საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    არნოლდ ჩიქობავას - 110 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა „არნოლდ ჩიქობავა - 110“

    2008 წლის 24 მარტს თსუ მუზეუმში გაიმართა გამოფენა „არნოლდ ჩიქობავა - 110“. არნოლდ ჩიქობავა (1898-1985) ენათმეცნიერი, ფილოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. გამოფენა მიეძღვნა აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას 110 წლის იუბილეს, იგი იყო ახლადდაარსებული უნივერსიტეტის პირველი თაობის ერთ-ერთი სტუდენტი, რომელიც 1922 წელს საპროფესოროდ იქნა დატოვებული. საიუბილეო ღონისძიებაზე თსუ მუზეუმში გამოფენილი იყო მეცნიერის ცხოვრებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, მემორიალური ნივთები, ხელნაწერები და სამეცნიერო ნაშრომები, სხვადასხვა გამოცემები.

    თარიღი: 24/03/2008