Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) სადოქტორო განათლების საბჭოს თემატური სემინარი

    ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წარმომადგენლებმა 20 ქართული უნივერსიტეტის რექტორებსა და ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელებს ევროპულ უნივერსიტეტებში სადოქტორო განათლების კვლევების შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნეს.
    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე ევროპული განათლების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.

    120-ზე მეტი ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენლებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.  ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ისტორიაში პირველად, ასოციაციის წარმომადგენლები შეხვედრას ევროკავშირის არაწევრ  ქვეყანაში გაიმართა. ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის შეხვედრაზე სადოქტორო განათლებაში არსებულ ევროპულ ტენდენციებზე, სამომავლო გამოწვევებსა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარების გზებზე იმსჯელეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო განათლების შესახებ სემინარებსა და ვორქშოფებს ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში სტუმრობდნენ.