საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
მუზეუმის ექსპონატები
ინვეტორის ნომერი
წერილი

სთხოვენ წარმოადგინოს შენიშვნები გეოგრაფიულ სახელწოდებათა ინსტრუქციის პროექტის შესახებ. ნაბეჭდი, ქართულად. 21.12.1940 წელი. ხელმოწერილი.

წერილი

სთხოვენ დაესწროს დასახლებული პუნქტების სახელწოდებების დასაზუსტებლად სატრანსკრიფციო კომისიის სხდომას. ბლანკი, ქართულ ენაზე. 23.08.1940 წელი. ხელმოწერილი.

წერილი

უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება ალექსანდრე ჯავახიშვილს. საქართველოს დასახლებული პუნქტების სახელწოდებათა დასაწესებლად შექმნილი კომისიის შემადგენლობაში არჩევის შესახებ. ნაბეჭდი, ბლანკი, 22.03.40 წელი. ხელმოწერილი.

წერილი

საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება - ალექსანდრე ჯავახიშვილს იწვევს გ. გეხტმანის ხსოვნისადმი მიძღვნილ შეკრებაზე. სტამბურად ნაბეჭდი, 29.10.1961 წელი თან ახლავს ალექსანდრე ჯავახიშვილის თხრობები გეხტმანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მოხსენებისა. ბლოკნოტის ფურცელი, მწვანე მელანი. 29.10.1961 წელი.

წერილი

ტსუ-რკინიგზის ექსპლუატაციის კომისარს თხოვს , უნივერსიტეტის პროფესორს ალექსანდრე ჯავახიშვილს მისცეს რიგგარეშე ბილეთი. შტამპიანი ქარალდი, ქართულად. 04.07.1921 წელი. ივანე ჯავახიშვილის ხელმოწერით.

წერილი

ატყობინებენ ქუთაისის პედ. ინსტიტუტში დანიშნულია სახელმწიფო გამოცდაზე თავმჯდომარედ გეოგრაფიაში. (თან ერთვის ბრძანების ამონაწერი რუსულ ენაზე) შტამპიანი ქაღალდი, ხელმოწერილი. 21.04.1939

წერილი

ალექსანდრე ჯავახიშვილის პედ. ინსტიტუტის გეოგრაფიული ფაკულტეტის სახელმწიფო კომისიის წევრობის შესახებ. ნაბეჭდი, ქართულ ენაზე, ჩანაწერი იისფერი მელნით, უთარიღო, ხელმოწერილი. ალექსანდრე ჯავახიშვილის პედ ინსტიტუტში საგამოცდო კომისიის თავმჯდომარედ არჩევის შესახებ. ნაბეჭდი, ქართულად, შტამპიანი ქაღალდი, ჩანაწერი იისფერი მელნით. 26.07.1938 წელი.

წერილი

ალექსანდრე ჯავახიშვილი დანიშნულია ფიზიკური გეოგრაფიის კათედრის გამგედ. ინსტიტუტის ბლანკი, ქართულად. 27.11.1936 წელი.

წერილი

ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი - ალექსანდრე ჯავახიშვილს. მისი მივლინების შესახებ ქუთაისში. ინსტიტუტის ბლანკი, ნაბეჭდი, ქართული, ბეჭედდასმული, ხელმოწერილი. 28.01.1935 წელი.

ოქმის ამონაწერი

აჭარისტანის პედაგოგიურ ტექნიკუმთან არსებული გეოგრაფიული წრის გადაწყვეტილებით საერთო კრებაზე გადაწყდა და აჭარისტანის პედაგოგიურ ტექნიკუმთან არსებულს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა. ოქმს ერთვის ხელმომწერთა სია (40 კაცის), ხელმოწერილი. 23.12.1933 წელი.

წერილი

ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტის დირექცია სთხოვს ალექსანდრე ჯავახიშვილს გაუწიოს ხელმძღვანელობა გეოგრაფიულ კათედრას. ქართულად, შტამპიანი ფურცელი, ხელმოწერილი. 21.09.1936 წელი. ბათუმი.

წერილი

აჭარის მხარეთმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - ალექსანდრე ჯავახიშვილს. თხოვს ითანამშრომლოს აჭარის მხარეთმცდნეობის ინსტიტუტის მოამბეში. შტამპიანი ფურცელი, ქართული, ხელმოწერილი, ბათუმი. 28.01.1937 წელი.

წერილი

გამოთქვამს იმედს, რომ ალექსანდრე ჯავახიშვილი ეწვევა ბათუმს და გეოგრაფიული სექტორის წევრებს, გაუწევს სათანადო კონსულტაციებს. იისფერი მელანი, ქართული, ცალხაზიანი ფურცლის 1 გვერდი. ხელმოწერილი, ბათუმი. 11.11.1934 წელი.

წერილი

მადლობას უხდის საჩუქრისთვის და გეოგრაფიული წრის სახელით ეპატიჟება სტუმრად. იისფერი მელანი, ქართული, უთარიღო, ხელმოწერილი.

წერილი

უგზავნის მისი ხელმძღვანელობით სტუდენტებთან ერთად შედგენილ აჭარისთანის რუკას. იგი არ გამორიცხავს შეცდომებს, როგორც პირველ ცდას, ასევე ატყობინებს, რომ ბათუმში სურს ჩამოაყალიბოს გეოგრაფიული საზოგადოება და ამასთან დაკავშირებით მასთან მოლაპარაკება. იისფერი მელანი, ორად მოკეცილი ფურცელი, ბათუმი, ხელმოწერილი. 13.11.1932 წელი.

წერილი

ატყობინებენ, რომ იგი არჩეულია აჭარისტანის მხარეთმცოდნეობის ბიუროს გეოგრაფიული სექციის საპატიო წევრად. დაბეჭდილია შტამპიან ქაღალდზე ქართულად, ხელმოწერილი, 31.01.1931 წელი. 

წერილი

სთხოვს აცნობოს, როგორ არის აჭარისტანის რუკის საქმე. სამსახურეობრივი ბლანკი, ქართული. 31.01.1931 წელი.

წერილი

ულოცავს ალექსანდრე ჯავახიშილს აკადემიკოსად არჩევას. სამსახურეობრივი ბლანკი, ქართული. 20.09.1930 წელი.

წერილი

აჭარისტანის სამეცნიერო მხარეთმცოდნეობის ბიუროს გეოგრაფიული სექციის გამგე ნიკოლოზ ლორთქიფანიძე - აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილს. 

წერილი

საბინაო კომისიის თავმჯდომარე ქართულ-გეოგრაფიული საზოგადოების რწმუნებულს ალექსანდრე ჯავახიშვილს ატყობინებს პეტრე დიდის ნომერ 8-ში 5 ოთახის გამოყოფის შესახებ. ქართული, ხელმოწერილი. 1920 წლის 5 იანვარი.