საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-09-24
თარიღი 9:30 სთ
მისამართი ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია 06

24 სექტემბერს, 09:50 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სკოლა „ფუნდამენტური ფიზიკის უახლესი მიღწევები“, გაიხსნება. საშემოდგომო სკოლის ფარგლებში დოქტორანტებისა და მაგისტრებისთვის ლექციებს წაიკითხავენ ამ დარგის წამყვანი მეცნიერები გია დვალი (მაქს პლანკის ინსტიტუტი), ზურაბ ბერეჟიანი (ლაკვილას უნივერსიტეტი) და არჩილ კობახიძე (სიდნეის უნივერსიტეტი).

 

27 სექტემბერს, 9:50 საათზე (თსუ პირველი კორპუსის 107-ე აუდიტორიაში) გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია. 


ღონისძიების ძირითადი თემატიკა იქნება:
სამყაროს წარმოშობის და ევოლუციის საკითხები;
შავი ხვრელები და მათთან დაკავშირებული პარადოქსები;
კვანტური გრავიტაციის გადაუჭრელი პრობლემები;
ფიზიკა სტანდარტული მოდელის მიღმა;
ელემენტარული ნაწილაკების და ფუნდამენტური ურთიერთქმედებების ახალი
თეორიები.

 

საერთაშორისო სკოლა და კონფერენცია „ფუნდამენტური ფიზიკის უახლესი მიღწევები“ გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბონისა და ზიგენის უნივერსიტეტების, ასევე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, რომლებიც თეორიულ ფიზიკასა და ნაწილაკების ექსპერიმენტულ ფიზიკაში რეგიონულ სადოქტორო პროგრამის ფარგლებში არიან გაერთიანებული (ფოლკსვაგენის საქველმოქმედო ფონდის გრანტი Ref. 93 562, ფოლკსვაგენისა და შრესფ ერთობლივი გრანტი #04/24).
 

დაწვრილებითი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე.
 

მსგავსი ღონისძიებები