Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამაგისტრო პროგრამას "საჯარო მმართველობა" FIBAA-ს საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად განხორცილებულ ინგლისურენოვან, ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამას "საჯარო მმართველობა" საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოს FIBAA-ს საერთაშორისო აკრედიტაცია   უკვე მეორედ, შვიდი წლის ვადით მიენიჭა.

 

„სააკრედიტაციო სააგენტო FIBAA-მ ჩვენს პროგრამას აკრედიტაცია შენიშვნების გარეშე მიანიჭა. ეს ჩვენი აკადემიური გუნდისა და ადმინისტრაციის  დიდი შრომის შედეგია,“- აღნიშნა თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ. მისი თქმით, ეს კიდევ ერთი აღიარებაა იმისა, რომ ამ პროგრამაზე სწავლა და სწავლება საერთაშორიო სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს.    

 

FIBAA-ს აკრედიტაცია კიდევ ერთი აღიარება და წინ გადადგმული ნაბიჯია სამაგისტრო პროგრამისთვის. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ პროგრამა „საჯარო მმართველობა“ საქართველოში სთავაზობს სტუდენტებს საერთაშორისო დონის განათლებას და თავისი შინაარსითა და ხარისხით კონკურენტუნარიანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“ თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე 2009 წლიდან ხორციელდება, რომელმაც პირველი საერთაშორისო აკრედიტაცია 2015 წელს მიიღო.

 

FIBAA გერმანიის საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოა, რომელიც უმაღლესი განათლების სექტორში ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობს და უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრია. მას სააგენტოს ხარისხის უზრუნველყოფისა და განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს.