საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
მუზეუმის ექსპონატები
ინვეტორის ნომერი
ცალყურა ხელადა

ცალყურა ხელადა, სფერული მუცლით, მოყავისფრო-მოჩალისფროდ გამომწვარი. სიმაღლე-24,5 სმ. პირის დმ-10,5. მუცლის დმ-23 სმ, ძირის დმ-9 სმ.

 აღმოჩენის ადგილი - ხიზანაანთ გორა.

რესტავრირებული.

ქილა

ქილა, ცალყურა, მოყავისფრო-მონაცრისფრო. სიმაღლე-14 სმ. პირის დმ-13,4. მუცლის დმ-12,6 სმ, ძირის დმ-8 სმ.

აღმოჩენის ადგილი-საჩხერე. რესტავრირებული.

სასმისი

სასმისი მოვარდისფრო-მოწითალოდ გამომწვარი, ცილინდრულყელიანი. სიმაღლე - 12 სმ, პირის დმ - 8 სმ, მუცლის დმ - 9,8 სმ, ძირის დმ - 5,7 სმ. აღმოჩენის ადგილი უცნობია, რესტავრირებული. 

ქილა

ქილა ორი მინიატურული ყურით, რომლებიც ზემოდან მომრგვალებულია, შიგნიდან კი ბრტყელი. სიმაღლე- 14,9 სმ, პირის დმ-9,3 სმ.

ცალყურა ხელადა

ცალყურა ხელადა, წითლად გამომწვარი. სფერულმუცლიანი. სიმაღლე-19,5 სმ. პირის დმ-9. მუცლის დმ-16 სმ, ძირის დმ-6,3 სმ.

ცალყურა ბადია

ცალყურა ბადია, ზედაპირი მოშავო-მოყავისფრო, შიდაპირი შავი, კალთაწიბოიანი. სიმაღლე-13.2 სმ. პირის დმ-26,6. მუცლის დმ-28 სმ, ძირის დმ-9 სმ.

ცალყურა ბადია

ცალყურა ბადია, მოშავო-მოყავისფროდ გამომწვარი, სუსტად ნაპრიალები. სიმაღლე 10.3 სმ.

მოვარდისფრო ჩალისფრად გამომწვარი ქოთანი

მოვარდისფრო ჩალისფრად გამომწვარი ქოთანი, უხეშად ნაძერწი, ასიმეტრიული, დაბალი ქუსლით. სიმაღლე 17,6 სმ.

კურუკულუმ ვიტა

ევგენი ბიუსის. რუსულად, შავი მელანი, არასტანდარტული ფურცელი. 2 გვერდი. 1922 წლის 12 მაისი. 

ანგარიში

ალექსანდრე ჯავახიშვილის მეთოდიკური მუშაობის მდგომარეობის შესახებ გეომორფოლოგიის კათედრაზე. ნაბეჭდი, თაბახის 11 გვერდზე, ქართულად.

წერილი

ანთროპოლოგიური ტიპების სქემა შედგენილი ალექსანდრე ჯავახიშვილის მიერ. ქართული, შავი მელანი. უთარიღო.

წერილი

ალექსანდრე ჯავახიშვილი მეან-გინეკოლოგთა პრეზიდიუმს. პროფესორ გაბრიელ ღამბაშიძის 45 წლის იუბილესთან დაკავშირებული მილოცვის შესახებ. თაბახის ფურცელი, 1 გვერდი. ქართული. იისფერი მელანი. ხელმოწერილი, 1950 წლის 16 მაისი. 

წერილი

თსუს რექტორი პროფესორი ლ. აღნიაშვილი - პროფესორ ა. ჯავახიშვილს. გეოგრაფიის კათედრის გამგედ დანიშვნის შესახებ. აღნიაშვილის ხელმოწერით.

ბიბლიოგრაფია

საქართველოს მხარეები: სვანეთი, დუშეთი, ხევსურეთი, ქართლი, ფშავეთი, ოსეთი, გურია, იმერეთი, აფხაზეთი. შავი მელანი, ქართულად და რუსულ ენაზე. 8 ფურცელი.

თეზისები

ჰიდროლოგიისა და კლიმატოლოგიის კათედრის სხდომისა, მიძღვნილი ბესარიონ ყავრაშვილის ხსოვნისადმი. შავი მელანი. 1945 წელი.

შრომების სია

პროფესორ ბ. ყავრიშვილის შრომების სია. თაბახის 4 ფურცელი, ნაბეჭდი, ქართულ და რუსულ ენაზე. უთარიღო, ხელმოუწერელი.

შრომების სია

გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის კათედრის ასისტენტის ბ. ყავრიშვილის ნაწერი, მწვანე მელანი, შტამპიანი ფურცელი, ქართულად. 1928 წლის 23 იანვარი. 

წერილი

ალექსანდრე ჯავახიშვილი-პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანს გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის კათედრის ასისტენტის ბესარიონ ყავრიშვილის ლექტორად არჩევის შესახებ. დაწერილია არასტანდარტული ფურცლის ერთ გვერდზე. ქართულ ენაზე, იისფერი მელნით, შტამპიანი და დათარიღებული. ხელმოწერილია. 1930 წლის 6 აპრილი.

თათბირის სამუშაო გეგმა

დაწერილია რუსულ და ქართულ ენაზე, თაბახის 4 ფურცელზე, მწვანე მელნით. 

მისასალმებელი სიტყვა

ალექსანდრე ჯავახიშვილი მიმართავს თათბირის მონაწილეებს. მწვანე მელანი, თაბახის ფურცელი, სამი გვერდი, რუსული ენა.