საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ერაზმუსის ინსტიტუციური განვითარების პროგრამის პროექტ „აკადემიური კეთილსინდისიერება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხიანი სწავლებისა და სწავლისთვის“ (INTEGRITY) ფარგლებში 2018-2020 წლებში უნივერსიტეტის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი აქტივობა, რომელთა მიზანს წარმოადგენდა პროექტის ძირითადი კომპონენტების შესრულება და მისი შედეგების იმპლემენტაცია საუნივერსიტეტო სივრცეში.

პროექტის მიზნებიდან გამომდინარე განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:

 

 

პლაგიატთან ბრძოლის საერთაშორისო დღე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - 2022

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022 წლის 19 თებერვალს პლაგიატთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. პლაგიატის პრევენციის დღესთან დაკავშირებით, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით ერაზმუსის ინსტიტუციური განვითარების პროგრამის პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხიანი სწავლებისა და სწავლისთვის“ (INTEGRITY) ფარგლებში გაიმართა ონლაინ შეხვედრა თსუ-ს დოქტორანტებთან და ახალგაზრდა მეცნიერებთან.

 

ღონისძიების ფარგლებში:

  1. დოქტორანტებს მიეწოდათ ინფორმაცია უნივერსიტეტში აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკისა და არსებული რესურსების შესახებ;
  2. პლაგიატის პრევენციის მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ევროპული უმაღლესი სასწავლებლების ქართველმა კურსდამთავრებულებმა;
  3. თსუ-ს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ ქ-ნმა ქეთევან ხუციშვილმა ისაუბრა თემაზე თუ რა გზას გადის დოქტორანტი ჩაბარებიდან სადისერტაციო თემის დაცვამდე;
  4. თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ქ-ნმა ნინო პავლიაშვილმა ისაუბრა საბიბლიოთეკო რესურსებსა და აკადემიური კეთილსინდისიერების მხარდამჭერ სერვისებზე.

 

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვისა და პლაგიატის პრევენციის თემაზე, რა დროსაც განხილულ იქნა დოქტორანტთა ინდივიდუალური საჭიროებები და შეკითხვები. ღონისძიებაზე 120-ზე მეტი დოქტორანტი დარეგისტრირდა.

 

 

 

პლაგიატთან ბრძოლის საერთაშორისო დღე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - 2021

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 19 თებერვალს პლაგიატთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. პლაგიატის პრევენციის დღესთან დაკავშირებით, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით ერაზმუსის ინსტიტუციური განვითარების პროგრამის პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხიანი სწავლებისა და სწავლისთვის“ (INTEGRITY) ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა რიგი აქტივობები:

 

1) ბაზელის უნივერსიტეტის (შვეიცარია) პროფესორის, ევროპული კვლევების პრეზიდენტის, EUA CDE საბჭოს წევრის, ექსპერტის, ედვინ კონსტაბლის მიერ მომზადდა 3 ვიდეო-ლექცია კვლევის კეთილსინიდისიერების, დიდ მონაცემთა დამუშავებისა და აკადემიური გადაცდომის სახეების (ფაბრიკაცია, ფალსიფიკაცია, პლაგიატი) შესახებ. ვიდეო-ლექციები აიტვირთა თსუ-ს YouTube გვერდზე და lms-ით მიეწოდათ სტუდენტებს;

 

2) ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან ერთად დაიგეგმა და ჩატარდა ონლაინ  ტრენინგი აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვისა და პლაგიატისგან თავის არიდების თემებზე. ასევე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის ნინო პავლიაშვილის ონლაინ საჯარო მოხსენება გაიმართა,  რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია საბიბლიოთეკო წიგნადი ფონდის, ელექტორნული რესურსებისა და აკადემიური მხარდაჭერის სერვისების შესახებ. აღნიშნულ ღონისძიებაზე 160 სტუდენტი დარეგისტრირდა.

 

3) თსუ-ს ყველა სტუდენტს, LMS-ის საშუალებით დაეგზავნათ პროექტ INTEGRITY-ის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო რესურები (გაიდლაინები, ვიდეო-ლექციები, ვიდეო ტუტორიალები და სხვ.).

 

საინფორმაციო შეხვედრა პროექტ INTEGRITY-ის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით, 2020 წლის 23 ოქტომბერს, ზუმის პლატფორმის გამოყენებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლების მხარდასაჭერად საჯარო სკოლების მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის.

 

ონლაინ შეხვედრაზე მოსწავლეებსა და მომავალ აბიტურიენტებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის მიზნების, განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედგების, საუნივერსიტეტო სერვისებისა თუ რესურსების, უნივერსიტეტის აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკის დაცვისა და პლაგიატის თავიდან არიდების შესახებ. ონალაინ შეხვედრაზე სულ დარეგისტრირდა 134 მოსწავლე, რომელთაგან შეხვედრას დაესწრო 35.

 

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საჯარო სკოლების მრავალფეროვანი კონტინგენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. შესაბამისად, შეხვედრას ესწრებოდნენ არა მხოლოდ თბილისის საჯარო სკოლების, არამედ ქუთაისის, თელავის, რუსთავის, ჩოხატაურის, წალკისა და სხვა ქალაქების საჯარო სკოლის მოსწავლეებიც.

 

 

INTEGRITY-ის პროექტის საინფორმაციო შეხვედრა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით, 2020 წლის 23 ოქტომბერს 15:00-16:00 სთ-ზე ზუმის პლატფორმის გამოყენებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლების მხარდასაჭერად საჯარო სკოლების მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის  მოსწავლეებისთვის.  შეხვედრაზე მოსწავლეებსა და მომავალ აბიტურიენტებს მიეწოდებათ ინფორმაცია პროექტის მიზნების, განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედგების, საუნივერსიტეტო სერვისებისა თუ რესურსების, უნივერსიტეტის აკადემიური კეთილსინდისიერების  პოლიტიკის დაცვისა და პლაგიატის თავიდან არიდების შესახებ.


შეხვედრა ხორციელდება ერაზმუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის - „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორები ოთხ ევროპულ სასწავლებელთან – როეჰემპტონის (University of Reohampton, ინგლისი), უფსალას (University of Uppsala, შვედეთი), ვენისა (University of Vienna, ავსტრია) და დუბლინის (Dublin City University, ირლანდია) უნივერსიტეტებთან - ერთად თორმეტი ქართული უმაღლესი სასწავლებელი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიც არიან. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

 

რეგისტრაცია

 

 

პროექტის მენეჯმენტის საბოლოო შეხვედრა

2020 წლის 6-7 ოქტომბერს, პროექტ INTEGRITY-ის ფარგლებში გაიმართა მენეჯმენტის ონლაინ საბოლოო შეხვედრა, სადაც ქალბატონმა ირმა გრძელიძემ, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ისაუბრა პროექტის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობებზე და მიღწეული შედეგებისთვის მდგრადი განვითარების გეგმებზე.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქართველი და ევროპელი პროექტის პარტნიორები. პროექტი INTEGRITY ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინაციით.

 

 

დასკვნითი კონფერენცია აკადემიურ კეთილსინდისიერებაზე

2020 წლის 5 ოქტომბერს, პროექტ ”INTEGRITY”-ის ფარგლებში ჩატარდა პირველი საერთაშორისო კონფერენცია აკადემიური კეთილსინდისიერების შესახებ. თსუ-ს პრორექტორმა სამეცნიერო დარგში, პროფესორმა ნინო ოკრიფლაშვილმა კონფერენციაზე ხელი მოაწერა აკადემიური მთლიანობის დეკლარაციას.

 

კონფერენცია წარმოადგენდა 2017 წლის Erasmus + CBHE ინსტიტუციური განვითარების საგრანტო კონკურსის პროექტის “აკადემიური კეთილსინდისიერება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხიანი სწავლებისა და სწავლისთვის“ (INTEGRITY) დასკვნით ღონისძიებას.

 

კონფერენციაზე პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა განიხილეს აკადემიური მთლიანობის შემდეგი საკითხები: აკადემიური კეთილსინდისიერების ხელშეწყობა ელექტრონული სისტემით ჩატარებულ გამოცდებში; აკადემიური კეთილსინდისიერება და დისტანციური სწავლა; უნივერსიტეტის მიდგომა აკადემიური კეთილსინდისიერების გასამყარებლად; კურიკულუმის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების გასაძლიერებლად; სამართლიანობის უზრუნველყოფა უნივერსიტეტში ინსტიტუციური პოლიტიკის დანერგვისას და სხვ. პროფ. ნინო ოკრიბელაშვილმა, სხვა მონაწილეებთან ერთად, განიხილა უნივერსიტეტის აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკა, მისი გამოწვევები და პერსპექტივები.

 

 

ტრეინინგ-კურსები აკადემიურ წერაში

სტუდენტთა აკადემიური წერის კომპეტენციების გასაუმჯობესებლად შემუშავდა და დღემდე ხორციელდება აკადემიური წერის ტრეინინგ-კურსი. ტრეინინგის მიზანია, სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია და დაეხმაროს შესაბამისი უნარების გამომუშავებაში შემდეგი მიმართულებებით: საბაკალავრო/­სამა­გის­ტ­რო/­სადოქტორო ნაშრომის მოთხოვნები და მახასიათებლები; ციტირების სტილები APA და  Chicago, პროგრამა Mendeley; ელექტრონული სამეცნიერო მონაცმეთა ბაზები; რა არის პლაგიატი? როგორ ავარიდოთ თავი პლაგიატს? მსგავსების ამომცნობი ელექტორნული პროგრამა Turnitin.

 

2019  წლის  მაისი-ივლისიდან  წინამდებარე  პროექტი ინსტიტუციონალიზებულია,  რაც  გულისხმობს,  რომ  უნივერსიტეტში  აკადემიური  წერისა და  აკადემიური  კეთილსინდისიერების  კულტურის  ამაღლების  მხარდასაჭერად  თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბაზაზე უნივერსიტეტის  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის  კოორდინაციით   სულ  8  კვირის მანძილზე ტრეინინგ-კურსი  გაიარა  უნივერსიტეტის 384 სტუდენტმა. პროექტის ფარგლებში 2018-2019 წლებში სულ გადამზადება გაიარა  500-მდე სტუდენტმა (იხ. სიახლეებში).

 

 

ტრეინინგ-კურსები „Turnitin“-ის პროგრამული უზრუნველყოფის შესწავლისთვის

პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე 2018-2019 წლებში უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მიერ ჩატარდა სპეციალური ტრეინინგები სტუდენტებისთვის, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის პროექტის ფარგლებში შეძენილი მსგავსების აღმომჩენი პროგრამული უზრუნველყოფის „Turnitin“-ის გამოყენების თაობაზე. საანგარიშო პერიოდში სულ გადამზადდა 517 პირი - 459 სტუდენტი და 58 აკადემიური და ადმინისტრაცული პერსონალი. 

 

 

პირველსემესტრელ ბაკალავრთა საორიენტაციო კვირეული

უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობის  ინიციატივითა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მახარდაჭერით 2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ბაკალავრიატის პირველკურსელი სტუდენტებისათვის ჩატარდა საორიენტაციო კვირა, რომლის ფარგლებშიც შვიდივე ფაკულტეტის პირველსემესტრელებს უნივერსიტეტის  ეროვნული  სამეცნიერო ბიბლიოთეკის  წარმომადგენლებმა  მიაწოდეს  ინფორმაცია  ბიბლიოთეკის  რესურსებისა  და  სერვისების, მათ შორის აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხების შესახებ. საორიენტაციო კვირეულს ესწრებოდა 1200-ზე მეტი პირველსემესტრელი  სტუდენტი (იხ. სიახლეებში).

 

 

საინფორმაციო შეხვედრა პირველსემესტრელ დოქტორანტებთან

2019 წლის 17 ოქტომბერს სამსახურის ინიციატივით ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბაზაზე   გაიმართა  უნივერსიტეტის  ადმინისტრაციის  საინფორმაციო  შეხვედრა პირველსემესტრელ  დოქტორანტებთან. შეხვდერას დაესწრო 102 პირველსემესტრელი დოქტორანტი. საინფორმაციო შეხვედრის  ფარგლებში  დოქტორანტების  წინაშე  ამომწურავი  ინფორმაციით  წარსდგნენ  უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკისა და ეროვნული სამეცნიერო  ბიბლიოთეკის წარმომადგენლები,  რომლებმაც  დეტალურად  გააცნეს  იქ  დამსწრეთ  აკადემიური კეთილსინდისიერების  მნიშვნელოვანი  თემები  და  ამ  მიმართულებით  ბიბლიოთეკის მხარდამჭერი ღონისძიებები. (იხილეთ აქ)

 

 

საჯარო ლექციების ციკლი აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხებზე

პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის მიერ დაიგეგმა და 2019 წლიდან დაიწყო ლექციათა ციკლი აკადემიური კეთილსინდისიერების ცალკეულ თემებსა და საკითხებზე ქართველი და უცხოელი ექსპერტებისა და მკვლევრების მონაწილეობით. საჯარო  ლექციების  ციკლი  გაიხსნა  გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის თბილისის ბიუროს ხელმძღვანელის, უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორის  გებჰარდ  როილის  ლექციით თემაზე "Good scientific practice  -  a perspective from Germany" ("კარგი სამეცნიერო პრაქტიკა გერმანიის პერსპექტივით") (იხილეთ აქ). წინამდებარე  საჯარო  ლექციების  კურსი გაგრძელდება სხვადასხვა  ცნობილი მკვლევრებისა  და უნივერსიტეტის  აკადემიური  პერსონალის ჩართულობით დაინტერესებული პირთათვის გამოცდილების გაზიარების მიზნით.

 

 

შეხვედრები „აკადემიური წერის“ სასწავლო კურსის ლექტორებთან

პროექტ „INTEGRITY“-ის მიზნებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინიციატივით 2019-2020 წლებში გაიმართა შეხვედრები უნივერსიტეში აკადემიური წერის სასწავლო კურსის განხორციელებაში ჩართულ აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა აკადემიური პერსონალისთვის პროექტის ძირითადი მიზნების გაცნობა, სტუდენტური სერვისების განვითარება, აკადემიური წერის სილაბუსების განახლება, მსგავსების აღმომჩენი პროგრამული უზრუნველყოფის „Turnitin“-ის სასწავლო რესუსრად დანერგვა,  აკადემიური კეთილსინდისიერიების პრინციპების დაცვით ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილების  გაზიარება და სხვ. (იხილეთ აქ)

 

 

სხვა სამუშაო შეხვედრები
  1. INTEGRITY-ის პროეტის სამუშაო შეხვედრა ვენის უნივერსიტეტში;
  2. პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)“ ფარგლებში ტრენერთა გადამზადება;
  3. კონსორციუმის მეორე შეხვედრა ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში;
  4. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა სამუშაო შეხვედრას ერაზმუს-პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში;
  5. პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის (INTEGRITY)“ მონაწილეების სამუშაო შეხვედრა.

 

 

ონლაინ ტრენინგები

ერაზმუსის ინსტიტუციური განთვითარების პროგრამის პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხიანი სწავლებისა და სწავლისთვის“ (INTEGRITY) ფარგლებში, 2020 წლის 28 მაისიდან 19 ივნისის ჩათვლით ჩატარდა 22 ონლაინ ტრენინგი (Zoom პლატფორმის გამოყენებით) აკადემიურ წერაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურისა და ერთსაფეხურიანი პროგრამების სტუდენტებისთვის.

 

ტრეინინგებზე განხილული იყო აკადემიურ კეთილსინდისერებასთან და აკადემიურ წერასთან დაკავშირებული 13 განსხვავებული თემა, მათ შორის: როგორ დავწროთ საბაკალავრო ნაშრომი, როგორ შევქმნათ კარგი სამეცნიერო სტატია, სამეცნიერო ბაზების გამოყენება, პროგრამა "Mendeley"-ის და "Turnitin"-ის გამოყენება, სამეციერო კვლევის უნარები მედიცინაში და სხვ.

 

ტრენინგებზე სულ დარეგისტრირდა თსუ-ის 573 სტუდენტი. თითოეულ მონაწილეზე გაიცა სერტიფიკატი.