყ­ვა­რუ­ლი­თა და იმ რწმე­ნით, რომ ჩე­მი თა­ობა შეძ­ლებს სა­კუ­თა­რი მშობ­ლე­ბი­სა და ბე­ბია-ბა­ბუ­ებ­ის მი­წა­ზე მშვი­დო­ბი­ან­ად დაბ­რუ­ნე­ბას.

 

რო­გორ აღ­წერ­დი გზას, რო­მე­ლიც გაიარე გა­ერო-მდე?

 

ად­რე­ული ას­აკ­იდ­ან­ვე აქ­ტი­ური ახ­ალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი. ვსწავ­ლობ­დი თბი­ლი­სის კლა­სი­კურ გიმ­ნა­ზი­აში და სკო­ლის პე­რი­ოდ­იდ­ან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ყო­ველ­თვის უმ­აღ­ლე­სი აკ­ად­ემი­ური მოს­წრე­ბით გა­მო­ვირ­ჩე­ოდი. პა­რა­ლე­ლუ­რად კი ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი სხვა­დას­ხვა აქ­ტვი­ვო­ბებ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ საქ­მი­ან­ობ­აში. და­ვამ­თავ­რე სა­მარ­თლის ბა­კა­ლავ­რი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში. ბო­ლო 5 წე­ლია ვარ მსოფ­ლი­ოში ყვე­ლა­ზე დი­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია AIESEC-ის ნა­წი­ლი და ბო­ლო 2 წე­ლი კი — ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მთა­ვა­რი მი­სი­აც მშვი­დო­ბის­კენ სწრაფ­ვა და ად­ამი­ან­ური პო­ტენ­ცი­ალ­ის სრულ­ყო­ფაა. ჩე­მი პრო­ფე­სია და სხვა ნე­ბის­მი­ერი საქ­მი­ან­ობა კი ერ­თგვარ სიმ­ბი­ოზ­ურ კავ­შირ­შია ერ­თმა­ნეთ­თან. სა­მარ­თა­ლი, სა­მარ­თლი­ან­ობა და მშვი­დო­ბა უმ­თავ­რეს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბად მაქ­ვს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და სწო­რედ ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­მი­კა­ფა გზა გა­ერ­ომ­დე. ვცდი­ლობ­დი, რომ თა­ვი შე­სა­ბა­მი­სად მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა და გა­მო­მე­ძერ­წა, რა­თა გა­ერ­ოში ღირ­სე­ულ­ად შემ­ძლე­ბო­და ქარ­თვე­ლი ახ­ალ­გაზ­რდო­ბის წარ­მოდ­გე­ნა. ძა­ლი­ან მად­ლი­ერი ვარ ყვე­ლა იმ ად­ამი­ან­ის, ვინც ამ კონ­კურ­სის შე­სარ­ჩევ კო­მი­სი­აში იღ­ებ­და მო­ნა­წი­ლე­ობ­ას და ვინც შეძ­ლო ჩე­მი პო­ტენ­ცი­ალ­ის და­ნახ­ვა.

 

რა იქ­ნე­ბა შე­ნი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ალ­გაზ­რდო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის, პრი­ორ­იტ­ეტ­ები?

 

„ყვე­ლა თა­ობ­ას ეძ­ლე­ვა შან­სი, შეც­ვა­ლოს სამ­ყა­რო. მჯე­რა, რომ სამ­ყა­რო გა­ნი­საზღვრე­ბა მას­ში მცხოვ­რე­ბი ად­ამი­ან­ებ­ით, ამ­იტ­ომ­აც გა­მო­სავ­ლად მი­მაჩ­ნია პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ანი, მცოდ­ნე და მი­ზან­სწრა­ფუ­ლი ახ­ალ­გაზ­რდა ლი­დე­რე­ბის აღ­ზრდა, რა­თა და­დე­ბით გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნონ მათ ჩვენს მო­მა­ვალ­ზე.


ჩე­მი მან­და­ტის ფარ­გლებ­ში ფო­კუ­სი იქ­ნე­ბა ინ­კლუ­ზი­ური, თა­ნას­წო­რი და მშვი­დო­ბი­ანი გა­რე­მოს შექ­მნა ახ­ალ­გაზ­რდე­ბის­თვის. ამ­ას­თა­ნა­ვე, ვა­პი­რებ, ხე­ლი შე­ვუწყო ახ­ალ­გაზ­რდებს სა­კუ­თა­რი პო­ტენ­ცი­ალ­ის სრულ­ყო­ფა­ში, მსოფ­ლი­ოს გაც­ნო­ბა­სა და მთლი­ანი სუ­რა­თის და­ნახ­ვა­ში, რა­შიც და­მეხ­მა­რე­ბა ჩე­მი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტაქ­ტე­ბი და ქო­უჩ­ინ­გი­სა თუ მენ­ტო­რო­ბის პრო­ფე­სი­ული გა­მოც­დი­ლე­ბა.

 

ახ­ალ­გაზ­რდებს "პი­კის თა­ობ­ას" უწ­ოდ­ებ. რა­ტომ ეს სა­ხელ­წო­დე­ბა? რა არ­ის ამ თა­ობ­ის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა?

 

ახ­ალ­გაზ­რდო­ბის დღე­ვან­დე­ლი თა­ობა უდ­იდ­ესია ის­ტო­რი­აში, მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ობ­ის და­ახ­ლო­ებ­ით 40% 25 წლამ­დე ას­აკ­ისაა, ამ­იტ­ომ­აც ვუ­წო­დებ ჩვენს თა­ობ­ას "პი­კის თა­ობ­ას". პიკს მი­აღ­წია, რო­გორც ახ­ალ­გაზ­რდე­ბის რა­ოდ­ენ­ობ­ამ მსოფ­ლი­ოში, ას­ევე ჩვენ­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­მაც. ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა კი სწო­რედ ამ ყვე­ლაფ­რის სწო­რად აღ­ქმა და გა­აზ­რე­ბაა.
იმ­ის­თვის, რომ ცვლი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნო, პირ­ველ რიგ­ში, უნ­და შე­იმ­ეც­ნო და და­ინ­ახო დი­დი სუ­რა­თი, რაც გა­მო­იხ­ატ­ება სწავ­ლა­ში, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­სა და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ობ­ის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ში. მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც შე­იმ­ეც­ნებ, შეძ­ლებ გაიაზრო და გა­ით­ავ­ისო და მხო­ლოდ მა­შინ, რო­ცა გაიაზრებ, შეძ­ლებ შეც­ვა­ლო კი­დეც არ­სე­ბუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბა უკ­ეთ­ეს­ობ­ის­კენ. მე ასე ვხე­დავ ამ ერ­თგვარ ციკ­ლს და ვთვლი, რომ ამ ერ­თგვარ ჯაჭ­ვში ყვე­ლა­ზე მე­ტად პირ­ვე­ლის ნაკ­ლე­ბო­ბას გან­ვიც­დით. მეც სწო­რედ ცნო­ბი­ერ­ებ­ის ამ­აღ­ლე­ბა­სა და უკ­ეთ­ეს­ობ­ის­კენ სწრაფ­ვას, რო­გორც შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ვთვლი პი­კის ახ­ალ­გაზ­რდე­ბის გა­მოწ­ვე­ვად. ჩვენ უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ ახ­ალ­გაზ­რდო­ბის წლე­ბი სა­კუ­თა­რი თა­ვის სა­უკ­ეთ­ესო ვერ­სი­ად ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად, რა­თა გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში სწო­რედ ჩვენ­მა „პი­კის თა­ობ­ამ“ შევ­ძლოთ ძი­რე­ული პო­ზი­ტი­ური ცვლი­ლე­ბე­ბის მო­ტა­ნა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის.

 

„მე ვარ ქარ­თვე­ლი, და მა­შა­სა­და­მე, მე ვარ მსოფ­ლი­ოს მო­ქა­ლა­ქე“ — რამ­დე­ნად მნიშ­ვე­ლო­ვა­ნია ეს ხედ­ვა თი­თოეული ად­ამი­ან­ის­თვის?

 

2020 წელს ჩვენ­მა დე­და­ბუ­ნე­ბამ გა­მოგ­ვაღ­ვი­ძა და გვაჩ­ვე­ნა, რომ ერ­თად დგო­მა გვჭირ­დე­ბა, რა­თა მი­ვაღ­წი­ოთ მშვი­დო­ბა­სა და ად­ამი­ან­ური პო­ტენ­ცი­ალ­ის სრულ­ყო­ფას, ამ­ის­თვის კი სა­ჭი­როა, ვი­მოქ­მე­დოთ ერ­თად, რო­გორც მსოფ­ლიო მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე კი­დევ უფ­რო მე­ტად მო­მი­წია და­ფიქ­რე­ბა ბო­ლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ობა სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ასა და საქ­მი­ან შეხ­ვედ­რებ­ში. ვი­ყა­ვი ინ­დო­ეთ­ში, ეგ­ვიპ­ტე­ში, რუ­მი­ნეთ­ში, რუ­სეთ­ში, ავ­სტრი­აში, ჩე­ხეთ­ში და შე­მეძ­ლო ერთ დიდ ოთ­ახ­ში მე­ნა­ხა 100-ზე მე­ტი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ერ­თად. ახ­ალ­გაზ­რდე­ბის იმ­ედ­ით ან­თე­ბუ­ლი თვა­ლე­ბის ნახ­ვამ კი­დევ უფ­რო მე­ტად შემ­მა­ტა ძა­ლა და ენ­თუ­ზი­აზ­მი — ვის­წრაფ­ვო მშვი­დო­ბის­კენ და დაბ­რკო­ლე­ბე­ბის მი­უხ­ედ­ავ­ად არ გავ­ჩერ­დე ამ მიზ­ნის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე.


ამ­გვა­რად, მე, რო­გორც ერ­თმა პა­ტა­რა პა­იკ­მა სა­ქარ­თვე­ლო­დან, ქვეყ­ნი­დან, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის იყო და არ­ის ხი­დი ევ­რო­პა­სა და აზი­ას შო­რის, მშობ­ლი­ური მი­წა აფხა­ზი და ოსი ხალ­ხის­თვის, მშვი­დო­ბის­თვის მებ­რძო­ლი ქვე­ყა­ნა, მსურს მივ­მარ­თო ყვე­ლას, რომ გა­ვიღ­ვი­ძოთ! გა­მო­ვი­ყე­ნოთ მო­ცე­მუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, გა­ვა­აქ­ტი­ურ­ოთ ლი­დე­რო­ბა, გა­ვაძ­ლი­ერ­ოთ ერ­თმა­ნე­თი და და­ვიწყოთ ერ­თად მშვი­დო­ბი­ანი სამ­ყა­როს შე­ნე­ბა.


დღეს მე ქარ­თვე­ლი ახ­ალ­გაზ­რდე­ბის სა­ხე­ლით ვიწყებ ამ მშვი­დო­ბი­ან კამ­პა­ნი­ას. სწო­რედ ამ­იტ­ომ, მე ვარ ქარ­თვე­ლი, და მა­შა­სა­და­მე, მე ვარ მსოფ­ლიო მო­ქა­ლა­ქე!

View More

Order N:

Fablab TSU სტუდენტებს მცირე ბიზნესის დაწყებაში დაეხმარება

მაია ტო­რა­ძე

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის, University of Essex-ისა და Change School-ის კონ­სორ­ცი­უმ­მა ფონ­დის – „შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­პერ­წკა­ლი: სა­მე­წარ­მეო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის“ – და­ფი­ნან­სე­ბა მო­იპ­ოვა. და­ფი­ნან­სე­ბის ფარ­გლებ­ში თსუ-ის სტუ­დენ­ტებს BIG IDEA CHALLENGE-ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ („შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­პერ­წკა­ლი“ არ­ის სა­მე­წარ­მეო (ბიზ­ნეს) უნ­არ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მიზ­ნად ის­ახ­ავს — მო­მა­ვალ თა­ობ­ას მის­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­იძ­ინ­ოს და გა­ნა­ვი­თა­როს სა­ჭი­რო უნ­არ­ები და გახ­დეს და­საქ­მე­ბის მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ანი). ცო­ტა ხნის წინ ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში „BIG IDEA CHALLENGE 2021“ — 60 წა­მი­ანი ვი­დეო-ფიჩ კონ­კურ­სი გა­მოცხად­და. Fablab TSU-ის მთა­ვა­რი სპე­ცი­ალ­ის­ტის ნი­კო­ლოზ მნა­თო­ბიშ­ვი­ლის თქმით, კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ებ­ის გა­ნაცხა­დე­ბის მი­ღე­ბა შე­სა­ბა­მის პლატ­ფორ­მა­ზე თე­ბერ­ვალ­ში და­იწყო და უკ­ვე დას­რულ­და. პირ­ველ ეტ­აპ­ზე, 28 თე­ბერ­ვლამ­დე, სა­ჭი­რო იყო მხო­ლოდ ინ­ტე­რე­სის და­ფიქ­სი­რე­ბა, რის შემ­დე­გაც, ბრი­ტა­ნელ­მა პარ­ტნი­ორ­ებ­მა ჩა­ატ­არ­ეს ტრე­ნინ­გე­ბი იდე­ებ­ის დახ­ვე­წი­სა და ვი­დეო-ფი­ჩის მოთხოვ­ნე­ბის/რჩე­ვე­ბის შე­სა­ხებ. კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ებს ეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მო­იგ­ონ 3000 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი, მი­იღ­ონ ბიზ­ნეს მხარ­და­ჭე­რის სე­სი­ები, მენ­ტო­რო­ბის პა­კე­ტე­ბი და და­ეს­წრონ Start-up Sprint-ის დის­ტან­ცი­ურ პროგ­რა­მას. გარ­და კონ­კურ­სე­ბი­სა, Fablab TSU სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ით­აცაა და­კა­ვე­ბუ­ლი. მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტებ­სა და მო­მავ­ლის გეგ­მებ­ზე ნი­კო­ლოზ მნა­თო­ბიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

 

– რა აქ­ტი­ვო­ბებს ახ­ორ­ცი­ელ­ებს ფაბ­ლა­ბი პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ული შეზღუდ­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში?

 

— ფაბ­ლა­ბი არ­ის ინ­ოვ­აცი­ებ­ის და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის სამ­რეწ­ვე­ლო ლა­ბო­რა­ტო­რია, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზანს წარ­მო­ად­გენს ის, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე სტუ­დენ­ტებ­მა წა­მო­იწყონ თა­ვი­ან­თი ბიზ­ნე­სი რო­გორც სა­მე­წარ­მეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის, ას­ევე სტარ­ტაპ-მი­მარ­თუ­ლე­ბით, აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, ფაბ­ლა­ბი სტუ­დენ­ტებს სთა­ვა­ზობს რო­გორც თე­ორი­ულ, ას­ევე პრაქ­ტი­კულ დახ­მა­რე­ბას. თე­ორი­ული ნა­წი­ლი მოიაზრებს სტუ­დენ­ტებ­ში იმ უნ­არ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, რო­მე­ლიც მათ ბიზ­ნე­სის/სტარ­ტა­პის გა­კე­თე­ბა­ში გა­მო­ად­გე­ბათ, ხო­ლო პრაქ­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, პირ­ველ ეტ­აპ­ზე ჩვენ მათ ფაბ­ლა­ბის დაზ­გა-და­ნად­გა­რე­ბით ვეხ­მა­რე­ბით, ხო­ლო შემ­დგომ — წარ­მო­ებ­ის გა­მარ­თვა­შიც ვუწყობთ ხელს.

 

ამ­ავე მიზ­ნით ტარ­დე­ბა რი­გი ღო­ნის­ძი­ებ­ები. შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია სო­ცი­ალ­ური მე­დი­ის მარ­კე­ტინ­გი­სა და გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ინ­ის, მარ­კე­ტინ­გის, გა­ყიდ­ვე­ბი­სა და სხვა მსგავ­სი კურ­სე­ბი. გარ­და ამ­ისა, ჩვენ უკ­ვე მე­სა­მე წე­ლია, აქ­ტი­ურ­ად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს­თან მა­თი საგ­რან­ტო პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც თსუ-ცოდ­ნის გა­და­ცე­მი­სა და ინ­ოვ­აცი­ებ­ის ცენ­ტრმა და ფაბ­ლაბ­მა მო­ვი­გეთ. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ვა­ტა­რებთ სამ­დღი­ან „ბუთ­ქემ­ფებს“ მრა­ვალ ნა­კა­დად, რო­მე­ლიც მოიაზრებს რო­გორც ტრე­ნინ­გებს, ას­ევე პრაქ­ტი­კულ ნა­წილ­საც. ამ პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია სტუ­დენ­ტებ­ში ბიზ­ნეს-ცნო­ბი­ერ­ებ­ის ამ­აღ­ლე­ბა და ბიზ­ნე­სის დაწყე­ბა.

 

პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ნა­ირი ღო­ნის­ძი­ება ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში გა­და­ვი­ტა­ნეთ. მხო­ლოდ პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლი დავ­ტო­ვეთ ჩვე­ულ­ებ­ის­ამ­ებრ და ბე­ნე­ფი­ცი­არ­ებს ვი­ღებ­დით ყვე­ლა­ნა­ირი წე­სის დაც­ვით, რაც კა­ნონ­დებ­ლო­ბით იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

 

– რა გეგ­მე­ბი აქ­ვს Fablab TSU-ს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში?

 

– ფაბ­ლაბ­ში სა­მი თვის წინ გა­იხ­სნა დრო­ნე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის პრო­ექ­ტია. იგი მი­ზა­ნად ის­ახ­ავს ინ­დუს­ტრი­ული მი­მარ­თუ­ლე­ბით დრო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას და მათ უშუ­ალო ბიზ­ნეს­ში ჩარ­თვას. აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, 2021 წლის ივ­ლი­სი­დან აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შე­ვა დრო­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ებ­ით ტრე­ნინ­გე­ბი, რო­მე­ლიც მო­იც­ავს რო­გორც პრაქ­ტი­კულ, ას­ევე თე­ორი­ულ მა­სა­ლას. ამ ეტ­აპ­ზე ლა­ბო­რა­ტო­რი­ას გა­აჩ­ნია 24 პა­ტა­რა და 2 დი­დი დრო­ნი, რო­მე­ლიც გვაძ­ლევს სა­შუ­ალ­ებ­ას — სატ­რე­ნინ­გო პრო­ცე­სით მო­ვიც­ვათ თით­ქმის ყვე­ლა ინ­დუს­ტრია.

 

ამ ეტ­აპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ივ­ლი­სამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. პირ­ვე­ლი და მთვა­რი აქ­ტი­ვო­ბა (iTeams ) გუ­ლის­ხმობს ერ­თგვარ სის­ტე­მას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ჩვენ მი­ერ შერ­ჩე­ული სა­მი სტარ­ტა­პი ას­ახ­ელ­ებს 3-3 გა­მოწ­ვე­ვას და უყ­ვე­ბა მათ შე­სა­ხებ ექ­ვს გუნ­დად ფორ­მი­რე­ბულ სტუ­დენ­ტებს. ის­ინი, თა­ვის მხრივ, ეძ­ებ­ენ მარ­ტივ გზას, თუ რო­გორ გა­დაჭ­რან ესა თუ ის პრობ­ლე­მა. შემ­დეგ თი­თოეული გუნ­დი წარ­სდგე­ბა Demo დღე­ზე, აირ­ჩე­ვა სა­უკ­ეთ­ესო იდეა და მათ­თან უკ­ვე კომ­პა­ნი­ები იწყე­ბენ მუ­შა­ობ­ას.

 

შემ­დე­გი ორი ღო­ნის­ძი­ება არ­ის სო­ცი­ალ­ური მე­დი­ის მარ­კე­ტინ­გი­სა და გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ინ­ის კურ­სე­ბი.

 

ფაბ­ლაბ­ში, ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ას­ევე ჩა­მო­ყა­ლიბ­და მე­წარ­მე­თა ჰა­ბი, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი არ­ის ის, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა სტუ­დენ­ტმა და­იწყოს მცი­რე ბიზ­ნე­სი ფაბ­ლა­ბი­სა და ცენ­ტრის დახ­მა­რე­ბით, რა­თა მი­ნი­მა­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­დეთ და სა­მო­მავ­ლოდ გარ­და­იქ­მნან დიდ კომ­პა­ნი­ებ­ად.

View More

Order N:

15 მიზანი, რასაც საქართველოს სტუდენტური პარლამენტი ემსახურება

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

და­ახ­ლო­ებ­ით სა­მი წლის ან­ზორ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა და გი­გა გლუნ­ჩა­ძემ „და­მო­უკ­იდ­ებ­ელ ბავ­შვთა და სტუ­დენ­ტთა გა­ერ­თი­ან­ება“ და­აფ­უძ­ნეს. იდეა პრო­ექ­ტის — „გა­იც­ანი მსოფ­ლიო და გა­ნა­ვი­თა­რე შე­ნი რაიონი“ — გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის­ას და­იბ­ადა, რო­მე­ლიც 2016 წელს და­იწყო, ახ­ლაც გრძელ­დე­ბა და მას­ში სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 30 000-მდე ახ­ალ­გაზ­რდა არ­ის ჩარ­თუ­ლი. „და­მო­უკ­იდ­ებ­ელ ბავ­შვთა და სტუ­დენ­ტთა გა­ერ­თი­ან­ებ­ის“ მთა­ვა­რი მი­ზა­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი­თა და კომ­პლექ­სუ­რი პროგ­რა­მე­ბით ახ­ალი თა­ობ­ის ლი­დე­რე­ბის წარ­მო­ჩე­ნა და მა­თი გან­ვი­თა­რე­ბაა. ამ­ის­ათ­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა არ­აფ­ორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა და­იწყეს და და­მა­ტე­ბით რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი წა­მო­იწყეს, მათ შო­რის „სა­ქარ­თვე­ლოს სტუ­დენ­ტუ­რი პარ­ლა­მენ­ტი“ და "I see you — გა­იც­ანი მსოფ­ლიო და გა­ნა­ვი­თა­რე შე­ნი რაიონი/ქა­ლა­ქი". პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­ისა და სტუ­დენ­ტე­ბის რა­ოდ­ენ­ობ­ამ უკ­ვე რამ­დე­ნი­მე ათ­ას გა­და­აჭ­არ­ბა.

 

სტუ­დენ­ტუ­რი პარ­ლა­მენ­ტის და­ფუძ­ნე­ბის იდეა ერთ-ერ­თი პრო­ექ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­იბ­ადა. პრო­ექ­ტში „გა­იც­ანი მსოფ­ლიო და გა­ნა­ვი­თა­რე შე­ნი რაიონი“, რო­მე­ლიც 2016 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს 73 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ქვეყ­ნის 30 000-მდე ახ­ალ­გაზ­რდა არ­ის ჩარ­თუ­ლი და წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობს. პრო­ექ­ტი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ახ­ალ­გაზ­რდე­ბი სხვა­დას­ხვა თე­მა­ტი­კა­ზე (სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობა, ტუ­რიზ­მი, ეკ­ონ­ომ­იკ­ისა თუ სა­ქა­ლა­ქო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა) პრო­ექ­ტებს წე­რენ და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის წი­ნა­შე პრე­ზენ­ტა­ცი­ას აკ­ეთ­ებ­ენ. „და­მო­უკ­იდ­ებ­ელ ბავ­შვთა და სტუ­დენ­ტთა გა­ერ­თი­ან­ებ­ის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ან­ზორ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ათ­ას­ობ­ით სტუ­დენ­ტს აქ­ვს სა­შუ­ალ­ება — პირ­ვე­ლი­ვე კურ­სი­დან გა­ეც­ნონ და ით­ან­ამ­შრომ­ლონ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან.

 

პრო­ექ­ტში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან ერ­თად მუ­შა­ობ­ენ შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით: 1) სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის სხდო­მებ­ზე დას­წრე­ბა; 2) კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან და მის მო­ად­გი­ლე­ებ­თან შეხ­ვედ­რა; 3) კო­მი­ტეტ­ში შე­მა­ვალ დე­პუ­ტა­ტებ­თან შეხ­ვედ­რა; 4) სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტა­რებ­თან შეხ­ვედ­რა; 5) დე­პუ­ტა­ტის აპ­არ­ატ­ის წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რა და მუ­შა­ობა შემ­დეგ სა­კითხებ­ზე: ა) სა­კა­ნონ­მდებ­ლო ტექ­ნი­კა. ბ) სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ან­ობ­ის შე­სა­ხებ სა­ინ­ფორ­მა­ციო ტი­პის შეხ­ვედ­რე­ბი. გ) არ­აფ­ორ­მა­ლუ­რი ლექ­ცი­ები აპ­არ­ატ­ის თავ­მჯდო­მა­რეს­თან და წევ­რებ­თან; 6) სტუ­დენ­ტუ­რი პარ­ლა­მენ­ტის ინ­იცი­ატ­ივ­ებ­ის შე­თა­ვა­ზე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტს; 7) კო­მი­ტე­ტის შე­სა­ბა­მი­სად ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის და­გეგ­მვა და გან­ხორ­ცი­ელ­ება სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის კო­მი­ტე­ტებ­თან სა­ერ­თო კო­ორ­დი­ნა­ცი­ით; 8) თე­ორი­ული მას­ტერ­კლა­სე­ბი და მე­ცა­დი­ნე­ობ­ები სტუ­დენ­ტუ­რი პარ­ლა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან და მოწ­ვე­ულ სპე­ცი­ალ­ის­ტებ­თან; 9) არ­აფ­ორ­მა­ლუ­რი ლექ­ცი­ები სხვა­დას­ხვა დარ­გის წამ­ყვან სპე­ცი­ალ­ის­ტებ­თან (რო­გორც ქარ­თველ, ას­ევე უცხო­ელ სტუმ­რებ­თან ერ­თად); 10) სტუ­დენ­ტუ­რი პარ­ლა­მენ­ტის შეხ­ვედ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ფრაქ­ცი­ებ­თან; 11) კო­მი­ტე­ტუ­რი შეკ­რე­ბე­ბი და ბრე­ინ­შტორ­მინ­გე­ბი, მზა­დე­ბა ინ­იცი­ატ­ივ­ებ­ის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში წარ­სად­გე­ნად; 12) სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მე­გობ­რო­ბის ჯგუ­ფებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი; 13) სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მუდ­მივ­მოქ­მე­დი და დრო­ებ­ითი კო­მი­სი­ებ­ის სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში ჩარ­თვა; 14) ექ­სკურ­სია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სხვა­დას­ხვა სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში, ას­ევე სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რებ­ში, სა­ელ­ჩო­ებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში; 15) ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ და­გეგ­მილ სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ში აქ­ტი­ური ჩარ­თუ­ლო­ბა.

 

სტუ­დენ­ტურ პარ­ლა­მენ­ტში, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, ახ­ალ­გაზ­რდებს სა­შუ­ალ­ება ეძ­ლე­ვათ, ჩა­ერ­თონ თხუთ­მე­ტი­ვე კო­მი­ტე­ტის საქ­მი­ან­ობ­აში. ამ ეტ­აპე სა­ქარ­თვე­ლოს სტუ­დენ­ტურ პარ­ლა­მენ­ტში ოფ­იცი­ალ­ურ­ად ირ­იცხე­ბა 14 000-ზე მე­ტი სტუ­დენ­ტი, რომ­ლე­ბიც გა­ნა­წი­ლე­ბულ­ნი არი­ან 16 ად­მი­ნის­ტრა­ცი­აში. თი­თოეულ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ან­ალ­ოგი­ური სტრუქ­ტუ­რა აქ­ვს: 16 კო­მი­ტე­ტი — კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, მო­ად­გი­ლე­ები და წევ­რე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს სტუ­დენ­ტუ­რი პარ­ლა­მენ­ტი ყო­ვე­ლი სე­ზო­ნის ბო­ლოს მას­პინ­ძლობს დას­კვნით კონ­ფე­რენ­ცი­ებს: „კონ­ფე­რენ­ციაპროფ­კავ­ში­რე­ბის სა­სახ­ლე­ში“, 2000-მდე სტუ­დენ­ტი (10.06.2019); „კონ­ფე­რენ­ცია სპორ­ტის ახ­ალ სა­სახ­ლე­ში“, 4000-მდე სტუ­დენ­ტი (23.12.2019).

 

View More

Order N:

Order N: 77/02-01