Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Mermis V

წინამდებარე კრებულში თავმოყრილია სტუდენტთა რეგიონთაშორის რესპუბლიკურ კონფერენციაზე წარმოდგენილი მასალები, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საუკეთესო ნაწილი კონფერენციაზე წარმოდგენილი შრომებისა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შარშანდელი კონფერენცია იყო უპრეცენდენტოდ დიდი და ფრიად წარმომადგენლობითი: შემოსული 200-ზე მეტი განაცხადიდან კონფერენციაზე წარმოსადგენად შეირჩა 21 სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში მომზადებული 120 მოხსენება. შესაბამისად წარმოდგენილი მასალების მრავალფეროვნების, მრავალმიმართულებრივი პრობლემატიკის კვალობაზე მუშაობდა 16 სხვადასხვა სასწავლო — სამეცნიერო თემატიკის სექცია. კონფერენციაზევე გაცხადდა შემდგომი მუშაობის პრინციპი: წარმოდგენილ მასალათა საფუძველზე, ნაშრომების კვლევისა და ანალიზის კომპონენტების, ინდივიდუალიზმისა და თავისთავადობის, მეცნიერული და მორალური პოზიციის და ხარისხის გათვალისწინებით სექციებზევე გამოვლენილიყო დასაბეჭდად რეკომენდირებული ნაშრომები. სარედაქციო კოლეგიამ შემდგომაც იმუშავა და ამ ძალისხმევათა შედეგები აისახა კიდეც „მერმისის“ წლევანდელ კრებულში. ჩვენი - სარედაქციო ჯგუფის მიზანი იყო, შეგვენარჩუნებინა კრებულისათვის ის წარმომადგენლობითი, მრავალფეროვანი და თავისთავადი, ინდივიდუალური სახე, რაც კონფერენციაზე გამოიკვეთა. აქედან გამომდინარე, შეირჩა 50- ზე მეტი მოხსენება 14 სხვადასხვა სპეციალობიდან და ამას დაემატა შერჩეული, საუკეთესო მოხსენებები 2013 წლის ბოლოს ჩვენს მიერ ჩატარებული კონსტანტინე გამსახურდიას 120 წლისთავისადმო მიძღვნილი კონფერენციის მასალებიდან. ამასთან ერთად, საორგანიზაციო ჯგუფისათვის კვლავ რჩება მთავარ სამუშაო პრინციპად ჩვენი პროექტის: „ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის“ ძირითადი იდეის განხორციელება: ინტერგრირება და თანამშრომლობა სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო ინსტიტუტების მკვლევარებთან და სტუდენტებთან.
გვინდა გვჯეროდეს, რომ ტრადიციისამებრ, „მერმისის“ ეს ახალი კრებულიც ამ ღირებულებათა სამსახურში წარმოჩნდება, ის მოექცევა სტუდენტების ყურადღებისა და ინტერესის სფეროში და აქ წარმოდგენილი მასალებიც მომავალი კვლევების, სამეცნიერო, თუ ინფორმაციული გამოწვევების, თანამშრომლობის, აზრთა გაზიარების საწყისად იქცევა.

isbn :
Price: 0₾