eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2026-09-23
თარიღი 12:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მე-2 სართული სააქტო დარბაზის ფოიე.

23-25 სექტემბერს თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) ორგანიზებით გაიმართება XVIII საერთაშორისო სიმპოზიუმი - ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები.

 

ღონისძიების გახსნის ცერემონიალი შედგება 23 სექტემბერს, 12:00 საათზე. 

სიმპოზიუმი ეძღვნება შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დაფუძნებიდან 90-ე წლისთავს.

სიმპოზიუმის თემაა: ომისა და მშვიდობის თემა თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურასა და კულტურაში.

 

სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები:

 

ომის თემა თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაში;

რეგიონული და ეთნიკური კონფლიქტები და გლობალური ნარატივები;

მშვიდობის ნარატივები ლიტერატურაში;

ომისა და მშვიდობის თემა ვიზუალურ ხელოვნებასა და ციფრულ მედიაში.

წელს სიმპოზიუმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (იაპონია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სერბეთი, ლიეტუვა, უკრაინა, ბულგარეთი, თურქეთი, სომხეთი და ა.შ.) უმასპინძლებს 40-მდე უცხოელ მეცნიერს. მათ შორის სიმპოზიუმის პლენარული მომხსენებლები იქნებიან ტოკიოს უნივერსიტეტის  პროფესორი ჰიკარუ ფუჯიი (იაპონია, ტოკიო) და ახალი სორბონა პარიზი 3 უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრ სტროევი (საფრანგეთი, პარიზი). სამეცნიერო სესიები შედგება როგორც დასწრებულ, ისე online ფორმატში.

კონფერენციის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.

 

სიმპოზიუმის ფარგლებში, 23 სექტემბერს, 15:00 საათზე, თსუ მუზეუმის დარბაზში გაიმართება ფოტოგამოფენა და საიუბილეო გამოცემის - „ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ამბებსა და ფოტოებში“ - წარდგინება. წიგნი დარიგდება საჩუქრად.

 

25 სექტემბერს, 17:00 საათზე თსუ მუზეუმის დარბაზში გაიმართება დასკვნითი პლენარული სესია და სიმპოზიუმის საზეიმო დახურვის ცერემონიალი.

შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დაფუძნებიდან 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები წლის ბოლომდე გაგრძელდება.

მსგავსი ღონისძიებები