Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Mermis VII

წინამდებარე კრებულში თავმოყრილია 2015 წლის ივნისის თვეში ჩატარებული სტუდენტთა VII რეგიონთაშორისი კონფერენციის მასალები, რომელებიც არჩეულ იქნა კონფერენციის პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილ მოხსენებათა შორის. კონფერენციაზე წარმოდგენილი 200-ზე მეტი განაცხადიდან კონფერენციაზე წარსადგენად შეირჩა 14 სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში მომზადებული 86 მოხსენება. შესაბამისად, წარმოდგენილი მასალების მრავალფეროვნების, მრავალმიმართულებრივი პრობლემატიკის კვალობაზე მუშაობდა 10 სხვადასხვა სასწავლო – სამეცნიერო თემატიკის სექცია. წარმოდგენილ მასალათა შორის ნაშრომების კვლევისა და ანალიზის კომპონენტების, ინდივიდუალიზმისა და თავისთავადობის, მეცნიერული, მორალური პოზიციისა და ხარისხის გათვალისწინებით, ჯერ კიდევ კონფერენციაზე, სექციური მუშაობისას, გამოქვეყნებისათვის რეკომენდაცია გაეწია ნაშრომთა ერთ ნაწილს. შემდგომ სარედაქციო კოლეგიამ იმუშავა შერჩეულ და გამოგზავნილ მასალებზე. სწორედ ამ შერჩევისა და შესრულებული სამუშაოს შედეგები შედეგები აისახა „მერმისის“ ამ ახალ კრებულში და შეირჩა 30 მოხსენება სხვადასხვა სპეციალობებიდან. საორგანიზაციო ჯგუფისათვის კვლავ რჩება მთავარ სამუშაო პრინციპად ჩვენი პროექტის: „ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის“ ძირითადი იდეის განხორციელება: ინტერგრირება და თანამშრომლობა სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო ინსტიტუტების მკვლევარებთან და სტუდენტებთან. ტრადიციისამებრ, „მერმისის“ წინამდებარე კრებულიც ამ ღირებულებათა წარმომჩენია.

isbn :
Price: 0₾