Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ 4 ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა” და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობის წესი (დანართი N1).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. წინამდებარე ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

5. წინამდებარე ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში, მისამართზე ქ. თბილისის, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.

ჯაბა სამუშია რექტორი

View More

Order N: 134/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამებზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 და მე-15 მუხლების, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების ,,რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“, ,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, ,,ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 28 მაისის №13865/32 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამებზე:

1.1. ლაბორატორიული მედიცინა - 3 რეზიდენტი

1.2. ინფექციური დაავადებები - 3 რეზიდენტი

1.3. ენდოკრინოლოგია - 3 რეზიდენტი

1.4. ორთოპედიული სტომატოლოგია - 1 რეზიდენტი

1.5. თერაპიული სტომატოლოგია - 2 რეზიდენტი

2. რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:

2.1. საბუთების მიღება – 03-07 ივნისი;

2.2. გასაუბრება – 10 ივნისი;

2.3. შედეგების გამოცხადება –11 ივნისი.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: 

ა) განცხადება    რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირცხვის შესახებ (თანდართული ფორმის მიხედვით);
ბ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან/და შესაბამისი ცნობა;
გ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.

 

საბუთების მიღება - მისამართი: ბელიაშვილის N78, თსუ მედიცინის ფაკულტეტი, მე-3 სართული ოთახი N323. 09:00 - 18:00.  (599 22 00 97)

 

View More

Order N:

საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი აცხადებს სტაჟირების კონკურსს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი აცხადებს სტაჟირების კონკურსს. სტაჟირების მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებს, მონაწილეობა მიიღონ გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მსოფლიო ორგანიზაცსთან (UCLG) (რომელიც ქმნის ახალ სამუშაო ჯგუფს, რომელიც მიზნად ისახავს UCLG-ისთვის ახალი პროცედურული წესების შემუშავებას.) დაკავშირებულ  საქმიანობაში.


სავალდებულო მოთხოვნები:
საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი;
საბაკალავრო საფეხურის შემთხვევაში, სტუდენტი უნდა სწავლობდეს მინიმუმ IV სემესტრში და გავლილი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი.
 
სტაჟირების ხელმძღვანელი: ნინო რუხაძე, სამართლის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი
მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა: 2

სტაჟიორის ფუნქციები: 

UCLG-ის პროცედურული წესების ანალიზი, ხარვეზების გამოვლენა, ცვლილებებთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;
სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროცედურული წესების კვლევა, დამუშავება და ანალიზი;
პროცედურული წესების შექმნის პროცესში მონაწილეობის მიღება.


სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე


სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი


დაინტერესებულმა პირებმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინონ:
CV;
სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე.
პირადობის ასლი.
ცნობა სტატუსის შესახებ 

განაცხადები უნდა წარდგენილ იქნეს 7 ივნისის დღის ბოლომდე შემდეგ ელ. ფოსტებზე: nino.rukhadze@tsu.ge; ili@tsu.ge

View More

Order N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის,,ა“ და ,,პ“ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე2 და მე-3 პუნქტების, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის გ. გელაშვილის 2024 წლის 29 მაისის N14009/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2024 წლის 28 მაისის სხდომის ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) სულხან ნანობაშვილი - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;

ბ) ჯამლეტ მონასელიძე - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;

ზ) გრიგოლ მამნიაშვილი - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის კონდენსირებული გარემოს ფიზიკის განოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ სულხან ნანობაშვილი, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ჯამლეთ მონასელიძე, კომისიის მდივნად გრიგოლ მამნიაშვილი

3. დაევალოს კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2024 წლის 15 ივლისისა.

5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტრესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი).

6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

View More

Order N: 138/01-01

პროფესორ ოილივიე დუვილის საჯარო ლექცია

3 ივნისს, 17:00 საათზე თსუ მე-3 კორპუსის #304 აურიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: "პარანოიის ფსიქოანალიტიკური ფსიქოპათოლოგია ინდივიდთან და კოლექტივში".

 

მომხსენებელი: პროფესორი ოლივიე დუვილი, ფსიქოანალიტიკოსი, ანთროპოლოგი, პარიზის ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევის ასოციაციის წევრი (Espace Analytique), ფსიქიატრიის განვითარების ასოციაციის საპატიო წევრი, ევროპის ფსიქოანალიტიკური ფორმაციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი, საფრანგეთის ანთროპოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი, ფრანგული საპატიო ლეგიონერი.

View More

Order N:

პოლონეთის რესპუბლიკის ვიცე-კონსულის, კამილ გრონოვსკის, საჯარო ლექცია „1918 წლის ვილკოპოლსკის აჯანყება“

2024 წლის 4 ივნისს, 17:00 საათზე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სლავისტიკის ს/ს ინსტიტუტში გაიმართება პოლონეთის რესპუბლიკის ვიცე-კონსულის, ბატონ კამილ გრონოვსკის საჯარო ლექცია  „1918 წლის ვილკოპოლსკის აჯანყება“.

 

მისამართი: თსუ-ს მე-8 კორპუსი, 231 აუდიტორია

View More

Order N:

პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი „სახვითი ხელოვნება – ტრადიცია, შესაძლებლობები და გამოწვევები“ (ეძღვნება დავით კაკაბაძის დაბადებიდან 135-ე წლისთავს)

10-12 სექტემბერი, 2024

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი 2024 წლის 10-12 სექტემბერს უმასპინძლებს მხატვრებსა და მკვლევრებს საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტებიდან პირველ საერთაშორისო სიმპოზიუმზე: „სახვითი ხელოვნება – ტრადიცია, შესაძლებლობები და გამოწვევები“, რომელიც მიეძღვნება ცნობილი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის დაბადებიდან 135-ე წლისთავს.

საერთაშორისო სიმპოზიუმის ძირითადი მიმართულებაა სახვითი ხელოვნება, დარგი, რომელსაც თსუ-ში 30-წლიანი ისტორია აქვს. სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს თემატური სექციები, მრგვალი მაგიდა, გაიმართება მასტერკლასი, ვორკშოპი და გამოფენა, სადისკუსიო ფორუმები, ფორმალური და არაფორმალური ხასიათის შეხვედრები.

  • ქართული სახვითი ხელოვნების პოპულარიზება და ინტერნაციონალიზაცია; 
  • სახელოვნებო დარგში პოპულარული ტენდენციების გაცნობა და გავრცელების ხელშეწყობა;
  • სხვადასხვა თაობის მეცნიერებსა და მხატვრებს შორის კომუნიკაციის გაღრმავება და მხარდაჭერა; ახალგაზრდა მხატვართა როლის გამოკვეთა;
  • ადგილობრივ და უცხოელ კოლეგებთან, მხატვრებთან კავშირების გაღრმავება და სახელოვნებო და სამეცნიერო სფეროებში მიღწევების გაზიარება.
  • მხატვრობაში თანამედროვე პრობლემებისა და გამოწვევების წარმოჩენა და განხილვა.

სიმპოზიუმში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესიონალ მხატვრებს, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე მეცნიერებს, სახვითი ხელოვნების მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.

სიმპოზიუმის თემატიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • ტრადიცია და თანამედროვეობა მხატვრობაში 
  • ქართული სახვითი ხელოვნება
  • ლიტერატურა და მხატვრობა
  • მუსიკა და მხატვრობა
  • კულტურა და ხელოვნება
  • ფილოსოფია და ხელოვნება

სიმპოზიუმის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.

ძირითადი სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

რეგლამენტი:

მოხსენება – 20 წუთი;

მსჯელობა – 10 წუთი;

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • სიმპოზიუმის ჩატარების თარიღი: 10-12 სექტემბერი, 2024
  • თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა – 30 ივლისი, 2024
  • სარეგისტრაციო თანხის გადახდის ბოლო ვადა – 10 აგვისტო, 2024 (სიმპოზიუმის პროგრამაში მოხსენების ჩართვის შემთხვევაში); 
  • პროგრამაში ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა – 15 აგვისტო, 2024;
  • ქართულენოვანი თეზისების მოცულობა: 300 სიტყვა; ინგლისურენოვანი თეზისების მოცულობა: 300 სიტყვა;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაგვიანებით გამოგზავნილი თეზისები არ მიიღება.

სიმპოზიუმში მონაწილე მომხსენებელთათვის განსაზღვრული სარეგისტრაციო გადასახადი (თანხმობის წერილის მიღების შემდეგ):

  • ქართველი მომხსენებლებისთვის – 70 ლარი;
  • უცხოელი მომხსენებლებისა და მხატვრებისთვის – 100 ევრო;
  • ქართველი თანაავტორებისათვის (თითოეული თანაავტორი) – 35 ლარი;
  • უცხოელი თანაავტორებისათვის (თითოეულითანაავტორი) – 50 ევრო;

საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ანგარიში ეროვნულ ლარში):

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

204864548;

  • მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ეროვნული ანგარიში;
  • მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა;
  • ბანკის კოდი – TRESGE22;
  • მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708967253.

სარეგისტრაციო თანხაში შედის:

  • სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიაზე დასწრება (10 სექტემბერი, 2024);
  • სიმპოზიუმის ყველა სესიაზე დასწრება (10-12 სექტემბერი, 2024);
  • საუნივერსიტეტო ტური; 
  • სიმპოზიუმის პროგრამა; 
  • სიმპოზიუმის მასალები; 
  • სერტიფიკატი; 
  • ყავისა და ჩაის შესვენება; 
  • ვორკშოპში და მასტერკლასი მონაწილე მხატვრებისთვის (სამუშაო მასალები).

სიმპოზიუმის მასალებს მიენიჭება DOI სარეგისტრაციო ნომერი და განთავსდება თსუს რეპოზიტორზე, GOOGLE SCHOLAR-ისა და ResearchGate-ის ბაზებში.

სიმპოზიუმის პროგრამაში მოხსენების ჩართვის შემდეგ, გთხოვთ, მითითებულ ვადაში დაფაროთ სარეგისტრაციო გადასახადი.

გადარიცხვისას მიუთითეთ:

  • მომხსენებლის სახელი, გვარი; 
  • პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი „სახვითი ხელოვნება – ტრადიცია, შესაძლებლობები და გამოწვევები“.

სიმპოზიუმის ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი. სამეცნიერო მიმართულებით სიმპოზიუმის კოორდინატორია − თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური. მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტე- ტის I კორპუსი, ჭავჭავაძის გამზ. #1, ოთახი N 204, თბილისი, საქართველო. ელ.ფოსტა: symposium.visualart@tsu.ge

საკონტაქტო პირები: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ასოც. პროფესორი ლევან სილაგაძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეცილაისტი ნინო კვირიკაშვილი, ანთროპოლოგიის დოქტორი თეა ქამუშაძე.

View More

Order N:

წიგნის პრეზენტაცია

ა/წ 3 ივნისს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) I კორპუსის №115 საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება, სამართლის დოქტორის, დავით წულაიას წიგნის „ზოგიერთი კრიმინოლოგიური ასპექტი ქრისტიანული მართლმადიდებლური მოძღვრების მიხედვით“ პრეზენტაცია.

 

წიგნი, თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე დაცული სადისერტაციო ნაშრომია, რომელიც დაიბეჭდა სსიპ შოთა რუსთა­ველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფო­ნდის მიერ, 2023 წლის „საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ სახე­ლმწიფო საგრანტო კონკურსის” ფარგლებში.

View More

Order N:

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა  და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2024 წლის 24 აპრილის №11504/10 და 2024 წლის 25 აპრილის №11632/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 29 აპრილის №8 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) II ნაწილის „ა“ პუნქტის 34-ე ქვეპუნქტით №34 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა” (დანართი №34);
ბ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 35-ე ქვეპუნქტით №35 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ქართულ–რუსულენოვანი)” (დანართი №35);
გ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 36-ე ქვეპუნქტით №36 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება” (დანართი №36);
დ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 37-ე ქვეპუნქტით №37 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა “სოციოლოგია” (დანართი №37);
ე) II ნაწილის „ა“ პუნქტის 38-ე ქვეპუნქტით №38 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სოციალური მუშაობა” (დანართი №38);
ვ) II ნაწილის „ა“ პუნქტის მე-40 ქვეპუნქტით №40 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკური და ტურიზმის გეოგრაფია” (დანართი №40);
ზ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 41-ე ქვეპუნქტით №41 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა “საერთაშორისო ურთიერთობები” (დანართი №41);

თ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 43-ე ქვეპუნქტით №43 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “გენდერის კვლევა“ (დანართი №43);
ი) II ნაწილის „გ“ პუნქტის 45-ე ქვეპუნქტით №45 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “მედიის კვლევები“ (დანართი №45);
კ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 59-ე ქვეპუნქტით №59 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “სოციალური მუშაობა“ (დანართი №59);
ლ) II ნაწილის „გ“ პუნქტის მე-60 ქვეპუნქტით №60 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “სოციოლოგია“ (დანართი №60);
მ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 62-ე ქვეპუნქტით №62 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფია“ (დანართი №62);
ნ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 63-ე ქვეპუნქტით №63 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება“ (დანართი №63);
ო) II ნაწილის „გ“ პუნქტის 64-ე ქვეპუნქტით №64 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა“ (დანართი №64);
პ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 65-ე ქვეპუნქტით №65 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა“ (დანართი №65);
ჟ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 663 ქვეპუნქტით №219 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია“ (დანართი№219);
რ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 664 ქვეპუნქტით №220 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები“ (დანართი№220);
ს) II ნაწილის „გ“ პუნქტის 666 ქვეპუნქტით №256 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კონფლიქტოლოგია“  (დანართი №256);
ტ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 667 ქვეპუნქტით №258 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება“ (დანართი №258);
უ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 6610 ქვეპუნქტით №295 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები (ინგლისურენოვანი)“ (დანართი №295);
ფ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 6611 ქვეპუნქტით №296 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია: პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება (ინგლისურენოვანი)“ (დანართი №296);
ქ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 6612 ქვეპუნქტით №304 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - ციფრული მედია და ინოვაციები“ (დანართი №304);
ღ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 6613 ქვეპუნქტით №305 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა "ევრაზიისა და კავკასიის კვლევები“ (დანართი №305).
ყ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 6614 ქვეპუნქტით №310 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „პოლიტიკის ანალიზი და საჯარო პოლიტიკა“ (დანართი №310).


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

View More

Order N: 62/2024

დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის მიზნით საკონკურსო საბუთების ჩამონათვალი და წარმოდგენის ვადები

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის მიზნით საკონკურსო საბუთების ჩამონათვალი და წარმოდგენის ვადები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის საკონკურსო საბუთების  წარმოადგენის ვადები:  2024  წლის  27 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით.

მისამართი: თბილისი 0186, უნივერსიტეტის ქუჩა №2 (კორპუსი X ) ოთახი № 307.

საბუთების  ჩამონათვალი:          

ა) განცხადება ფაკულტეტის დეკანის სახელზე (დანართი №1)

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) კონკურსანტის ავტობიოგრაფია (CV);

დ) დანართი №2 გათვალისწინებული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და  სტუდენტის სასწავლო ბარათი.

View More

Order N:

სამუშაო ვიზიტი ფრანკოფონული უნივერსიტეტის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის (ReSanClim) ფარგლებში

მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე ფრანკოფონული უნივერსიტეტის სააგენტოს (AUF) მიერ დაფინანსებული პროექტის ,,საერთაშორისო კვლევითი ქსელი ჯანმრთელობის განმსაზღვრელ ფაქტორებზე კლიმატის ცვლილების კონტექსტში (ReSanClim)’’ ფარგლებში   თსუ მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ  განახორციელა სამუშაო ვიზიტი ნიკოლაე ტესტემიტანუს სახელობის მედიცინისა და ფარმაციის სახელმწიფო უნივერსიტეტში  (კოორდინატორი ინსტიტუცია) საექსპერტო ჩართულობის მიზნით 2024 წლის 24-27 აპრილს. ვიზიტის პერიოდში  პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ   მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში და ჯანმრთელობის პრევენციის დეპარტამენტში ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში, ასევე წარადგინა პრეზენტაცია ფრანკოფონულ სტუდენტებთან ორგანიზებულ სემინარში. 

 

View More

Order N:

ვიზიტი ბრატისლავას ეკონომიკის უნივერსიტეტში

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორების წარმატებული ვიზიტი ბრატისლავას ეკონომიკის უნივერსიტეტში

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS + პროგრამის ფარგლებში ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი და ასისტენტ პროფესორი ნინო ლობჟანიძე  მიწვეულები იყვნენ სლოვაკეთში, ბრატისლავას ეკონომიკის უნივერსიტეტში 14.04.2024 – 20-04.2024 პერიოდში  საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში. თსუ-ს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ სარაევოს უნივერსიტეტის (ბოსნია-ჰერცოგოვინა) და აზერბაიჯანის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აზერბაიჯანი) წარმომადგენლები.

მობილობის პერიოდში შედგა შეხვედრა მასპინძელი უნივერსიტეტის  საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელთან, კვლევისა და განვითარების, სადოქტორო პროგრამების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, მობილობით ჩამოსული და წასული სტუდენტების კოორდინატორებთან, უცხოენოვანი  პროგრამების კოორდინატორთან. წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია ბრატისლავას ეკონომიკის უნივერსიტეტის ზამთრის და საზაფხულო სკოლების შესახებ, ასევე, ბრატისლავას ეკონომიკის უნივერსიტეტის უცხოენოვანი პროგრამების, ამ პროგრამებზე უცხოელი სტუდენტების შერჩევის პროცესის, კრიტერიუმების, საჭირო დოკუმენტაციის, პროცესის დროში დაგეგმვის, საფასურის და სხვა საკითხებზე. ნაყოფიერი შეხვედრა  გაიმართა ბრატისლავას ეკონომიკის უნივერსიტეტის ეროვნული ეკონომიკის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან პროფესორ  მარტინ ლაბაჯთან და ეროვნული ეკონომიკის ფაკულტეტის წარმომადგენლებთან ასოცირებულ პროფესორ მარტინ ჰადკოვსკისთან და სხვებთან ერთობლივი კვლევების და სტატიების თემატიკის საკითხებზე. მოგვიანებით თსუ-ს პროფესორები დაესწრნენ და მონაწილეობა მიიღეს სადოქტორო სემინარში - “Market Power and Regulation in Pharmaceutical Markets”.

მობილობის პერიოდში თსუ-ს პროფესორები ასევე, შეხვდნენ თსუ-ს მობილობით ჩასულ სტუდენტებსაც, რომლებმაც გააცნეს საკუთარი გამოცდილება მობილობის, სწავლა-სწავლების, ბრატისლავაში არსებული საერთო გარემოს საკითხებზე. მათი შეფასებით მთლიანობაში ბრატისლავას ეკონომიკის უნივერსიტეტმა მოლოდინს გადააჭარბა.

 

View More

Order N:

Accepting articles for the Journal of International Law

The Institute of International Law of the Faculty of Law of the Iv. Javakhishvili Tbilisi State University announces the call for the articles for the 2024 edition of the bilingual, peer-reviewed, referred "Journal of International Law" (the “Journal”).

 

In case of presentation of an article by a doctoral student, it must be accompanied by a positive conclusion of the scientific supervisor.

 

The article must be devoted to current actual topics of international law and must be written in full compliance with academic writing requirements.

 

An article will be rejected if a substantial part or a full version of it has already been published or is under consideration for publication in another scientific journal.

 

For bibliography and citation, the standards given in Appendix No. 1 are used (separately for the Georgian and English versions).

 

Languages of the article - Georgian and English (presentation of the paper in both languages with high linguistic standards must be provided by the author(s))

 

The length of the article is 5000-7000 words (including the main text and footnotes), main text: Sylfean font, size 12, line spacing - 1; Footnote - Sylfaen – size 10.

 

Annotation (in Georgian and English) is limited to 200 (two hundred) words for each;

 

Keywords (maximum10 (up to ten)) - in Georgian and English languages;

 

The deadline for submitting the article (Georgian and English versions) is July 30, 2024. The Article shall be accompanied by application (see application form - attachment No. 2).

 

The application and the article (in word format) should be sent to the following e-mail address: Ili.journal@tsu.ge.

View More

Order N:

თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ ივანე ჯავახიშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო

ჯაბა სამუშიამ ივანე ჯავახიშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ, სტუდენტებმა,
პროფესორებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის
დამფუძნებლის ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 148 წლისთავთან დაკავშირებით
მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.
„ივანე ჯავახიშვილმა უდიდესი როლი შეასრულა ქართული სახელმწიფოს, ქართული
მეცნიერების ფორმირებაში. წლების წინ მქონდა ბედნიერება მემუშავა ივანე
ჯავახიშვილის ენციკლოპედიაზე და შემესწავლა მისი არქივი. მიუხედავად იმისა, რომ
ბევრი რამ ვიცოდით ამ საოცარი ადამიანის ბიოგრაფიიდან, მისი სამეცნიერო ღვაწლის
გარდა, დავინახეთ მისი პიროვნული ღირებულებები. ჩვენ, უნივერსიტეტელები
ბედნიერები ვართ, რომ ვაგრძელებთ მის დაწყებულ საქმეს და ვემსახურებით
მეცნიერებას“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 148-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების
ფარგლებში, თსუ-ში, ასევე, გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია და  „წიგნის
საუნივერსიტეტო ფესტივალი“.

 

View More

Order N:

მიღება ფრანკოფონიის საზაფხულო სკოლაში (ბუქარესტი)

  ცხადდება მიღება 2024 წლის 1-5 ივლისს, ქალაქ ბუქარესტში, რუმინეთის საერთაშორისო ფრანკოფონიის ორგანიზაციისა (OIF) და ბუქარესტის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ფრანკოფონიის საზაფხულო სკოლაში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

 

 პროგრამა განკუთვნილია 20-28 წლის იმ სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, რომელთა ფრანგული ენის ცოდნა შეესაბამება B2 დონეს. პროგრამა გამარჯვებულ მონაწილეებს აუნაზღაურებს მგზავრობის, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში განთავსების, კვების, სამოგზაურო დაზღვევისა და კულტურული ტურების ხარჯებს.

 

სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება წარმოებს 2024 წლის 15 მაისამდე, რომელთა წარდგენა უნდა მოხდეს შემდეგი ელექტრონული ბმულის საშუალებით: https://mfr.upb.ro/nosevenements/universite-dete-des-jeunes-en-relations-internationales

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ.  

View More

Order N:

Accepting articles for the Journal of International Law

The Institute of International Law of the Faculty of Law of the Iv. Javakhishvili Tbilisi State University announces the call for the articles for the 2024 edition of the bilingual, peer-reviewed, referred "Journal of International Law" (the “Journal”).

 

In case of presentation of an article by a doctoral student, it must be accompanied by a positive conclusion of the scientific supervisor.

 

The article must be devoted to current actual topics of international law and must be written in full compliance with academic writing requirements.

 

An article will be rejected if a substantial part or a full version of it has already been published or is under consideration for publication in another scientific journal.

 

For bibliography and citation, the standards given in Appendix No. 1 are used (separately for the Georgian and English versions).

 

Languages of the article - Georgian and English (presentation of the paper in both languages with high linguistic standards must be provided by the author(s))

 

The length of the article is 5000-7000 words (including the main text and footnotes), main text: Sylfean font, size 12, line spacing - 1; Footnote - Sylfaen – size 10.

 

Annotation (in Georgian and English) is limited to 200 (two hundred) words for each;

 

Keywords (maximum10 (up to ten)) - in Georgian and English languages;

 

The deadline for submitting the article (Georgian and English versions) is July 30, 2024. The Article shall be accompanied by application (see application form - attachment No. 2).

 

The application and the article (in word format) should be sent to the following e-mail address: Ili.journal@tsu.ge.

View More

Order N:

ბერძენი კოლეგების მოხსენებები „აგორაზე“

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი აგრძელებს  შეხვედრებს "აგორაზე" - სემინარების, მოხსენებების და პრეზენტაციების ციკლს კლასიკური, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგიის მიმართულებით.

2024 წლის 2 აპრილს, სამშაბათს, 17.00 საათზე ბერძენი ენათმეცნიერი, ანა რუსუ (პატრის უნივერსიტეტის ფილოლოგიის დეპარტამენტის ენათმეცნიერების მიმართულების პროფესორი) წაიკითხავს მოხსენებას: Is Greek a sexist language?

2023 წლის 4 აპრილს, ხუთშაბათს, 17.00 საათზე ბერძენი ბიზანტინისტი, ირინე-სოფია კიაპიდუ (პატრის უნივერსიტეტის ფილოლოგიის დეპარტამენტის ბიზანტიური ლიტერატურის მიმართულების პროფესორი) წაიკითხავს მოხსენებას: The evidence of the historiographical prefaces on the theory and praxis of writing history in Byzantium.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N 13, მეორე სართული, აუდიტორია N 220

View More

Order N:

Cooperation with the Siracusa International Institute for Criminal Justice and Human Rights

On March 25, 2024 a meeting was held at the Ivane Javakhishvili Tbilisi State University (TSU) with the representatives of the Siracusa International Institute for Criminal Justice and Human Rights (Siracusa Institute) - President Jean-François Thony and Director General Filippo Musca.

 

Within the scope of this meeting, a Memorandum of Understanding was signed between the Institute for Comparative and Transnational Criminal Law of the TSU Faculty of Law and the Siracusa Institute, which aims to implement research, educational, training and academic activities between the institutes.

 

TSU Rector Jaba Samushia, Deputy Rector Erekle Astakhishvili, TSU Faculty of Law Dean Tamar Zarandia, and Deputy Dean Giorgi Dgebuadze outlined the activities of Tbilisi State University and the Faculty of Law, upcoming events, and identified opportunities for collaborative initiatives. The meeting was also attended by Mirian Megrelishvili - Head of the Professional Development Center of the Prosecutor's Office of Georgia, Rusudan Tsagareli – a staff member of the Dean’s Office at the TSU Faculty of Law.

 

Within the framework of cooperation with the Institute for Comparative and Transnational Criminal Law of the TSU Faculty of Law, the Siracusa Institute presented its initiative - "REACT" - The Regional Atrocity Crimes Training Platform, that aims to facilitate professional development through qualification-raising trainings and courses tailored for investigators and prosecutors. The TSU Faculty of Law is actively involved in this initiative and in cooperation with the General Prosecutor's Office of Georgia it is scheduled for implementation in the upcoming months.

 

The cooperation between the Institute for Comparative and Transnational Criminal Law of the TSU Faculty of Law and the Siracusa Institute will significantly contribute to the advancement of criminal law research in Georgia and foster collaboration through joint events.

 

Following the signing of the Memorandum of Understanding, a seminar organized by the TSU EuroClub was held within the framework of the cooperation between the TSU Faculty of Law and the Young European Ambassadors (EU Neighbours East): ”Challenges of International Criminal Law in regard to the Principle of Complementarity“, which was led by the President of the Siracusa Institute Jean-François Thony and the Director General of the Siracusa Institute - Filippo Musca.

 

The President and Director General of the Siracusa Institute informed the participants of the seminar about the activities of the Siracusa International Institute for Criminal Justice and Human Rights - an educational, research institution in the fields of international and comparative criminal justice and human rights, as well as about the challenges of international criminal law in relation to the principle of complementarity.

View More

Order N: