2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობის ვადები:
პროცედურული ვადები:
დოკუმენტაციის მიღება – 11 – 13 სექტემბერი;
უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 14 - 15 სექტემბერი;
სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი) – 18 სექტემბერი;
საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 19 სექტემბერი;
მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - 20 სექტემბერი;
საგამოცდო ვადები (უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველი დოქტორანტებისთვის/ მაგისტრანტებისათვის):
უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) – 14 სექტემბერი;
გამოცდის შედეგების გამოცხადება –15 სექტემბერი;
გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 15 სექტემბერი;
აპელაციის შედეგების გამოცხადება -15 სექტემბერი;
გასაუბრება სპეციალობაში- 16 სექტემბერი.
უნივერსიტეტში გადმომსვლელი სტუდენტი ვალდებულია 11-13 სექტემბერს წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
პირადობის მოწმობის ასლი;
წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
სტუდენტის სასწავლო ბარათი;
უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის);
სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის);
ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის);
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
უნივერსიტეტში გადმომსვლელმა სტუდენტმა დოკუმენტები უნდა წარადგინოს შესაბამის ფაკულტეტზე:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ XI კორპუსი (ბიოლოგების კორპუსი), ოთახი №303. ტელ: (+995 32) 225-04-84 (შიდა 9226).
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ, VI კორპუსი, ოთახი №203. ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა 6220; 6221).
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, მაღლივი კორპუსი, VI სართული, ოთახი N609, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84; შიდა (9740; 9741).
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა „ტურიზმი“- მის.: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №44; II სართული, ოთახი №207; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 8521; 8535;)
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) საბაკალავრო პროგრამა ეკონომიკაში (ინგლისურენოვანი) - მის.: მ. ზანდუკელის N16. ტელ: 2507177.
იურიდიული ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ, II კორპუსი, ოთახი N111, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა 2220).
მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა.ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე-3 სართული, ოთახი N324 . ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა 1921);
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ, III კორპუსი, ოთახი №107 ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 3220; 3223).