საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ავტორიზაცია

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია არის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომელსაც ახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვება და შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში.

 

საავტორიზაციო პროცესში ხდება უნივერსიტეტის საქმიანობის შეფასება წინასწარ დადგენილი ავტორიზაციის სტანდარტების მიხედვით და იმის დადგენა, თუ რამდენად აკმაყოფილებს უნივერსიტეტი აღნიშნულ სტანდარტებს. შეფასება ახორციელებენ ავტორიზაციის ექსპერტები უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი თვითშეფასების ანგარიშის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და საავტორიზაციო ვიზიტის მეშვეობით. შეფასების შემდეგ ხდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ავტორიზაციის საბჭოს მიერ ავტორიზაციის ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ. ავტორიზაცია უნივერსიტეტებს ენიჭებათ 6 წლის ვადით. დეტალური ინფორმაცია საავტორიზაციო პროცესისა და ავტორიზაციის სტანდარტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ცენტრის ვებგვერდზე

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაციის პროცესი გაიარა 2018 წელს და მიენიჭა ავტორიზაცია 6 წლის ვადით (იხ. ავტორიზაციის გადაწყვეტილება N53 27.08.2018). 2019 წელს კი უნივერსიტეტმა ცენტრში წარადგინა განაცხადი სტუდენტების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ, რომელიც დაკმაყოფილებული იქნა ავტორიზაციის საბჭოს მიერ (იხ. გადაწყვეტილება).

 

2022 წელს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაიარა შეფასება ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის ინსტიტუციური შეფასების პროგრამის (EUA IEP) შეფასების ჯგუფის მიერ. შეფასება ჩატარდა ორი ვირტუალური ვიზიტის დროს 2022 წლის აპრილსა და ივნისში. უნივერსიტეტის მიერ გარე შეფასების მიღება EUA IEP-ის მიერ მნიშვნელოვანი ფაქტორია უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარების საქმეში. შეფასების პროცესით ინიცირებული ცვლილებები ბიძგს მისცემს უნივერსიტეტის შემდგომ განვითარებას. უნივერსიტეტს შეუძლია მომდევნო 5 წლის განმავლობაში გამოიყენოს IEP Evaluation ლოგო თავის ვებსაიტსა და სხვა საინფორმაციო პროდუქტებში, ასევე კურსდამთავრებულთა დიპლომის დანართში. ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ინსტიტუციური შეფასების პროგრამა (IEP) არის არის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) სრული წევრი და შეტანილია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში (EQAR).

 

მასალები სამსახურეობრივი მოხმარებისათვის:

 

 

უკან >>>