ქართულ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოება-ალექსანდრე ჯავახიშვილს. 1917 წლის 19 ნოემბრეს საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე მონაწილეობის მისაღებად. დაწერილია შავი მელნით, ქართულად, ჭვირნიშნიან ფურცელზე. ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე მაღალაშვილი მდ.ნ. ჯავახიშვილი. თბილისი; 1917 წ.
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება-ალექსანდრე ჯავახიშვილს. უმორჩილესად თხოვს წარაგზავნოს მოსკოვს მისი წარმომადგენელი გოგოლის ძეგლის საზეიმო გახსნაზე და წაიკითხოს ადრესი. სუმბათოვი, ალექსი-მეხიევი, ა. ხახანოვი. წერილი დაბეჭდილია რუსულად, ბლანკზე. ჩანაწერი შავი მელნით. ხელს აწერენ: საზოგადოების თავმჯდომარე ბ. ყაზბეგი და მდივანი ს. ფირცხალავა. 07.03.1909 წელი.
ივანე ჯავახიშვილი-ალექსანდრე ჯავახიშვილს. ასლი, დაბეჭდილი თაბახის ერთ ფურცელზე, ქართულ და რუსულ ენაზე. ხელმოწერილი.
ივანე ჯვახიშვილი-ალექსანდრე ჯავახიშვილს. აცნობებს პროფესორთა საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებას, მისი საზოგადო გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის კათედრის პროფესორად არჩევის შესახებ. მანქანაზე ნაბეჭდი, ქართული. ერთი ფურცელი. უნივერსიტეტის შტამპით. ხელს აწერს ივანე ჯავახიშვილი, კანცელარიის გამგე გოგიჩაიშვილი და საქმის მწარმოებელი ეკ. გველესიანი. 8 ივლისი, 1920 წელი.
ექვთიმე თაყაიშვილი-ალექსანდრე ჯავახიშვილს თხოვს მონაწილეობა მიიღოს კომისიის შემადგენლობაში. როგორც ანთროპოლოგმა, გელათში თამარ მეფის საფლავის შესწავლაში. პერსონალიები: თაყაიშვილი, ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე და დ. შევარდნაძე. შავი მელანი. 1 გვერდი, ხელმოწერილი. 18.07/1920 წ.
საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომრე ექვთიმე თაყაიშვილი აცნობებს ალექსანდრე ჯავახიშვილს1913 წლის 16 აპრილის სხდომაზე, იგი არჩეულ იქნა საზოგადოების წარმომადგენლად. ექიმთა და ბუნებისმეტყველთა მეცამეტე ყრილობაზე, თბილისში და სთხოვს მოხსენება წაიკითხოს თავისივე შეხედულებით, შერჩეულ საგანში. საზოგადოების ბლანკი, ქართული, შავი მელანი. ხელს აწერს თაყაიშვილი და გორგაძე. 22.04.1913 წელი.
საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭო მადლობას უხდის ალექსანდრე ჯავახიშვილს საზოგადოებისათვის გაწეული შრომისა და განზრახვისათვის რაც ეხება შრომისა და ბუნებისმეტყველთა მერვე კრებაზე ანთროპოლოგიაში საჯარო ლექციის წაკითხვას ქართულ ენაზე. საზოგადოების ბლანკი ქართულად, შავი მელნით მინაწერი. ხელს აწერენ: თაყაიშვილი, და მდივანი გორგაძე. 1913 წელი. 2 თებერვალი.
საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი აცნობებს ალექსანდრე ჯავახიშვილს 1907 წლის 8 ნოემბრის კრების გადაწყვეტილებას მისი ნამდვილ წევრად არჩევის შესახებ და თხოვს გაუწიოს დახმარება საზოგადოებას. ნაბეჭდი ჩაწერილია შავი მელნით, ქართულად. მისამართი რუსულად. ხელს აწერენ ექვთიმე თაყაიშილი და მდ. გორგაძე. 24.12.1907 წელი.
ლურჯ მწვანე ფონზე, სივრცეს მთლიანად ავსებს მწვანე ლამაზი ეკლესია,მოხატულია ანგელოზებით, მიწაზე მომლოცველი ანგელოზებია. ერთი ანგელოზი კი ხატს ადგამს ეკლესიას. ავტორი უცნობია.
ტილო, ზეთი. 60X80
მცირე ზომის კომპოზიცია. ჩასმულია სალათისფერ პასპარტუში და ყავისფერ ჩარჩოში. წინა პლანზე შატილის კოშკებია გამოსახული , უკანა პლანზე ფრაგმენტულად მოჩანს მთები. ფერები: მწვანე, შავი, თეთრი ღრუბლები. ავტორი: ლეგი ბერიძე.
ქაღალდი, აკვარელი. 26X22
პეიზაჟი, ცისა და მთების ფონზე გადაჭიმულია რიწის ტბა. მისკენ მიმავალი გზითა და ბილიკებით. წინა პლანზე ტურისტთა ჯგუფია. ტბაზე თეთრი კატერი. 1989 წელი.
თეთრი ფერის პასპარტუ შავ ჩარჩოში, ქალის შიშველი სხეულიდან ამოზრდილი მხატვრულ-დეკორატიული ტიპის ხმელი წიფელის ალეგორიული ხატება. ფერები: მუქი შავი,მომწვანო, რუხი, მონაცრისფრო. ოთარ ქანდარია.
ჩასმულია ნაცრისფერ პასპარტუში და შავ ჩარჩოში. კომპოზიციის მარჯვენა მხარეს მინდიას გამოსახულებაა. იგი შავი ფერის ჩოხაშია, ის დასცქერის მიწაზე დაცემულ კაცს. საერთო სივრცე მოყვითალო, მოყავისფრო და შავი ფერის ხაზებითაა დასერილი. ქაღალდი, ლინოგრაგვიურა. ავტორი, ყუბანეიშვილი.
სურათის ძირითადი შავი ფონია, შიგა და შიგ თეთრი ლაქებით. სურათს ვერტიკალურად ყოფს მდინარე. მდინარის მარცხენა მხარეს მამაკაცის ოთხი ფიგურაა გამოსახული. მარჯვნივ კი აღაზა. ავტორი ლ. ცუცქირიძე. ქაღალდი, ტუში.
88X63
ცისა და მთის, წინა პლანზე გამოსახულია სიმწვანეში შემავალი გზა სოფლისაკენ. გზაზეა ორი ქალი, თუნგით ხელში, მათ წინ რამოდენიმე პატარა ფიგურაა. ტონალობა: მომწვანო-მონაცრისფრო, მოყვითალო, ყავისფერი. გადმოცა მუზეუმს გამომცემლობის დირექტორმა ნ. ბერძენიშვილმა.
მომწვანო ფონზე მამაკაცის ფიგურა, რომელიც ცალი ხელით საწერ მაგიდაზეა დაყრდნობილი, მეორე ხელში გაზეთი უჭირავს. გვერდით სკამია, მაგიდაზე წიგნები და ნათურა დგას. ტონალობა: ყავისფერი, შავი, რუხი, მოლურჯო. ავტორი უცნობია, ასევე თარიღიც. თსუ 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თელავის პედინსტიტუტმა უსახსოვრა თსუ-ს. 1988 წელი.
გუმბათის სიმრგვალეში სიბრტყეს მთლიანად ავსებს ჯგუფური ფიგურები. ტონალობა: თეთრი, ოქროსფერი, მოყვითალო. ავტორი: გ. ბუღაძე. 2000 წელი.
ტილო, ზეთი. 195X145
სურათზე გამოსახული ტორსი მთლიანად ავსებს სასურათო სიბრტყეს. ტონალობა მოვარდისფრო-იისფერი, მწვანე. ავტორი: ოთარ ფირალიშვილი. შექმნის თარიღი 2007 წელი. 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით ოჯახმა გადმოსცა მუზეუმს.
მოთეთრო, ცისფერ ფონზე დაბალი სახლებია, მარჯვნივ და მარცხნივ ასასვლელი კიბეებით. რიკულებიანი აივნებით. მარცხენა მხარეს კი ცისფერი შენობაა. ,,ჭრელი აბანო". ავტორი ნ. გედევანიშვილი.
ტილო, ზეთი. 70X49