Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
კურსი - სამოქალაქო განათლება (რეგისტრაცია)

თუ ხართ სკოლის მოსწავლე (VII-XII კლასები) და გაინტერესებთ, რა როლს თამაშობს სახელწიფო საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორ ხდება სახელმწიფო ორგანოების ფუნქციების გადანაწილება, როგორაა თითოეული პიროვნება ჩართული სახელმწიფოს მართვაში და სხვ., გთავაზობთ სამოქალაქო განათლების ერთთვიან კურსს, რომელიც ჩატარდება ონლაინ რეჟიმში (Zoom-ის მეშვეობით) და რვა შეხვედრის განმავლობაში საშუალება გექნებათ დაესწროთ და მონაწილეობა მიიღოთ თქვენთვის საინტერესო თემების განხილვაში.

კურსის შინაარსი:
I შეხვედრა - სახელმწიფო, მისი ფუნქციები და ძირითადი ვალდებულებები;
II შეხვედრა - ხელისუფლების დანაწილების პრინციპი. საკანონმდებლო,
აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების არსი და მათი კონტროლის
მექანიზმები;
III შეხვედრა - ხელისუფლება და ადგილობრივი თვითმმართველობა;
IV შეხვედრა - თვითმმართველობის სტრუქტურა;
V შეხვედრა - მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები;
VI შეხვედრა - გამჭირვალე და ანგარიშვალდებულო მმართველობის არსი და როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში;
VII შეხვედრა - საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და მისი გამოყენება;
VIII შეხვედრა - შეჯამებელი დისკუსია.

შეხვედრების ჩატარების დრო(კვირაში ორჯერ):
ორშაბათი - 19 საათი
შაბათი - 10 საათი.

კურსს წაუძღვება სალომე კუპატაძე.

>> სარეგისტრაციო ბმული << 

რეგისტრაცია: 25-29 აპრილი 
კურსი დაიწყება 1 მაისს

View More

Order N:

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ბაკალავრიატის/დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცებისა და აღნიშნულ პროგრამებზე ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2022 წლის 10 ნოემბრის N340/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ბაკალავრიატის/დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცებისა და აღნიშნულ პროგრამებზე ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2022 წლის 10 ნოემბრის N340/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში და იგი ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი N1).
2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ჯაბა სამუშია    რექტორი  
 

View More

Order N: 79/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის რევაზ გულარაშვილის 2023 წლის 03 აპრილის N8881/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1.შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში და ამოღებულ იქნას ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ს „ბ“ თავის VII მუხლის 7.4. პუნქტი.
2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ–გვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე

View More

Order N: 89/02-01

საერთაშორისო კონფერენცია “მიკრობების ვირუსები”

 

თბილისი, 3-7 ივლისს  გაიმართება საერთაშრისო კონფერენცია "მიკრობების ვირუსები" რომელიც ვირუსების კვლევის სხვადასხვა ასპექტებს ეძღვნება. ასეთი კონფერენციების სერიას საფუძველი ჩაეყარა 2010 წელს პარიზის პასტერის ინსტიტუტში, ამ ინსტიტუტის პროფესორის დავით ფრანგიშვილის ინიციატივით. კონფერენციები ყოველ მეორე წელს ტარდებოდა ევროპის სხვადასხვა ქალაქში, თბილისის კონფერენცია კი ამ  სერიის რიგით მე-7 კონფერენციაა, რომელიც ისევე როგორც მისი წინამორბედები, დიდ საერთაშორისო ინტერესს იწვევს: კონფერენციაზე უკვე დარეგისტრირებულია ოთხ ასეულზე მეტი მონაწილე ხუთივე კონტინენტის 47 ქვეყნიდან, რომელთა შორის არის მრავალი მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერი. კონფერენციას ატარებს საქართველოს ფუნდამენტური და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ასოციაცია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი. ორგანიზატორები არიან აკადემიკოსი დავით ფრანგიშვილი და პროფესორი ნინა ჭანიშვილი.

 

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მიკროორგანიზმების ვირუსების ფუნდამენტური კვლევების ფართო სპექტრი, დაწყებული ვირუსების აგებულებით და მასპინძელთან ურთიერთქმედების დეტალებით და დამთავრებული ეკოლოგიური და ევოლუციური საკითხებით. დიდი ყურადღება დაეთმობა მიკროორგანიზმების ვირუსების კვლევის გამოყენებით ასპექტებს, როგორიცაა ახალი ნანო-ბიო-ტექნოლოგიების შექმნა და ბაქტერიების ვირუსების (ბაქტერიოფაგების) გამოყენება სამედიცინო პრაქტიკაში  დაავადების გამომწვევ ბაქტერიებთან საბრძოლველად. ბაქტერიოფაგების ასეთი გამოყენების ერთი-ერთი პიონერი, რომელიც ამ საკითხში დღემდე აღიარებული ლიდერია,  კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის ინსტიტუტია, რომელიც მიმდინარე წელს დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს. ნიშანდობლივია ისიც, რომ ქართველი მეცნიერები ლიდერობენ არა მხოლოდ ბაქტერიების ვირუსების (ბაქტერიოფაგების), არამედ არქეების ვირუსების კვლევაშიც. სწორედ ამ გარემოებების ამსახველია ის, რომ მიკრობების ვირუსოლოგების მსოფლიო ფორუმი ტარდება თბილისში, რაც, თავის მხრივ, უდაოდ ხელს შეუწყობს ამ დარგის მნიშვნელობის გამოვლენას ქართულ სამეცნიერო სივრეში და მის შემდგომ განვითარებას. 

View More

Order N:

მაგისტრანტთა საყურადღებოდ!

24 აპრილიდან 27 აპრილის 18:00 სთ. ჩათვლით მიმდინარეობს განაცხადების მიღება მაგისტრანტთა საფაკულტეტო  დაფინანსებაზე.

განცხადება  მიიღება  ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: social@tsu.ge

იხ. განცხადების ფორმა 

View More

Order N:

დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჟიული შარტავას და დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადებისა და კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჟიული შარტავას და დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29-ემუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის N12 დადგენილების დანართ N2– ის საფუძველზე ვბრძანებ:

1.გამოცხადდეს კონკურსი ჟიული შარტავას სახელობის  სტიპენდიის მოსაპოვებლად აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერებისა) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთათვის;

2.გამოცხადდეს კონკურსი დიმიტრი(არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთათვის;

3.  კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პროფესორის 1 რეკომენდაცია;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  • სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • სიგელები;
  • სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში;
  • ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ;

4. საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება  2023 წლის 3 აპრილიდან 2023 წლის 18 აპრილამდე თსუ–ს მეექვსე კორპუსის 207–ე ოთახში.

5. შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • მანანა შამილიშვილი – დეკანის მოადგილე, პროფესორი
  • თამარ ქარაია - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასოცირებული პროფესორი
  • ელენე გელაშვილი - ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი
  • სანდრო ტაბატაძე-ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი
  • ნათელა მონიავა - ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე

6.  ფაკულტეტის სასწავლო პროცესის სამსახურმა უზრუნველყოს ბრძანების განთავსება და დაინტრესებლ პირთათვის გაცნობა.

7.   ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე

 

View More

Order N: 13/30

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიმნის კონკურსის საფუძველზე შერჩევის მიზნით საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი   განათლების შესახებ’’   საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14   მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8 პუნქტის ,,ა” და ,,ო’’ ქვეპუნქტების,   მე-9    და მე-12 პუნქტის, თსუ-ს კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 9 მარტის N 5994/10 საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის ჰიმნის კონკურსის საფუძველზე შერჩევის   მიზნით   დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გიორგი  შავერზაშვილი  -  საქართველოს  კომპოზიტორთა  კავშირის  თავმჯდომარე,კომისიის წევრი;
ბ) ლიანა  ჭონიშვილი  -  სსიპ   - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის ფაკულტეტის   მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი, საქართველოს საგუნდო საზოგადოების თავმჯდომარე, კომისიის წევრი;
გ) მაია ვირსალაძე - კომპოზიტორი,  საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი, სსიპ  - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
დ) გიორგი ლობჟანიძე - მწერალი, კომისიის წევრი;
ე) ჯაბა სამუშია - თსუ-ს უნივერსიტეტის რექტორი, კომისიის წევრი;
ვ) ლაშა საღინაძე - თსუ-ს  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
ზ) ნინო უგრეხელიძე - თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
თ) ირაკლი ხარჯავანიძე - თსუ-ს კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი.

2.დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას    წინამდებარე    ბრძანების    გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი       ჯაბა სამუშია 
 

View More

Order N: 54/01-01

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2023 წლის 25 იანვრის N16/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის დ.კორძაიას 2021 წლის 7 ოქტომბრის  N20575/32 და ფაკულტეტის დეკანის დ.კორძაიას 2023 წლის 14 მარტის N 6504/32 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.შევიდეს ცვლილება „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2023   წლის 25 იანვრის N16/01-01 ბრძანებაში და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 25 იანვარს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 27 თებერვლიდან 2023 წლის 6 მარტამდე. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2023 წლის 24 აპრილამდე.“
2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტის"  ელექტრონულ გვერდზე;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს   (საფინანსო   დეპარტამენტი,   პერსონალის   მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მედიცინის ფაკულტეტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი     ჯაბა სამუშია 
 

View More

Order N: 56/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ  საბაკალავრო-სამაგისტრო, მულტილინგვური განათლების დაწყებითი  საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო- სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის  ვერმიღების გამო, 2022- 2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე  მუხლის,   საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის  2013  წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების  საჯაროდ  გამოცხადების წესის  დამტკიცების  შესახებ“  თსუ-ს  რექტორის 2010  წლის  13  სექტემბრის  №83/01-01 ბრძანებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტორნული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   დაიწყოს  ადმინისტრაციული წარმოება სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, მულტილინგვური განათლების დაწყებითი  საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრის   ჩათვლით  ერთი  და  იმავე   სავალდებულო  სასწავლო კურსში  სამჯერ  კრედიტის  ვერმიღების  გამო, 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან  სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან  დაკავშირებით, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა)  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №1); 
ბ)  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №2);
გ)  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №3); 
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  (დანართი №4);
ე)  იურიდიული ფაკულტეტი  (დანართი №5); 
ვ)  მედიცინის ფაკულტეტი  (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №7);


2. წარმოების განხორციელება დაევალოს შესაბამის  ფაკულტეტებს, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წარმოების დასრულების ვადა განისაზღვროს არაუგვიანეს 27 მარტისა.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
7. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის  მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  ძალაში შესვლის  დღიდან  1  თვის ვადაში     ქ.   თბილისის     საქალაქო  სასამართლოს  ადმინისტრაციულ   საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

რექტორი ჯაბა სამუშია 

View More

Order N: 133/01-04  

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2023 წლის 17 თებერვლის №4147/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 27 თებერვლის №4 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - „უნივერსიტეტი") ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად  კანდიდატის შერჩევის მიზნით.
2. დამტკიცდეს განცხადების ტექსტი უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების, პრეტენდენტთა რეგისტრაციის დაწყების, მათი შერჩევის კრიტერიუმებისა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხის შესახებ  (დანართი №1).
3. კონკურსის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, 2023 წლის 3 მარტამდე უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით დამტკიცდეს შესაბამისი კომისია.
4. კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
6. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

View More

Order N: 22/2023

2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის    მე-2   და   მე-3   ნაწილების   და   57-ე   მუხლის   პირველი   ნაწილის, საქართველოს    განათლებისა    და    მეცნიერების    მინისტრის    2013   წლის    11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 პუნქტის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის და ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების   ინსტიტუციონალური   კოორდინატორის   წერილის   (N   4179/10; 17/02/2023) საფუძველზე.

ვბრძანებ:

1.ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული    ერაზმუს+      საერთაშორისო       კრედიტ-მობილობის პროგრამის    ფარგლებში     პარტნიორი     სანტიაგო     დე     კომპოსტელას უნივერსიტეტის        მიერ     თბილისის     სახელმწიფო     უნივერსიტეტის ადმინისტრაციული            პერსონალისთვის       გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 22 თებერვალს.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო   ქიმერიძე,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) დარეჯან  გარდავაძე, თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) ეკატერინე    ფირცხალავა,    თსუ    ფსიქოლოგიისა    და    განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5.ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.დამტკიცდეს   კონკურსის   ჩატარებისა   და   კანდიდატთა   შერჩევის   წესი (დანართი №1).
7.წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი   ჯაბა სამუშია

View More

Order N: 35/01-01

სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

2023 - 2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომების დაცვა პროგრამების მიხედვით განხორცილდება
შემდეგი განრიგით: (იხილეთ განრიგი).

 

 

 

 

 

View More

Order N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადის განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’, ,, ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიღების წესისა და უცხო ენის ცოდნის განმარტების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის N49/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის მე-5 მუხლის 2 1 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადად 2023 წლის 17, 20 თებერვალი, გასაუბრება ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებში;
2. აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის უზრუნველყოფა დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს;
3. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული    ერთეულებისათვის       გადაცემის       უზრუნველყოფა       დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი   ჯაბა სამუშია
 

View More

Order N: 32/01-01

Call for articles for the special edition of Tbilisi State University Faculty of Law journal "TSU Law Review"

გამოცხადდა სტატიების მიღება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ჟურნალის „თსუ სამართლის მიმოხილვის“ სპეციალური გამოცემისთვის, რომლის გამოცემა ხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და ახალგაზრდული ასოციაცია „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში.

 

  • სტატიების მიღება იწარმოებს 2023 წლის 17 თებერვლიდან 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით
  • სპეციალური გამოცემის თემატიკა ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საკითხებს შეეხება

 

ნაშრომის წარმოდგენა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე თანაავტორობით (არაუმეტეს ორი ავტორისა). ჟურნალში ნაშრომის: სამეცნიერო სტატიის, სამართლის პრაქტიკის ანალიზის, უცხოენოვანი სამეცნიერო პუბლიკაციის თარგმანის წარმოდგენის უფლებით სარგებლობენ: თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უცხოური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის ნებისმიერი კურსის სტუდენტები; ასევე სხვა ავტორები, რომლებიც სარედაქციო კოლეგიის თხოვნით მოამზადებენ პუბლიკაციებს სამართლის მეცნიერებისა და პრაქტიკის აქტუალურ საკითხებზე.

 

„თსუ სამართლის მიმოხილვისთვის“ შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს სტატია მხოლოდ მისი პირველადი პუბლიკაციის მიზნით, რომელიც არ არის სხვაგან გამოქვეყნებული.

 

ავტორი ვალდებულია დაიცვას ჟურნალში გამოყენებული ციტირების სტილი და სტატიის მიმართ მოქმედი სახელმძღვანელო პრინციპები (ვრცლად იხ. https://bit.ly/3EawtOd )

 

ამასთან, ავტორმა უნდა წარმოადგინოს:

 

  • განცხადება მთავარი რედაქტორის სახელზე ავტორის ხელმოწერით. განცხადების ფორმა (იხ. დანართი 1)
  • სტატია, რომლის მოცულობაც არ უნდა აღემატებოდეს 20 გვერდს (ანოტაციის, ძირითადი ტექსტისა და გამოყენებული ლიტერატურის ჩათვლით);
  • ანოტაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე არაუმეტეს 300 სიტყვისა;  საკვანძო სიტყვები ქართულ და ინგლისურ ენებზე (არაუმეტეს 5);
  • ბიბლიოგრაფია;
  • სტატიის ტექსტი შესრულებული უნდა იყოს Sylfaen - 12 ფონტით, უცხოენოვანი ტექსტი - Times New Roman_12 ფონტით, სქოლიო - იმავე ფონტების 10 ზომით, სტრიქონებს შორის დაშორება - ერთი ინტერვალი.

 

მიღებული სტატიის გასწორებული ვერსია, ან დაწუნებული ნაშრომი ავტორს არ უბრუნდება. ამასთან, სარედაქციო კოლეგიისგან არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს გამოქვეყნებაზე უარის მიზეზის დასაბუთება.

 

სტატიებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, მისამართზე: youthforyouth44@gmail.com

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: მთავარი რედაქტორი: თამარ ტატანაშვილი, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, ელ-ფოსტა: lawrev@tsu.ge

 

ახალგაზრდული ასოციაცია „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ პრეზიდენტი: შოთა მშვენიერაძე, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. ელ-ფოსტა: shota.mshvenieradze358@law.tsu.ge

View More

Order N:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ

„სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების №25 მუხლისა და 2023 წლის 13 თებერვლის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების სხდომის №1 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ვბრძანებ:

 

  1. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელად დაინიშნოს პროფესორი თამარ დოლბაია;
  2. ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის დეკანის სამდივნოს;
  3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
View More

Order N: 10/30

For the attention of students who transferred to the Faculty of Law through internal mobility!

2022- 2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის წესით იურიდიულ ფაკულტეტზე გადმოსული სტუდენტები 21 - 22 თებერვალს აფორმებენ ხელშეკრულება/ შეთანხმებას 212 ოთახში. (თსუ IIკორპუსი)

 


შიდა მობილობის მსურველი, რომელიც რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში არ მიმართავს  ფაკულტეტს და არ გააფორმებს ხელშეკრულებას, კარგავს აღნიშნულ  საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლებას.

 


პატივისცემით, იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია.

View More

Order N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში მისაღები უცხო ენის გამოცდისთვის დამატებითი ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტარაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 94-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე- 6 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ”საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. დოქტორანტობის კანდიდატებს, რომლებიც სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2022 წლის 31 იანვრის N22/01-01  ბრძანებით დადგენილ ვადებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადნენ უცხო ენის გამოცდაზე, განესაზღვროთ დამატებითი საგამოცდო ვადები:
ა) გამოცდა უცხო ენაში - 15 თებერვალი (10:00 სთ);
ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 15 თებერვალი;
გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 16 თებერვალი (12:00 სთ-მდე); 
დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 16 თებერვალი.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს  კანცელარიას,  ბრძანება  განათავსოს  ყველასათვის  ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   ჯაბა სამუშია 
 

View More

Order N: 29/01-01

თსუ ასოცირებული პროფესორების ეკა ლეკაშვილისა და ია ნაცვლიშვილის საერთაშორისო კვლევითი პროექტის წარმატება

ავსტრია-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა - ეკა ლეკაშვილმა და ია ნაცვლიშვილმა გრაცის უნივერსიტეტის (ავსტრია) პროფესორ საბინე ბერგნერთან ერთად მოამზადეს საპროექტო განაცხადი  თემაზე ,,მეწარმე ქალები - სამეწარმეო კარიერის მიზნით ქალ სტუდენტთა გაძლიერება“(Female entrepreneurship - Empowering female students to pursue an entrepreneurial career), რომელიც დაფინანსდა APPEAR პროგრამის ფარგლებში (ავსტრია). პროექტი გამიზნულია მოსამზადებელი კვლევისთვის, რომლის საფუძველზეც შემუშავდება  მასშტაბური  პროექტი თსუ-ს და გრაცის უნივერსიტეტების ჩართულობით.

 

პროექტის განხორციელება უმნიშვნელოვანესია არა მარტო კვლევის ინტერნაციონალიზაციის  გაღრმავების მიმართულებით, არამედ მისი შედეგების გავლენით მეწარმეობის, ქალი მეწარმეების კარიერული ზრდის და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

View More

Order N:

თსუ მედიცინის ფაკულტეტზე წლის საუკეთესო კათედრა გამოვლინდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ მედიცინის ფაკულტეტის 2022 წლის საუკეთესო კათედრის დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა.  ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის გადაწყვეტილებით წლის საუკეთესოდ "დერმატოლოგიის და ვენეროლოგიის“  კათედრა დასახელდა.
 

ღონისძიების მეორე ნაწილი სტუდენტთა კონფერენციას დაეთმო, რომელშიც მონაწილეობა როგორც ქართველმა, ასევე უცხოენოვანი პროგრამის ყველა საფეხურის სტუდენტმა მიიღო. „მდგრადობის როლი მშობლის ფსიქოლოგიურ კონტროლს, ახალგაზრდების PIU-სა და დეპრესიას შორის: მედიაციისა და მოდერაციის მოდელები,“ „თერაპიული ჰიპოთერმიის ეფექტი ნევროლოგიური გამოჯანმრთელების გაუმჯობესებასა და სიკვდილიანობის შემცირებაზე სრული იშემიის შემდეგ მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებში“ ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც სტუდენტებმა კონფერენციაზე წარმოადგინეს.
 

ღონისძიების მონაწილე სტუდენტებს ჯაბა სამუშიამ მისასალმებელი სიტყვით მიმართა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა: „მედიცინის ფაკულტეტმა ჩვენს ტრადიციულ ფაკულტეტებს შორის, არათუ ადგილი დაიკავა, არამედ გახდა ერთ-ერთი ლიდერი. მისი წარმატება გასცდა უნივერსიტეტის წიაღს და გახდა უფრო მასშტაბური. ძალიან საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს ჩვენმა ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა და სწორედ ეს აჩვენებს იმას, რომ ფაკულტეტი ძალიან ინტენსიურად მუშაობს. დღეს ახალ წამოწყებას ჩაეყარა საფუძველი, გამოვლინდა 2022 წლის საუკეთესო კათედრა მედიცინის ფაკულტეტზე, ამ ფორმით ფაკულტეტზე წახალისდება კათედრები, რადგან მათი მუშაობა უფრო პროდუქტიული იყოს. ასეთი სიმბოლური დაფასება აუცილებელია, იმ ადამიანების, რომლებიც რუდუნებით შრომობენ ჩვენი სტუდენტებისთვის.“
 

ღონისძიება უნივერსიტეტის 105 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა დიმიტრი კორძაიამ, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა მიიღეს.

View More

Order N: