საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკრედიტაცია

 

უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია წარმოადგენს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმს, რომელსაც ახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. აკრედიტაცია სავალდებულოა რეგულირებადი პროფესიებისა (სამართალი, მედიცინა, ვეტერინარია, მასწავლებლის მომზადება, საზღვაოსნო მეცნიერებები) და სადოქტორო პროგრამებისთვის. სხვა პროგრამების განსახორციელებლად აკრედიტაცია არ არის სავალდებულო. თუმცა, აკრედიტაცია სავალდებულოა ეროვნული გრანტის მოსაპოვებლად.

 

სააკრედიტაციო პროცესში ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შეფასება წინასწარ დადგენილი აკრედიტაციის სტანდარტების მიხედვით და იმის დადგენა, თუ რამდენად აკმაყოფილებს პროგრამა აღნიშნულ სტანდარტებს. შეფასებას ახორციელებენ აკრედიტაციის ექსპერტები უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი თვითშეფასების ანგარიშის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და სააკრედიტაციო ვიზიტის მეშვეობით. შეფასების შემდეგ ხდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება აკრედიტაციის საბჭოს მიერ აკრედიტაციის მინიჭების, პირობითი აკრედიტაციის მინიჭების ან აკრედიტაციზე უარის თქმის შესახებ. აკრედიტაცია საგანმანათლებლო პროგრამას ენიჭება 7 წლის ვადით, ხოლო პირობითი აკრედიტაციია კი 1-დან 2 წლამდე ვადით განისაზღვრება. დეტალური ინფორმაცია სააკრედიტაციო პროცესისა და აკრედიტაციის სტანდარტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ცენტრის ვებგვერდზე

 

ცენტრი აღიარებს აკრედიტაციას, რომელიც მინიჭებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) წევრი ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ და ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოქმედი იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამგვარად, შესაძლებელია საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტირება ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტოს მიერ, იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებს ზემოთ მოცემულ კრიტერიუმებს.

 

ამ ეტაპზე, უნივერსიტეტის სამ საგანმანათლებლო პროგრამას აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია. საჯარო მმართველობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა აკრედიტებულია საერთაშორისო ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო FIBAA-ს მიერ, რომელიც არის ENQA-s წევრი სააგენტო. კომპიუტერული მეცნიერებებისა და კომპიუტერული ინჟნერიის საბაკალავრო პროგრამები აკრედიტებულია ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) მიერ. ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა სერტიფიცირებულია ამერიკის ქიმიის საზოგადოების მიერ (ACS).

 

 

უკან >>>