თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, პერსონალის პროფესიული განვითარების ფარგლებში, გთავაზობთ ტრენინგს "ხელოვნური ინტელექტი აკადემიურ სივრცეში - შესაძლებლობები და გამოწვევები".
ტრენინგი მიზნად ისახავს მონაწილეებს გააცნოს ხელოვნური ინტელექტის (AI) საფუძვლები და მისი გამოყენების თანამედროვე ტენდენციები განათლებისა და მეცნიერების სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების მუშაობის პრინციპების ახსნას როგორც ტექსტზე, ასევე გამოსახულებაზე დაფუძნებული აპლიკაციების მაგალითზე. მონაწილეები გაეცნობიან ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობით გამოყენების ეთიკურ ასპექტებს, აპლიკაციების ეფექტურად შერჩევისა და პრაქტიკაში დანერგვის სტრატეგიებს.
ტრენინგი ჩატარდება სამშაბათს, 13 მაისს, 15:00, თსუ I კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში.
ტრენინგის ხანგრძლივობაა 3 სთ (ყავის შესვენებით). სამუშაო ენა - ქართული.
მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე არაუგვიანეს 2 მაისისა (ადგილების რაოდენობა შეზღუდულია).