Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტრენინგი: მდგრადი განვითარება, სტიქიური პროცესები და გეოეკოლოგიური პრობლემები

19 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებითა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა, ტრენინგი თემაზე: „მდგრადი განვითარება, სტიქიური პროცესები და გეოეკოლოგიური პრობლემები“. მონაწილეებს მიესალმა თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი შოთა ფოთოლაშვილი. ღონისძიებაზე დამსწრეთ საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანიკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს რეგიონული დირექტორი მოჰამედ კეტატა. ტრენინგი ორდღიანი იყო და 20 ოქტომბერს დასრულდა.

 

ტრენინგს უძღვებოდნენ ექსპერტები: გიორგი გაფრინდაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის კატასტროფების პროცესების, საინჟინრო-გეოლოგიისა და ჰიდროგეოლოგიის სამმართველოს უფროსი და ვაჟა ტრაპაიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში. ტრენინგის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები. 

 

ტრენინგზე განხილული იყო საკითხები ეკოლოგიის, გარემოს მდგრადი განვითარების, გეოეკოლოგიურ პრობლემებსა და სტიქიური პროცესების შესახებ.