საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 

აკადემიური კეთილსინდისიერება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხიანი სწავლებისა და სწავლისთვის (INTEGRITY)

 

თსუ-ში ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინაციას უწევს ერაზმუსის ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ერთ-ერთ პროექტს „აკადემიური კეთილსინდისიერება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხიანი სწავლებისა და სწავლისთვის“ (INTEGRITY).  პროექტი 2017-2020 წწ. ხორციელდება და მასში 4 უცხოური და 11 ქართული უნივერსიტეტი მონაწილეობს. პროექტის მიზანია უნივერსიტეტებში სასწავლო და კვლევითი პროცესების განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ხელშეწყობით, მათ შორის პლაგიატის პრევენციის ან აღმოჩენისთვის საჭირო პოლიტიკის, მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შემუშავებით და/ან გაუმჯობესებით.

 

პროექტი მოიცავს შემდეგ 6 მიზანს:

 

  • საქართველოს უნივერსიტეტებში პლაგიატის აღმოჩენისა და პრევენციის/უკუკავშირის მექანიზმის, კერძოდ კი ელექტრონული პროგრამა “Turnitin”-ის დანერგვა სასწავლო პროცესის მართვისა (LMS) და მუდლის (Moodle+Turnitin) სისტემებში;
  • აკადემიურ კეთილსინდისიერებაზე როგორც აკადემიური პერსონალის, ასევე სტუდენტების ცნობიერების ამაღლების კომპანიის დაგეგმვა და განხორციელება;
  • ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის ეფექტური სწავლა-სწავლებისა და შეფასების სფეროში სატრენინგო მოდულის შემუშავება და მიწოდება;
  • სტუდენტთა აკადემიური წერის კომპეტენციების გასაუმჯობესებლად სტუდენტური სერვისების განვითარება;
  • სამივე საფეხურის პროგრამების აკადემიური წერის სილაბუსების ანალიზი ევროკავშირში არსებული სტანდარტებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით;
  • აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების გათვალისწინებით სწავლისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად უნივერსიტეტის პოლიტიკისა და შესაბამისი ინსტრუმენტების შემუშავება.

 

ზემოაღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, 2017-2020 წლებში პროექტის ფარგლებში ჩატარდა მიზნობრივი ტრეინიგები სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, შემუშავდა პიარ-კამპანიის გეგმა, კეთილსინდისიერების პოლიტიკის დოკუმენტი, გაუმჯობესდა აკადემიური წერის სასწავლო კურსის სილაბუსები და მოხდა “Turnitin”-ის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა სასწავლო პროცესის მართვისა (LMS) და მუდლის (Moodle+Turnitin) სისტემებში.

 

პროექტის კოორდინატორი:  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

პროექტის ევროპელი პარტნიორები:

  • როუჰემპტონის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო)
  • უფსალას უნივერსიტეტი (შვედეთი)
  • ვენის უნივერსიტეტი (ავსტრია)
  • დუბლინის ქალაქის უნივერსიტეტი (ირლანდია)

 

პარტნიორი ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერსიტეტი
  • შპს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი
  • დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი

 

სამთავრობო და ასოცირებული პარტნიორები:

  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტო (მთავარი პარტნიორი სტრუქტურულ ღონისძიებებში) 
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (ასოცირებული პარტნიორი)

 

 

Flag Counter