Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალი წევრები თსუ-დან

11 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებამ აკადემიის წევრ-კორესპონდენტებად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 4  თანამშრომელი აირჩია:

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი ამირხანაშვილი კობა - სპეციალობით "მეტალურგია და მასალათმცოდნეობა".

 

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი ტატიშვილი გრიგორ -  სპეციალობით "ქიმია და ქიმიური ტექნოლოგიები". 

 

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის  პროფესორი ზაზა სხირტლაძე, სპეციალობით -  „ხელოვნების ისტორია და თეორია“. 

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა   ფაკულტეტის პროფესორი ირაკლი ბრაჭული, სპეციალობით - „ფილოსოფია, ფილოსოფიის ისტორია.“ 

 

გარდა ამისა,  აკადემიის სტიპენდიატი გახდა  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის ახალგაზრდა თანამშრომელი,  თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების  ს/ს ინსტიტუტის  ასოცირებული პროფესორი ზურაბ ბარათაშვილი,  სპეციალობით - "ენათმეცნიერება".