საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ჰოლანდიელთა მიერ მოწყობილი გამოფენა - „თბილისი ორ ბორბალზე“

    2015 წლის 19 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა სემინარი, სახელწოდებით - „თბილისი ორ ბორბალზე“. სემინარზე განიხილეს პერსპექტივები და ისაუბრეს ველოსპორტის მიმართულებით ჰოლანდიური გამოცდილების გაზიარებაზე. ველოსიპედი ჰოლანდიური კულტურის განუყოფელი ნაწილია. კარგი ინფრასტრუქტურა ველოსიპედით გადაადგილებას უსაფრთხოსა და მიმზიდველს ხდის, სწორედ ამიტომ არის ჰოლანდიის ქალაქები ჯანსაღი და საცხოვრებლად მოსახერხებელი. ნიდერლანდების გამოცდილება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ქალაქის დაგეგმარება, გზების დიზაინი, ველოპარკინგი, სატრანსპორტო პოლიტიკა და ა.შ. სხვა ქვეყნებისთვისაც საინტერესოა. ამ სემინარზე სწორედ ამ გამოცდილებაზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს თბილისში ველოსიპედით გადაადგილების შესაძლებლობები. რადგან ურბანული დაგეგმარების, საგზაო დიზაინის და საგზაო პოლიტიკის მიმართულებით ჰოლანდიის გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. აღინიშნა, რომ თბილისის მერია ველოსპორტისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მუშაობს და ამ მიმართულებით რამდენიმე პროექტის განხორციელებას გეგმავს. ზემოთ აღნიშნულ სემინარისათვის თსუ მუზეუმში მოეწყო ფოტოგამოფენა.

    19/11/2015

    თარიღი: 19/11/2015