საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება - რალფ მაიერისათვის, ინგო ვიტისათვის, ტიციანა ქიუზისათვის და ჰანს პრუტინგისათვის

    2018 წლის 27 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისათვის გიოტინგენის გეორგ-ავგუსტის უნივერსიტეტის პროფესორებს - რალფ მაიერს და ინგო ვიტს, ასევე, უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისა და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობისათვის ზაარლანდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის, რომის სამართლისა და ევროპის შედარებითი სამართლის კათედრის ხელმძღვანელს დოქტორს, პროფესორ ტიციანა ქიუზს და თსუ-ს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და სტუდენტების მხარდაჭერისათვის კიოლნის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის ინსტიტუტისა და საპროცესო და გაკოტრების სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, დოქტორს, ერთგზის საპატიო დოქტორს, ემერიტუს პროფესორ ჰანს პრუტინგს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ, საპატიო დოქტორის წოდებითა და დიპლომებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა თსუ მუზეუმში.

    27/09/2018     

    თარიღი: 27/09/2018